გუნდნი იგი ...


გუნდნი იგი ზეცისანი
შენ,წმინდასა,განწყობითნი
გიგალობენ:
მე უღირსი შეგივრდები,
რათა ვიყო მათთანავე
შენგან უძაგ,

ესე შესხმა სულიერი,
შენ მიერვე მოცემული,
კაცთა მიერ მოღუაწთა
ფრიად სიბძნით გამოთქმულითა
შეიწირე ჩემ მიერცა
კაცთ-მოყვარე.

ორთა მიერ ბრწყინვალეთა
ღმრთისა კაცთა, სასურველთა
სიღრმითა მით გულისაჲთა,
სათნოდ ღმრთისა შეკრებილი,
ვითარცა რა მარგალიტი
ურიცხჳსა სასყიდლისა,
ჩუენ მოგუეცა მორწმუნენო.

რათა ჩუენცა ვიხარებდეთ
შუენიერად დატკობილნი,
ჴმათა მათთა სიმრავლითა,
გალობითა ბრწყინვალითა,
შესხმითა მით წმიდათაჲთა,
რომლითაცა იდიდები
შენ სახიერ!

განგჳმრავლე ქველის მოქმედ,
განძი ესე სულიერი,
მოცემული შენმიერი,
ძალსა მისსა მყვენ მიმწდომელ,
რათა არა იყოს ჩუენდა 
აუგ.

იხარებდით მოძღურებითა
სულიერად შესხმისაჲთა,
კრებულო მსწავლულთაო,
ურთიდეთ რაჲ სიტყუათა მათ
გალობითა  ჴქეანითა,
რომელთაგან იდიდების
კაცთმოყუარე ღმერთი ჩუენი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი