მე შენ მიყვარხარ


მე შენ მიყვარხარ ძალიან 
შენ ჩემი გზა ხარ ნათელი 
გზად რომ მივდივარ დაბნელებისას 
უცებ მინათებს შენი თვალები

შენი თვალები მთვარეს მაგონებს 
რადგან შენ მჩუქნი ღამით სინათლეს
დილით კაშკაშებ ღამით ანათებ 
მზესა და მთვარეს შენ მინარჩუნებ 

ვხედავ გზას ვხედავ მთებს
ისევ ანათებს შენი თვალები 
შენ ჩემი მზე ხარ სანთელ კანდელი 
და მეყვარები მუდამ იცოდე 

                                             ი.მანჯავიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი