ზღვამ გამახსენა მნათობი...
ზღვამ გამახსენა მნათობი, წლებია არ მინახია... როგორც დამთავრდა თამაში ჩემზე ნამდვილად ახია... მას შემდეგ გაცისარტყელდა მუზა თვალების სიმრავლით... ვერაფერს გამოვასწორებ ამ საცალფეხო გზის გავლით... წარსულის ექოს ვარიდებ ყურებს, თრიაქით ვიხშობ... ამ რიალობას არ შევეჩვიო ცოტათი ვშიშობ... უცხო ქუჩების თეთრ ტროტუარებს ეტყობა სევდა.. მესიზმრა მთვარე, მზის სხივებს ვეღარ ამჩნევდა... ვარქმევ ერთნაირს დღეებს სახელებს, ფიქრს ვერიდები.. უნდა ვიარო ასე უბრალოდ, დროს ვეჭიდები... გაუხედნავი რაში დარდის წინ უსწრებს ქარებს... ჩაქრა ის სხივი, გულს ვეღარ ამიჩქარებს... ზღვამ გამახსენა მნათობი, წლებია არ მინახია... როგორც დამთავრდა თამაში ჩემზე ნამდვილად ახია... ი.ო
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი