მზეო უშენოდ დაზამთრდა


... 
მზეო უშენოდ დაზამთრდა, ფოთლები სცვივათ გვირილებს,
ახდენილს გავდი ოცნებას, ქარია, გრძნობებს მიგრილებს,
ღვინოს ვსვამ უმარგალიტოს, ჰორიზონტს ნისლავს ფიქრები,
ჩემი ფერების ნაკრძალში, ასე უბრალოდ მიქრები..

ცეცხლი ყოველთვის მახარებს, თუმცა ასეთი ძნელია,
ცრემლი მთვარიდან ნაწვეთი, მაინც არაფრის მქნელია..
მიჭირს აღწერა მიწიდან, სევდით დაჟანგულ ღამისა,
იოლი საქმე როდია, წუთში შეგრძნება წამისა..

ღმერთი დროისა მოწყალე, მიწამლებს დღეთა ტრიალით,
ქაოსი ჩემში უსაზღვრო, მახსენებს დურუჯს ღრიალით..
მზეო უშენოდ დაზამთრდა, ფოთლები სცვივათ გვირილებს,
ახდენილს გავდი ოცნებას, ქარია გრძნობებს მიგრილებს...
ი.ო

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი