ნეკროლოგი
გარდაიცვალა უპერსპექტივო პოეტი, გარდაცვალების მიზეზი: სიმაღლიდან ვარდნა, თვითმკვლელობის მიზეზი: უყვარდა,სჯეროდა,სწამდა! მაშ ასე გარდავიცვალე უპერსპექტივო პოეტი, ვერვინ გამიგო ცხოვრების ტანჯვა, ვიყვირე ვიძახე ვერ გაგაგონეთ, მე ის სიცოცხლე უღმერთოდ მწამდა. დიახ, მე გახლდით სულელი გიჟი, რომლის სიცოცხლე არაფრად ღირდა, ასე ფიქრობდით უბრალოდ თქვენ და ჩემთვის ეს ფიქრი ძალიან ჭირდა. დავიმახსოვრე ღიმილი თქვენი, სევდიან თვალებს ასე რომ სურდა, გიჟად შემრაცხეთ მე კი უბრალოდ, მე კი უბრალოდ ცხოვრება მსურდა. გარდავიცვალე ან უფრო მოვკვდი, არც კი მიცდია სიცოცხლე მეთქვა, შენ ერთადერთი მიზეზად მყავდი, რომელიც თურმე უბრალოდ გერქვა. გადამიარა ცხოვრებამ თავზე, მაგრამ რა უჭირს სიკვდილად ღირდა, ბევრს ნუ იდარდებთ, არღირს მოწყენად, მე ხომ სიცოცხლე სიკვდილით მინდა. გარდავიცვალე, ეჰ შევცდი ისევ, მოვკვდი თუ უფრო სიკვდილს ვეახლე, ვერ გამიგია და ვყვირი ისევ, მე ხომ სიცოცხლედ გარდავისახე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი