სიყვარული


მე მივუყვები მინდორ ბილიკებს, 
სადაც მე ვხედავ ნაცნობ სურვილებს,
სურვილებს რომელიც სურვილად დარჩა,
და სიყვარულად გადაქცეული

ეს სიყვარული, ცალმხრივი ყოფილა,
მე ის მიყვარდა, მე კი მას არა,
მეუბნებოდა ძმასავით გიყურებ, 
სხვა არაფერი გამოვა ჩვენში

ბოლოს მომწერა როგორ ხარ ჩათში,
და დაამატა ნახვამდის კარგად,
მე შენ გიყვარვარ, მე კი სხვა მიყვარს!
და არაფერი გამოვა ჩვეში.

თუ არ გიყვარდი! გეტქვა თავიდან!
რად შემაყვარე თავი ძალიან!
ეს უკვე მოხდა რაღა აზრი აქვს,
დროის ბრუნებას ვერ შევძლებ ვერა, 

მორჩა დაიფშვნა გულიც და სულიც,
მე არაფერი არ შემრჩენია!
ახლა ვინ მოვა ვინ დაბრუნებს,
იმ დროს ამას ხომ აზრი აღარ აქ...

                                                ი.მანჯავიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი