აიწონა-დაიწონა
აგერ ჯირკი, ზედ ფიცარი, აქეთ - ვანო, იქით - ნონა, დასკუპდნენ და ააქანეს, აიწოდა, დაიწონა! ერთი-ორი, ერთი-ორი! აღმა ვანო, დაღმა - ნონა, ადიან და ჩამოდიან, აიწონა, დაიწონა! რა კარგია ასე ფრენა, დახეთ, ცელქებს მოეწონათ, ადიან და ჩამოდიან, აიწონა, დაიწონა! ერთი-ორი, ერთი-ორი! აღმა ვანო, დაღმა - ნონა, ადიან და ჩამოდიან, აიწონა, დაიწონა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი