queue


იყო სიტყვა - ემპათია.
ნაწერი საღამოსავით ლურჯი მელნით...
შრამივით ეკრო ჩემი ჯიბის წიგნაკის
რომელიღაც გვერდს.

...მე ქუჩებში
ვეღარ ვხედავ
ძონძებში შემოსილ ღმერთს...

***

როგორც ფოთოლი...
ხან შენი ტოტების
წვერებზე ვთვლემ...
დაძველებულ-დაყვითლებული
სინორჩით შემოსილი კი - ვეკრობი
შენს ფესვებს...
ფსალმუნებად ვმღერი ბგერებს...
სამღერად, ძალას,
შენს შესამკობად,
თუნდაც სიტყვით,
ან თუნდაც, ნათითურების
გამჭვირვალე მძივით,
ბაგეთა გახსნას - ვთხოვ ღმერთს.
ჩემს ეზოში
მინდვრის ცივ სასთუმალზე,
უშენობასავით
მუქი
წვიმა
თვლემს.
...მე
      ვეღარ
                 ვხედავ
ქუჩების
             სევდაში
                            გამათხოვრებულ
ღმერთს.


13 აგვისტო, 2024წ.

Kafka in the room

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

5 კომენტარი
ანანიაანგლიცისტი7 თვის წინ

“უშენობასავით მუქი წვიმა”❤️

electro-ego-ikoვერლიბრი7 თვის წინ

უმისობა - ყველაზე დიდ და მრავალფეროვან მეტაფორად მომევლინა

ანანიაანგლიცისტი7 თვის წინ

არამხოლოდ მეტაფორად, შენს მუზას უმისობა აცოცხლებს (ზოგი ჭირი მარგებელია).

electro-ego-ikoვერლიბრი7 თვის წინ

არსებობს კი იგი?

ანანიაანგლიცისტი7 თვის წინ

ყოფნა-არ ყოფნა, საკითხავი აი, ეს არის!

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი