* * * ( არ ჭკნებიან ლითონის ვარდები)
არ ჭკნებიან ლითონის ვარდები და ლითონის ბულბული უფრო ლამაზია, ვიდრე სინამდვილეში. ვითომ არ ვიცოდე, ხმაში საწამლავია გარეული და ჭოტების კივილი ვერ ამოავსებს ღამის ყველა ჭუჭრუტანას. გარეთ ბოშები ჩაივლიან და ბოლო თოვლს გაიყოლებენ და გარეულ ვარსკვლავებს და წყალი ჩაივლის - რბილი და ჩაილურის. ზის გაბავშვებული დედაჩემი - მწვანე ხავსს არჩევს. - რას მღერი, დედი, ასე ჩუმად და ასე უდარდელად? მითხარი როგორ იწყება - "საიდანაც შევიდა ხმალი, იქედან სული გამოვიდა". მითხარი - როგორია დასასრული?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი