ვფიქრობ სიტყვებზე, უთქმელზე...
... ვფიქრობ სიტყვებზე, უთქმელზე, გულში რომ მტვერი ედება... გრძნობა ტყვიაა ნასროლი, ადრე თუ გვიან ჩერდება... ეს ჩემი სევდის მდინარე უფრო და უფრო დიდდება... რაც მთვარის რწმენა დავკარგე როგორ უბრალოდ ბინდდება... მიპყრობს სურვილი ხანდახან, სულის გავტეხო ეს ბოთლი... ცაზე დასადებ იმედს ჩემითვე აგერ მიწაზე გამოვთლი... ვიტან ჯერ კიდევ ასეთ ნიადაგს, ვიცდი, ვისვენებ... გუშინ გამოვლილ გაზაფხულს, ვცდილობ და ვეღარ ვიხსენებ... სხვის გზაზე მდგარი ხეები ჩემთვის უბრალო ჩრდილია... დღეს დარდის შავი ტალღები უფრო საგრძნობლად დიდია... რა ცარიელი დღე არის, როგორ ტყუილად დავდივარ... ბოლო წერტილის დასმაში არც თუ ისეთი მარდი ვარ... ი.ო
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი