ჰა მეგობარო!
ჰა მეგობარო, ფინიშზე ვარ,სადღა მცალია!? მოვკვდი, მომკლეს და თვითმკვლელობაც გავითამაშე, -ვერა! -ვეღარ და ვერაფრით ვერა გავბედე, მე შემიყვარდი, ეს ხომ მხოლოდ ჩემი ბრალია. ხო მეგობარო, მართალია გულს ვერ ვუბრძანე, იისფერ თოვლშიც გადამხტარვარ ხიდიდან კიდეც, გალაკტიკოსაც მესამედან ხომ უფრენია, ან მე ვინა ვარ, ან გაფრენა სად შემიძლია. ხო , კვლავ მიწაზე უსულგულოდ უნდა ვიარო, უჟმური სახით, ლოთის სვლით და მკვდარის ოცნებით. შენზე ფიქრებში, გაქანებით ქუჩებს ვუარო, ხო, დღიდან დღემდე არსებობაც უნდა უარვყო. რადგან არ ძალმიძს, ამნაირი ახლა სიცოცხლე, გალას,ემხვარს ან იაშვილს უნდა მივბაძო, საგიჟეთს, ენგურს,თოფის ქუხილს მწერალთა სახლში, დორიან გრეის პორტრეტი ვარ, ნაძირლის სახით. საკუთარ ხელით, გავითხარე ჩემი საფლავი, არამზადა ვარ, ჩემის თქმით და შენის დასტურით, ჰო, მეგობარო, ტყუილია შენ მე მემდური, სულ გაიძახი , არახარო ილო შენ ცუდი, სულ მიბრაზდები, ჩემს თავს ასე რატომ ვაკნინებ, ახლა ასე ვთქვათ, ბევრის თქმასაც მე არ ვაპირებ, მე შენ მიყვარხარ! მეგობარო, მე შენ მიყვარხარ! და ჯერ წასვლას,არსად ვაპირებ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი