დაიჯერე ანგელოზო!
თავს ვაჯერებ უსაფუხლო ოცნებებით, ხოლო ვიცი ჩემი ბოლო სიკვდილია, არ იდარდო ანგელოზო ამასა გთხოვ, ეს ცხოვრება მხოლოდ შენი ღიმილია! რომ მოვკვდები,ჩემს საფლავზე მოიტანე, მხოლოდ ლურჯი პაწაწაწინა კესანები, არ იტირო,არც ცრემლები გადმოღვარო, ეს ცხოვრება მხოლოდ შენი ღიმილია! მეყვარები, ეგ იცოდე სიკვდილს მერეც, არ იდარდო, მე სიკვდილიც მყვარებია, გაიღიმე, იცოცხლე და იარსებე , ეს ცხოვრდბა მომღიმარი თვალებია. მზის სხივებმა ვერ შეცვალა გათენება, ღამის ფიქრმა ყველაფერი ამირია, გეფიცები, უსასრულოდ შეყვარება, ეს უბრალოდ მხოლოდ ჩემი წადილია. თავს ვაჯერებ უსაფუძლო ოცნებებით, ჩემი ყოფა უსაფუძლო ლოდინია, დაიჯერე,ანგელოზო დაიჯერე! ეს ცხოვრება ჩემთვის შენი თვალებია. მერე რა რომ, ჩემს საფლავზე არ იდება, ის ლურჯი და პაწაწინა კესანები, განა ვინმეს დავიწყება შეგვიძლია, როცა გიყვარს, ჯოჯოხეთშიც ენატრები, რომ მოვკვდები ჩემს სასფლავზე მომიტანეთ, ერთადერთ მხოლოდ ლურჯი კესანები, არ იტიროთ,არც ცრემლები გადმოღვაროთ, მე სიკვდილი არასოდეს მყვარებია. დაიჯერე! ყველა ფუჭი ოცნებები, ასახდენად ყველაფერი მარტივია, დაივიწყე ამ ლექსიდან ზემოთ თქმული, მე სიცოცხლე შენი გულით მყვარებია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი