მე მთვრალი ვარ
მე მთვრალი ვარ მე მთვრალი ვარ, ამ ჭაობში ფხიზლად ყოფნა ძნელია... არ ვიცოდი, გუშინ მითხრეს რომ კურდღელიც მგელია... აქ თუ კიდევ დავჩი დიდხანს შევიშლები ბოლომდე... აზრი არ აქვს აქ ვინმესთვის სიმართლისთვის ომობდე... მე მთვრალი ვარ და ვსვავ კიდევ, ვაჭორავებ მეზობლებს... გულში რაცკი დამჩა სითბო დაგირიგებთ ახლობლებს... მივდივარ და სად არ ვიცი, ვრცელი არის ჰორიზონტი... გუშინ გოგო გავაჩერე, გამექცა რომ ვერ იპოვნა ჩემთან პონტი... მე მთვრალი ვარ, ვსვავ ლოთებთან, ღამეც გალოთებულა, მუზა დიდხანს დაკარგული ისევ განათებულა... დღეს მიყვარხარ, დღეს მჭირდები, ხვალ კი აბა რა გითხრა... დარდი ჩემით დამარხული კვლავ ჩემითვე გაითხრა... მე მთვრალი ვარ, ვბორგავ, ვბოდავ, ვერ ვისვენებ მშვიდად... ამ ცხოვრების აღმართებზე გამოგყვებით თუ გსურთ გიდად... იმედები ცვლის იმედებს, ოცნებები მცირდება... დღეს ჰაერზე უფრო მეტად მარტოობა მჭირდება... მე მთვრალი ვარ და ცხოვრებაც აღარაჩანს საშიში, მომაწოდეთ კიდევ ღვინო, ან თუ გინდაც გაშიში... ბევრი ალბათ ვერც გამიგებს, ბევრს არცავთხოვ გაგებას... ვიცი გვიან ვიზეიმებ ჩემი ომის მოგებას... მე მთვრალი ვარ, ცა ფერს იცვლის, მალე მზესაც შევხვდები... ამდენ ბოღმას ხალხი გულში როგორ იტევს ვერ ვხვდები... ყველაფერი შეიცვალა, ყველა არის შეცვლილი, მე კი ისევ ის იკა ვარ, ისეთივე შეშლილი... მე მთვრალი ვარ, გამახსენდა, ერთი გოგო საკვირველი, ერთი გოგო თმა ხუჭუჭა, ჩემი მუზის საძირკველი, თუმცა მალე დამივიწყა, ვერც დავიწყე ისე მოვრჩი, ალბათ ჩემი ბრალი იყო, ალბათ გული მქონდა ნორჩი... მე მთვრალი ვარ, აღარ მინდა, ყალბი გრძნობით გულის დაღლა.. ყველა თავის მწვერვალს ებრძვის, ყველა ფიქრობს ავა მაღლა... მე კი დაღმართს მივუყვები, სულ მკიდია მწვერვალები... ოხ რამდენი დამიგროვდა ქვეყნად უკვე მე ვალები... მე მთვრალი ვარ, ამ ჭაობში ფხიზლად ყოფნა ძნელია., არ ვიცოდი, გუშინ მითხრეს რომ კურდღელიც მგელია... ი.ობოლაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი