დუმილის გვალვით გადამხმარი ბაღის ვარ მგლოვიარე...
....... დუმილის გვალვით გადამხმარი ბაღის ვარ მგლოვიარე... ვრცელი დარდების ლეწვაში შენ ვეღარ მოგიარე... არარაობა ყოფილხარ გულო ჩემო გრძნობა შემშრალო.. წამო დარჩენილო ვიცი ბოლომდე უნდა შემშალო... მომენატრები სულის ცალო, ბევჯერ ნანახო სხვაში... ვეღარ ველევი ბავშობას, ჭაღარა გამიჩნდა თმაში... მალე სიმშვიდეც შემომეხევა, შეთხზულს ვუარყობ ცოდვებს... დილიდან მიწევს ვუსმინო უფრთო სულების ბოდვებს... ასე სადამდე ვათრიო ლაფში ცხოვრების სათარი... ლოდინით დაღლილი იმედით როგორ შევცვალო ზამთარი... მეტს კი ვერაფერს წამართმევს უმთვარო ლაბირინთები... ჩემი თავის კვლით დაღლილი თრიაქით გავიჟღინთები... დუმილის გვალვით გადამხმარი ბაღის ვარ მგლოვიარე... ვრცელი დარდების ლეწვაში შენ ვეღარ მოგიარე... ი.ო
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი