მივიწყებული საფლავები პატრონს ელიან
მივიწყებული საფლავები პატრონს ელიან მივიწყებული საფლავები პატრონს ელიან, მე ღამე მიყვარს უფრო, დღეები მღლიან, ჩამსაფრებიან მტრები ბილიკზე, მტრები მელიან, აღარ მწამს იმის რისიც მჯეროდა ადრე ძალიან. შურის მორევი ტრიალებს, სიკეთე დამალულია და ნაბიჯების გადადგმა ამ აღმართებზე რთულია, ეკლესიის კედლები ხალხის ცოდვებით დაბზარულია, თავი და ბოლო დღეს ერთმანეთში არეულია. ცივი თვალები, ირგვლივ ნიღბების მასკარადია, სიტყვა მართალი მტვერში აგდია, სიყვარულია ერთადერთი რაც მაბადია, გულში ნადუღი გრძნობა უღალატოა ვიცი ნაღდია. მივიწყებული საფლავები პატრონს ელიან, მე ღამე მიყვარს უფრო, დღეები მღლიან.. ი.ო
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი