ფხიზელზე დაწერილი
ფხიზელზე დაწერილი ექიმმა მითხრა ღვინოზე, არ დალიოვო, გავნებსო, -არ გაეკარო კახეთში თუ დაგიძახეს მარნებსო... ვეღარც თრიაქით ვბრუვდები, გული მიხტება მკერდიდან... ფხიზელი თვალით ვუყურებ, ცხოვრებას ჩემი ქედიდან... მუზას ძველს ასეთ ზამთარში...მოელის გარდაცვალება... ბუნდოვნად მახსოვს მნათობი, მნათობი ლამაზ თვალება... მიდის დღეები უბრალოდ, ფიქრები ფიქრებს კვეთავენ... როცა ეცემი ხანდახან, ტურები რამდენს ბედავენ... დონ კიხოტივით დავხეტიალობ... ვებრძვი უხილავ დევებს... საკუთარ ბილიკს მივყვები, ვუღიმი სხვების რჩევებს... ექიმმა მითხრა ღვინოზე, არ დალიოვო, გავნებსო, -არ გაეკარო კახეთში თუ დაგიძახეს მარნებსო... ი.ო
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი