ახალი ვნახე ბილიკი...


ახალი ვნახე ბილიკი, ვგრძნობ მაინც წრეზე ვტრიალებ.. 
რა მინდა?  რისთვის ვირჯები? როგორ უაზროდ ვღრიალებ.. 

მარტი გამიჯდა ძვალ-რბილში, ალბათ სიფხიზლის ბრალია.. 
ჯანდაბას მოდით ფიქრებო, მუზა ხომ მაინც მთვრალია.. 

იმედებს ისევ ვაქუჩებ, მე იმ ოცნების საცერში.. 
იოლად ვეღარ ვვარდები რატომღაც გრძნობის კარცელში.. 

ცეცხლი უკვალოდ რად ქრება? რაში მჭირდება ნაცარი?... 
წერტილის შემდეგ მე ვფიქრობ რჩება ნაკაიკაცარი.. 
ი.ო

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი