გადავრგე ჩემი პატარა ალუბალი
გადავრგე ჩემი პატარა ალუბალი, უფრო თვალსაჩინო ადგილას, ყველას რომ დაენახა, ეთქვა: როგორ ანათებს! მან კი, თითქოს მდუღარე გადამესხას, ან შიშველი დამეგდოს მზეზე, ჩამოყარა ყვავილები, ჩაქრა. მე კი, კეთილი გულით გადავრგე. გარდას ტბის პირას დავდივარ მოწყენილი, ეტლებში გამოწკეპილ ძაღლებთან და გერმანელ მოაგარაკეებთან ერთად და ვგრძნობ, როგორ ვშორდები ხეებზე გამოსხმულ მეტაფორებს, ჩაწყვეტილ ხიდებზე გადებულ მდინარეებს და კბილებს შორის გამოცრილ წყევლას: - წარმატებას გისურვებთ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი