სამშობლო
სამშობლო, ჩემო ლამაზო, ზურმუხტო, ანუ ალმასო; ვიდრე შენს მკერდზე დავდივარ, გთხოვ მწარე რამე არ მასო. მშვენიერი გაქვს ბუნება, სხვებიც ამბობენ ამასო; მაგ შენმა დაღონებამა გული დარდებით აღავსო. სამშობლო ყველას გიყვარდეთ, ვისაც რო ღმერთი კი გწამსო; სამშობლოს დამვიწყებელი, მაღალმა ღმერთმა დაამსო. ვის დედაენა არ მოსწონს, მას ეშმაკები ახლავსო, ცოცხალ იქნება დევნილი, მკვდარსაც მატყლები დახრავსო.
წყარო: kids.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი