არქეოლოგები
არქეოლოგები ფავორიტებში დამატება არქეოლოგნი გვეწვივნენ, სწავლულნი უცხო მხრისაო; გასინჯეს ძველი, ახალი სიმდიდრე ქართველისაო. გასინჯეს ძველი საყდრები, მცხეთის და გელათისაო; განძები ნახეს მრავალი: ოქრო-ვერცხლის და ქვისაო. ზედ ნახეს ხელოვნებანი, საკვირვლად დარჩათ ისაო; სთქვეს, რომ საქები ყოფილა, ხელობა ქართველისაო! საქართველოა წალკოტი, ბულბულთ სასტვენი ბინაო; ხალხიც სტუმრისა მოყვარე, ყველას მიიღებს შინაო. ასე მდიდარი ქვეყანა ვფიქრობთ, რამ წაახდინაო; ახლა თუმც სუსტობს, მაგრამ კი სიკეთე უძღვის წინაო.
წყარო: kids.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი