კოდალა


რატომ ჰქვია კოდალას,
ტყის მკურნალი ნეტავ?
თავის დიდი ნისკარტით
ხეებს, ტოტებს ლეწავს.

არა ასე არ არის,
ის ტყის ექიმია,
ის არც კეპავს, არც ლეწავს
მართლაც მკურნალია.

ეძებს ტყეში სნეულ ხეს,
მერე აცლის მატლებს,
მუსრს ავლებს და ანადგურებს,
ხეს სიცოცხლეს მატებს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი