გარდაცვალება პოეტურად


სახელი: ილო,
გვარი: ბულია,
ეროვნება: ქართველი,
ოჯახური მდგომარეობა: მარტოობისთვის გაჩენილი ინდივიდი,
პროფესია: მოღალატე ნაძირალა,
ჰობი:იმედგაცრუება,
საყვარელი საქმე: თვითმკვლემობა,
საით მიდიხართ: პირდაპირ ჯოჯოხეთში!

ხო,თვითმკველობა პოეტურად!

ბათუმი, ღამე, 
უცნაურად ტოკავს ნოტები,
წვიმა,სიჩუმე, 
ქარი ქრის და მტკივა გრძნობები,
ნაბიჯი, ქუჩა,
დახეული ფიქრით ოცნების,
ზღვა, მიმოქცევა,
აღარავარ ღირსი ცხოვრების!

და ფიქრი,გარდაცვალება პოეტურად,
ან სიკვდილი გამიზნულად!


უსათუოდ,ამ საღამოს მოვკვდები,
არაფერი,მედარდება მსოფლიოვ,
მერე რა რომ,ჯოჯოხეთში მოვხვდები,
ჯვრისწერა მაქვს,ამ საღამოს mon siniore.

ოცნებები გადავყარე ფანჯრიდან,
კალამს,ფურცელს, ვერ გაგიშვი ხელები,
სიკვდილს ველი,პოეტური არ მინდა,
ასე უფრო, პოეტურად ვბერდები.

ღმერთის გარდა ყველაფერი დავკარგე,
ან კი უფრო, ღმერთში ვპოვე ძალა,
ვერ გავბედე ცხოვრებიდან გამეშვი,
რადგან მაინც თვითმკვლელობად მწამხარ.

თვითმკვლელობა, პოეტურად მივიღე,
პოეტური, არაფერი არ მწამს,
ამ წამიდან, სიკვდილს არსად ვაპირებ,
პოეტური სიკვდილია მარად!


-ჰეჰ
მომინდომე პოეტური სიკვდილი,
შეგუე ჯოჯოხეთურ ტანჯვას,
შენ დღეიდან მომაკვდავი იქნები,
და რომელიც არასოდეს წავა!


საბოლოდ, სიტყვას ამბობს ცხოვრება:
არ მოკვები  სანამ სიკვდილს ინატრებ,
განაჩენი: სამუდამო სიცოცხლე,
და ბოდიში,პოეტური ტანჯვაც.
...
...!
დამშვიდობება  პოეტური!
ღიმილი ეშმაკური!
სახე გაბადრული!
სიკვდილი გალანტური!
და მაინც,სიყვარული!

მაშ ასე

სახელი: ილო,
გვარი: ბულია,
ეროვნება: ქართველი,
ოჯახური მდგომარეობა: მარტოხელა იდიოტი,
პროფესია: რომანტიკოსი,
ჰობი: ფიქრების შეგროვება,
საყვარელი საქმე:სიყვარული,
საით მიდიხართ: ოცნებების ზღვასთან,

გარდაცვალება:პოეტურად!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი