ოხ როგორ მინდა დაღლილს დღეებით...
ოხ როგორ მინდა დაღლილს დღეებით მთვარეს კალთაზე თავი დავადო... ირგვლივ სიმშვიდე ჩამოწვეს ნისლად, ჩემში ზამთარიც მოსპოს უვადო... ოხ როგორ მინდა ჩემს იალაღზე, არყით დილამდე გულის წამლობა... მე რომ ასეთი ფიქრები მერჩის შენ ნიადაგო დიდი მადლობა.. ოხ როგორ მინდა რამე საჩემო, ამ უდაბნოში რა დამკარგია... მუზას ვერაფერს აკლებს ეს დარდი, როცა თრიაქი მართლაც კარგია... ოხ როგორ მინდა, როგორ მოველი, ბავშური სულის დახსნას მიწიდან... გრძნობის მდინარე შრება ჩემს ქვევით, მე გადახტომა მიჭირს ხიდიდან.. ოხ როგორ მინდა ვიცოდე მართლა, საით მივდივარ, რისთვის ვირჯები... აღმართს იგივე მოსდევს აღმართი, იქ არ მიშვებენ, აქვე ვისჯები.. ოხ როგორ მინდა დაღლილს დღეებით მთვარეს კალთაზე თავი დავადო.. ირგვლივ სიმშვიდე ჩამოწვეს ნისლად, ჩემში ზამთარიც მოსპოს უვადო... ი.ო
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი