ცრუპენტელა (მოთხრობა)
ბავშვი ცხვრებს აძოვებდა. ვითომ მგელი დაინახა, დაიწყო ყვირილი: მიშველეთ მგელიო. გლეხები გაიქცნენ, ნახეს ტყუილი იყო. ასე მოატყუა მეორედ და მესამედ. მეოთხედ მგელი მართლა მოვიდა. ბავშვმა მორთო ყვირილი: არიქა, მიშველეთ, მგელიო. გლეხებს ეგონათ, კიდევ გვატყუებსო და ყურიც არ ათხოვეს. მგელი უშიშრად დაერია ფარას და დიდი ზიანი მიაყენა. ანდაზა: ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო.
წყარო: kids.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი