დინების საწინააღმდეგოდ


04.08.2023/19.00 - 01.09.2023/13.00 - 13.09.2023/18.00-01.11.2023/01.40



 




                                                                თფილისური მანიფესტი    
   

                                                                          დ ი ნ ე ბ ი ს 
                                              
                                                                                 ანუ 
                                                    
                                                          პ რ ო ვ ი ნ ც ი ა ლ ი ზ მ ი ს
                                                                    ა
                                                                    წ
                                                                    ი
                                                                    ნ
                                                                    ა
                                                                    ა
                                                                    ღ
                                                                    მ
                                                                    დ 
                                                                    ე
                                                                    გ
                                                                    ო
                                                                    დ



                                                                      ილუზიონისტური
                                                                         პ რ ო ტ ე ს ტ ი
                                               ავაზაკთა და მავნებელთა ქმედებათა უგნურთა, 
                                                    ურცხვთა და ფრიად თახსირთა მიმართ.
                                                                            
                                                                                  ანუ
                    
                         გლოვაი და გოდებაი უწინ ძლევამოსილისა და ამჟამად
                         მუმლით შემოსილისა, სამეფოდ ყოფილისა ქართვლისაი. 

                                                                                 ე ს ე ი

          უწინ მომხდარის და ამჟამინდელის მოვლენების თავისუფალი განხილვის მცდელობა

























                       ვუძღვნი ჩემი ყველაზე დიდი სიყვარულის, შესანიშნავი ადამიანის
                                                                                    და
                                შეუდარებელი ჟურნალისტის, ტრაგიკულად დაღუპული

                                                            მ ა კ ა   წ ი კ ლ ა უ რ ი ს

                                                                     ხ ს ო ვ ნ ა ს























                                                                     ს ა რ ჩ ე ვ ი

I მოქმედება

უვერტიურა ......................................................................................................................................................... 4

შესავალი ……………...........…...………………………..........................………………………..........……… 6

უცხოპლანეტელები .......……………………………………………...………............................……….…… 7

ცუკერეშტაინი ……...……………………………..........................……..…………….................……....……. 9

დათოს მონოლოგი ………..............………………………...….……….…………...…….….........…….….. 12

მინდიას მოსვლა ……………………………………...........……..………………………….………...…….. 14

ნიტა …………….………………………………………...…………….………...…….……………………… 17

ნიკოკრატე …………...………………………………………………………………....……......……………. 28

სამშობლობანა ................................................................................................................................................... 30

ომი არ არის, რაც მთავარია ………………………….............…..……………………………………….… 33

მანანას ზარი …………………………………………………...................…………………….…………….. 34

                                                                         
II მოქმედება

აგონი, ქორო …………………………………..........…………............................……………….……..…….. 37

მანანა ……………………..…………………………………………………………….............……………… 39

ტრაკტატი …………………………………………………………………………………..…….....……….... 44

ილია ………………………………………………………............................…………………….……..……. 46

ვალოდია ……………………………......…………............…………………………………………….……. 47

ბალშევიკები ……………………………………………………………………………………..…………… 49

ჯუსტანა ……………………………………………………………......................................……..………….. 50

მანანა …………………………………………………………………………………..............….…………… 56

ფინალი ……………………………………………………………………………………,……………….…. 59

შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი ................................................................................................................................................ 55



2
                          კეთილმოქმედნი პირნი და აღმასრულებელ-შემსრულებელნი მათნი:

  ქორო
  ბაია & სალამურა - მთხრობელ-წამყვანნი სპექტაკლისანი.
  გოლდსილვერბრონზერ ფონ ცუკერშტაინი - ავტორ-აღმნუმსხვრველ-გადმომცემელ-მთხრობელ-მწერალ-რეჟისორ-სასწაულმოქმედ-წინასწარმეტყველ-ჯადოქარი, ფრიად ნორჩად მოწიფული, მო-ხუცი ყმაწვილი.
  ბახვა - თოჯინთმარიონეტთუხუცესი, ფრიად კეთილშობილი და ყმაწყვილი კაცი, 40-იოდე წლის.
  გომბეშონი, სხვადასხვაზავრნი, ქეთო და კოტე, ელა და ლუი, ვაი და ვუი და კიდევ ბევრნი, მრა-ვალნი, სხუანნი - ვანო და მარო, გივი და ანი, ჰემზარ-ლამზირა, მაყვალა, მიხო, ტასო და ვასო, სხვა ბევრი ასო, ყველა მთავრობიდამ წამოსულასო, კიდევ სხუანნი, ასაკში მსგავსნი, თოჯინმარიონეტ-ნი ბახვასნი.
 დათო - არტისტი, სულ რაღაც 40-დე მიახლოებული წლის.
 ნიტა - კლასელი და თანამესარეცლე მისი, აგრეთვე აქტრისა, მარად 25 წლის.
 მინდია - კლასელი და მეგობარ-მეზობელ-მეჯვარე ამათი, დავითივით 40-დე წლის.
 მანანა - დედა მინდიასი და სკოლაში ისტორიის მასწი ამათი, იმდენი წლის, რამდენისაც თავად სურს და სთვლის საჭიროდ.
 ერეკლე II - მეფე ქართლ-კახეთისა.
 თავადნი - დავიდ ორბელიანოვი, ქაიხოსრო ჩოლოყაევი, იოანე კონსტანტინოვიჩ ბაგრატიონი, გარსევან ჭავჭავაძე, ელჩნი და დესპანნი სრულძალმქონებელნი მეფისა ერეკლე მეორისა. 
 ეკატირინა II - იმპერატრიცა-ცარიცა ჩრდილო იმპერიისა.
 კნიაზი პაველ პოტემკინი, ელჩი და დესპანი სრულძალმქონებელი მეფისა, იმპერატრიცა-ცარიცი-სა, ჩრდილო იმპერიისა.
 თავადი ილია ჭავჭავაძე.
 ჯუსტანა, კამო, ლავპავბერი - მკვლელნი ილიასი.
 გენერალი გიორგი მაზნიაშვილი - სარდალი საქართველოს ლაშქარისა.
 ვალოდია გოგუაძე - საქართველოს ჯავშნოსანი მატარებლების მეთაური და რკინის გზის კომენ-დანტი.
  თანამებრძოლნი ვალოდიასი, ეკიპაჟი ჯავშნოსანის მატარებლისა.
  თფილის-ქალაქის ყარაჩოხელნი ფრიად მრავალნი, ნიკალა, ნახატნი მისნი და პერსონაჟნი ფი-როსმანისანი, მეარღნენი და პოეტნი მრაუალნი, ურიცხვნი სხუანნი და სხუანნი.
 მასობრივ სცენებში სრულიად ყუელა გალახტიკის მოსაყლეობა.

 მეგობრული რჩევანი და შეგონებანი ქალბატონი აქტრისებისადმი და ბატონი არტისტებისადმი და კიდევ ბევრთა სხვათადმი:
  ეპიზოდების დროს ფრიად სასურველ არს სცენაზედ მაყურებლისგამ მარცხნივ და მარჯვნივ, პი-ესის ტექსტის შესაბამისი მიზანსცენის გათამაშება. ეპოქის შესაბამისი ტრანსპორტის - კარეტა, ფა-ეტონი, ,,პობედა“,  ლიმუზინი ,,ჩაიკა“; - ზანზარება, რომლის წინ არტისტები იცეკვებენ პანტომი-მის ილეთებით.
  სცენის მარცხენა მხარეს, პიესის ტექსტის შესაბამისი მიზანსცენა - ტრაკტატზე ხელის მოწერა, წითლების შემოსვლა საქართველოში, დახვრეტები, საბჭოთა აღლუმები, ეპოქის  შესაბამისი მუსი-კალური ფონით.  
  ქოროს სიმღერის და მოქმედებების დასაწყისების დროს, დეკორაცია - ანტიკური თეატრის ნან-გრევები.  
  ძირითადი დეკორაცია: სცენის მთელ სიგრძეზე, ქართული აგურით ნაშენები, ფრაგმენტულად ბათქაშჩამონგრეული, მთელ სიმაღლეზე ბზარგაჩენილი კედელი ორი ფანჯრით, რომლებიდანაც ქუ-ჩის ხმაური შემოდის. კედლის მარცხენა მხარეს მთელ სიგრძე-სიგანე-სიმაღლეზე პირველ ფან-ჯარამდე წიგნის თაროები ან კარადა. ფანჯრებს შუა კედელზე გაკრული 1918-1921 წლების საქარ-თველოს გერბი, დროშა და რუკა.  მეორე ფანჯრიდან კედლის ბოლომდე ილუსტრაციების კოლაჟი მიხაილ თუმანიშვილის წიგნიდან ,,სანამ რეპეტიცია დაიწყება და ამ კოლაჟზე გაკრული, პიესაში

3
გამოყენებული ციტატების ავტორთა ფოტოები. სცენის მარჯვენა მხარეს დიაგონალურ-ტრაპეციუ-ლი კედელი, რომელიც მთლიანად დაფარულია ჯორჯე კრსტიჩის ნახატით ,,ადგილი ბაბა-კაი“. სცენის მარცხენა მხარეს დიაგონალურ-ტრაპეციული კედელი, რომელზეც კიდია გიტარა, ვიოლი-ნო, საქსოფონი, ელენე ახვლედიანის, ნიკო ფიროსმანის, გიგო გაბაშვილის, ლადო გუდიაშვილის, ოსკარ შმერლინგის რეპროდუქციები. სპექტაკლის მსვლელობისას პიესის შესაბამის ტექსტებზე უკანა კედელს ჭერიდან ჩამოშვებული ზეწარი ეფარება, რომელიც კინოეკრანის ფუნქციას ასრუ-ლებს და რომელზეც პიესის ტექსტის შესაბამისი ვიზუალური მასალა მიდის.
  სცენის კუთხეში დგას გუგულიანი საათი, რომელიც ყოველ XIII წუთზე რეკავს. 
 ტრაკტატის ხელის მოწერაზე მუსიკა ბალალაიკის თანხლებით; ,,ბალშევიკების" შემოსვლამდე, შემდეგ სიმღერა ,,კოჯრის თავზე"; ,,ბალშევიკების" შემოსვლისას ცეკვა ,,Яблочко" . 

                                                                          I მ ო ქ მ ე დ ე ბ ა
                                                                          უ ვ ე რ ტ ი უ რ ა

სცენის სიღრმეში, მთელს სიგრძეზედ, ზეწარზე, ანტიკური თეატრის ნანგრევების ბილბორდია გაკრული. კულისებიდამ გამოდის 12+1 არტისტისგამ შემდგარი ქორო. თითოეული კითხულობს ლექსის ერთსა სტრიქონსა.

                                                                  ქ ო რ ო
                                                                      
ან-ბან-გან-დონები,
                                                             ჭან-ხან-ჯან-ჰაერს,
ვიდრე დაკეტავენ,
სუნთქვას აგვიკრძალავენ 
სახლებში ჩაგვკეტავენ,
თავს უფლებას ვაძლევთ
გითხრათ,
რა დარდუბალ-დარდუზნა
გვჭირსა?!..
რით და როგორ მოვერიოთ,
ქართვლის ხრწნას და 
გასაჭირსა?!!?...
  არსებობის დღიდან მათთა, ყოველსა წუთსა და წამთა, ქართველთ სიტყვა-ქმედებანი, ყველგან იმფერია რომე, გონებიდგან გედევიდა ოლიმპო და რომი, აპა რავა?!!?...
ქართულო ცაო, 
ისე მაღლა ხარ
და ისე ღრმა ხარ,
ქართულო მიწავ, 
ისე დაბლა ხარ 
და ისე ყარხარ, 
რომ შენს გარე-შიგ,
ქვეშეთ-ზედეთში,
ყველა პლანეტამ 
ხეირი ნახა...
  დიდება თქუენდა, ავაზაკნო, კაენნო, იუდანნო, ბარაბანნო, ჩჟენ შითანნო, ისიკავა გოემონნო, ჰენ-რი მორგანნო, იარაი იორშიკნო, რობინ ჰუდნო, შპიგელბერგ-შვაიცერ-გრიმ-რაცმან-შუფტლერ-რო-ლერ-კოსინკნო-შვარცნო, ბღაჭიაშვილნო, ოძელაშვილნო, საშკა ჩერქეზნო, კორლეონენო, დონ ბერ-ლუსკონნო, დედნო ჰასანნო, იაპონჩიკნო, კალაშოვნო, იოსელიანნო, კიტოვანნო  და მრავალნო, ურიცხვნო-ურცხვნო სხუანნო, დიდება თქუენდა! დიდება თქუენდა დიად საქმეთა ,,სპრავედლი-ვურთა, ბლაგოროდნურთა“1, წამგლეჯ-წამღლეტვურ-წამრთმევ-წარმტაცურთ და ამ საქმეთა მდე-

4
ნელთ მრავალთა, აღმატებულთა, აღზევებულთა, აბორიგენთა აბრიქებულთა, მთავრობად ქმნილ-თა და წოდებულთა წარჩინებულნად, დიდება მათდა, დიდება მათთა ყოველთ საქმეთა! დიდება თქუენდა, საქმეთა თქუენთა დიდება მარად! დიდება თქუენდა და ქმედებათა, თქუენთა ავაზაკურ-თა, არაკაცურთა, არცა ქალურთა,  ბრიყვულთა ფრიად, უგნურ-უვიცთა, ურცხვთა-თახსირთა და მავნებლურთა, ბოროტებითა სიკეთის მთრუნგველთ, მკვლელთა ურიცხვთა,  დიდება მათდა, დი-დება თქუენთა, ყოველ საქმეთა, დიდება თქუენდა!
  ასომთავრულო საწყისნო ჩუენნო - დედანო, დანო, ძმანო, მამანო, დარბაისელნო, მეწინამძღვრენ-ნო, ბრძენთუხუცესნო, ბრიყვთუმთავრესნო, ადათთა, წესთა ჩუენთა გამრიგევ, გვითხარი რა ვთქვათ, როგორ ვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ, საით წავიდეთ? ტალღებით რწეულ ზღვით ვიცუ-რაოთ დაუღალავ-დაუზარებლად, თუ სახმელეთო, ან საჰაერო მოძრავ-მფრინავი, ელექტრო-ჰიბ-რიდ ,,მაშინებითა“2 დაუხანებელ-გაუჩერებლად, იმედ-ოცნების, ზრახვის და საქმის, თქმის და გა-უთქმის, ნაპირ-კუნძული სად მოვიძიოთ? შეკვეთილი და შესრულებული, აღსრულებული, არდაკ-ვეთილი, მაგრამ ქმედილი, მკვლელობა როგორ გამოვიძიოთ? ო, საქართველოვ, ქრისტეს შობამდე ქრისტიანო, წილხვედრო დედის ღმრთისმშობლისაო, ქრისტეს მედროშევ და ამავე დროს  ურიცხვ-თახსირთა, ნაძირალათა თანაზიარო, გულად-პურადო, რომის პაპზე უფრო დიდო კათო-ლიკეო, ვარამთა, ჭირთა, მარადის მთმენო და შემრიგეო, პასტორალურო მშობელო ბევრთა, ბოსლად ქცე-ლო ქალაქო დიდო, ყბედო და ფლიდო, მოტრაბახეო, ჭორიკანაო, გაუმარგლავო, და-უთესავო, გაუთოხნავო, დაუკრეფავო ვენახ-ყანაო, ფარისეველზე უფრო მეტად ფარისველო, გარყვ-ნილად და შეურყვნელად, გარყვნამდე ხრწნილო, დაჩირქებულო, პროვინციულად აგრესიულო, აგრესიულად და უსასრულოდ პროვინციულო, შეუდარებლად ფანტასტიურო. ო, მთებო, ტბებო, მდინარეებო, ევქსინის პონტის3 კამკამა წყლებო, აყვავებულო მინდორ-ველებო, უდაბურო და უღრან ტყეებო, ო, ღვთაებანო ზესთაზესნო, თქვენ მოსაშიშნო, წარსულის აჩრდილთ მეუფენო ქვე-დასკნელისა, ციდგან წამშლელნო და მშთანთქვნელნო ცისარტყელისა, არმცხოვნებელნო ღვთი-სიერ კაცთა, მადიდებელნო ავაზაკთა და მათხოვარო ,,ჰევრაპეისთა“. ო, საქართველოვ, მონავ, მორ-ჩილო, მარადის, მუდამ, უგუნურთა, მტერო შენი ყველა უფლებებისა, გენიოსთმკვლელო, ავა-ზაკთმხსნელო, სულთა მათთათვის მუდამ მლოცველო, ბოროტებისთვის და ბოროტთათვის მო-ნუმენტთა და მემორთამდგმელო, ყველა გლახობის ,,გამპრავებელო“, გადაგვარჩინე რისხვას ბოროტთა, ქმედებათ მათთა ფრიად მზაკვართა, შეგვიჭერქვეშე, კეთილშობილ, გლახაკთ-მვედ-რებელთ გუნდი. არა კლანური და პარტიული, არცა ფეხბურთის, არცა ჰოკეის, არცა ოპერის, არც ტიკ-ტოკერის, არც მევახშეთა, არც ჩინოვნიკთა, არც პედერასტთა, არც ლესბოსელთა, არცა ,,დინა-მო“ თფილისისა, არცა ,,გურია“ ლანჩხუთისა, არცა ,,მილანი“ წნორის არც ,,ბარსა“ ხონის  არცა ,,ტორპედო“ კუტაიასი, ,,ველისაპეტი“ და ლოკომოტივი სამტრედიასი, ,,იუვე-რეალ-ბაიერნ-არსენალ“ პინგვინთნაკრები ჭორვილასი და არცა სხვათა არავისათი, არც ერთი, არა! მიუსაფართა გუნდი მცირედი, შეგვიხიზნე და გვიპატრონე, შე უპატრონოვ და საპატრონოვ. გუნდი ჩაგრულთა, გუნდი ტანჯულთა, უმრავლესთაგან წამებულთა და გაჯირყვნულთა, შეგვიფარე და მოგვეც წყალობა, შენგან მოსული გულმოწყალობა. კამოროელნი იზრახვენ თუკი, ჯაკუზონი მახინჯ-ქალაქის ,,გრადონაჩალნიკ“4 ბეტანკურისა, მეომრებსა და რაინდებსა კანუდოსისა, მებრძოლთ სიკეთის გამარჯვებისთვის, ჩქარხოფიანი ხომალდით კვალში ჩაგვიდგებიან, ვიდრე შლამიან ნაპირებზე ფეხს ჩამოდგამდნენ, მყის ზღვის უკუნვე უქციე პირი! დე, იქ დაატყდეთ ელვა-ქუხილი, წვიმის ღვარცოფი, ეკალ-ქარებით ზღვის აყალყულმა დასაღუპად დაუღოთ პირი, ვიდრე სარეცელს განგვიყოფენ შეუვალს, დაცულს“5 და ვიდრე ისე მოგვექცევიან ვით მეძავს, როსკიპს, ქუჩაში მდგომსა ბოზსა თავგასულს. ვიმედოვნებთ, რომ მიხვდით, რის თქმა ,,გვსურს, სახიფათოა თუ ენდეთ ავსულს.
ნუ გაიკვირვებთ, ნუ გაიოცებთ,
მგლების საუზმე რომ გახდეთ უცებ.
უნდა იცოდეთ, რომ ყველა მგელი,
სულაც არ არის თქვენთან გულწრფელი -
ზოგი გიღიმის მილულავს თვალებს,
მალავს გრძელსა და ალესილ ბრჭყალებს,

5
ვითომ არ არის მზრახველი ავის.
მაგრამ თუ უცებ შეავლო თვალი, პატარა ასულს,
გაუფრთხილებლად ტყის პირას გასულს,
მისდევს კარდაკარ სახლის კარამდე...
მაგრამ ჩვენ ვიცით ეს სიბრძნე ძველი,
რომ ყველა მგელზე უფრო საშიში,
ყოველთვის არის პირმოთნე მგელი,
რომელიც მუდამ ავნებს ძალიან
ლამაზ ასულებს ალვისტანიანს“.6

ბოლო სტროფზე იწყება სცენის დაბნელება და ქორო სცენიდან გადის. დარბაზი ნათდება და სცე-ნაზე ეშვება შავი ფარდა, რომელზეც შავ ჩარჩოში ჩასმული საქართველოს ამოყირავებული რუკაა ამოქარგული. იწყება ორკესტრის ხმაური, რომელიც მიქშერით გადადის პირველი ზარში - ლუდ-ვიგ ვან ბეთჰოვენის სიმფონია ნუმერი ხუთის დასაწყისი და სინათლე მცირედ იკლებს. ნახევარი წუთის შემდეგ რეკავს მეორე ზარი - კარლ ორფის ოპერის ,,კარმინა ბურანა“ უვერტიურის დასაწ-ყისი და სინათლე კვლავ იკლებს. კიდევ ნახევარი წუთის შემდეგ რეკავს მესამე ზარი - ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის რექვიემის დასაწყისი, რომელიც მიქშერით გადადის ზაქარია ფალიაშვილის ოპერის - ,,დაისი“ - უვერტიურაში. დარბაზში სინათლე ბოლომდე ქრება. მუსიკას ედება სტიქი-ური უბედურებების, ომის, ნგრევის ხმაურები, საგანგებო სიტუაციების სამსახურების სირენების და პოლიციის ჩამხშობი აპარატურის კივილ-ყმუილ-ღმუილ-წივილის ხმა, რომელიც განგაშის სი-რენაში გადადის. ამ ხმაურის დროს დარბაზის იატაკზე, კედლებზე, ჭერზე ერთმანეთს ცვლის სხვადასხვა ფერის პროჟექტორების ციმციმი და სცენაზე ფარდის წინ გამოდიან ბაია & სალამურა, რომლებიც თავების დაკვრით ესალმებიან ჯერ მაყურებელს, შემდეგ ერთმანეთს. მათ დიალოგს ფონად მიყვება ვიქტორ დოლიძის ოპერის ,,ქეთო და კოტე“ უვერტიურა. ლაპარაკობენ ინგლი-სური აქცენტით.
                                                                                 
I მსახიობი. ჰაი დიარ ფრენდ.7
II მსახიობი. გუდ ივნინგ.8
I მსახიობი. ჰაუ არ იუ? 9 მითხარი, წინა კვირას აგიხდა, გუშინდელი სიზმარი? 
II მსახიობი. ნაუ, აი ემ 10 ცოცხალი ვარ, კიდევ კარგი არ ახდა.
I მსახიობი. ვოთ იუ ლუქ 11 გოლЪუაფირო, რა ნახე ამისთანა? მეი ბი,12 შენც ,,გაასუხარე“ 13
ჩვენი კარგი ქვეყანა?
II მსახიობი. არა, მსგავსი არაფერი მე არ ჩამიდენია, ჰოდა ვერ გავარკვიე, ვამაყობ თუ მრცხვენია?!. 
I მსახიობი. ჰოდა, ვიდრე გაარკვევ, ბუზი უფრო სპილოა, კოღო უფრო მგელია, ტურაა თუ მელია, ფორევერ რემემბერ დარლინგ:14 ეს ქვეყანა, აღარ არის შენია, აღარც ჩემია და (მაყურებელს) აღარც თქვენია!  
II მსახიობი. ეგ კი ვიცი, მაგრამ მაინც, ვერ გავიგე რა ხდება? გაზრდილები გავბაშვდით თუ ისევ ვრჩებით ბავშვებად?
I მსახიობი. ვცადოთ ერთად გარკვევა უცნაური ჰამბების, გურულ-კახურ-ფშავ-ხევსურულ-მთიუ-ლურ-მახევურ-რაჭულ-სვანურ-იმერულის და რა თქმა უნდა აჭარულ-მეგრულის. სასაცილოდ სა-ტირალის, სევდიანად მხიარულის. გარდაქმნილ-გარდასახულის, ლამაზის და უსახურის, ტრაკი-კომედირებულის, სამწუხაროდ უსაქმურის. ტვინშერყეული, ხელიდან წასული, სპექტაკლი ჩვენი, ძვირფასო პუბლიკავ მარად თქვენი განსახილველი და განსასჯელი, თქვენს წინაშეა. ნახეთ, ისმი-ნეთ, ბრავო-ბის იყვირეთ, ფეხები აბაკუნეთ, საღებავი და კვერცხი გვესროლეთ, ან/და (ორივე სასტ-ვენს იდებს პირში და ხმამღლა უსტვენს).
II მსახიობი. ჩვენ ახლა დავიწყებთ ამბების მოყოლას, მგლის ხროვა როგორ შესანსლა ბოჩოლამ, სა-მეფო რატომ იქცა სამათხოვროდ, გახსოვდეთ: იარაღი, მანქანა, ოჯახი, არასოდეს და არავის ათხო-ვოთ, არც დაალომბარდოთ, არც დააგირაოთ, არც გაყიდოთ, არც გააქირაოთ. ჩვენ აქ მოვყვებით 
ბევრსა ჰამბავსა, დიდი ხნის უწინ და ასი წლის შემდეგ მომხდარსაც, ჰამბებს გიუბნებთ  ,,გარად-

6
სკოის და პრავინციალნსა“15 ცოტა ჭორებს და ბევრსა მართალსა. გავარკვევთ მედიის მავნებლობა რატომ არ დამთავრდა?! გიუბნებთ ჰარაკებს და ჰამბებს ,,ოჩენ“16 ზღაპრულსა, თან სიტყვებს ჩავ-ჩურთავთ რუსსკი-ლათინო-დოიჩე-ფღანსე-ანგლოსაქსურსა, ცოტა ჯაპანურსა,17 ბევრსა ჩინურსა, ,,ინოგდა დაჟე“18 ყიზილბაშურსა ანუ ჩვენებურ, პლეხანოვურსა, აუცილებლად ხოჩა ლუშნურსა ,,ი რაზუმეეტსია, ტკბილ გოლЪუაფირურსა“.19
I მსახიობი. მხოლოდ ჩვენგან გაიგებთ, ის ქამანჩა, ეს მანდილი, ეს კაზინო, ის ტოტალიზატორი ლამაზი სახლი და ქალი ვისია, საქართველოდ წოდებული საბრიყველო, ჯერჯერობით ჩვენია, თუ უკვე გახდა სხვისია? რას ჩალიჩობს თფილისში, უცხოელთა მრავალრიცხოვანგვარი მისია, სად  ,,მოხოდეს ბანდებმა თავის პალაჟენია“,20 კრემლი, რაფრა და რეიზა ვერ ეიღო პრიგოჟინმა ჟენიამ?  მოდაში რა შემოდის და ქვეყნიდან რა გადის, უჩინარი ჩინოვნიკი რას აკეთებს, სად დადის?!. ან რატომ გადასანსლა პინგვინმა ბეჰემოტი, შავი ზღვის ქაფშია რაფერ გახთა კონსერვი შპროტის. 
II მსახიობი. მოკლედ ბევრ ართქმულს და არნახულს გაიგებთ, პლანეტა ააორთქლეს, გადადგეს, მოკლეს თუ სადმე წაიღეს?
I მსახიობი. ქვეყანა გაჩერდა თუ ატაში21 წავიდა, ტვინი შეერყა თუ ჭკუიდან გადავიდა?
II მსახიობი. მარჯვნივ გადადგა თუ მარცხნივ გადმოდგა, რძესავით აიჭრა, თუ სადმე ჩაიჭრა?
I მსახიობი. ხიდან ჩამოხტა, თუ საწოლიდან გადმოვარდა, ფანჯრიდან ისკუპა ან უპარაშუტოდ 
საიდან, საით, სად, რატომ, რისთვის და როგორ ჩამოვარდა?
I მსახიობი. აქ მოსმენილს და ნანახს ,,პიიპლ“22 ვიდრე გაიგებთ, ჩვენ სცენაზე გავაჯაზებთ, არე-მა-რეს ავიკლებთ.
II მსახიობი. მოგიყვებით ამ ყველაფერს, თუკი არ დაგვიჭირეს, მამა თუ არ მოგვიკლეს, დედა თუ არ გვიტირეს.
II მსახიობი. ვიმღერებთ, ვიცეკვებთ, კედლებზე ავალთ და ჭკუიდან გადავალთ, ჩავიკუზებით, წა-ვიკუზებით, შპაგატში ჩავსხდებით, დომკრატით ავმაღლდებით, დელტა ან პარა ან ავღანური პლა-ნით, სადმე გავფრინდებით, ბუხარს მივუსხდებით, არაყს ხაშთან ერთად ჩავუსხდებით. დაგვი-ღამდება, გაგვითენდება, ჰოდა პლანეტა ვიდრე… (ჩაახველებს). ხელიდან გამოგვეცლება, დაორ-სულდება ან დაბერდება, დაძველდება, ან განახლდება, გამონესვდება ან გაკაკლისმურაბდება, და-სკლეროზდება და ერთი სიტყვით, ბოლომდე… (ჩაახველებს). უკაცრავად გაციებული ვარ. არ შე-გეშინდეთ, გაკეთებული მაქვს ყველა ბუსტერი ტრისტერ-ფორსტერი, ,,დაჟე“23 ზაზა მარჯანიშვი-ლის, ჩვენი სპექტაკლის კომპოზიტორის, გენიალური მუსიკა მაქვს მოსმენილი,,ზაზანოვაში“ და ზაზა ფაჩულია მყავს ნანახი ოლსტარში, ამ სპექტაკლით, საძმოსთან ერთად, ვაპირებ ავიღო ყველა ოსკარი, ვინმემ ყელი თუ არ გამოგვჭრა სადმე, ბოსტანში. მოკლედ ძვირფასებო, სველი პლანეტა ვიდრე გაშრება, მოიხარშება, შეიწვება, შეიბოლება და შეიკმაზება, ერთად ვიფიქროთ, იქნებ გავი-გოთ და გავარკვიოთ რა გვეშველება?!. როდის და როგორ, საიდან, ვისგან, გრანტის და ტრანშის დახმარებისგან თუ ვინმე სხვისგან?

ფარდაზე იწყება საგანგებო სამსახურების პროჟექტორების ციმციმი. ირთვება სტიქიური უბედუ-რებების ხმები და მსახიობები საპირისპირო კულისების მიმართულებით გარბიან. ფარდა იხსნება და ჩაბნელებული სცენის სიღრმეში გაკრულ ზეწარზე ჩანს სადეზინფორმაციო-პარაზიტიკული პროგრამის ,,აპოკალიფსისის“ ქუდი, რომელსაც ცვლის, სტიქიური უბედურებების კადრები. ზე-წარის გვერდით სსრკ-ს XX ს. 40-იანი წლების რეპროდუქტორია ჩამოკიდებული.

ხმა რეპროდუქტორიდან. ყურადღება! თვალთახედვა! სმენა იყოს, გაგონება! აქ მყოფებს ყველას გეხებათ! ვისაც გაქვთ ყურნი და თვალნი, მოისმინეთ და იხილეთ, რა ხდებოდა დიდი ხნის წინ, დღეს რა ხდება, წლის ბოლოს რა გელოდებათ.

ფარდა იწევა და სცენაზე იწყება სხვადასხვა ფერის პროჟექტორების ციმციმი, მოფრინავს კიდობა-ნი, რომელიც რვაკუთხედი დირიჟაბლის ფორმისაა, სახურავზე უყენია წითელი ფერის მაშუქები, შემორტყმული აქვს გისოსები და ცეცხლს აფრქვევს. წინ და უკან უყენია ნუმრები ST-666-NA. კი-

7

დობანი სცენის შუაში ჩერდება. იღება ლუკი და გადმორბიან პოლიციელების და ექიმების კომბინიზონებში ჩაცმული და თავზე აერწინაღ წამოცმული გომბეშოები, რომლებიც კიდობნის ირგვლივ ცეკვავენ. კულისებიდან გამორბიან მონსტრიტორინგის კომბინიზონებში ჩაცმული დედამიწელი გომბეშოები, რომლებიც აჯარიმებენ პილოტს და მგზავრებს. 

ხმა რეპროდუქტორიდან. თქვენ დაჯარიმდით უვიზოდ და ვადაგასული ვიზებით, საჰაერო, სახმე-ლეთო და საზღვაო, მიწისქვეშა და მიწისზედა საზღვრების გადმოკვეთისთვის, სიჩქარის გადაჭარ-ბების, ღერძულა ხაზის, ავტობუსის ზოლის, მეტროს ესკალატორის გადაკვეთისთვის, არასწორი პარკინგისთვის, უბილეთო მგზავრობისთვის, კომუნალური გადასახადების გადახდის დაგვიანე-ბისთვის. ჯარიმა უნდა გადაიხადოთ ელექტრონულად, თმენის აუცილებელი ვალდებულებით, გონივრულ ვადაში პროპორციული ქმედების დამადასტურებელი შემოსავლის ზედნადების გამო-ყენებით. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ფორსირებულ ვადაში, ჯარიმას დაერიცხება სა-ურავი, დაყადაღებული იქნება თქვენი უძრავი და მოძრავი, არსებული და არარსებული ქონება, ინკასო დაედება თქვენს საბანკო ანგარიშებს, ვერ გადახვალთ საზღვარზე და ვერ დატოვებთ პლა-ნეტის ტერიტორიას. ოჯახის წევრებთან, მეგობარ-ნათესავ-მეზობლებთან ერთად იძულების წესით შესახლდებით დროებითი მოთავსების და სამუდამო დამკვიდრების იზოლატორში ანუ დრომოდაიზოში, ფინანსური კარანტინის და კაპიტალური იზოლაციის რეჟიმში. შეგეზღუდებათ გადაადგილების, საკვების და წყლის მიღების, სექსის და დეფეკალიზების პერიოდულობა და ხან-გრძლივობა.

ზეწარზე იწყება სტიქიური უბედურებების კოლაჟი.

ხმა რეპროდუქტორიდან. ყურადღება! თვალთახედვა! სმენა იყოს, გაგონება! პლანეტა აწიმადედზე მდებარენო და მყოფნო, ჯანსაღნო და ავადმყოფნო, მოძრავნო და უძრავნო, სულიერნო და უსუ-ლონო, დიდნო და პატარანო, მდედრნო და მამრნო, ფრინველნო და ცხოველნო, ქვეწარმავალნო და ზეცადმქროლავნო! მოისმინეთ აწიმადედის მაინჰედოფისდეზინფორმბიუროს თავბრუდამხვევი და თავზარდამცემი, საგანგებო და უმნიშვნელოვანესი, ელვისებური და წარმატებული, მიზანდა-სახულ-მიმღწეველი განცხადება! ისმინეთ, იხილეთ, დაიმახსოვრეთ და გაითვალისწინეთ, რამეთუ მოვიდა ჟამი!!! პლანეტაზე შემოიჭრა უცხო გალაქტიკის - ირავჭიბანის, პლანეტა ილივშსიზობიდან ნაცნობი მფრინავი სუბიექტი - ილუნყტომადედი, რომელში დისლოცირებული განსაკუთრებული და სპეციალური დანიშნულების - განსპედონის ლეიბშტურმგვარდიის - იბენუჯალჯამის რაზმების ჯანმონები ცდილობენ, აწიმადედზე ქათმის გრიპის, ღორის ბრონქიტის, ძროხის პნევმონიის და ინდაურის ჰიპერდიციტის, გამავრცელებელი ფატალური ვირუსების დათესვას, დანერგვას, ჩანერგვას და გადანერგვას, შემდგომი მოვლა-გაზრდა-აღზრდა-სწავლა-განათლება-ჩა-ბაკალავრებ-გამაგისტრებ-გაჯირყვნებ-გახარებას, შემდგომში მოსავლის მიღება-აღება-დისტრიბუ-ცია-რეალიზაციის მიზნით. ბაქტერია-ვირუსო-ინფექციო-რეაქციული დივერსიების თავიდან აცი-ლების, სხვაგან გაცილების, მღოღავი გახრწნილების და ტანიდან მოსაცილებისთვის, ჯანღონის კანტორის ბოსის - სტრონცო იმბეჩილე დრაგონე ჰიპერბოლო კონდომოს რეკომენდაციის საფუძ-ველზე, აწიმადედის მთელ ტერიტორიაზე ცხადდება უვადო, საგანგებო მდგომარეობა, საყოველ-თაო-სავალდებულო კარანტინი და ზემოქმედებას იწყებს ყოველდღიური ქაქცინაციის იძულები-თი პროგრამა. ირთვება უვადო და სამუდამო კომენდანტის საათი. ქუჩაში გადაადგილების დროს, სავალდებულო ხდება განსაკუთრებული დანიშნულების კომბინიზონების ჩაცმა, თავზე აირწინა-ღების ჩამოცმა და წამოცმა, ყუმბარგამძლე მუზარადების ჩამომხობა, სკაფანდრების და აქუალან-გების გამოყენება ძილის დროს. საკვების და წყლის მიღება, ორგანიზმის დეფეკალიზება და სექსი დასაშვებია მხოლოდ On-Line რეჟიმში ჯანღონის კანტორის ლოკალური კომისარიატების მიერ გაცემული განსაკუთრებული ნებართვების საფუძველზე.

გომბეშოები ცეკვას წყვეტენ და კულისებიდან სცენაზე ინვალიდის ეტლით გამოყავთ მწერალ-

8
მთხრობელ-რეჟისორი, აკადემიკოსი ფონ ცუკერშტაინი, რომელსაც მუხლებზე ლეპტოპი უდევს და ბატის ფრთით წერს. 

ხმა რეპროდუქტორიდან.  პლანეტა სხვატურნიდან მიღებული საავარიო საფრთხის სიგნალის სა-ფუძველზე ცხადდება საგანგაშო ჩასხდომა. არ იჩქაროთ, ადგილების რაოდენობა შეუზღუდავია.

გომბეშოები ცეკვას წყვეტენ და კიდობანში არბიან. ლუკი იხურება და კიდობანი იწყებს ცეცხლის ფრქვევას.

ხმა რეპროდუქტორიდან. შემდეგი გაჩერება - სხვატურნი. პლანეტას ირეტიპუი ხომლადი გოდო-უფრენს გოუჩერებლივ. გთხოვთ ნუ მიესკვანკვარაკუნჩხებით ლუკს. ვერ გეიგე შენე? არ შეეჯირ-ყვნო შემოსავალს-თქვა!

კიდობანი მიფრინავს. ცუკერშტაინი ფეხზე დგება, ყავარჯენზე დაყრდნობილი ცილინდრს იხდის და თავს უკრავს მაყურებელს.

ცუკერშტაინი. ,,ჰოპა-ჰოპა-ჰოპა-ჰამერიკა-ჰევროპა-ჰანტარქტიდა-ჰავსტრალია-ჰაფრიკა ი ჰაზია ადნა ბეზაბრაზია“24 დილა-შუადღე-საღამო-ღამე-მშვიდობისა, გეწეოდეთ მადლი ღვთისა, ხვავისა და ბარაქისა!  დარწმუნებული ვარ, სულ არ გაშფოთებთ და გაშრიალებთ ჰუ აი ემ? ,,ტო ესტ კტო ია ტაკოი?“ 25 ვისი ტიკი, დოქი, ქვევრი, ან ტომარა ვარ და ვის დავეკარგე ვისა? ვინ მიპოვნა, სად წა-მიღო, მაგრამ არც მე მანაღვლებს და მათირკმელებს თქვენი წარმოშობა, საშინაო მდგომარეობა, სა-გარეო ვექტორი, რას გვპირდება სამომავლოდ რომელიმე სექტორი. დიპლომატიური კონსენსუსის მისაღწევად, ინტერესთა და სურვილთა შეუქცევადი და უკომპრომისო ობსტრუქციის იგნორირე-ბის გზით, პატივი მაქვს წარმოგიდგინოთ ჩემი ყველასმპყრობი და ყველასმფლობი, ყველაფრის-მცოდნე, ყოვლისშემძლე,  თავაწეული და ქედმაღალი, თვითრწმუნებადი და ამპარტავანი, მრავ-ლისმნახველი და ბევრისმქმნელი, ზოგიერთების დედ-მამის (ჩაახველებს)… მომნახულებელი, მომნახველი, მომნუსხველი, მოუკრძალებელი პერსონა: წითელ-ყვითელ-მწვანე-ცისფერ-ზურმუხ-ტოვან-ნაცრისფერ-შავ-თეთრ და სხვა მრავალფეროვან-ცისარტყელოვანი მაგიის და ჯადოქრობის აკადემიის ნამდვილი აკადემიკოსი, თაღლითობის და გამოძალვის კათედრის მაგისტროგროსერ-მაისტერი დონ გოლდსილვერბრონზვერბერტ ცუკეროვიჩ იბნ-ფონ-დონ-სინიორ-მუსიე-მისტერ ცუკერშტაინი. რომელიც თქვენს წინაშე წარსდგება თავის მოწაფე-ასისტენტ-თანამოაზრე-მიმდევ-რებთან ერთად, მრავალწლიანი უძილო ღამეების და მღვიძარე დღეების შედეგად მიღებული, და-უმსახურებელ-წარუმატებულ-დამსახურებულ-წარმატებული ნაშრომით. ეპისტოლარულ-ისტო-რიულ-თეატრალურ-სინემატოგრაფიულ-პანტომიმურ-თოჯინურ-ილუზიონურ-მხატვრულ-დო-კუმენტურ-სიურრეალურ-იმპრესსიო-დეპრესსიო-რეპრესსიო-ქვე და ზე პრესსიო-დადაისტურ-დეკადენტურ-პესიმისტური AV სპექტაკლით, რომელიც არის უგულობის და უჯიგრობის, მოუთ-ხოვნადობის სხვებისა გამო, სქლად მტვერდადებული, ბიბლიოთეკის მტვრიან თაროზე მიგდებუ-ლი, მრავალსერიულ-მრავალტომეული, სახლში, ქუჩაში, ნაწერ-ნაკითხი, დუქნებსა და მანქანებს შინა და გარეთ რეპეტიციებგავლილ-გამოვლილი, დასადგმელი და გადასაღები, ლა სკალაში და კანში წასაღები, ან იქნებ ხვიმრში ანუ ბუნკერში გადასაგდები. პერფორმანს-სპექტაკლი, ესეი, მღაღადებელი უდაბნოსა შინა და სახლსა გარეთ ჭეშმარიტების, მთხრობი ჰამბების სხვადა-სხვანაირის, მთქმელი და მქმნელი მართალისა და არა ჭორის, დაბალ და მაღალ, უგუნურმრავალ, ვერ ანაწონებ და ვერ დასათვლელ, არდასანახავ და არმოსასმენ, ჩინოსანთ ბრიყვულ მონაჩმახების, მონო-სტერეო პოლიჩმახების, კაკაფონიურ განაჩმახების, ბევრ სხვაჩმახების, კვრით ჩახმახების. მოკლედ ჩათლახთა ახვარმახების ნაბოდვართა და ნამოქმედართა, ფრიად უგნურთა, სულით მე-ძავთა და მავნებელთა, მომსმენ-მნახავი და ამსახავი, ქართვლის ცხოვრებად გარდასახული, ახვარ ჩინოვნიკთ სისხლისმშრობელი და სისხლისმსმელი, ტვინის მბურღველი, თქვენთან მომტანი, ბო-როტ ნებათა და ქმედებათა მათთა, ამაზრზენთა და საზიზღართა კრიტიკისა და ალაგმვისათვის, დაფიქრებისა და განსჯისათვის. გაბრუებულ-ჩაბუჟბუჟებულ-გამოკენკრებულ-გამოციტრუსებულ 

9
მოსაყლეობის ჭირ-ვარამების, მკითხველ-მსმენელთა-მაყურებელთა განსახილველად და საძაგებ-ლად ანდა საქებრად, გამოტანილი ცხოვრება ქართვლის - გეორგიან-გიურჯ-გრუზინ-ვრაცის, სათაურითა უცნაურითა, გულში თქმულითა და მის სიღრმეში დამარხულითა - წადით და გაქრით - ჩრდილო-დასავლო-აღმო-სამხრეთში, მოუსავლეთში, აორთქლდით, ჩაქრით - თქვენს წინაშეა. კრძალვით და რიდით, კდემით, თვითგვემით, გვსურს თქვენს სამსაჯავროზე მივაპრეზენტოთ ნაშ-რომი ჩვენი, რომელსაც ვქმნიდით, უსმელ-უჭმელნი, მრავალ უძილო დღენი-ღამენი, სოციალუ-რად განაწამებნი. დროზე დაიწყეთ, არ დაგავიწყდეთ, ტრადიციულად სროლა ტალახის. დაგვხიეთ, დაგვწვით, ჩაგვაქვესკნელეთ ადრე და მალე, წაუკითხავად და უნახავად, მამა-პაპურად, განსხვავებულად, პატრიოტულად, ფრიად ქართულად, ერთობ ჯიგრულად! არც თუ ისე, დამ-სახურებულად პაივცემულო საზოგადოებავ და კოკისპირულად არაპაივსაცემო, დაუმსახურებ-ლად აღზევებულნო დაბალ-მაღალ-ქვედა-შუა-ზედა ჩინოსანნო, ფრიად საქმიანნო, კრიზისულ წუთებში და კრიტიკულ დღეებში უსაქმურნო, აბორიგენნო, უწინ ძლევამოსილისა, ამჟამად სამე-ფოდ ყოფილისა, გლოვით და უსაქმობით დაოსილისა, დაოთხილისა, დახუთულისა, დათორმეტ-პუნქტულისა, დახატულისა, დაჯღაბნილისა, დათხაპნილისა, მრავალტანჯულისა, მრავალფეროვ-ნულ-ბევრყვეროვნულისა, მრავალკონფესიურ-პარტიულ-კულტურულისა და კიდევ მრავალთა სხვათა, ურიცხვთა, უთვალავთა, ათმეტებისა, ასმეტებისა, ბევრმეტებისა, ზედმეტებისა უფლებე-ბისა, ბევრზე ბევრისა ხორცმეტებისა, მეჭეჭებისა, მუწუკებისა, ვიღაცეებისა, რაღაცეებისა, ამტანი-სა, მიმტანისა, მომტანისა, სახლიდან, წინ ფეხებით და თავდაყირა გამტანისა, წამღებ-წამომღებისა, წამრთმევ-წამღლეტისა გამტან-გამომტანისა და კიდევ ვინ მოსთვალ-დასთვალოს რისა?!. ქვეყნისა, ყვაილებისა, არწივებისა, ჯიხვებისა, მტრედებისა, მთებისა ურიცხვისა, ზღვა-მდინარეებისა, ტბებ-ტყეებისა, მზისა, მთვარისა და ბევრზე ბევრიიიი რამისა. ჩვენს მრავალკულტურულ ქვეყანაში, მრავალყვეროვნულ ჩინოსანთა მიერ მოწყობილი კულტოციდის კულტროსტოფული შედეგების აღმოსაფხვრელად, გონიერთ, სწავლულთ, ნიჭიერთა და ყოველთა სხუათა კეთილშობილთა დასა-ხმარებლად, ქუეყნის ჩვენის აწმყოსა და მომავალის გადასარჩენად, ვიდრე განათლება დასჯადი გახდება, ავაზაკთა და ბოროტმოქმედთა დიხტატურისგან გასანთავისუფლებლად. უგნურთა, უვიცთა, უნიჭოთა, უზნეოთა და სხვა მრავალ უ-უ-უ-უბედურებათ მქმნელთა გამათრახების, გა-შოლტვის, გაროზგვის, ყელში ამოსვლის, სადმე გადმოსვლის და გადმორწყევის იქვე გადმოსხმის, სისხლის გადასხმის, თავზე ლაფდასხმის და მოკლედ რომ ვთქვათ, ავაზაკების ადამიანად მოქცევ-გარდაქმნის უმაღლესი და წმიდა მიზნით, მოხეტიალე მაწანწალათა, ნიჭიერ-უსაქმურ არტისტ-მხატვართა, პოეტ-მწერალთა, მუსიკის მქმნელთა, დამკვრელთა, მმღერთა, რაც მთავარია, ყოველ-თა პატიოსანთა მოძღვართა, მღვდელთა, სავსებით ერულ-ბერული, აპოლიტიკურ-დეპოლიტიზი-რებულ-შემოქმედური კანტორა ჩვენი - ,,ალიგატორი“, შთამომავალი დიდი და ბრძენი ნიანგის, იწყებს, ხსენებულ ავაზაკთა კლანჭ-ბრჭყალებ-ბორკილ-ჯაჭვების მსხვერვას და მტვრევას, რყევას და ნგრევას. ვისაც ეს არ გსურთ, არ გეამებათ, გზა გქონდეთ იქით ან იმის იქით, ან უფრო იქით, იქითის იქით, იქითის აქეთ, აქეთის იქით. ვისაც გსურთ, ჩვენთან ერთად წამოდით. ერთი და ორი მერცხლის ჭიკჭიკით გაზაფხული ვერ მოდიოდა და არც მოდის და იმ გაზაფხულს ვერც სამი ბულბულის სტვენა მოიყვანს, ვერც ოთხი შაშვის გალობა. სწორედ ამიტომ დანო და ძმანო, მარტო-სულნო და ოჯახიანნო, უსაყვარლესნო, ზედმეტად კარგნო, დასაქმებულნო და უსაქმურნო, მოსაქ-მებულნო დღისით და ღამით, გთხოვთ ყველა საქმე გადადოთ წამით, ორი წუთით და სამი საა-თით. ვქმნათ ქართვლის ჭირზე სჯა-ბაასი და მასლაათი. ქართვლის ბევრ ჭირზე და ცოტა ლხინზე. ჭირისა მქმნელნი გავამათრახოთ, ლხინის მომტანებს მადლობა დიდი გადავუხადოთ. ვთქვათ ყვე-ლაფერი რაც სათქმელია, გნებავთ ახალი, გნებავთ ძველია. საქმიანობის ჩემისა გამო, ამ თქვენისა-თა ნამოქმედარის, ნანახ-მოსმენილ, ჰამბებისა და მოვლენებისა, ქმედებათა და მოქმედებათა არნა-ხულთა და არსმენილთა, ბოროტმოქმედთა ერთობ მრავალთა, აღწერ-აღნუსხვ-აღრიცხვ-გარეცხვას  ტვინის და კუჭის გამორეცხვას შავად ვაწარმოებ, ბროწეულის ოყნებით, რამეთუ ქრისტეშობიდან ანუ ახ.წელ.აღრი-დგან რომელიღაცადგან წელსა, კავკასის მთებისა ძირას, ორ ზღვას შუა მდებარე, ხელიდან წასული, გზააბნეული, ვერსად შესული, ვერც შეყოფებული ქუეყნისა მაღალ-მდაბალნი, ,,კოლხოზნიკნი“ და პროლეტარნი, მდედრნი და მამრნი, სხუანი უცხონი, ურიცხვნი, ურცხვნი ფრიად მრაუალნი, მეგობრულად და სტრატეგიულად, პარტნიორულად, ჰუმანიტარულად, ყოფი-ერულად, ცნობიერულად, ემპირიულ-იმპერატიულად, აბსტრაქციონისტურ-დეკადენტურ-დადა-

10
ისტურ-კუბისტურ-სიურრეალისტურ-იმპრესიონისტულ-რომანტიკულ-სიმბოლისტურად, ვიზუ-ალურად, სექსუალურად, დოკუმენტურად და ფინანსურად, მოკლედ რომა ვსთქოთ ჩვენებურადა, ძველებურადა, ქალაქურადა, თფილისურადა, პონტში ქართულში, ფრიად ჯიგრულში აშავებენ და აბნელებენ ქუეყანასა, ორსავ სოფელსა ზედა და შინა. ქუეყანასა მცირედ ძველმოდურს და სასტიკად ტრადიციულ-კონსერვატიულს. აკონსერვებენ-ამწნილებენ-აკომპოტებენ-ამურაბებენ-ამ-ლაშებენ-ამჟავებენ, ,,ინოგდა დაჟე აკაპჩონებენ, ტო ესტ“26 ჰბოლამენ და აწითლებენ გალურ-ჯებამდე, აცისფერებენ გამწვანებამდე და აშავებენ და უშავებენ, საკალანდო გოჭივით აჭყივლებენ და კლავენ,  ტრუსავენ, პუტავენ და ატყავებენ. უთეთრებენ სისხლსა და თმასა, სოფელს, ქალაქსა, ქუჩას და ტაქსსა, მერე კი ჰქმნიან ფრიად ახალსა, საგანგებოსა, უუფლებოსა, შეზღუდული შესაძ-ლებლობების ჰომო ჩმორჩილენსს, მარადიული, ქრონიკული, ქართული, ფრიად ჯიგრული და შე-უზღუდავი და უსასრულო მოვალეობებით. მისწრაფება-მიზნების, გამორეცხვა-,,კლიზმების“, დე-დუქციის და ინდუქციის, რეპროდუქციის და კონსტრუქციის, არეულ-დარეულ, დარღვეულ-დანგ-რეულ ფუნქციის - სოციალურის და მორალურის, ფინანსურის და დემორალურის, გლობალურის და ლოკალურის, სექსუალურად გარდაქმნილის და გარდასახულის, თურაშაულის, სამი აბაზის, ოთხი შაურის, ხმაურისა და აურზაურის გარეშე! ამ მოვლენათა ნუსხვა-აღწერის, კლონ-კოპირების და გადაწერის, მისია მძიმე და უმადური, რაც მთავარია უფინანსური, ვიტვირთე, როგორც ჟამთა მწერალმა, ხრონოღრაფოსმა, ჰისტორიკოსმა, ზოგთა შემყურემ, ჰისტერიკოსმაც. ამ ტან-ფეხსამოს-ტრანსპორტოს-ჰომოს და ქრონოს გაშავებულ ქვეყანაში შავად ვწერ ჟამზე, უთეთრებელზე და კუნაპეტზე, სისხლისმსმელზე და ნერვისმჭამელზე, გონებისა და გულის გამღრღნელზე. მერე კი მომაქვს თქვენს სამსჯავროზე ტკივილი გულის, თვალის და ყურის. ნაბოდვარი და ნაცოდვილარი, ეპისტოლარულ-თეატრალურ-სინემატოგრაფიულ-ისტორიულ-გეოგრაფიულ-გეომეტრიულ-ას-ტროლოგიურ-ილუზიონისტური, სევდიანად მხიარული, მცირედ უხამსური, ფოთის ხამსით და კახური ჭაჭით თანხლებული, გარდაქმნილი და გარდასახული, კოჭლი, ბრუციანი, ოდნავ კუზია-ნი და უსახური ტრაკიკომედია ხუთ მოქმედებად, ორმოც და ერთ სურათად, თორმეტ პუნქტად და 1783 არტიკულად. ანალიზისთვის და განხილვისთვის, სიმართლის თქმისთვის, არდამალვის-თვის, განსჯის და დასჯის, საპყრობილეში უვადოდ ჩასმის, ,,ფიქრნი მტკვრისა პირს“, მთისა ძირს, სადღაც, ვინ ვიყავით და ვინა ვართ ახლა? როგორი იყო, როგორი არის და სად იქნება 100 წლის შემდეგ სამშობლო ჩუენი, მრავალის მთმენი, ამტანი ნგრევის, გონის შერყევის, ზვავის, მეწყერის, ცეცხლის და ბოლის, მეტოქის კარში ვერმტანი გოლის, დედამთილის და სიდედრის მთმენი, საუკუნენი, წელნი და თვენი, კვირანი, დღენი, წუთნი და წამნი. მქმნელი ,,ჩაკრულოს“ და ,,კრიმანჭულოს“, მწიგნობრობით და ლხინით განთქმული, რად დამახინჯდა და განადგურდა ტუ-ტუბრიყვულად, სულიერ-ფიზიკურ-ფინანსურ-ინფრასტრუქტურულად? ერთად ვიფიქროთ, ერ-თად განვსაჯოთ, დასასჯელები მკაცრად დავსაჯოთ, გავამათრახოთ, გავაჩათლახოთ. მივცეთ ღმერთს ღვთისა და კეისარს კეისრისა. დრო გვაქვს ამისთვის ძალიან ცოტა, მხოლოდ და მხოლოდ სამი საათი, კვლევის და რკვევის, ერთურთის სმენის, დებატების და მასლაათის. დრო ძვირფასია, გამოვიყენოთ, ცოტა ვიცინოთ, ბევრი ვიტიროთ, სანქცირებულნი გამოვიტიროთ. ,,მოვიკლათ წარ-სულ დროებზედ დარდი“, ვცადოთ, ,,ჩვენ ჩვენი ვშვათ მყოობადი“  არ აქვს მნიშვნელი ძუ ხართ თუ ხვადი, მცირედ ვილუკმოთ, ბევრი დავლიოთ, ჰევრო-ჰაზია ჭკვიდან გადავრიოთ. ,,კსტატი ო პტიჩკახ: ჰევრო-ჰაზია-ბეზაბრაზია ჰუბნობს და New Georgian გოვერნემენტი, ტო ესტ, ძველებით სავსე ახალი ექსკრემენტი, სოგლაშაეტსია ი პრედუპრეჟდაეტ: ჰაზროვნება და ,,ჰაბრაზოვნება“, ზრდილობა და კულტურა ,,დვადცატ პერვი ვეკში  გახდა - ჯართი, და მაკულატურა! ჰასკაცარ“?27 ჰოდა, ჩემო ძვირფასო, ნურაფრის გეშინია, საცდელი ცხოველი ხარ, საზარბაზნე ჩიჩია, ბევრ წყალს იქით მცხოვრებმა ბრძენმა ასე გვირჩია. რჩევებს უსმინე, გეი თვალისწინე, გეი ყურიგდე და გეი სიგრძეგანე, თუ გინდა მშვიდად გაგითენდეს ღამე. პარადოქსების დიდოსტატო, კატაკლიზმების ხუროთმოძღვარო, თვითგვემის მაესტრო, მარად წამებულო და მუდამ მდუმარო, აღუშფოთებელ-აღმშფოთებელ-აღმაშფოთებელო, შემწყნარებელ-შეუწყნარებელ-ამბობოქრებელ-ამქვითინებელ-ამტირებელ-გამსვენებელო და დამმარხავო! ჩამოდგა პირველი ლიანდაგის, მეორე საფრენ ბილიკ-ზე, მესამე პორტის, მეოთხე ბოქსის, მეხუთე პარკინგის, მეექვსე ზოლის, მეშვიდე ხაზის, მერვე პროჟექტორის მეცხრე შუქნიშანის, მეათე უკუნეთში, ჟამი საიმედო და სანატრელი, სანუკვარი და 

11
საოცნებო, უსაქმურობის, ყველა იმედების, ოცნებების და ნატვრის ახდენის, აბსოლუტური, ტრი-უმფალური, ჟამი გამარჯვების - კისრისტეხვის და თავის მოკვეთის, თავის მოჭრის და ზღვაში და-ხრჩობის, ირმის ან ჯიხვის რქის ყანწში ჩახრჩობის, სადმე გადაჩეხვის, ტვინის შერყევის, ჩინოვ-ნიკთ ნამუს გაღვიძების და არდაძინების. დაგვიდგა ჟამი გამარჯვების, სანატრელზე უფრო მეტად სანატრელის და გადასარევის, თუ ისე მიიჯირყვნე და გაფარჩაკდი, რომ კოტრაწ ელი?28 უკვე არაფერს აღარ ელი? აზრზე მოდი ჯიგარო, შენი დრო მოვიდა, ნანატრი და სანუკვარო - გონიერების ხრწნის და ლპობისა, კეთილშობილთა ჩამოხრჩობისა, დრო მდაბიოთა აღზევებისა და სამუდამო... (ჩაახველებს). წარმატებისა! მყარად მოვიდა და არსად მიდის და ვიდრე წავა ხმამაღლა ვიტყვი: დღეს რასაც ნახავთ მომხდარს და თქმულსა, ტყუილს, მართალსა, ჰამბებს ზღაპრულსა, შვილებისათვის სათქმელ იგავსა, სათქმელს ხმამაღლა, არ დასამალსა, ერთი უბრალო მიზეზისა და საფუძვლის გამო: ბოროტის სიკეთის სძლევისა მიზნით, ვალდებულები ვართ, შვილებს მო-ვუყვეთ - გვარი და მოდგმა, ჯიში, ჯილაგი,  შთამომავლობა ვალდებულია, უნდა იცოდეს, როგორ და რატომ,  რომელი კალიბრის ავაზაკები, წიწკნიდნენ, ძიძგნიდნენ, ჯიჯგნიდნენ, ჰყიდიდნენ, ქვეყანას მათსას, ჩუქნიდნენ სხვასაც, საუკუნეთა საზღვარის ჟამსა! XX საუკუნის ბოლოს და XXI საუკუნის დასაწყისში. (ეტლით მიგორდება სცენაზე მდგარ ონკანთან ხელებს იბანს და მაყურებელს ელაპარაკება.) ანონსის სახით, ერთსაც გეტყვით და აღარ დაგღლით მიწისძვრით, ზვავით, მეწყერით, წარღვნით - სამწუხარო და საუბედურო ფაქტია, რომ: მთავრობა წასული, მთავ-რობა მოსული, მავნე, ავაზაკი და ბარბაროსული გაფრთხილებთ: ,,დვადცატ პერვი ვეკში იქნება თქვენი კანეცი, პოტომუ ჩტო, ბევრნი ხართ და უნდა გიქნამთ საკრაშჩენია“.29 ვიდრემდე მოვა ჟამი სეკვესტრის, ხელების მოჭრის, ფეხების მტვრევის, თვალების დათხრის ყურთა დაფსების, ღვინის გარდა ყველა ფიალის ბოლომდე ავსების და გადავსების, დაყრუების და ბევრი სხვა რამის, მეშვი-დე ცოლის მოყვანის და მერვედ გათხოვების, ისმინეთ ჰამბავნი მრავალნი, მომხდარნი გიურჯეთსა შინა და ზედა,  ფრიად უგონო ვადაში, მოუთმენლობის ვალდებულებით და იძულებით, ლეგიტი-მურად გაკეთებული, კონსტრუქციულად, დე იურე, დე ფაქტო გაჟღერებული. გატყობთ, არ გჯე-რათ, რომ თეთრი შავია, წვიმა რომ მშრალია, კვადრატი მრგვალია, ქალიც და კაციც, დიდიც პატა-რაც, ყველა რომ ყველაფერში დამნაშავეა. ბრიყვი რომ ბრძენია და გალობს ყვავია. კიტრივით ლურჯი რომ არის ბოლოკი, აზრი რომ არა აქვს თმენას და მოლოდინს. უგნურებაა სცენიდან ტრაკანი, თუ არ ხარ ,,ობშჩიაკში ლიმონის“30 ჩამტანი,  ჰოდა ხელებს ვიბან და ჩამიქნევია, ჯეელებს მოუსმინეთ ,,პო ლუჩშე“31 გეტყვიან.

სცენა ბნელდება და ზეწარზე იწყება სარეკლამო რგოლი.

ხმა რეპროდუქტორიდან. გლობალური კავშირების შექმნის და მასში გაწევრიანების შემდეგ მსოფ-
ლიოს ბევრ ქვეყანაში გაუმჯობესდა ამინდი, იმატა მოსავლის რაოდენობამ, გაიზარდა სიცოცხლის
ხანგრძლივობა, გაათმაგდა ხელფასი, გაასმაგდა პენსია, გლობალური კავშირია საქართველოს მე-სია. კავშირი მარადის სიკეთის მქმნელი, ყველას მძლეველი, ყველაფრის მფლობელი, ყოვლის შემ-ძლებელი, სხვა ბოროტ კავშირთა დამშლელ-მანგრეველი, სიკეთის მომტანი და აღმაშენებელი.

რგოლი მთავრდება, სცენა ნათდება და სქროლლით (კროლიკებით) გამოდის ჭრელ შორტებში და მაისურში ჩაცმული დავით გერსამია, რომელსაც მაისურზე წარწერა აქვს - ,,წარმოებული ვარ საქართველოში“.

ცუკერშტაინი. პატივცემულო და ძვირფასო პუბლიკავ თქვენს წინაშეა მისი უმაჩოესობა და უნიჭი-ერესობა ბატონი დავით გერსამია. (დათოსგან მარცხენა მხარეს გადის, სცენის კუთხეში ჩერდება და წერას აგრძელებს.)
დათო. ტვინში მიტენიან აბრაკადაბრას და სხეულში წვეთობით ბალზამს სანატრელოს, ვერაფრით 
ვიჯერებ მე ამ მარაზმს და მივცურავ დინების საწინააღმდეგოდ. 
დამღალა ცხოვრებამ უსულოდ უნიჭომ,
ვგრძნობ სულის სიმძიმეს, ვეღარ ვწევ, ვერ ვათრევ, 

12
ღმერთო ძალა მომეც, ღმერთო დამიფარე,
ღმერთო მომიყვანე, შენთან ან შენამდე! 
არ მინდა ცურვა დინების საწინააღმდეგოდ, მაგრამ მაიძულებენ და მივცურავ, მივფრინავ, მივდი-ვარ, მივღოღავ, მივფორთხავ, მივჩანჩალებ... სად? ბო…თლის შვილი ვიყო თუ ვიცოდე. ჩემი დედა მო…მეფეროს თავზე და ჩემი მამას შე…ვეხიდე არყის განადგურებაში, მაგრამ მივდივარ. რეიზა? იმიზა რომე, კითხვა-წერის უცოდინარი, უგუნური და უვიცი, უსვინდისო და უსაშველო, გოუთა-ვებელ-დოუმთავრებელი მედიის პროპაგანდონირებულ-გლობალური გარყვნა-გახრწნა-დეგრადი-რება-ზნედაცემულობის, ანუ კახურად, გამორაღაცეების ეპოქაში სიცოცხლე თუ გინდა, უნდა კრი-ფო დაუკრეფავში, მოუთიბავში, მოუხნავში და დოუთესავში. უვაზელინოდ და გამოუძრომლად შეძვრე სადმე, გაძვრე ნემსის ყუნწში, აღიარო მაწონი ნესვად და გამოაცხადო ლობიო ჩურჩხელად. კაი დედ-მამის შვილი ხარ, გაბედე და თქვი, რომ წვიმა არ შრება და თოვლი არ არის მწვანე. ო, და-და-და-და! დახვრეტით ჩამოგახრჩობენ საზეიმო ვითარებაში, მწყობრის წინ გილიოტინით წაგაც-ლიან თავს დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მაღალი ძაბვის (2202W) სავარძელში შეგა-ზანზარონებენ, ვირზე უკუღმა შესმულს გატარებენ უდაბნოში და ცოცხალი თუ გადარჩი, რა იცი რა ხდება? იქნებ პროფესორ ნიკოკრატე გალავინსკელის მარადიულობის ელექსირით ხარ გაზრდი-ლი და არ კვდები? კინგ-კონგსულტაციების შედეგად მაიფიქრებენ, როგორ აგაორთქლონ და გაგაქ-რონ, აღგგავონ პირისაგან მიწისა და ცხვირისაგან ცისა. სრულად აქვთ ათვისებულ-გათვალისწინე-ბული ბუჰენვალდის, ოსვენციმის, მაუტჰაუზენის, დაჰაუს და სხვა შემოქმედებითი კანტორების მუშაობის ინოვაციურ-კრეატიული მეთოდები და ადამიანთნადგურების მრავალფეროვანი არსენა-ლი გააჩნიათ. მაგითი სჭამენ პურსა და ინახამენ ოჯახებსა მააშ?!. ეგ ერთადერთი ხელობაა, რომე-ლიც სრულყოფილად იციან, თორემ სხვა არაფრის ცოდნით უსკდებათ თავი. არ გახახუნებიან წიგ-ნის კარადას, ბიბლიოთეკის, სკოლის, აკადემიის, უნივერსიტეტის კედლებს. წარმოდგენა არ აქვთ როგორი კერძი და რა სასმელია წიგნი, მოხარშული იჭმევა თუ შემწვარი ისმევა? რა ქნან კაცო, მა-ყუთის სიმძიმემ ინტელექტის სიმსუბუქე გადაწონა და არ იმძიმებენ თავსა და ტანსა ინტელექტი-თა. ამდენ სიმძიმეს როგორა ჰზიდამენ ოოო, ვირები ხო არ არიან მამაძალი? ინტელექტი რა თავის ყველაყისად უნდათ, რა ხეირი მაგისგანა ჰა? დედა მოუა ოოო. ეგ თქვენი რაღაცა ინტელექტია თუ რიყის კოჭი, დოლ-გარმონზე სათამაშო საშობაო ქათამი თუ სააღდგომო შავი გოჭი, რა ხეირის მამ-ტანია, ჰა? ეგ თქვენი სწავლაო, განათლებაო, ზრდილობაო, კიდე რაღაცა საშინელებებს რო მაიფიქ-რებთ და იტყვით ხომე კაცო, არ გეზარებათ ამდენის დამახსოვრება და ტარტაროზება? ჰო, ცივი-ლურობაო, ეს  ცხელურულობა რაღა დარდუბალაა ჰა? როგორიღაა ჰა? რით ვერ გაიგე ბალღო რომა, ეგ თქვენი ტარაბუები უსარგებლო, ვადაგასული და გადასაგდებ-გადასაყრელი ,,ვეშებია“32 და უმძიმესი დანაშაულები, რომლებიც სასჯელთა შეკრებადობის პრინციპობით და ერთობლიო-ბის  გათვალისწინებით უვადო და სამუდამო უმუშევრობა-უსაქმურობით ისჯება... ჰოდა, ეს უმძი-მესი დანაშაულები მაქვს ჩადენილი და უნდა გავიქცე, სანამ დროა, სანამ გული გულობს, მოვასწ-რო ათესვა, გავიძურწო, გავშპე, თორემ თუ ჩამავლეს ვავა ჩქიმ ცოდვა!  მერე ნახეთ ვაი-ვიში ჩემს და ვუი-ვოი-ვო თქვენს პატრონებს, აგრესიული და პირველყოფილი სამართლის კოდექსის მრავალმუხლობრივი ბრალდებებით... წასვლამდე და წასვლის წინ ჩამოვსხდეთ ღვინის სამშობ-ლოს დედაქალაქის - თელავის მრავალსაუკუნოვანი ჭადრის ჩეროში, მრავალტანჯული საბრიყვე-ლოს (გიურჯისთანის New ,,ნაზვანიე“)33 მოსაყლეობავ (ასო ყ-ანი ასო ხ-ანში არ შამშლია), ვხიოთ ,,ნა ტროიხ“34 ყელამდე და ყურ-ცხვირ-პირამდე ავსებულ-გავსებულ-გაპილპილებულ-გასისინე-ბული ,,მალენკოვსკით“35 მშობლიურზე უფრო მშობლიური, დედის რძეზე უფრო ტკბილად და გემრიელად შასარგები, ვაზის ერთნახადი ცრემლები, ერთი ღერი შეკეთებული ან ,,ფაბრიჩნი პაპიროზი“ მივაყოლოთ  შესაძლებლობის ფარგლებში და მესამე ნახ.ლიტრას რომ ჩავიხუტებთ, პაპიროზის კოლოფიც ჩაიცლება, ენაც მოქავებული გვექნება, კეფაც მოფხანილი, პარკუჭებიც, წინა-გულებიც, ხელ-ფეხისგულებიც მოოხებული, საზამთროს და ნესვის გულებიც შეხრამუნებული ან გაოხრებული, ჩვენი გაქცევა-დაქცევა-წაქცევის და ღვინიასავით გადაჩეხვის ,,პრიჩინებიც გაიასნე-ბულები“36 და თუ არავინ არსად მიგვიღო, უფალს ვეყოლებით მიღებულები.

 სცენა ნათდება. სცენის სიღრმეში დგას დივანი, რომლის წინ, გრძელ, გაშლილ ტაბლაზე არყით 

13
სავსე გრაფინი და საუზმეა გაწყობილი. დათო დივანთან მიდის, არაყს ჭიქაში ასხამს. რეკავს სცე-ნის მარჯვენა მხარეს მდგარი ჯიხურიდან ტელეფონი.

ხმა რეპროდუქტორიდან. რეკავს მინდია.
დათო. ვახ, სიკვდილს არ დაგაცდის მშვიდად და მარტოობაში ეს ბემურაზ-მუდრეგ-შაიტან-ტარ-ტაროზი ესა, ტო! (მიდის ჯიხურთან და ყურმილს იღებს). ჰაჯან?
ხმა რეპროდუქტორიდან. სახლში ხარ?
დათო. ბა, ვონც?! ამოდი-ამოიარე-შამოიარე. წამოდი ერთად ვიაროთ.
ხმა რეპროდუქტორიდან. ნიტა?
დათო. ძინამს და მინამ გაიღვიძებს და დაიწყება ანტიალკოჰოლური ბურბურ-დერდერ-ნაფნაფ-ნუფნუფ-ნიფნიფ-იფიფ მაშინა, ამო.
ხმა რეპროდუქტორიდან. რა წამოვიღო?
დათო. ,,კაკ ვსეგდა“ 37 ჯანა. მშობლიურზე უფრო მშობლიური, მაროს ნახ.ლიტრა მიხოს ვენახები-დან, ფსევდოშებოლილი თევზი გოლუაფიროსგან, ორი საგზური ბიჭვინთაში, ტყვია შუბლში, ჯავშანი მთაწმინდის პანთეონში, დანარჩენი გემოვნებისა და შეხედულებისამებრ.

ყურმილს კიდებს და ავანსცენაზე გამოდის.

დათო. მინდიას მოსვლამდე ერთს ვიტყვი მხოლოდ, რომ არ დაგღალოთ, არ გაგბურღოთ და არ დაგამძიმოთ უთავბოლოდ. დიდება უფალო შენდა, მადლობა ყველაფრისათვის და არარას გთხოვ, ერთს გევედრები: აპოკალიფსისამდე, ექვსიდან ცხრამდე, დამიფარე იდიოტებისგან და საქმიან-მენტორული ფიზიონომიის მქონე, უსაქმურად ფუნქციონალური და ფუნქციურად უსაქმური ჩი-ნოვნიკებისგან. პრინციპში ერთი ხაში და ხაშლამაა არა? (ჭიქას დივანთან კედელზე ჩამოკიდებულ სარკეს უჭახუნებს და სვამს. ნაფაზს ურტყამს და ბოლს რგოლებად უშვებს პირიდან.) ხედავთ? სადარდელი ბოლთან ერთად გამოვუშვი გონებიდან. საფიქრალი? საფიქრალი ვერა. არ მიდის არსად ეს აშაღლარ-დაღლარა38 ესა. სად წავა, როცა მშვენივრად დაიბუდა XX საუკუნის ბოლოდან, ,,ბოლეე ტოჩნად“39 ბნელი და ტკბილი 90-იანებიდან.  ,,იმ ჰამბების პოსლე“,40 ჰომო პროვინციესის უსასრულოდ გოუთავებელმა და დოუმთავრებელმა, მრავალფეროვანმა და ნაირგვაროვანმა, სხვა-დასხვა ჯუროვანმა და მავნებელსურვილოვანმა ავაზაკთა კლანებმა და კლონებმა, არაბ-თურქ-სპარს-პროვინცო დამპყრობელ-ამაოხრებელ-მანადგურებელ-სისხლისმსმელებით რომ აავსეს თფილისი. არა მახვილითა და ძალითა, ბარბაროსთა ურჯულოთა, არამედ ნებითა და სურვილითა თვისითა, პოლიტიკურითა, ეკონომიკურითა, გეოგრაფიულ-ჰისტორიულითა, კულტურულ-სპორტულ-დემოგრაფიულ-მეგობრულ-ამხანაგურ-ძმაკაცურ-დაქალურ-მეზობლურ-ნათესაურ-ნე-პოტურ-ლატენტურ-ჰიპოთეტიკურ-კორუმპირებულ-პროვინციულითა, სტუმარ-მასპინძლურითა ფრიად ქართულითა, ყვეროვნულითა და უზომოდ ჯიგრულითა… დაგემართოთ ტვინის ყინვა ივნისში, დუბაი-თეირან-სტამბოლ-ჭორტრედიად ვინც აქციეთ თფილისი!

კარზე ზარია (ევროპის ჰიმნის პირველი აკორდები). დათო აღებს და მინდია შემოდის.

ხმა რეპროდუქტორიდან. პატივცემულო და ძვირფასო პუბლიკავ თქვენს წინაშეა მისი უმაჩოესობა და უნიჭიერსობა ბატონი მინდია.

დათო. ბემურაზ-მუდრეგ-შაიტან-ტარტაროზიც მოსულა და მჟავე-ცხარე-მწარე-რუმე-რამე სასუს-ნავ-სახრავიც მოუტანია. აი, ნიტა რომ გაიღვიძებს, წუხანდელ ალკოშტურმ-შეტევა-თავდასხმა-
ოკუპაციაზე გაბრაზიანებული, მერე ნახე წიწაკის სიმჟავე და აჯიკის სიცხარე. ჰოდა ნიტას გა-ღვიძებამდე და ჩვენი გონების დაძინებამდე, დაბინდვა-დაკარგვამდე, მოვასწროთ დასხმა და ჩასხმა, სითხის ღვთიურის და ღვთაებრივის, მეგობარო და ძმაო ჩემო, ძმაზე უტკბესო და უძვირ-ფასესო, სამშობლოსავით მრავალტანჯულო, უგონო ვადაში ,,ნესპრავედლივი სროკზე“41 უგუნუ-რების ტყვეობაში, საპყრობილესა შინა უსამართლოდ, მრავალჟამს მდებარეო და გუშინ ,,გამოსვა-

14
ბოდებულო“42 ცუდო, ახალო ბიჭო! დავლიოთ, შენსავით უსამართლოდ ჩაგრული, ხშირად წამებული, მრავლისმნახველი და ამსახველი, მრავალნახადი, ჭირგადახდილის და მოუხდელის სამშობლოისა ჩუენისა ქართვლისა. ოდესღაც ძლევამოსილისა, ამჟამად პროვინციალიზმის ტყვეობაში და მონობაში მყოფილისა, უგუნურებისა, უვიცობისა, უსულგულობისა, უჯიგრობისა და უსვინდისობისა გადამთიელთა და გაღმაწყლიელთა, დამპყრობთა მისთა, ასულთა, ძეთა და შუილთა თუისთა. სატრფოსა და მეგობართაგან მიტოვებულისა. სიყვარულისა ბევრის მნახველ-მფრქვეველისა, ამჟამად ქვეყნისა გასაშტერებლისა, დასაბრიყვებლისა, სულიერ-გონებრივ-ზნეობ-რივ-ქონებრივ-სიცარიელეში იძულებით თავსებადულისა, ოდესღაც მხვნელისა და მთესველისა, დღეს, სადღაც გაურკვევლობაში ათესილისა და შეთესილისა, საყოველთაოდ ტრეპანირებულ-ქაქ-ცინირებულისა, დესექსუალურისა, ფრიად მიჯირყვნულ-იმპოტენტირიბულისა და სიყვარულის უარმყოფისა. დაგღალა მსოფლიომ შენზე ზრუნვით და სიყვარულით? ცვრიან ბალახზე იპოვნე თუ ვერა მამული? იპოვნე ადგილი, სადაც გროვდება მსოფლიოს ჭირის მთელი ყურადღება? უხარისხო და ვადაგასული სადაც საღდება, რასაც არ უნდა კონრაქტ-ზედნადება და არც აღებ-მიცემობის აქტი სჭირდება. მთავარია ის მისცე რაც უნდათ და საჭიროა, ან თვითონ მოგცემენ, რომ შენ აიღო. ყურადღება! სწორდი! სმენა! გეორგიანნ-გიურჯ-გრუზინ-გეორგიანნო, მოემზადეთ მიირთვათ თქვენისა და სხვისა ყველაყისა!  ყურადღება! ვადაგასული და მეორადი  საღდება და ასაღებს მას გიურჯეთი, გასაღებ-,,გატავარების“43 ყველას და ყველაფრის გატარება-შემოშვების დედა, მამა, სიდედრ-სიმამრ-დედ-მამამთილი, დაუპყრობლად დაპყრობილი! მთელი მსოფლიოს უხარისხო და ვადაგასული პროდუხტის გამსაღებელო, Turkish fruit-vegetable44-ით გამოკვებილო, ,,Русская водка-пиво-თი45 გამსკდარო, ჰაესტანური ,,კანიაკით“ ,,პახმელიაზე“46 ვერგამოსულო, აზიატსკი ტრუხა პლანით ჩაბულბულატორებულო და მიმანაგუებულო, ყველა ჯანდაბა-დარდუბალ-დარ-დუზნა-ოღრაშს47 შეგუებულო,  ჰაზერული საწვავით უძრავად მოძრავო, ტრაკიციების მონავ და არატრადიციულად დოუთესავ-მოუხნავო, მონობის ვნებითა და სურვილით აღძრულო, შეპყრობილო და არაპროგრესირებადო, ცხოვრებით დაღლილო და გადაღლილო, უპერსპექტივო, სხვადასხვანაირო, სიძულვილის და განადგურების, კაცდაგან გაქცევის და ქალად არ ქცევის, სიკეთე-სიყვარულის მანადგურებულო და მოძულეო, შენს დაღლას გაუმარჯოს, ჩემო ძვირფასო, მსმენელო, მაყურებელო, დამყლევებელო და დაყლევებულო!
მინდია. როგორ არ გეზარება ამდენი ,,ბალამუტი პახმელიაზე“?48  რაკი არ გეზარება და გეარის-ტოტელ-გეპლატონ-გეკანტ-გენიცშეება, მაშ მითხარი, ვინ ვართ ჩვენ, მზის ქვეშეთში ჩემთან ერ-თად მოწანწალე და მოხეტიალე მეგობარო?  ვინ ვართ, რანი ვართ, საიდან მოვედით, სად ვართ, ან საით და რატომ მივდივართ? ვისისტები ვართ ან რისისტები? არავისტები? არაფრისტები? დამკი-დისტები? ნიჰილისტები? კონფორმისტები თუ კომფორტისტები? ან იქნებ სულაც ატმის კომპოტისტები და კაკლის მურაბისტები? ონანისტები? ბაკალავრები თუ მაგისტრები? დოხტუ-რები თუ პრაფესორები? ჩვენც ვიწერდით პირჯვარს ქუჩაში, ფეხით ან ტრანსპორტით ეკლესიას-თან გავლისას, მგზავრთა და ქვეითთა გულის გასახეთქად, ნახე შენზე მეტი მორწმუნე ვარო? ჩვენც ვმარხულობდით სამარხვო კარაქით და სამარხვო ხაშლამით? სხვებივით ვიქმნდით მიწიერ სამოთხეში და ზეციურ ნეტარებაში ცხოვრების ილუზიას და ჰალუცინაციას? მოსაყლეობის (რო-გორც მას უწოდებ) უმრავლესობასავით, ხომ არ ვაყალბებდით არჩევნების შედეგებს 20, 25, 30, ან უფრო მეტ-ნაკლებ ვერცხლად, ოქროდ, ბრინჯაოდ, ბრინჯად, კარტოფილად და პომიდორ-კიტ-რად ანდა პლატინად, ან რამე სხვა ლითონად, რკინად, ტვინ-თვალ-ყელ-ყურ-ცხვირის ბურღვად და თხრილად? ენის მოჭრად და ვენის გადაჭრად, ძარღვის გაწყვეტის და არა მარტო ხელის, ფეხის ძარღვების, შუბლის, სინდისის, თავზე დაწყვეტის და ხელაღების, მერე იმ თავის ბუნკერში გადაგ-დების სადღაც ჩაგდების და დამთავრების? მითხარი, ვინ ვართ მეგობარო, ლომები თუ მატლები, გულებში რა გვაქვს მადლი თუ ღვარძლი? ვინ ვარ  მე ან  შენ ვინ ხარ? გამყიდველი ხარ სინდისის-ნამუსის, თუ მყიდველი ხარ სიკეთის და სიყვარულის? ვინ ვართ? სინდისის პატიმრები თუ უს-ვინდისობის მსხვერპლნი? გადამგდებნი თუ გადაგდებულნი? ვინ ვართ? მაყუთზე გაცოფებულნი, თუ სიმდიდრეზე გადარეულნი? კანონმორჩილნი მძღოლნი საწყალნი თუ ზომბიციელნი, ,,ოლვეიზ“49 მართალნი? მონსტრიტორინგის ქოცტროლიორნი თუ მგზავრნი უბილეთონი, წითელ-

15
ზე გამსვლელნი და სხვაგან წამსვლელნი? არ გეჩქარებოდა ბალღო და მაინც გახველი, წესი გაქვს  ასეთი, იმიზა რომე, შენ ხარ ქართველი და მაშასადამე აი ყოლიფერი გიზის ძვალ-რბილში, სისხლში და ხორცში, თირკმელში, ღვიძლში, ფილტვში და ტვინში. ჰოდა არღვიე, ვიდრე გაგივა, ვიდრე მოპედი ქუჩაში გაგიტანს, ზეცაში აგიყვანს, სკუტერი ზღვაში მოგკლავს, ბურანი თოვლში. არღვიე, არავინ, არსად არაფერს, ვერავინ ვერსად ვერაფერს მოგჭამს, ვინ უნდა მოგჭამოს ან რა უნდა მოგჭამოს ჯიგარ, როცა აღარ გაქვს აღარაფერი მოსაჭმელი და მოსაგლეჯი. ამიტომ არღვიე, ვიდრე გაქვს ტრაკი და ხოში! ვინც არ უნდა იყო, დიდი თუ პატარა არღვიე თქვე ჩემა, წესრიგმა დაგვღალა. ვინც არ უნდა იყო ეგ დაიკიდე. გამყიდველი, მძღოლი, მიმტანი, დამლაგებელი, დისტრიბუტორი თუ ტრაქტორი, კომბაინი, ბულდოზერი, ტანკი, თვითმფრინავი. არღვიე და იმუშავე იმ დარღვევთა გამო, გამჭვირვალე კან-ტორის მიერ გამოწერილი ჯარიმების გადასახდე-ლად, გაუჩერებლად, გაუთავებლად. იმუშავე დღე-ღამეში 25 საათი, თვეში 32 დღე და იოცნებე, რომ ნაკლები საქმე გქონდეს! დიახ, მეგობარო, ჩემსავით, შენსავით, ნიტასავით და შენ წარმოიდ-გინე დედიჩემისა მანანასავით, სრულიად ჰავლაბარი, სამგორი, ისანი, მთაწმინდა, ვერა, ხარფუხ-ორთაჭალა-მეიდან-კლორთაღი, რიყე, სოლოლაკი, ყველა მასივი და ,,იასნია“50 გლდანი, ვარდის-უბანი, ახალსოფელი, ყიზილაჯლო, იორმუღანლო, ტაშ-ტიკულარი ,,ი დაჟე“51 ბანძა-კოკი-ჭორვი-ლა და დაუჯერებელია მაგრამ სამტრედიაც, ოცნებობს, რომ ჰქონდეს ნაკლები საქმე, ავად რომ არსად არავინ გახდეს, არ ჩაიდინონ დანაშაული, არსად არასდროს გაჩნდეს ხანძარი, ვირუსებმა რომ დაგვცენ თავზარი. აზრზე ხარ დათო-ჯან რა კაი პონტია ვირუსს ტორტში როცა იპოვნიან? ,,სრაზუ“52 დაიწყება ცხოვრება ,,საკაიფო, დაბოლილი და მთვრალი დვიჟენია,53 დადგება სპრა-ვედლივი პალაჟენია, მოიხოდება ისევ ბანდები“54 მოვწევთ, დავყნოსავთ, ,,ხიმიას“ კი არა, სუფთას გავიკეთებთ და დავწყნარდებით. ვიქნებით მშვიდად და ხავერდოვნად. კაიფი საოცნებო, ზღაპ-რულად მოვა. შავ-თეთრი ცხოვრება გაფერადდება, გეორგია პროგრესულად განვითარდება, კატოს და ტატოს კარს გაუღებს ნატო, გულღიად უმასპინძლებს ყველა კავშირი, წითელ ხალიჩაზე გაშლი-ლი სუფრით, ორკესტრით, თავ-ფეხ-ხელგაშლილი. ბორშჩით, პელემენით, პიცით და სუშით, მსოფლიო ჩაგვიხუტებს და ჩაგვიკრავს გულში. გვატარებს ხელისგულზე, კრედიტებს გაგვინუ-ლებს, გვაჩუქებს კუნძულებს, ვილებს აგვიშენებს, შვილებს და წამალს ერთად გაგვიკეთებს. არ დამთავრდება უსასრულო სიკეთე მათი, გვექნება ბევრი სიტკბო და თაფლი. ზღაპრულად ვიც-ხოვრებთ სამოთხის პანსიონში, უვიზოდ ვივლით ქუთაისში და ხონში, მრავლობით რიცხვში, უხსოვარ დროში, ბევრი გვექნება ბარათზე გროში, გასაჯდომების თავიც და ხოშიც. დაგვინიშნავენ პენსიას ზღაპრულს, ართქმულს, არსმენილს და არსად ნახულს. ყველა ამ სიკეთის ტანგენსს, კოტ-რაკენსს, სინუსებით და კოსინუსებით დააგვირგვინებს ყოველდღიური, გიფტ-პრეზენტები და ბო-ნუსები. ვიდრე ეს, ,,დვიჟენია ბარხატნი“55 მოვა, ვიდრე დაგვტორავს და შეგვსანსლავს ვოვა, წავი-დეთ, ორკესტრის ორმოში ჩავიდეთ, ვუდირიჟოროთ ორკესტრს მოწოდებით, არ არის პრობლემა არცოდნა ნოტების, ზეთის საღებავით ვხატოთ გრაფიკულად, ეროვნულ-ქართულ-პატრიოტუ-ლად, ,,ზნაჩიტ“56 - ჯიგრულად! ქართველებო, დავიღალე თქვენს ყოფიერ ჯოჯოხეთში, თქვენ თუ გინდათ, მე არ მინდა ცხოვრება თქვენს ექსკრემენტში. ჰოდა წავიდეთ ახპერჯან, შევხვდეთ ელექტორატს, ვიაროთ კარდაკარ, დაპირებები ვარიგოთ გზადაგზა, გავზარდოთ ხელფასები და პენსიები, გავანულოთ კრედიტები, გავაუქმოთ გადასახადები და როცა რჩეულთ სავარძლებში მოვთავსდებით, ნათქვამი კოშმარული სიზმარივით დავივიწყოთ, ქვეყანა და ხალხი ერთად და ყველგან დავიკიდოთ. ამა ქმედების სასიკეთოს ჩადენამდე, ვიდრე ეს სანეტარო და საოცნებო ,,გაიჩითება პალაჟენია“57 მანამდე გვჭირდება სხვა ,,დვიჟენია“!58 წავიდეთ სადმე, გავექცეთ როგორმე, სახლების დანგრევას, გაყიდვას, წართმევას, გაქირავებას, დაგირავებას, იპოთეკას და ბა-ითის ახევას. გადვურჩეთ იქნებ ამ ექსპროპრიაციას, აზრზე თუ მოვიდა და არ მოკვდა ნაცია, მაყუ-თი იქნება მაიგოს ჩვენმა ობლიგნაციამ. ვიცი რომ გკიდია, მაგრამ მაინც გეტყვი რა ხდება, გეტყვი ყველაფერს, არ დაგიმალავ და გეტყვი შენმა მზემ, სტრანნი რამეები რატომ იწყება. ამ ,,პალაჟენია-ზე“ მეოცნებე და ,,ოჩერედში“ ჩამდგარი ნაროდი, ,,ოტ ბეზდელია“59 ლივლივებს, ჰცურამს, ჰყვინ-თამს და ჰხტუნამს ჰოცნებების ღრუბლებში  და ამ ყველაფრის მოლოდინში, მაშველები დომინოს თამაშს იწყებენ, ექიმებ-ექთნები ვიზაჟობ-მაკიაჟობენ, ზომბიციელები ნივთმტკიცებად აღიარე-

16
ბულ, ნაკურთხი წამლის ჩხერით ან კოკაინის ყნოსვით კირკაჟობენ და ,,ვსია გრუზია“ 60 ოცნებ-მეჩ-ტაობს რევოლუციებზე, სტიქიურ უბედურებებზე, საგანგებო მდგომარეობებზე, პანდემიებზე, გრანტებზე, ტრანშებზე, ჰუმანიტარულ დახმარებებზე, უფასო ვაქცინებზე, რაც მისი პანაცეა და კათარზისია. სწორედ ამიზა გოუმარჯოს, წყალდიდობას, სეტყვას, ქარიშხალს, გრიგალს, მეხს, ვულკანს, ციკლონს, ტაიფუნს, ცუნამის, ქათმის გრიპს, ღორის ბრონქიტს, ძროხის კოლიტს, ჰინ-დაურის ჰიპერდიციტს, ღვთის რისხვას და ყველა სხვა უბედურებას, რომელთა გამოც, მთავრობას არჩევნებამდე გავახსენდებით, ჩვენსკენ გამოიხედავს, დაგვინახავს, შემოგვხედავს და მოგვხედავს, შაგვინახავს, სახლებში ჩაგვკეტავს, ჰაერს ჩაგვიკეტავს, ყველაფრით უზრუნველგვყოფს, ენას და შე-მოსავალს კოაბიტაციურად და სინქრონულად გამოგვიყოფს, ისე იზრუნებს ჩვენზე, როგორც არო-დეს, არვის, არავისზე, არსად არ უზრუნია. სწორედ ამიზა გოუმარჯოს ჩვენს ყველაზე უმთავრო-ბოეს თავრობას ეროპაში, აპა რავა?!!?...  

სვამენ და მღერიან. სიმღერის დროს სცენაზე თაველბის ფშვნეტით შემოდის ნიტა.

მასვი, მაჭამე, მალხინე,
მატყნაურე და მაძინე,
თუ მეტი რამე მოგთხოვო,
სულ დედის ტრაკი მაგინე! 

ხმა რეპროდუქტორიდან. პატივცემულო და ძვირფასო პუბლიკავ, ულამაზესი, უმშვენიერესი, უნიჭიერესი, უჰაეროვნესი ქალბატონი ნიტა ჩხეიძე! 
ნიტა. ზის XXI საუკუნის ორი უფხიზლესი, გენიოს-ფილოსოფოს-უსაქმუროსი და ქართული ფოლ-კლორით აკომპანირებული აბსურდული ანალიტიკით, დილის გემრიელ და მშვიდ ძილს უფრთ-ხობს მშრომელ და პატიოსან საზოგადოებას. მოგწონთ თქვენი საქციელი ყმაწვილებო?
დათო. ჩემო გედო, ჩემო მტრედო, რაღაც მინდა გაგიბედო, არ დაიწყო დილაადრიან, რომ ,,დლია ნას ვრედნო ეტო, ტო ესტ“ 61  ანტიალკოჰოლური ტრეპანაცია.62
ნიტა. არც მიფიქრია, ძვირფასო. რამდენიც არ უნდა ვიჭიკჭიკო, სმას მაინც არ მოეშვები და ამი-ტომ დამისხი ერთად დავლიოთ. დღეგამოშვებით რომ მაყურებინებ როგორია მთვრალი ქმარი, ამ-ჯერზე მე გაჩვენებ, როგორია მთვრალი ცოლი და რომელი უფრო ნიჭიერი და ძლიერია, მინდიამ განსაჯოს. 

ჭიქას უდგამს დათოს წინ, დათო უსხამს.

მინდია. (ჩაახველებს თითქოს ლუკმა გადასცდაო). აი საღოლ დათო-ჯან! ცოლის მორჯულება-მო-თვინიერება-მოჭკვიანება-მოთანამებრძოლებ-განათამებოთლეობა ასეთი უნდა!
ნიტა. მოჭკვიანება-მოთვინიერებას მესამე ჭიქის მერე განახებთ, ყმაწვილებო. როგორც იცით პირ-ველი ე.წ. სადღეგრძელოს თქმა - გამარჯობა ლოთებო, დილა მშვიდობისა! (დალევას აპირებს და-თო ხელით აჩერებს). 
დათო. ჯერ შეიცადე, ვიდრე მიირთმევ, მათქმევინე ორიოდ სიტყვა! შენს აქ მოსვლას გაუმარჯოს გაზაფხულის ნიავო, ,,იზვინი“ შენი ქმრის თავში პეპელები რომ ჰქრიანო.
მინდია. პირდაპირ გულში, სულში და გონებაში გაარტყამს, ისეთს იტყვის ხოლმე ეს შაიტანი, მაგ-რამ, ნიტა-ჯან ეს ქუს ცავატანემ 63 ერთი შაიძლება მეც გითხრამ?
ნიტა. ბრძანეთ.

მინდია ფეხზე დგება. არაყს ფიალაში ასხამს, ცეცხლს უკიდებს. იჩოქებს და ლექსს უკითხავს ნიტას.

მინდია.                                               ნეტავ ვიქცე კრიალოსნად,
ბროლის თათებითა მთვლიდე,

17
                                                              ანუ ცოცხი გავმხდარიყავ,
შენი ფეხის მტვერსა ვგვიდე!
ნეტა მოხდეს, ჩემი თავი
შენი თითის ბეჭდად იყოს,
თითზე იმგვარად მოგეკრა,
ვეღარავინ გამომიღოს!
ბედნიერი ვიქნებოდი,
მე რომ კოვზად ვწერებიყავ
და შენსა ლამაზ თითებსა
სადილის დროს ვჭერებიყავ!
ანუ ვიყვე რამე ნივთი
შენა გყავდე წასაღებად,
შენს ჯიბეში მდგმურად ვიყო,
შენი სახლის გასაღებად!64

ნიტა სვამს. ამ დროს მინდია გიტარას იღებს, დათო ვიოლინოს, უკრავენ და მღერიან.
 
შვიდმაისში მოსული
თვალჟუჟუნა წვიმა ხარ,
სილამაზით მოცული,
ყველა ქალზე წინა ხარ!
რა კარგი ხარ რა კარგი!
კოხტა, ცელქი, მჩქეფარე,
როცა მოვკვდე გეთაყვა,
ძეგლად გადამეფარე.
რაც ნაზი და მწველია,
შენს სულში ჩაისახა,
ბევრზე ბევრი წელია,
ოცდახუთი წლისა ხარ. 
რა კარგი ხარ რა კარგი!
კოხტა, ცელქი, მჩქეფარე,
როცა მოვკვდე გეთაყვა,
ძეგლად გადამეფარე.
მინდა ცისკრის ციმციმზე
შენ ერთს გიძღვნა თაყვანი
და დავლოცო ქართლის მზე -
ლამაზების აკვანი.
რა კარგი ხარ რა კარგი!
შუშპარა და მჩქეფარე,
როცა მოვკვდე გეთაყვა,
ძეგლად გადამეფარე.65

მინდია. ტაშიიი! ტაშ-ტუშ-ტარამ-ტურუმ-მცირეჟამიერ! საცეკვაოდ და სამღერლად გვაქვს, გვქონ-და ან გვექნება საქმე ოდესმე?
დათო. არასოდეს, ახპერჯან მაგრამ წუთიდან შობისა, გარდაცვალების საათამდე, გედებივით, ჩვენ მაინც ვიმღერებთ და ვიცეკვებთ, რადგან გვამღერებს უძირო ზეცა და გვაცეკვებს ზღვა უნაპირო, არ გვენატრება ლოჟა, პარტერი, არც მთავარი და არც ეპიზოდური როლი, არც დრამატურგი, არც რეჟისორი, არც ჰოლივუდი, და კანის ფესტივალი არც მილიარდერობა გვწყურია, ერთი ჭიქა არა-ყი, ორი ღერი პაპიროსი და ლამაზდიაცის სამი კოცნაც გვეყოფა აბსოლუტური და სრული ბედნი-ერებისთვის!
18
მინდია. საცეკვაოდ და სამღერლად ნამდვილად არ გვაქვს საქმე, მაგრამ მოგეხსენებათ ჩვეულება რჯულზე უმტკიცესი და უჯიგრესია, ჰოდა, ეს ჩემი ძმაც, სტუმართმოყვარე კაცი ფრიადი, სტუ-მარს დამხვდა მასპინძლურად ანუ ჩონგურით და მხურვალე ოვაცია-აპლოდისმენტებით ბრავო და ბისებით. ისე როგორც, ერთ არცთუ მშვენიერ, არამედ, გაურკვეველ დღეს, მზიან-მთვარიან-ვარ-სკვლავიან-მზიური საბრიყველოს აეროპორტებში, საავტომობილო, რკინიგზის და ნავსადგურებ-ში, საბაჟოებზე და სხვაგანაც საზეიმო დახვედრა მოუწყეს ჩვენმა წინაპრებმა გადამთიელებს, პაპუასმა აბორიგენებმა მრავალტანჯული ქუეყნისა ჩუენისა პოლიფონიურ-კაკაფონიურად უმღე-რეს ჩაკრულოს და კრიმანჭულის მოტივებზე ,,ველქამ თუ დი აუა ქანთრი ჯორჯია“ 66 და მისამ-ღერად მრავალჟამიერის მოტივზე მიაყოლეს ,,მეიქ, მეიდ ევრითინგ ვოთ იუ ვონთ დიარ ფრენდ ენდ პარტნიორ, იუ არ აუა ბრადერ ენდ სისთერ,  მადერ ენდ ფადერ“, ,,ფრენდ-სისთერ-ბრა-დერ-მადერ-ფადერებსაც“67 არ დასჭირდათ ხვეწნა-მუდარა-თხოვნა-ვედრება, მუხლდაჩოქილი დარდუ-ბალა და დარდუზნა, ისე შემოჯლიგინდნენ ამ ღვთისგან დაწყევლელ, ღვთის პირიდან გადავარდ-ნილ-გადაგდებულ-დავიწყებულ-დაობლებულ და კაცისგან მიტოვებულ მრვალსაუკუნოვან-მრა-ვალტანჯულ-მრავალმხრივ-მრავალყვეროვნულ, ალაგ წითელ, ალაგ ყვითელ, ალაგ ალისფერსა და ტრანსპორტ-ტანსაცმლიან-ადამიანებიანად გაშავებულ საბრიყველოში, რავარც მაკედონელი ინ-დოეთში, რაფერც ქრისტეფორე ჰამერიკაში, ვითარცა ადმირალი ნელსონი ტრაფალგარში, ბონა-პარტი - სანდუნოვ-ზანდუკელის აბანოებში, იოსიფ ვისარიონოვიჩის არმია - ბერლინში, ეგოროვ-ქანთარია - რაიხსტაგზე, გიორგი კონსტანტინოვიჩი - წითელ მოედანზე, ვოლდემარ მრისხანე ვლადიმიროვიჩის არმიად წოდებული ბანდა - ოდესაში, ჩეკისტები - ტიციან ტაბიძის ბინაში, კვა-რადონა - ბარსა-რეალის საჯარიმოებში, თევზი - წყალში, გუგული - ბუდეში, აფთარი - ჯუნგლე-ბში და იური ალექსეევიჩი კოსმოსში. მუდამ და ყოველთვის კოსმოსურ-ჩაკრულოური, ტრადიცი-ული, მამა-პაპური, ისტორიულ-კულტურულ-ეთნოგრაფიულ-რაღაცნაირული სტუმართმოყვარე-ობით ხვდებოდნენ მცირერიცხოვანნი გიურჯნი, შემოჯლიგინებულ ურიცხვ გადამთიელებს და გაღმაწყლიელებს, რომლებიც შემოჯლიგინებამდე  იწყებდნენ, დარუბანდიდან ნიკოფსიამდე ადათთა და წესთა თუისთა სწავლებასა, მკვიდრებასა, სხეულში გაჯდომასა, ძვალსა და რბილში ტენვასა და გონში პრესვასა. გიურჯნი უხვსუფრიანად და ბევრხმიანად, თავპირისმტვრევიანად, კისრისტეხვიანად, ერთურთისრღვნიან-რყვნიან-ხრწნიან-დაჩირქებიან-დაფურნკულებულ-დაკარ-ბონკულებიანად და უზომოდ ბედნიერიანად, ,,ჩვენზე უფრო ბედნიერი, ხომ არ არის არსად ერი“? ჰოდა ეს ბედნიერი ერი, სიხარულით, აღტკინება-გაბრწყინება-გაღიმება-გაციგნებით, შიმშილისგან დაოსილი, უსაქმურად დაოთხილი, დამპყრობელთა მოხარული, მაზოხიზმის მოყვარული, პატივისცემით ეგებებოდა და ფიანდაზად ეგებოდა ყოველსა ახალსა მპყრობელსა, მფლობელსა, მმონებელსა, მტარვალსა, ყველაფრის მხვნელსა და არაფრის მთესველსა, ყველაფრის ამღებ-წამ-ღებსა და არაფრის მომტან-მომცემსა, მწვალებელსა თუისსა, რამეთუ აღარ იყო, აღარ არის და არც იქნება ,,დრო, როცა ჩვენი მეფეები თავისი ნებით დებდნენ კუნძზე თავს, დრო, როცა ჩვენი კე-თილშობილი დედოფლები ძუძუებს აგლეჯინებდნენ ჯალათს, მოვიდა დრო, როცა ჩვენ ღირ-სებისგან გასანთავისუფლებლად დავიგლიჯეთ ძუძუები და მოვიჭერით თავები საქვეყნოდ და სამარცხვინოდ“...68 გაუთავებლად, დაუმთავრებლად, წაუსვლელად, მოვიდა დრო, როცა საკუ-თარი დედების მხვნელები და მამის მკვლელები სახლებიდან ქუჩებში გამოვიდნენ, ,,ბირჟებზე“ ჩაიკუზნენ, კედლებთან წაიკუზნენ, ,პალაჟენია“ დააყენეს და სადღაც გაიძურწნენ. სად? ეგ არც თვითონ იციან და არც ეშმაკმა უწყის. ჰოდა, ამ საოცარ-საოცნებ-საიმედ-სანატრელო, ულამაზეს და უსაყვარლეს ,,დიხტატურას“ უგნურებას, უვიცობას, უმეცრებას გაუმარჯოს ძვირფასო პუბლიკავ, მსმენელო, მაყურებელო, მკითხველო, ზედამხედველო, შორსმჭვრეტელო, ყველა ბოროტების მქმნელ-,,გამპარვებელო“69 ავაზაკთ მფარველო და მადღეგრძელებელო! დიახ! უვიცობას გაუმარ-ჯოს მდედრნო და მამრნო, ქრისტიანნო და მუსულმანნო, იუდეველნო, კრიშნაიდნო და მრავალთა სხუათა კონფესიათა. კონცესიათა და კონფისკაციათა მიმდევარნო სხუანნო და სხუანნო. უვიცობას გაუმარჯოს, უკუნეთსა და ბნელეთსა თქუენსა გულებსა შინა და გონებასა ზედა, სულსა და ხორცსა მუდმივად და ფრიად მოთხოვნადსა, ძვალსა და რბილსა გამჯდარსა. ყველაზე მძლავრ, მასიურ, მასობრივ დოუმთავრებელ, გოუნადგურებელ გამანადგურებელს კაცობ-რიობის ისტორიაში! ალილუია!

19

დათო. უცოდინრობაზე გამახსენდა!  ჩემის გუმანითა, ჰოიდიპოსი ქართველი იყო და თქვენ რო-გორ ფიქრობთ? არ დამიწყოთ, როგორ იქნებოდა თებეს მეფე ქართველიო? როგორ და არც ერთ ერს არ დაუმკვიდრებია ზეპირსიტყვირებაში და ფოლკლორში, ისე აშკარად, თებეს უბედური მეფის ტრაგედია, როგორც ქართველებს. გუდუნა თუთაშხია-პერტიამ საკუთარი მამა გამოასალმა სიცოც-ხლეს და იმის მერე, საითაც არ უნდა მიატრიალო თავი, მარცხნივ-მარჯვნივ-წინ-უკან, საკუთარ დედასთან სექსზე მეოცნებე ჯეელები გხვდებიან. ღვთისგან დაწყევლილმა, უბედურმა ოიდიპოს-მა, თვითგვემით მოინანია ცოდვები, რადგან სხვა გზა და გამოსავლი ვერ იპოვნა. აქ? აქ ამაყობენ ჩადენილით და სურთ ჩაუდენელი, სურთ ქმედებანი ოიდიპოსის გაიმეორონ. რაღა სხვამ გაუბა-ხოს დედა? არცა გარეულს და არცა შინაურს არცა დანდობა აქვს და არცა შენდობა, განსხვავებულით მჭამელო-მსმელო, შენს ქვეშეთსა და ზედეთში, არავის - არც მღვდელს და არც მრევლს, ამიტომ თვითონ მიხედავენ შუილნი შენნი - ჩემი დედა!.. იმდენს ხანს იყვირეს და ისეთი გრძნობა-პათოსით, სანამ დედებს არ მოუკვდნენ და დედა არ მოუკვდინეს ქვეყანას! სწორედ ამი-ტომ მოვიდა დრო წასვლის და მეორედ მოსვლის. წასვლის წინ, ხელიდან წასვლამდე, ჭკუიდან გა-დასვლამდე, გულის წასვლამდე, გულის მოსვლამდე, გონების დაბინდვამდე, სინდისის დაკარ-გვამდე, ნამუსის ახდამდე, ღირსების წართმევამდე, გაბახებამდე, გათახსირებამდე, თითოც დავ-ლიოთ, წასულების და მოსულების, მომსახურების ზონიდან გასულების, მიუწვდომლების, სხვა-დასხვა ქსელებში სამუდამოდ ჩართულების, დროებით გასულების და გამორთულების, ოჯახ-დანგრეულების,  ქალაქიდან სოფლებში თავპირისმტვრევით და კისრსიტეხვით მიგრირებულების, გაქცეულების და სოფლიდან ქალაქში უკან დოუბრუნებლად ჩამოსულების. ,,შინმოუსვლელო, სა-და ხარ“? საზღვარგარეთ და საიქიოს წასულების, საიქოდან მობრუნებულების, ,,პახმელიაზე“ და ხალხში გამოსულების, ზონიდან ,,უდო“-თი70 არგამოსაშვებების და მაინც გამოსულების. არამარ-ტო ხელიდან, ყველაფრიდან წასულ-გაპარულების და გონიდან გასულების, გულწასულების და გულმოსულების, სულწასულების და ნახევრად, მესამედად ან მეოთხედად გაპარულების, გაუთა-ვებლად, დაუმთავრებლად მოსულების, ჩვენსავით ჭკუიდან გადასულების, ლამაზი ასულების და კეთილი ავსულების. მარადიული დიდება და სამუდამო, უვადო ხსოვნა! ალაჰვერდი გოსპოდინ მინდია აღა იბნ-პარუნ-ბეზირგანთან. ბეზირგანი ,,ფამილია“ არ გეგონოთ, ,,ვ პერევოდე ს პერსიდსკოგო სმოტრაიშჩის, პოველიტელსა“71 ნიშნამს!
მინდია. აპოკალიფსისამდე, ექვსიდან ცხრამდე, ჭკუიდან გადასვლამდე და სისხლის გადასხმამდე ფილმის სინოფსისი დავწეროთ და ფილმი იქნებ გავაკეთოთ. მერე რა, რომ ამ ქვეყანამ გოდერძი ჩოხელი და სხვა მრავალი გენიოსი იძულებითი უსაქმურობით მოკლა, ქვეყანას ასეთი სტილი აქვს ცხოვრების.  ნიჭს და სიკეთეს მუდმივად და ყველგან ბლოკავს და კლავს. ჩვენ მაინც დავწეროთ, რა იცი რა ხდება, იქნებ კულტურა უკულტუროდ არ კვდება? დავწეროთ, ოღონდ მანამდე დავლი-ოთ. ფხიზელი ვერ დაწერ ვერაფერს ნორმალურს, ვერც არანორმალურს. დავლიოთ ვიდრე წა-ვალთ, გავექცევით, დავემალებით, დავეხუჭებით ყველას და ყველაფერს  დიდს და პატარას, ქალს და კაცს, მშობლებს და დედ-მამის შვილებს, სიდედრს და სიმამრს, დედამთილს და მამამთილს, მულს, მაზლს, ცოლის დას, ცოლის ძმას, დეიდას, მამიდას, ბიძას, ბიცოლას, ბებიას, პაპას, ან თუ გნებავთ ბაბუას, მეგობარს, მეზობელს, ნათესავს, მდგმურს, ბინათამხანაგობას, ცხოველს, ფრინ-ველს, მწერს, მღრღნელს, ქვეწარმავალს, ზეცადმფრინავს, ერთ და რამდენიმე უჯრედიანებს, უხერ-ხემლოებს და ფხიანებს, თევზებს, მონსტროზავრებს და ე.წ. ადამიანებს. ავაზაკთა და სხუათა განა-ტრაკებს, ,,მენტებს და ავტორიტეტებს“, რაც პრინციპში ერთი  ჯახნაბა, დოზანა, დარდუზნა და დარდუბალაა. დავლიოთ და მერე გავექცეთ, ,,ბარიგებს“, და მათ ,,მენტავსკოი კრიშებს“72 ბოზებს, ლოთებს, ნარკომანებს, მათხოვრებს, კომუნალურ და პარკინგის გადასახადებს, პატრულის მონს-ტრებს და მონსტრიტორინგის ზომბებს, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებს, ქუჩაში გაჩერებას, ბრალის წაყენებას და გადაყენებას, რიგში ჩაყენებას და ანაკენებას. აღმკვეთ ღო-ნისძიებებს, საპროცესო გარიგებებს, სამუდამო პატიმრობის განაჩენს და სიმსივნის დიაგნოზს. უგონოდ მთვრალებს, ძალიან მყრალებს, ჰეროინს, კოკაინს, ნოვომიცინს და სტაროკაინს, პრო-მედოლს, სტრეპტომიცინს, მეტადონს, კეტოლონგს, ამფეტამინს, გადალაქებულ რეჟისორებს,  გა-ტაქსისტებულ პოეტებს, გამეეზოვეებულ მხატვრებს, გამიმტანებულ არტისტებს, ალტისტებს, კონ-

20 
ტრა და ჩვეულებრივ ბასისტებს, პირველ ვიოლინოებს, მეორე ვალტორნებს, მესამე ფლეიტებს, მეოთხე საყვირებს, მეხუთე ტრომბონებს, მეექვსე ფაგოტებს, მეშვიდე ჰობოებს, ვახ, რა განათლებული ვარ, სად ვისწავლე ან სად მეტევა ამოდონა, დედა მოუა ოოოოო?!.
დათო. დავლიოთ სასწრაფოდ, ვიდრე გავექცევით კარიერულ ტრამპლინებს და ჩინოვნიკთ დანა-პირებს. გაქცევის, დამალვის, გაქრობის, მოშთობის, შთანთქმის, გაუჩინარების გარდა, რაკი ვერა-ფერი მოვიმოქმედეთ გახრწნა-წარყვნა-წარღვნა-გარყვნის შესაჩერებლად და ასალაგმად თითოც დავლიოთ, გრიგორიჩის, კარლოვიჩის, ვიღაც რაღაციჩის, ან მეორედ მოსვლამდე და წავიდეთ უვიზო ან სავიზო რეჟიმით, შენგენით ან შეფსტვენით, ფეხით ან სქროლლით, ველოსიპედით, ,,ჰარლი დევიდსონით“, ,,მერსედესით“ ან ,,ტოიოტით“, ,,МИ-8“- ით, ,,ბოინგით“, სკუტერით, კატე-რით, ბურანით, ბორანით, ან სულაც კომეტით, ,,ტიტანიკით“, ,,ნაუტილიუსით“, ,,Т-90“-ით, ,,БТР“-ით“, ,,БМП-თი“,73 ტანკით ,,ფერდინანდი“, ნელმავალი მატარებლით და დასავლეთის სექსპრე-სით, (ასო ს-ანი ბეჭდვისას არ შემშლია), ველოსპედით ან სულაც დრონით, საბჭოთა ,,ჩორნი ვორო-ნით“,74 ან ,,ჰევრორეფარმიროვანნი“ შისასა ,,შკოდით“, ვირით ან ვირის შვილით, ფეხით ან ურმით, რომელიც გზაზე მიდიოდა, გადაბრუნდა და გაუტყდა უღელი, მითხარ რამდენი ლურსმანი დას-ჭირდებოდა მას? 
ნიტა. ვიდრე ჩვენი სტრატეგიული მეგობრები ზუსტად გვეტყვიან რამდენი ლურსმანი სჭირდება უღელგატეხილ ურემს, წავიდეთ, უღელტეხილი გადავიაროთ, სანამ დროა, სანამ გული გულობს, სექტემბერი თებერვლობს და დეკემბერი მარტობს. მარტი იმარტებს თუ არ იმარტებს, ამას არა აქვს დიდი მნიშვნელი, მოვა აპრილი და იაპრილებს, სვირინგიანი ჭიპით შიშველით. აპრილის მოსვ-ლამდე გავასწროთ აქედან, თორემ მერე მაისი მოვა აურზაურით და დაგვაგვიანდება. წავიდეთ ამ ღვთისგან დაწყევლილი და ია-ვარდ-ყაყაჩო-მიხაკქმნილი, დაპყრობილ-ოკუპირებულ-მიჯირყვ-ნილ-ჩაზაჰრუმალებული ქვეყნიდან, უცხოეთში, ცაში, ზღვაში, ოკეანეში, დასაკარგავში, დაუბრუ-ნებელში, მოუსავლეთში, მოუსვლელში, საიქიოში, ჰევროპაში, ჩრდ. ან/და სამხრ. ჰამერიკაში, ჰა-ზიაში, ჰავსტარალიაში, ჰანტარქტიდაზე, მადაგასკარში, მაჯაპაჰატში, ბიზანტიაში, სკანდინავიაში, ბენილუქსში, ბარბარუსეთში, პაპუასეთში. 
დათო. ვახ, ესეც რა ,,ჰაბრაზოვანნია“75 ტო, რამდენი რამე სცოდნია?!. ისეთი დედაკაცის მამაკაცი გამოვდექ, ,,ინოგდა, სამ სებე ზავიდუიუ ჯანა“.76 დავლიოთ და  წავიდეთ. წავიდეთ და გზაშიც ვსვათ. წავიდეთ, იმიტომ რომ ქვეყანა გაუცხოვდა, გაველურდა, გაპირველყოფილდა, გამოყამბო-კარდა, უცხომიწელებით და უცხოპლანეტელებით აივსო, გადაივსო და დაიფსო, იმას დეეფსოს ყო-ლიფერი და დეესხას თავს ლაფი, ვინაც ასე დააფსო აქოურობა. წაგვართვეს და აგვახიეს, დეგვეკარ-გა და დევეკარგეთ. ამიტომ წევიდოთ, საზღვარზე გედევიდეთ და უსაზღვროდ ბედნიერნი გავხდეთ, რამეთუ ეს ჩვენი ,,ცა-ფირუზ-ხმელეთ-ზურმუხტი“, უჩვენოდ, ეკოლოგიურად უფრო სუფთა, ბიოლოგიურად უფრო ჯანსაღი, გეომორფოლოგიურად უფრო მდგრადი და ნოყიერი, ფი-ზიკურად უფრო მარგქმედებაკოეფიციენტირებული, ,,პოლიტიკურად უფრო მშვიდი და სექსუალურად უფრო მხნე“, ეკონომიკურად უფრო რენტაბელური, სულიერად უფრო ორთოდოქსალურად მორწმუნე და მენტორული იქნება, ეს ჩვენი კარგი ქვეყანა. 

სვამენ და მღერიან ,,ჩემო კარგო ქვეყანა“.

დათო. ნიტა-ჯან, ,,ეს ქუს ცავატანემ“, შენი ,,ოჩერედის“ რიგია ,,ტოსტის“ თქმისა. მესამე განსხვა-ვებულად უნდა ითქვას, ჰოდა, შენც, ჩვენებურადა, ძველებურადა, ,,დიფერენციონნადა“ სთქვი ჯანა.
ნიტა. გავიზიარებ მინდიას პათოსს, გადავიკითხავ ,,ცისკარს“ და ,,მნათობს“, წყრომით გავხედავ წართმეულ ფართობს, მერე პირადად შენ გეტყვი დათო. ნუ დაღალეთ ქართველებმა მსოფლიო, თქვენი წარსულ-აწმყო-მომავალით, ლათაიაში აგახიეს კლარჯეთი, ზედ ფეშქეშად ბიჭვინთა და გალი. წმიდათა თანა განუსვენე წილხვედრსა ღმრთისმშობლისა, კარგა ხნის წინ მიძინებულსა და გარდაცვლილსა სამშობლოსა ჩუენსა, რომელი უწინ იყო მწიგნობარი და ძლევამოსილი, აყვავებუ-ლი და მდიდარი კილხი ანუ  კოლხეთი, ანუ ეგრისი, ანუ აია, ანუ იბერია, ერთიანი სამეფო სრუ-ლიად კახთა, გურულთა, ფშავ-ხევსურ-მახევე-მთიულ-რაჭუელ-სუანთა და მრაუალთა სხუათა. 

21
ყმათმფლობელი შირვანისა, რანისა, ქასავეთისა. ოვსეთისა, დურძუკეთისა, დიდოეთისა, ღურძე-თისა, ლეკეთისა, დარუბანდისა. იყო სამეფო, რომელსა ურიცხვნი საამირონი და სასულთნონი უხ-დიდნენ ხარკსა და რომელი ამჟამად არს ობოლი, მიუსაფარი, მშიერი, მწყურვალი, სოციალურ-მილიტარისტულად დაუცველი, სულიერად და ფიზიკურად გახრწნილ-გარყვნილი, გონებრივად შერყეულ-შენგრეული, ქმედებრივად შეზღუდულ-შენძრეული და ჰქვია მას გიურჯისთან-საბრიყ-ველო და არს უპატრონო. უპატრონო ეკლესიას კი მოგეხსენებათ ეშმაკები არამარტო ესევიან, იქვე ეკლესიის ეზოში კორდებალეტებს და შოუებსაც მართავენ.
მინდია. იატაკქვეშეთში, ჭერზედეთში, სკანდინავიაში, ბალტიისპირეთში წასვლამდე, ,,მეჟდუ ნა-მი დევოჩკამი ი მალჩიკამი, პო სეკრეტუ სკაჟუ: კრომე პერჩისლენნოგო, წასვლის პრიჩინა77 რა არის: ,,კაზეტაში ი პო ტელევიდენიუ ჰუბნობენ, კაზეტი და ტელევიდენიე კიდე იგეთი რამეა, ტყუ-ილი რომ თქვამს, ვსიო რავნო პრავდოპოდობნო უბედიტელნია78 ჯანა, ჰოდა იმ ფეჩათნო-ელეხ-ტრონნი მედიაში ჰუბნობენ რომა, ნიუ ვირუსი გოუ, რომელსა ჰქვიან ქოქოლა ი კოტორი კაგდა ნაჩნიოტსია“, ,,ულაყი ჩოჩრები სულ გაცოფიანდებიან  და რაც ძაღლებია სულ დაგლეჯენ, მემრე რაც პირუტყვია, თავიანთი თავი სულ მგლები ეგონებათ, მისცვიან და ერთმანეთს დასჭამენ. ფრინ-ველები წივილ-კივილი დაიწყებენ ისეთი ხმითა (აი ნაპოდობიე შუსუსუ მაშინებივითა, ვო ვრემია პოგრომოვ), რომ ყურთა სმენა აღარ იქნება. მემრე ჩამოვლენ ქვეყანაზედა, დაერევიან ადამიანებში და ნისკარტითა და კლანჭითა სულ თავ-პირი დაფხრეწენ. მემრე ციდგან ჩამოვლენ გუელეშაპები და რაც ლამაზი ქალი და ვაჟია სულ გადაყლაპამენ. მემრე ერთი საშინლად დაიქუხებს და რაც ორ-სული დედაკაცები არიან შიშით სულ დაცოფიანდებიან და კაცებს დასჭამენ. შავი ზღუა ფრთონას დაიწყებს, გადმოვარდება, კასპიის ზღვას შეურთდება და გზაზედ რაც ქალაქი და სოფლები დახუ-დება სულ თან წაიღებს. მემრე გაჩნდება ანტენქრისტე თავის ჯუარითა შავი ზღვის პირსა და ჰუ-რიების გარდა ყველა ხალხი დახოცამს. ფრინველები ძირს ჩამოცვივიან და დაიხოცებიან, პირუტ-ყვები ცაში ავლენ და მზე რომ გამოვა ფრთებშესხმულნი ჩამოვლენ ქუეყანაზედა, იმ კუდარ ფრინ-ველებს შასჭამენ, ადამიანებს დაიტაცებენ და უკუიანის ზღვაში ჩაჰყრიან. მემრე ცეცხლი ჩამოვა და მთელ ქვეყანას გადასწომს. მემრე საშინელი მიწისძვრა იქნება, ასეთი რომ ჰიალბუზი და თრი-ალეთი ერთმანეთი ეცემიან და იმ ძვრაში სახლები თავზე დაგვეცემიან“ 79 სულ დავიხოცებით და იქნება დიდი ,,ასტუწუ კრაკ“80 კიდევ რას აღარ ჰუბნობენ, მაგრამ ცხონებული კონსტანტინ ალეკ-სეევიჩ სტანისლავსკის არ იყოს - ,,ნე ვერიუ&ქუოტ;!81
დათო. ,,სტრანნი“82  ჰამბავია ჩემმა მზემა და თქვენმა მთვარემა. მუდრეგ, ,,ესლი ნე ვერიშ, პაჩემუ უეზჟაეშ და რაზ უეჟაეშ, ზნაჩიტ ვერიშ ჯანა“! 83
მინდია. წასვლის ,,პრიჩინა“84 მარტო ქოქოლა ვირუსი კი არ არის ბიძაჩემო. მივდივარ იმიტომ, რომ თფილისში დღეს არაფერი აღარ არის ქალაქელის, ასეთია უპირობო, საპროცესო, განაჩენი 

გიტარას იღებს და მღერის.

თფილისში დღეს ქალაქელის სახლი, ქუჩა, უბანი,
გახდა პროვინციელთა გამდიდრების დუქანი.
თფილისში დღეს აგვიკრძალეს სილაღე და ღიმილი,
დაგვიტოვეს უფლებები დუმილის და სიკვდილის.
თფილისში დღეს აღარ ისმის ქალაქური ჰანგები,
პროვინციულ მარაზმში ვიხრჩობით და ვჟანგდებით.
ნიტა. კიდევ იმიტომ გვინდა წასვლა და მივდივართ, რომ ამ უდროო დროის და უადგილო ადგი-ლის, უამბო და არასაამბობი ჰამბების, უტრაკო ტრაკიანების, უპატრონო მეპატრონეების, წერის უცოდინარი მწერლების, უსმენო კომპოზიტორების, უხმო მომღერლების, დალტონიკი მხატვ-რების, დიპლომიანი სიძეების და მზითვიანი სარძლოების, მდუმარე ჭორიკნების, უმწიკვლო ბო-ზების, პატიოსანი ჩარჩ-ვაჭრების, კეთილშობილი მევახშეების, ღვთის განმარისხებელ და ღვთის პირიდან გადავარდნილ ქვეყანაში, არასოდეს, არსად, არავინ ყოფილა, წოლილა, მჯდარა და მდგარა თავის ადგილას და ადგილზე. არც სულიერი და არც უსულო, არც ადამიანი და არც ცხო-

22
ველ-ფრინველ-ქვე-წარმავალ-ზეცადმქროლავი. არც კრუპიე და არც სტიქაროსანი, არც გამზირი და 
არც ქუჩა, არც ძეგლი და არც ბიუსტი, არც ჩინოვნიკი და არც დიასახლისი, არც უფასო ექიმი და არც ძვირადღირებული პაციენტი, არც ჯარისკაცი და არც გენერალი, არც პატიმარი და არც ბადრა-გი, არც ადვოკატი და არც პროკურორი, არც მოსამართლე და არც სხდომის მდივანი, არც გოლკი-პერი და არც ფორვარდი, არც გარემარბი და არც შიგამარბი, არც წუწურაქი ქველმოქმედი და არც ხელგაწვდილ-ხელგაშლილი მათხოვარი, არც დეპუტატი და არც მინისტრი, არც ღუბერნატოლი და არც გამგებელი, არც ჟურნალისტი და არც რესპოდენტი, არც მერი და არც მისით აღფრთო-ვანებული ყველა არათფილისელი შტერი, არც ერი და არც ბერი, არც ,,ბარიგა“85 და არც ნარკომანი, არც ავაზაკი და არც პოლიციელი, ამ გახსენებაზე, როგორ ფიქრობთ, ავაზაკი უფრო დიდი ავაზა-კია, თუ პოლიციელი? ან პოლიციელი უფრო დიდი ავაზაკია, თუ ექიმი, ჟურნალისტი, იურისტი და სხვა მრავალი ონანისტი?  (წაიღიღინებს). არ დამთავრდა ჩუკენობა ამათი, მართლა სანატრელი გახთა მამათი. 
დათო. თუ ბი ორ ნოთ თუ ბი? აი დოუნთ  ნოუ86 და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე წასვლა. წამო-ხვალთ? ბევრნი უფრო კარგად ვიქნებით. გავმრავლდებით, გავძლიერდებით, ძალა ხომ ერთობა-შია? თუ წიგნში ან მკლავშია? ან იქნებ ,,გაზპრომშია“? სახლშია, ქუჩაშია, თუ კრედიტკანტორაში ან სესხბანკშია? წამოდით, ერთად ვიაროთ, ქვეყანა შემოვიაროთ, კონსულტაციები გავიაროთ, ძმაკაცთან გამოვიაროთ, დუქანში შავიაროთ, ქუჩაში მთვრალებმა ვიხეტიალოთ, ჩაუდენელი ვა-ღიაროთ, კოხტა გორაზე ან გუდაურში, ან/და თეთნულდზე ვისრიალოთ, შავი ზღვა გადავცუროთ და ხმელთაშუაში შევცუროთ, წითელი ზღვის გავლით ინდოეთის ოკეანეში შევყურყუმელავდეთ, ტიბეტში ჩავცუროთ, ევერესტზე ავიდეთ, მერე იქიდან გამოვქანდეთ და თფილისში, გიორგი საა-კაძის სახ. მოედანზე, მუნიციპალური ფუეტეთი ვიბზრიალოთ. 8848 მ. სიმაღლის ევერესტი ძა-ლიან მაღლად თუ გეჩვენებათ, 4809 მ. სიმაღლის მონბლანიდანაც შეიძლება გამოქანება, თან მონ-ბლანი ,,ნასატიაშცი ჰევრაპეისკი ვერშინაა“ და იქ საბაგიროთი ავალთ. მეტყობა ხომ სკოლა რომ ოქროს მედალზე დავამთავრე და ოთხი ინსტიტუტიდან ოთხივე წითელ დიპლომზე? სხვანაირად როგორ შევაბამდი ასეთ ფრიად ყველანირი ღირსებით შემკულ დედაკაცსა? (ნიტა ფუეტეს აკეთებს ამ დროს).  რას იტყვით მარშრუტის ირგვლივ? საკაიფო ტურია არა? არ მოგწონთ? არ წამოხვალთ? აი დარდი! ამ ჩემს რაღაც-რუღაცეებსა და რამე-რუმეებსა, თუ არც წამოხვალთ. ჩვენ მაინც წავალთ. მე, იძულებით, დროებითიდან უდროო-უვადო-მუდმივ-სამუდამოდ, ხაზგასმით აღვნიშნავ კიდევ ერთხელ, იძულებით და ნაძალადევად, ძალდატანებით უსაქმური არტისტი, უსამართლოდ, უად-ვოკატ-უპროკურორ-უმოსამართლეოდ ნასამართლევი ძმაი ჩემი, და თანამესარეცლე, თანამეც-ხედრე, დამტირებელი და გამსვენებელი ჩემი, დედაკაცი ფრიად თვინიერი, გონიერი, ნაყოფიერი და მშვენიერი. ევას ჯიშისა და მედეას პირდაპირი შთამომავალი მერომელიღაცე თაობაში. ფრიად მომლხენი, ჭირისა, ანუ ლოთების მთმენი, ბოროტთა მგმობი და დეზდემონასავით გასაგუდ-და-სახრჩობი. ხომ წამოხვალ ჩვენთან ერთად, პოლიტ-ეკო-სპორტო-კულტურულოგიურ დაპირებებში ჩახრჩობას და ამ დაპირებებით აყროლებული ჰაერისგან გაგუდვას და სიცრუეში ამოხრჩობას რომ გადარჩე დეზდე? ბოლო-სართი მონა შეგნებულად მივასეკვესტრე, არითმეტიკულ-გეომეტრიულ-ფიზიკურ-ქიმიურ-ბიოლო-გიურ-გეოგრაფიულ-ისტორიულ-ასტრონომიული პროგრესიით გამ-რავლებულ-მომრავლებულმა ა ს ო - ებმა ანუ ენ-ჯე-ო-ებმა, ქალთა უფლებების დარღვევა და პრა-კურორებმა ოჯახური ძალადობა, რომ არ დამაბრალონ, თორემ ეს ძმაი ჩვენი, საპყრობილესა შინა გაურკვევლი გარემოებებისა გამო მრავალსა ჟამსა მდებარე, გუშინ ბორკილაყრილი და უსამართ-ლობის მარწუხებისგან სასწაულად გამოხსნილი, თავისუფალი, გიჟი-გადარეული, რატომ იყო საპ-ყრობილესა შინა (თითების მოკაკვით ითვლის), 1-2-3-4 (ოთხი) წელი, ვერც თვითონ გაარკვია, ვერც ,,სლედაკ-პრაკურორ-სუდია-ვექილმა“,87 მაგრამ ყველა ციხეშიო და ეს მთავრობის მიერ არ აღიარებული, და ხალხის მიერ შეყვარებული ,,ნაროდნი“88 ჩვენი არტისტიც! 
მინდია. ჩემს დაჭერაზე უფრო კურიოზული გითხრა?
დათო. მაგაზე კურიოზული რა უნდა მითხრა თქვე ჩემა, ქუჩაში ქალზე ძალადობის აღკვეთა გადა-წყვიტე, შუა საუკუნეებში ჩარჩენილმა რაინდმა XXI საუკუნეში და იმ დედაკაცმა კიდო, აი გლახა ყაძახია, ქმარი გემილახაო!
მინდია. მაგაზე უფრო კურიოზული პატიმარი იყო ერთი.
დათო. ვერ დევიჯერებ მაი ამბავს ყაძახო!
23
მინდია. რას ჩივი. რეიზა ვერ დეიჯერებ? ამ ქოყანაში გიკვირს რამე?
დათო. აფერი, მიკვირს აი ქოყანა აშკარა დოუჯერებლობების, გოურკვევლობების, საოცრებების და პარადოქსების ქოყანაა, მარა მაინც ვერ დევიჯერებ.
მინდია. ე ბიჯო, მიგდე ყური რას გიჩივი.
დათო. ა, ბატონო ყურებად ვარ ქცეული, ლოკატორებად, რადარებად და გასისინებული გისმენ!
მინდია. ,,გამსუდეს ბრატუხა“89 და 4 დღეში, ერთი ,,სიორზნი დიადკა“90 მოიყვანეს, თსუ-ს პროფესორი, ისტორიკოსი, 70 წლის ალექსი ხუციშვილი. მსგავსი არაფერი გვენახოს სადმე, რაც ამ კაცს დამართეს, ე.წ. მართლმსაჯულების არაკაცმა მსაჯულებმა, არც ვიცი რა ვუწოდო, სირს არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო.
დათო. რა იყო ამისთანა?
მინდია. რაო, ძმაო ჩემო და ძმაზე უტკბესო მეგობარო, კაცს მომჩივანი, არ ჰყავდა, დაზარალებუ-ლი არ ჰყავდა და ჩემნაირად 4 წელი მისცეს ოჯახური ძალადობისთვის. შვილიშვილი მისულა დი-ლის ექვს საათზე სახლში მთვრალი, 20 წლის გოგონა. ბატონ ალექსის უთქვამს - როგორ იქცევი შვილო, სირცხვილია, გოგონა ხარ. იმ ლაწირაჩკამ გაუჭედა და აწიკვინდა. მეზობელმა გამოიძახა ცერბერები. მივიდნენ, არც მისალმება, არც დამშვიდობება, დაადეს ბორკილები და მოკლე გონივ-რულ ვადაში, ლეგიტიმური ეჭვის საფუძველზე დაუყენეს განაჩენი და ბატონი ,,პრაფესორი“ 4 წლით გამოუშვეს გლდანის ბევრვარსკვლავიან კურორტზე დასასვენებლად. ყველაზე საინტერესო ის არის მთელ ამ მარაზმში, ის შვილიშვილი გამოძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს ერთი და იგივეს ეუბნებოდა და ეხვეწებოდა, გაიგეთ ყრუებო, არ მაქვს პაპასთან პრეტენზია, მისი გაზრდი-ლი ვარ, ჩემი ბრალია, რაც მოხდა, მაგრამ, როგორც ცხონებული ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის-თვის არ უსმენიათ ცხოვრებაში იმ ჯეელებს ისე არ მოუსმინეს ადამიანს, ქვები ააგდეს,  ლოდები
მიაყოლეს, თავები და ტანები შეუშვირეს, კანონი დაარღვია და უნდა დაისაჯოსო, მააშ?! 
დათო. ღადაობ?
მინდია. მეტყობა რამე ღადობის? დღევანდელი პატიმრების უმეტესობა ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. ჩვენი გადამთიელი და გამოღმაწყლიელი დაქალ-ძმაკაც-მეგობარ-პარტნიორების რე-კომენდაციის საფუძველზე ქალზე ძალადობა უმძიმესი დანაშაულია, მკვლელობის ტოლფასი და 
უსასტიკესად ისჯება. თანაც სახლში ქალს ხმამაღლა რომ დაუძახო საძინებლიდან სამზარეულო-ში, წყალი დამალევინე, ან სიგარეტი წამომიღე, მაგასაც ძალადობად შემოგიტრიალებენ და ,,დაჟე შაიძლება“ ტერორისტული აქტით მიგაბრალდებულონ. ქალი რომ წიკვინებს მთვრალი კაცის და-ნახვისას ან ,,პახმელიაზე“ - ცეცხლი დალიე და ნავთი მიაყოლე ეგ მისი ლეგიტიმური უფლებაა, კაცის ხმამაღალი სიტყვა - ძალადობა. ეს ინჩ ლოგიკა?  ჩვენი გენიოსი ლეგიტიმური მოძალადეები არ ეკითხებიან არავის არაფერს. ფაქტია მთავარი, მომხდარი ან მოსახდენი, ან არმომხდარი. პრე-ვენციის მიზნით დაგაკავებენ, მინამ რამეს ჩაიდენ, მიუხედავად იმისა, რომ სულ არ ფიქრობ, რამე, არათუ კრიმინალურის, არადამიანურის ჩადენასაც. მეზობლის და ნათესავის სატელეფონო ზარია საკმარისი, ჩადენილ-არჩადენილში, ყველაფერში ბრალის წასაყენებლად და არც ის გაგიკვირდეს, ერთ მშვენიერ დღეს ხიროსიმას და ნაგასაკის დაბომბვა, ბასტილიის აღება, ან 1973 წელს სტოკ-ჰოლმში, კრედიტბანკენში მძევლების აყვანა დაგაბრალონ, თანაც პროცესუალურად დაგიმტკიცონ, მერე რა, რომ მაშინ, ჯერ კიდევ ,,შკოლნიკიც“91 არ იყავი? მტკიცებულება არ არის საჭირო, მოსამართლედ წოდებულმა ,,პრაკურორის ნატარიუსმა“ რამდენიმე დამსახურებულ-დაუმსახურე-ბელ-ასახურუშებელი წელი რომ მოგარჭოს ქაღალდზე და უკანალში. ნეტაი გამაგებინა, სად პოულობენ და კრეფენ ამდენ აგრესიულ მახინჯს? რომელი თესლით თესავენ, რაზე ამყნობენ და ანოყიერებენ ან რომელი ჯიშების შერჩევით გამოყავთ?
დათო. მაგ კითხვაზე პასუხი უმარტივესია მეგობარო, თან სოციოლოგ-ფსიქოლოგ-ისტორიკოსის 
შვილი არტისტს არ უნდა მისვამდე ამგვარ კითხვას, მაგრამ ჩვენი მრავალწლიანი, ენაწყლიანი, 
სტრატეგიული, ქართული, ,,ზნაჩიტ“ ჯიგრული და მრავლისმეტყველი მეგობრობიდან გამომდი-ნარე და თანამებოთლეობიდან შემდინარე, სცენოგრაფიულობიდან გადამდინარე და სინემატო-გრაფიულობიდან ამომდინარე, მოიკრიბე მოთმინება, აღიჭურვე ყურთასმენით და შენისა თავსა-ტეხისა ამოსახსნელად და გასახსნელად, კითხვებზე  პასუხის გასაცემად, ისმინე იგავი შექმნისა ზომბიციელისა, მილიარდების მცველი საშინელებლისა, დილის სიფთაზე და ,,პახმელიაზე“, ანუ 

24
გლოვაი, გოდებაი, მოთქმანი ტანჯვისანი და სხვა ურიცხვნი მრავალნი უბედურებანი ქართვლისა,  ფრიად წამებულის ცხოვრებისა.
მინდია. დაამონტაჟე თქვე ჩემა, რამდენს ,,ბალამუტობ“ ტო?
დათო. იყოს ნება შენი! ასის წლის წინათ, პროლეტარიატის დიხტატურის ეპოქაში, მეცნიერული კომუნიზმით, მარქსიზმ-ლენინიზმით და სხვა მრავალი სახეობის მარაზმ-ონანიზმით აღზრდილ-მა და გაუზრდელმა, ბელადი ჯუსტან I ანუ ჯუღაშვილი-სტალინის შეუცდომლობაში, ზეციურ-ღვთაებრივ-მარადიულ-უკვდავ-უშეცდომობაში, დაჯერებულ-დარწმუნებულმა, ამხ. შვონდერ-ზონდერების ღირსეულმა შთამომავლებმა, ძლევამოსილი იმპერიის ჯურღმულებში მეტასტაზი-რებულ-ჩაბასტურმებულ-დაკონსერვებულ-დამწნილებულ-ამჟავებულ-აყროლებულ-აქოცებუ-ლებმა, ამხანაგ-ბატონ-აღა-დონ-სინიორებმა, დიდი ილიჩის ანდერძის შესაბამისად, რომლის თა-ნახმადაც სახელმწიფოს მართვა ნებისმიერ ,,დოიარკას“92 შეუძლია, გადამთიელ-გაღმაწყლიელ, დაქალ-ძმაკაც-ნათესავ-მეგობარ-მეზობელ-სტრატეგიულ-ტექნიკურ-ტაქტიკური პარტნიორების რეკომენდაციებ-მითითებებ-ბრძანებებ-კუთხეშიდაყენებ-ყელ-ყურ-ცხვირის აწევების შესაბამი-სად, სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში საძოვრებიდან ჩამორეკეს მწყემსები, პლანტაციებიდან წამოკრიფეს მეჩაიეები და მეციტრუსეები, ვენახებიდან ჩამოკრიფეს მეხილეები და მებაღეები, პროფილაქტიკებიდან გამორეკეს ,,ჟეშტიანშჩიკები“, ,,პლასმასჩიკები“, ელიავას ბაზრობიდან ამო-რეკეს ,,კაფელჩიკები“, ,,სანტეხნიკები“,93 მრავალნი სხუანნი ,,ყველაფრჩიკები“,94 თფილისის ბირ-ჟებიდან ჯანიანი და ჩანგლისმკვნეტელი ჯეელები გამააყოლეს, ბორდელის და ანჰიდრიტის  წუმ-პეში ჩაფლული დედალ-მამლები ამაიყვანეს და ამ თურაშაულივით ლოყებღაჟღაჟა, არაცივილური და მრავალმცირედ დეფექტური კონტინგენტის სელექცია-სიმბიოზის გზით,  მკლავ-მუშტ-წიხლ-მაგარი, გონბლაგვბრტყელჩლუნგი, ზომბიციელი შვონდერ-შარიკოვი გამაიყვანეს. ატარეს ტრე-ნინგზე, ,,მორნინგზე“, ,,ივნინგზე“, თავში ჩაუპრესეს, რომ ყველა მტერია და შაქმნეს რობოტი, მარ-თვადი შტერია. ფრიად ულმობელი, დაუნდობელია, ან თუნდაც ყვერია, პრინციპში ყველა ერთი გველია. ჩააცვეს ფორმა და ქუდები დაახურეს, აბა თქვენ იცითო, უთხრეს - გაახურეთ! მისცეს ია-რაღი, ხელ-ფეხის ბორკილ-ჯაჭვი, ჰაერის მხუთავი, გონების მჩლუნგავი, ბონუსად მიაყოლეს ყვე-ლაფრის უფლება, ჩამოაყალიბეს ხელისუფლება, ფეხისუფლება, ჯდომის, მოფსმის და თავზე დაჯ-მის უფლება, მაგრამ არა აქვთ  გონის უფლება, ცოდნის უფლება და არც სურვილი, ხალხის წამე-ბით მიღებული სადისტური სიამოვნებით კვდება ყველა წყურვილი. დაგაკავებ ბოზის შვილი ვიყო! დაგიჭერ ჩემი დედა… თუ არ მოკეტავ ბიჭო! - ესეც ბონუსად მაგალითი, მაგათი ინტელექ-ტის და მოწოდების ნარევ-ნაზავ-ნაჩმახისა.  ასეა ეს და არა სხვანაირად, არც დიპლიპიტო სჭირდება და არც დაირა! ჰასკაცარ?95
მინდია. ბა, ვონც, ჰასკაცავ ჯანა.96 არც ამათი გასათლელ-გასაშალაშინებელი იზმირი 97 გამაუგო- ნიათ ჯერა და თანამედროვე მედიცინაც უძლურია ამათი დიაგნოზის დასმაში და შესაბამისად მკურნალობაში. თანამედროვე მედიცინის პრიორიტეტი, ეფემერული ვირუსების ქმნა და პროპა-განდონირება-ტირაჟირება-აფიშირებაა, რამეთუ იქაც ანალოგიური შინაარსის მავნებლები მოღვა-წეობენ, ერთი სხვაობით - წიგნი წაკითხული აქვთ, ჰოდა იმ ნაკითხობით უფრო დამაჯერებლად და ცივილურად მავნებლობენ. არადა, რა გინდა მოიქმედო, ამ გამჭოლად გამომპალ სამეფოში, რამის გასაკეთებელ-შესაცვლელად? აქ, სადაც მრგვალ-მრავალკუთხედ-ყვავილოვან-ცოცხისებური რევოლუციები რეაქტიულად და ჰიპერაქტიურად ცვლიდნენ ერთმანეთს და გაგუდვამდე ამყრა-ლებდნენ ისედაც მყრალ და ეკო-მორალო-ინტელექტუალურად დაბინძურებულ ჰაერს. ერთ-მანეთს ცვლიდნენ აუწყობელნი, იკლიკანტურნი, საშინელნი და კოშმარულნი, სანატრელნი და სა-იმედონი, სასურველნი და საოცნებონი დრონი, ჰოდა ეს დრონი ნაგემნი მრავლად, მოგვიტრი-ალდნენ ძალიან მყრალად. ჩაქრნენ და გაქრნენ, დამძიმდნენ, წახდნენ. მთები დაიშალნენ და წყალნი დაშრნენ, ზოგიერთები კუჭში აიშალნენ, უმეტესნი კი ჭკუიდან შაიშალნენ. დაჭკნენ ხეები სიცოცხლისა, სუნთქვისა, არსებობისა, არსობისა და ცნობადისა... მას მერე, ვეღარც ძაღლი ცნობს პატრონს და ვეღარც პატრონი კატას. ხალხი აიშალა, ხელ-ფეხი გაშალა, მოედო გზა-შარას, ავლა-დიდება ზურგზე აიკიდა, ყველა და ყველაფერი, ყველგან დაიკიდა, ნებითა თვისითა მონად გაიყიდა, ოსმალოს ბაზარზე იყვირა - ხაბარდა! გაბედნიერდა და პატრონს ჩაბარდა! ასრულა პატრონის ნება და სურვილი, მოუკლა სტომაქის და მრუშობის წყურვილი. გაზიდა, გაყიდა, ,,დოი-

25
ჩენ ზინგერი“, რუსული ,,ვილისი“, ტანკი და სტინგერი. ოქროს საწმისები და ვერცხლის თასები, ბრინჯაოს ტაფები, სპილენძის ქვაბები, ფაიფურის და ბროლის ჭიქები, ცოლების ბეჭდები, ბებიის მზითევი და პაპის ნიფხავი. ზემოთქმულ საქონელს, სინდისიც საქონლად, ფასდაკლებით კი არა უფასოდ, მუქთად და ნისიად, ცალობით, ბითუმად მიაყოლა, უშფოთველად და ძალიან იოლად. ისწავლეს გიურჯებმა საჯდომის ქიცინი, მიიღეს ზარხოშის სიამოვნება და ჩამოყალიბდნენ ჩმორ-ჩილ ჩმონოვნებად. დაიწყეს კრუტუნი, წკმუტუნი, ყეფა და კნავილი, ღმუილი, ზმუილი, წკმუილი, ყმუილი, უვადო ორგია ხელ და ფეხგაშლილი, მერე რა, რომ არიან  ხელგაწვდილნი? ეგ არაფერია, ცხოვრება მათი მშვენიერია. ჯოს!-ჯოს!-ჯოს! ბღავილით, ჰაერში სროლით, გლიჯინ-ლიწინით, რი-ხინ-ღიღინით, ცვალებად კერპთა თაყვანისცემით, ჯიგრულ პონტებში აღებ-მიცემით, მიდიან, მაგ-რამ სად არ იციან და ეგ არცოდნაც ყველგან ჰკიდიათ. ყველა პირველია, არავინ - მეორე, სხედან ხელგაწვდილნი და ამით ბედნიერნი, უღმერთოდ ღრეობენ.
დათო. ჰოდა ამ ღრეობას გავექცეთ და წავიდეთ მოხეტიალე და ტანჯულო მეგობარო. ვინც გამოგვყვება მისთვის უკეთესი, ვინც არადა, ღმერთმა ხელი მოუმართოს. წავიდეთ, მე, შენ და ჩემი უმთავრესი ყმა დეზდე. დეზდეს გარეშე რა იქნებოდა ცხოვრება ჩემი? უგონო სმა და უაზრო დღენი. ცხოვრება გახდა ხავერდოვანი, გვერდს დეზდე მიმშვენებს, უკეთილშობილესი ბანოვანი. სხვა ოჯახებში რატრიარქატია არ ვიცი, მაგრამ ჩვენთან, ჩემი დეზდე მონაცაა, პოვარიც, ანუ მზა-რეული და მთავარი მონაპოვარი, მრეცხავი ვარდოც, დედოფალი მარგოც და ყმაც. თან ძალიან კაი, ყველაზე კარგი და შესანიშნავი, უმთავრესი ყმა. ბატონყმობა კი გადავარდა და არაშენდას სა-ხურავიდან გადმოვარდა, მაგრამ გლობალური პროცესების მიუხედავად, დეზდე ოდითგანვე იყო, არს და მარდჟამს, მუდამ და ყველგან იქნება ჩემი ყმა, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი. ხომ წამოხვალ ჩემთან და მინდია ტანჯულ-წამებულთან ერთად დეზდე?
ნიტა. ბატონო და მბრძანებელო, მეუფეო და ხელმწიფეო ჩემო, წამოვალ. თქვენს იქით, კარგად მო-გეხსენებათ, არც გზა მაქვს და არც შარა, ასე რომ წამოვალ, თანაც წამოსასვლელად საკმაოდ მყარი და რკინა-ბეტონის არგუმენტები გამაჩნიან.
დათო. გისმენთ ყურადღებით, რა არგუმენტები, ბრძანეთ დეზდე. 
ნიტა. რა და ხელმწიფევ ჩემო, ყელში ამოვიდა, ზევით ავიდა და ძალიან მაღლა წავიდა, რიხტერის შკალით, ცელსიუსით და ფარენგეიტით, გრინვიჩის დროით, ჩრდილო განედით და დასავლო ვექ-ტორით, აგრეთვე ეკვატორით,  დალოცვილ და მადლიან, ლამაზ და ორიგინალურ, მრავალსაუ-კუნოვან, ქართულ ანბანში რომ 33 ასოა, ადამიანის სხეულზე და სხეულში - ორი ათეული, ბაგებ-ში-ბაღებში, სკვერებში, ქუჩებში, სკოლებში, აკადემიებში, უნივერებში, პარლამენტში, მთავრობა-ში, პროკურატურაში, სასამართლოში, პოლიციაში, ოპოზიციაში, ასოებში ანუ არასამთავრობოებში, ე.წ. მედიაში, საარჩევნო და საგამოძიებო კომისიებში, ბანკებად რეფორმირებულ ვახშკანტორებში, ლომბარდებში, რესტორნებში და სასტუმროებში, თეატრებში, კინოებში, მუზეუმებში, გალერეებ-ში, საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო, მიწისქვეშა და კოსმოსურ, ტრანსპორტში, ყველა კერძო და სახელმწიფო სტრუქტურაში, ბევრზე ბევრი ათასი ასო არს, იყო და იქნება მარადის!
დათო. რომელ ერთს უნდა დაუჯეროს კაცმა ამ ოჯახქორებსა? ზოგი რას მიედება და ზოგი რას მოედება. ზოგი ერთსა ბოდამს ზოგი მეორესა როშამს, ზოგი მესამესა შფოთამს, ზოგიც კიდენა მეოთხესა ოხრამს და მეხუთესა ხვნეშამს. თან ისეთებს ჰუბნობენ, ვერ გაიგებ სად რა არის, სად ჭორია, სად მართალი, არ იციან წერტილ-მძიმე არც სხვა რამე, მაგდაგვარი. ჰყვებიან რაღაცა ჰა-პოკალიფსისურ-ჰიჩკოკურებებსა ,,ჯერ მოვიდა დიდი ხორველა და ხალხი სულ ამოჟლიტაო, მერე მოვიდა კალიაო, მერე ისევ ხორველაო და სულ სრიმლი გაგვავლო“,98 ეს ღორის ყბა-ყურაო, ის ქათმის ყივანახველაო, ძროხის კოლიტიო, კრუხის ბრონქიტიო, ინდაურის ჰიპერდიციტიო, კოღოს შიდსიო, ბაღლინჯოს ბოტულიზმიო. აქ ვულკანიო, იქ ცუნამიო, ძაან, ძაან, ბევრი ,,ჟერტვები“99 არიო, მზე დაბნელდებაო, მთვარე ჩაქრებაო, ვარსკვლავები გაქრებაო. ,,უსტალ, ნუ კლიანუს, ჩესტნოე სლოვო“.100 გამაგებინე შვილოსა, ეგეთი რა დაბდაბუდა-დანდალი-დარდაკი-დარდუზ-ნა101 ხარ და მაგეებს ჩვენცა რათა გვყრი, რომ ეს არც ისე ჯეელი, ,,დამები და გოსპოდინები“102 ამ დალოცვილ-მადლიან-გოგირიდოვან-ხოხობ-მიმინო-შველოვანი ,,გოროდიდან“103 გავრბივართ თავქუდმოგლჯითა, თავ-პირ-თვალ-ყელ-ყურ-ცხვირის მსხვრევა-მტვრევითა, უკანმოუხედავ-წინგაუხედავ-დაუხედავ-გადაუხევევლადა, კეფებში ქუსლებისა და ზურგებში მუხლების რტყმი- 

27
თა და ცემითა, ზერეაქტიული სიჩქარითა. მივქრივართ იორღა ცხენებივითა, სასაპალნე ვირე-ბივითა, საზღვაო ტანკერებივითა, წყალქვეშა ნავებივითა, მეტეორიტებივითა კომეტებივითა, დი-რიჟაბლებივითა, დელტაპლანებივითა, ,,კასმიჩესკი კარაბლებივითა, კასმიჩესკი სკოროსტითა“,104 ნაცნობი ვაგონებივითა, საქარვანე აქლემებივითა, აი ტაშკენტიდან რომ მოდიან ისეთებივითა. ტაშკენტიდან მოდის ქარავანი… (მღერის ერთ სტროფს). ამ ზაჰრუმალების105 შამქმნელო ჯეელო, გამაგებინე შვილოსა, ჰოროსკოპებითა იაპონურ-ჩინურ-ინდურ-დრიუდუ-დუდუკულითა, ხათა ხარ თუ დარდუბალა? კვინტი ხარ თუ ოღრაში?106 კუტა ხარ თუ ტუტუა? ინგრე დავიღალე ამ თქვენი ჰიჩკოკიზმითა, რომ სავსემ ,,პაშოლ ი ობრატნო ნე პრიშოლ  რეშილ“. ,,ოტპუსკში“107 მივდივარ. ,,კამანდიროვკაში“, ,,ვიიკ ენდ-ზე“ ,,ჰოლიდეიში“,108 ინ-ში არა, ზე. თან მარტო კი არა ორი ,,პადდელნიკიც“ 109 მიმყამს, ,,კტო სლედუშჩი“?110 აბა ერთი კაციც და გავდივართ.
ხმა რეპროდუქტორიდან. ჯართს ვიბარებ, ძველ მაცივრებს, აკუმულატორებს, გაზქურებს, სარეც-ხის მანქანებს, საკერავ მანქანებს, ყველას და ყველაფერს ვიბარებ, სამეზობლოში გასასყიდად.
მინდია. წასვლამდე და აღა-მაჰმუდ-ნადირ-აბას-მურვან-თემურ-აბდულ-მუსტაფ-ჯამბულ ან სხვა რომელიმე კოშმარის ჯოჯოხეთურ მოსვლამდე, ძმაზე უტკბესო მეგობარო, უნიჭიერესო და უგა-ნათლებულესო არტისტო და ერთ დროს ტაქსისტოც,  თიოც დავლიოთ იმ ქალაქისა, სადაც არღნის ტირილზე ყარაჩოხელი მუხამბაზს მღეროდა და ქუჩის დავიდარაბა ლხინით მთავრდებოდა. 

დათო გიტარას იღებს, უკრავს და მღერიან. სიმღერის დროს სცენაზე გამოდიან და დადიან ყარა-ჩოხელები, ფიროსმანის ნახატების პერსონაჟები. სიმღერის ბოლოს იწყება ბერიკაობა და ყეენობა. 
                                   
                                   ,,თფილის-ქალაქმა ბოროტთა სული ვერ აატოკა
                                   უნიჭო ლექსში მოკუნტულხართ ვით ტყეში ზღარბი,
                                   მაგრამ არ ვნანობ: თქვენებრ ფლიდი, წუნკალი, ხარბი
                                   ჩემმა თფილისმა ბევრი მოსპო, ბევრი გათოკა.

                                   ჩემო ქალაქო! როს გიყურებ მცვივა ცრემლები.
                                   აგრე პატარას, ბნელ ქუჩიანს, ვიწრო ხევიანს: 
                                   მწამხარ! მიყვარხარ! თუმც მუმლივით შემოგხვევია
                                   მოღალატენი, მსტოვარები და გამცემლები.
                                   
                                   და სწერენ ლექსებს შენს საქებრად, ბრიყვულს, რეტიანს,
                                  „ტფილისი“ - ამგვარ სათაურით ჰქარგავენ ქარგას,
                                   მათ ლექსს რომ ერქვას ბალახვანი ან სამტრედია 
                                   ო, ის ლექსები, ვფიცავ, ამით არას დაჰკარგავს.

                                   მე უნდა მოვკვდე, მე ვერ ვუმღერ ჩაქუჩს და ლითონს.
                                   მე მინდა მოვკვდე, რომ არ მერგოს ჯალათის თოფი
                                   ნაძალადევათ არას დავწერ... რადგან მე თვითონ
                                   მოწამლული ვარ საქართველოს ლექსების ცოფით.111

დათო. წასვლამდე შევავსოთ პაივცემულო საზოგადოებავ. თიოც მივიღოთ, ახალი გრანტის ან ჰუმდახის ანუ ჰუმანიტარული დახმარების მიღებამდე, დავლიოთ სიცივისგან გალურჯებამდე, სიცხისგან გამწვანებამდე და სირცხვილისგან გაწითლებამდე. დავლიოთ და დავთვრეთ აქლემები-ვით. არ მითხრათ მთვრალი აქლემი სად გინახავსო? არამარტო ვნახე, ერთად მოვილხინეთ თფი-ლისის ზოოპარკში, XX საუკუნის ნანატრ და საოცნებო 90-იან წლებში, ,,ბოლეე ტოჩნად ი კანკრეტ-ნად ვ ტისიაჩა დევიატსოტ დევიანოსტო სედმომ“112 ქალბატონმა თამარმა (გვარი სამწუხაროდ არ მახსოვს), ბატონმა გივი ცერცვაძემ, სენიორ იბნ-აბდურახმან-ქემელ-ვერბლუდ-აქ-ლემალმა და თქვენმა დღევანდელმა სტუმარმა კი არადა, მასპინძელმა. რვა საეჭვო წარმოშობის ნახ. ლიტრი ალ-

27
კოთროპული ბუსტერი და ოთხი, ხაჭაპურად ნაკურთხ-წოდებული კულინარული შედევრი, შექმნილი ჰუმანიტარული დახმარების ფქვილისებრი პუდრით, მარგარინით, კვერცხის ფხვნი-ლით და ყველის სუროგატი მაკარონით, გავანადგურეთ ოთხ ხმაში, ანუ ალკოფონიურად. ფრიად ისიამოვნა სენიორ იბნ აბდურახმანმა დემოკრატიის რელსებზე შემდგარი საქართველოს მატარებ-ლის ალკოკულინარიული შედევრებით. იმდენად ისიამა რომა, მადლობის და ჩვენდამი პატივის-ცემის ნიშნადა, ჯერ აქლემური ჰიმნი ,,ტაშკენტიდან მოდის ქარავანი“ შეგვისრულა აქლემურ ენაზე და მერე მშვენივრად, თავბრუდამხვევად იცეკვა აფრიკული ფოლკლორის მარგალიტი ,,აქლუმბურა“. არ მითხრათ, რა დალიე ამისთანა, ხომ ხედავ ,,ბელაია“ გეწვია სტუმრადო. რამდენჯერ უნდა გავასაჯაროოთ ინფორმაცია, პაივცემულო საზოგადოებავ, რომ ჩვენ არ ვსვამთ, ჩვენ ინტელექტულურად ვანადგურებთ ალკოჰოლს. ზუსტად ვიცი, რამდენიმე ზნეობრივად და მორალურად ამაღლებულ-რესპექტ-პერფექტ ქალბატონმა და ბატონმა გაიფიქრა - ვაი, შენს პატრონს, აქამდე თუ ვერ გაიგე, ალკოჰოლი და თამბაქო რომ მავნებელიაო. ,,ბრედ ი გლუპოსტ“113 ეს ორი საგანგებო და განსაკუთრებული დანიშნულების, ორალური მოხმარების, უმნიშვნელოვანე-სი   მედიკამენტ-პრეპარატი, აზროვნებისა და გონების ამაფორიაქებელი და ამჩქროლებელი უე-ფექტურესი ალკოთობაქცინაა, ჰაზრთა და დუმათა ჩუენთა გასაკეთილშობილ-გასაუმჯო-ბესებლად. მათი მავნებლობა, თავად მავნებლების, კაცობრიობის მიმბულინგ-მიმპრესველ-მიმ-მორალურმიმტერორებელ-მიმშანტაჟებლების - ესკულაპ ჰიპოკრატეს მოწაფე-მიმდევრების მონა-ჩმახი გახლავთ, გონების დასაბინდად, თვალ-ყელ-ყურ-ცხვირ-პირის დასათხრელად, მეტყვე-ლების წასართმევად, გასაშეშებელ-საპარალიზებლად და ექვსი სიტყვით თავიანთთვის ,,მაყუთის საჭრელი სტანოკის“114 შესაქმნელებლად. ამ რკინა-ბეტონის არგუმენტების შემდეგ, თუ მაინც მავ-ნე, ანტიალკოთობაქო თეორიის მომხრენი რჩებით, ღვინის სამშობლოში, შვილნი და მოქალაქენი მისნი, გირჩევთ ყურად იღოთ და დაიმახსოვროთ სამუდამოდ: საქართველო ღვინის დედა მშო-ბელია, ხოლო არაყი ღვინის უსაყვარლესი შვილიშვილი და მათი მოვლა-პატრონობა, მათთან მუდმივი სტრატეგიულ-ტაქტიკურ-ტექნიკურ-ინტელექტუალური ურთიერთობის გზით თქვენი პატრიოტული მოვალეობაა! მეცნიერულად, ნებისმიერი თეორემა დამტკიცებას საჭიროებს და მიუხედავად იმისა, რომ ეს მოსაზრება აქსიომატურია, ახლავე მოგახსენებთ, ჩვენი ინტელექ-ტუალური ალკოჰოლიზმის აკადემიის სამეცნიერო საბჭოს ალკოსიუმის წევრების მიერ შემუ-შავებულ კიდევ ერთ ტყვია-ყუმბარ-ნაღმ-ბომბგაუმტარ არგუმენტს, ისეთს, წყალი რომ არ გაუვა და არც სახურავიდან ჩაუვა. ასეთი არგუმენტით დაგარწმუნებთ ზემოთ თქმული თეორიის ჭეშმა-რიტებაში. სულ ერთი წუთით დაგეთანხმებით, თქვენი მოსაზრების საპნის ბუშტივით გასაქრო-ბად. დაგეთანხმებით, მხოლოდ იმიტომ, რომ დაგარწმუნოთ საწინააღმდეგოში. თქვენ მიიჩნევთ, რომ ალკოჰოლი და თამბაქო მავნებელი და მტერია და თუკი ეს ასეა, მტერს არ უნდა შეუშინდეს კავკასიელი ჯიგიტი. არ უნდა დაუჩოქოს და არ დანებდეს, თუნდაც ალყაშემორტყმული. უნდა უხმო ყონაღებსა შენსა და მოსპო მტერი შენი, გაანადგურო, აღგავო პირისაგან მიწისა, ჩააქვესკნე-ლო! ჰოდა ჩვენც ვანადგურებთ, ,,ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს, ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს, ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ, მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს“! ჩემი თუ არ გჯერათ, რჩევას მოგცემთ, დასახმარებლად. დღეს, აქ, დარბაზში იმყოფება მედიცინის პროფე-სორი ნიკოკრატე გოლოვინსკელი. წარჩინებული მოწაფე და მიმდევარი დიდი ზაზა ფანსაკერ-ტელის. მკურნალობის მისის მეთოდებით, მსოფლიოს მოსახლეობის მეათედის იმ ქვეყნიდან, ამა ქვეყანას მომბრუნებელ-განმკურნებელ-მრეგისტრირებელ-ხელ-ფეხზე დამყენებელი, სულის შთამ-ბერველი და მაცოცხლებელი. მიმართეთ, ჰკითხეთ, ნაბახუსევზე, ღვინო გიშველით თუ არაყს უნდა ჩაუსხდეთ? რეცეპტს რომ მოგცემთ, ნუღარ შეაწუხებთ. რჩევასთან ერთად ნაყენს - ნიკო-ზენეკა-ნიკოზერმიცინს, როცა გადმოგცემთ პატივცემული ბატონი პროფესორი, მადლობა უთხა-რით, რომ დოზა არის ერთი და არა ორი და მკურნალობის კურსი არის ფრიად სწორი. ნაყენს  სასი-ცოცხლოს, როცა მიიღებთ, მიირთმევთ, იგრძნობთ, რომ გეშველათ? დრო აღარ დაკარგოთ, წადით და იყიდეთ! კურთხევას გაძლევთ არქიმანდრიტი აბიათარი, მოძღვარი ფრიად განსწავლული, გა-დამრჩენი და მოამაგე ჯიშის ქართულის. პატივსაცემი კაცი, დიდებული, მუდამ სამების ეკლესიასა შინა მდებარი, სამების მადლით განათლებული და ეკლესიის წინამძღვარი. ყოლიფერ ამის მერე, ჰავლაბრელნო, ვერელნო, მთაწმინდელნო, სოლოლაკელნო, მეფის მიმინოს და თავისუფალი ხო-

28
 ხოხობის, აგრეთვე შველის შთამომავალნო ქალაქელნო, სისხლ-არაყ-ღვინო-კონიაკ-შამპანურის 
უკანასკნელ წვეთამდე, ნერვის ბოლო გრამამდე, თვალების დათხრამდე და ყურების დაფსებამდე ამთვისებელნო, ფიცი დადეთ, რომ იბრძოლებთ თავდაუზოგავად და თავგანწირულად, პატრიოტ-ულად, ქართულად და ძალიან არა, ძაან ჯიგრულად! უთანასწორო და უსწორმასწორო, მაგრამ სამართლიან ამ ომში.  ჩვენი საქმე სამართლიანია, ჩვენ გავიმარჯვებთ! სწორედ ამიტომ განვაგრ-ძობთ ბრძოლას ალკოთობაქოს ბარბაროსი სამეფოს წინააღმდეგ, ბრძოლას რომელთან შედარებით ვლადიმირ მრისხანეს და ვოლდემარ გოურკვეველის ომობანა ბავშვობის დროინდელი ქალაქობა-ნაა.
ნიტა. აუუუუუ, როგორ მიყვარდა ქალაქობანას თამაში ბავშვობაში!  გახსოვთ ქალაქობანა, როგო-რი უსიმპატიურესი, ჭკვიანი, ერუდირებული, ზრდილობიანი და საყვარელი თამაში იყო? ზოგა-დად არაჩვეულებრივი, ადამიანური, გადარეულად მშვიდი და ბავშვური ბავშვობა გახსოვთ, სოციალური ქსელების და იმ ქსელებში გახვეულ-ჩახვეულ-შექსელებულ-ჩაქსელებულების და ამ ქსელებისგან გამოქსელებულების, WI-FI-ს და TIK-TOK-ის გარეშე? თფილისურ, ქალაქურ და არავითარ იტალიურ და არც სხვისალიურ, თფილისურ ეზოებში… და არ დამიწყოთ აქ, ეხლა, იტალიური. მშობლების გაუთავებელი ძახილი - ამოდი, ან შემოდი, სართულის მიხედვით და გაუთავებელი ხვეწნა-მუდარა, ცოტა ხანი ვიქნები რა! ეს ცოტა ხანი როგორც წესი, გვიან ღამემდე გრძელდებოდა. ჩვენი კლასობანა და რეზინობანა, ბიჭების ფეხბურთი და ომობანა, ლახტი, კოჭობანა, წრეში ბურთი ანუ ,,კრუგ ოი, ლაფტა“, ბომბა, ხიდობანა, ,,ბრის ილი მიაუ“, ვისი სული გსურს? თქვი ვიდრე ყველას ბოლომდე და გუნდურად ანუ კოლეხტიურად ამოგვაძრობენ დაჩირქებული კბილივით და ამოგვხდიან სულს. ამის პატრონმა რა ქნას? ამ ქვეყნის, უპატრონო ქვეყნის, თავად საჯიკებელმა პატრონმა, თავად უპატრონო პატრონის საპატრონებელმა ხალხმა რა ქნას? როგორ უპატრონოს ქვეყანას, თავად საპატრონებელმა? როგორ უპატრონოს, როცა არ აპატ-რონებინებენ? პატრონა იხალოს შუბლში?.. მაშინ, XX საუკუნის ყველაზე საშინელ იმპერიაში, სსრკ-ში  პანღურებით შეტენილ უპატრონო ,,გრუზიაში“, ქვეყნასაც ჰყავდა დამპყრობელი და მოძალადე პატრონი, ადამიანსაც, ფრინველსაც, ცხოველსაც, ტყესაც და ზღვასაც, დიდსაც და პატარასაც, სახლ-ეზო-ქუჩა-უბან-ქალაქსაც და თქვენ წარმოიდგინეთ დაცარიელებულ-დაცლილ სოფელსაც. სოფლიდან ქალაქად ჩამოსულ კაცს ერთი სული ჰქონდა, ქალაქში მოსაგვარებელი საქმეები დრო-ზე მოემთავრებინა და შინ დაბრუნებულიყო, მიწისთვის მიეხედა. არ აკლდა საქართველოს ქარ-თული არაფერი - კახური ღვინო,  გურული ლობიო, იმერული მჭადი, მარგალъური ელъარჯი, ახალციხის კარტოფილი, ქართლის კიტრ-პომიდორ-ხილი, სვანური კუბდარი და ზოგადად ქარ-თული არაფერი არ აკლდა, არც სიყვარული და პატივისცემა, არც სულიერი და არც უსულო, არც ადამიანი და არც გონება, არც განათლება და არც ცხონება. უსასრულოდ და გაუთავებლად გრძელ-დებოდა უდარდელი და უზრუნველი, ადამიანური, გადარეული, ბავშვური ბავშვობა. გაშეშობანა, პაროლობანა, ორდროშობანა, დედაშვილობანა და სიყვარულობანა. ბუქტარ-ბუქტარ-ბუქტარ-ბე-აბელ-კაბელ-კუმანე-ინკლი-ბინკლი-გრამაცინკლი. სნიპ-სნაპ-სნურე-პარე-პაზა-ლურე-კრეკს-ფეკს-პეკს-ქუხს-ჭექს (სამივენი მონაცვლეობით აგრძელებენ მეტყველების სავარჯიშოებიდან ფრაგმენ-ტებით). ექიმობანა და სხვა უამრავი რამობანა, განსაკუთრებით კი დახუჭობანა-დაჭერობანა. ოოო! ეს ორი უსერიოზულესი და ურთულესი თამაში გადამეტებულად და ნამეტნავად უყვარდათ, მა-შინ ჯერ კიდევ მომავალ და ამჟამად უკვე მოქმედ, ფუნქციურად უფუნქციო ჩინოვნიკებს. არ მით-ხრათ, რატომ მაინც და მაინც ეგ ორი და ან რაზე ატყობდი, რომ ეგ ორი და ჩინოვნიკი რომ გახდებოდაო? კოჭებზე ვატყობდი ქალბატონებო და ბატონებო, მუხლებზე, ტერფებზე, წვივებზე, ბაყვებზე, ხელის და ფეხის გულებზე,  ბავშვობაში უკვე არ არსებულ სულებზე და გულებზე, მა-ჯებზე, იდაყვებზე, შუბლზე და კეფაზე, დაუკრეფავში სურვილის კრეფაზე, დეფექტურ, მოდები-ლო ჰაბიტუს-ფიზიონომიებზე, მუდმივი პირ-ველობის წყურვილზე და სადისტურ მიდრეკილე-ბებზე ეტყობოდათ. წარმატებულად იმალებოდნენ და იხუჭებოდნენ როგორც წესი. ახლა ხალხს როგორც ეხუჭებიან და ემალებიან, ე, ზუსტად და თლა მასე, აპა?! ქალაქური ეზოების დახუჭ-დაჭერობების ,,შკოლა“ რომ არ ჰქონდეთ გავლილი, ვერ დაემალ-დაეხუჭებოდნენ ასეთი დიდი მონდომებით და წარმატებით ადამიანებს, ვერ დაიჭერდნენ წინა და მომდევნმორბედებს, წამ-სვლელ-მომსვლელებს, უდანაშაულო დამნაშავეებს, მწიგნობრებს და ნიჭიერებს. ვერ ააშენებდნენ ერთ სულ მოსახლეზე ბევრსაკნიან და უთვალავვარსკვლავიან ჰევროსტანდარტების შესაბამის 

29
დრომოწიდაზოებს, ანუ დროებითი, ხანგრძლივი, მუდმივი, წინასწარი და გაუთავებელ-დაუმ-თავრებელი მოთავსების იზოლატორებს, სამჯერადი უფასო კვებით, უფასო სამედიცინო მომსახუ-რებით, უფასო კომუნიკაციებით და უფასო სულიერი გარყვნა-გახრწნა-გათახსირება-განადგურე-ბით, სულის ამოხდამდე და გაძრობამდე,  მოყვარის თვალის გასახარებლად და მტრის გულის გასახეთქად. ქართველები ხომ სხვების გულის გახეთქვაზე ბევრად უფრო მეტს ზრუნავენ, ვიდრე საკუთარი სულის სიმშვიდეზე და ცხონებაზე? რაკი ამ მშვიდობა-აფორიაქებულ-შეშფოთებულ ქვეყანაში ვართ და ლამაზი ბავშვობაც გაგვახსენდა მისი ყველა სიკეთობანათი, ერთი შემოთავა-ზებ-იდეა მაქვს ყმაწვილებო.
დათო. ბრძანეთ დეზდე.
ნიტა. მოდი, ვიდრე ზოგიერთები არჩევნებ-მთავრობობ-დეპუტატობ-მინისტრობ-გუბერნატორობ-გამგებლობ-პოლიცმაისტერობ-მავნებლობანას, ანუ ზოგადად სახელმწიფობობანას და სხვა უამრავ მარაზმობან-სადო-მაზოხისტობან-მავნებლობ-ბოროტობ-არგადარჩენობ-უსაქმურობანას თამაშო-ბენ, ჩვენ ერთი სერიოზულ-პატრიოტული თამაში - სამშობლობანა ვითამაშოთ.
მინდია. ეგ არასოდეს მითამაშია, რა თამაშია, ან როგორ უნდა ვითამაშოთ?
ნიტა. ვერასოდეს, ვერავინ ითამაშებდა, ეს წუთია მოვიფიქრე, იმპროვიზირებულად.
დათო. რა წესები აქვს თამაშს ან გამარჯვებული როგორ ვლინდება ან წაგებული ვინ რჩება?
ნიტა. წესი უმარტივესი და ისეთივე პრიმიტიულია, როგორც მრავალცვალებად-გარდამავალ-გარდმომავალი ე.წ. მთავრობები. თითოეული ჩვენთაგანი მივმართავთ სამშობლოს - რისი გაკე-თება შევძელით ან ვერ შევძელით მისი პროგრესის და განვითარებისთვის, რას ველოდით მისგან და რა მივიღეთ მაგასაც ვეტყვით. იმასაც გავარკვევთ, როგორი შეიძლება იყოს სამშობლო, როგორი გვინდა იყოს. რას, როდის და როგორ ვაკეთებთ და თუ არ ვაკეთებთ, რატომ არ ვაკეთებთ, რა გვიშლის ხელს და ფეხს კეთებაში, იმისთვის, რომ იყოს უკეთესი. უკან არ წავიდეს ,,ზადნი ხოდით“115 რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ  უკეთესი იყოს... რაც შეეხება მოგებულ-წაგებულს, მაგას თამაშის მსვლელობისას გავარკვევთ გონივრულ ვადაში და შეშლილ დროში, მაგრამ შედეგი თავიდანვე ცნობილია - იმ ქვეყანაში, რომელმაც მოკლა ილია… მოგებული ომშიც და მშვიდობა-შიც, ცაშიც წყალშიც, ხმელეთზეც და მიწის ქვეშაც იყო არის და იქნება მთავრობა. წაგებული - ყველგან და  ყოველთვის იქნება ხალხი, რადგან მას ველური სურვილი აქვს განიცადოს - კ რ ა ხ ი ! ნებისმიერ ეპოქასა და ქვეყანაში. ვერ შეცვლის ამას ვერც 1X ვერც X2, ვერც მეტი კუთხური და ვერც ნაკლები გოლი. 
დათო. შენი კრეატიული ინოვაციაა სამშობლობანა და შენ დაიწყე, მიმართვა სამშობლოსადმი. გაგ-ვაცანი თამაშის წესებს და მერე ჩვენც უკვე მოთელვაგავლილები და ,,საკაიფოდ მოხოდილები“ შე-მოგიერთდებით  ,,სისტრიჩკა“.116
ნიტა. დღიდან მისი არსებობა-არსობისა, გონიერ-უგონო-ყოფიერ-ცნობიერებისა დედაკაცი იყო მამაკაცის გზამკვლევი და მამოძრავებელი ძალა საქართველოში.  
დათო. აი ეხლა სუსკაც დეზდეჯან, ,,ა ტო მოლნია ტელეგრამასა ვგლიჯამ ჰევროსაიუზის“ 117  არ-გაპედერასტებულ მამაკაცთა გაფრთხილება-დაცვის  კამისარიატში და ,,ოონის“ კაცთა უფლებების ,,ზაშჩიჩაიუშჩი“ კანტორაში. თუ იწყებ, დაიწყე ჯანა. 
ნიტა. სიამოვნებით. დაშათფდით ყმაწვილებო, მოთმინება მოიკრიბეთ და ისმინეთ! ჩვენი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის და კულტურის მქონე, მრავალტანჯული სამშობლო, შთამომავ-ლობის წინაშე უზომოდ, შეუფასებლად და დაუფასებლად დამსახურებული და პირნათელი ჭაღა-რა მოხუცია. დაუმსახურებლად და დაუფასებლად უსინდისოდ, უპატრონოდ მიგდებულ-მიტოვე-ბული, სოციალურად დაუცველი, მათხოვრული პენსიით და ერთჯერადი დახმარებებით. ამიტომ მას ბოდიშის მოხდით, თავდახრით, კდემით, მოკრძალებით და მოწიწებით, თქვენობით უნდა მივმართოთ მისი ასაკიდან, რეგალიებიდან და წოდებებიდან გამომდინარე. (ფეხზე დგება). თქვენო უდიდებულესობავ, უმაღლესობავ, უმშვენიერესობავ, უბრწყინვალესობავ, შუილნი თქუ-ენნი ფრიად ცოდვილნი, უძღებნი და ნაძალადევი იძულებით უსაქმურნი, მოგმართავთ  უმორჩი-ლესი თხოვნით: დაგვრთოთ ნება, მოკრძალებით მოგახსენოთ ტკივილნი, წუხილნი და ფიქრნი, ზრახვანი ჩუენნი, ჩადენილი შეცდომების აღიარება-მონანიება-განხილვა-განსჯის და კოშმარულ-ჯოჯოხეთური ლაბირინთიდან გამოსვლის მიზნისთვის, პროგრესის და უკეთესი მომავლის ქმე- 

30
დებისა და ჩადენისათვის. გვისმინეთ თქვენო უდიდებულესობავ, ჩვენო ,,ტანჯულო და მტანჯვე-ლო“, ყველავ და ყველაფერო. განგვსაჯეთ და დიდსულოვნად მოგვიტევეთ ცოდვანნი ჩუენნი ნებ-სითნი თუ უნებლიეთნი. ვცადოთ გარკვევა, რატომ და რისთვის დაიწყეს ერთმანეთის განადგურე-ბა, ხოცვა-ჟლეტვა, ღვთისმშობლის წილხვედრი მიწის, ვახტანგ პირველი გორგასალის და ერეკლე მეორე უკანასკნელის შთამომავლებმა. ვინ, რატომ, რისთვის და როგორ ააბნია და დაბინდა გონება მათი. სად მდებარეობს დღეს  ნიკოფსია და დარუბანდი? როდის დაიწყო ეს გარკვეული გაურკვევ-ლობა, რად არ მთავრდება? რა იყო მისი გამოწვევის მიზეზ-საბაბი? შაურმა უფრო წვნიანია თუ ბროწეულიანი უფროა ქებაბი? ჩემის ღრმა რწმენითა, უფრო უღრმესი ფიქრებითა და გუმანითა, ერთ არც თუ ისე მშვენიერ დღეს, სოციალ-დემოკრატიულ-ბალშევიკურ-მენშევიკური წარსულის შმორით და ზინზლით აქოთებული, აწმყოს ჩირქგროვით გატენილი და შეკრულობის გამო ექს-კრემენტებისგან დამძიმებული, გაბერილი, ხელფეხშებორკილი, მიჯაჭვული და კრიჭაშეკრული, არწივთა, ირემთა, ჯიხვთა, მტრედთა საბუდარი, ჩვენი აკვანიც და საცხედარეც, მისაღებიც და გასასტუმრებელიც, დუქანიც და დახლიც, საძინებელიც და ფეხსადგილიც, რუკაზე ჯერ კიდევ მყოფი და რადარიდან ჯერ გაუმქრალი, საქართველოდ წოდებული საბრიყველო, ჩრდილოელი ,,სტარში ბრატ“-ის118 მფარველ-მზრუნველობისგან გატანჯულ-დაღლილ-მიტოვებულ-უპატრო-ნოდ მიგდებული, ტრაგიკულად  ბრწყინვალე წარსულით, დრამატულად კოშმარული აწმყოთი, ჩაბნელებული და უპერსპექტივო მომავლით, ცხრა მთასა და ათი ზღვის იქითიდან ჩამობრძანე-ბულ ჰაფრო-ჰამერო-ჰაზიურ და კავკასიურ რევიზორებს, ორ ზღვას შუა და მრავალი მთის გა-სწვრივ მდებარე, საომარი, სათარეშო, საჯიჯგნელო, სადარდელო, ნაირფერთავიანი, მომრავ-ლებულუცხოელიანი, მრავალპარტიულ-მედიურ-არასამთავრობოულ-სქესარეული, სუფთა ,,ხიმი-ით“ გაბუჟებული, აცეტონის ,,სამოგონით“119 გაბრუებული, გვარიანად ჩაკაიფებული და აზროვნე-ბის ზონიდან გასული  დახვდათ თფილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში… ,,ვინ-მე მესხი მელექსე“ გაპოეტებამდე საკონსტრუქტურო ბიუროს ხელმძღვანელობდა ვიღაც რაღაცოვიჩის XXXI ავიაქარხანაში და ისეთ სასწაულ საავიაციო მოდელებს ,,შორუ“ და ,,რუშო“ ქმნიდა, რომე  მსოფლიოს წამყვანი ჰაერმზიდნი ერთმანეთს ასწრებდნენ, მათ შეძენას. დოუფასდა დიდ შოთას პაწა შრომა და ქე დააარქვენ მისი სახელი ,,ლიოტნი“120 კანტორას. ამ კანტორის გარდა, ტრადიციული, ქართული, გიტარა და ჩქარი ტაში, ოვაცია, ბისი-ბრავო, გამართული იყო ფოთის პორტში, საფიჩხიაზე და ბალახვანში, ბათუმის ბულვარში, ლარსის საბაჟოზე, წითელ ხიდზე და დიდუბის და ორთაჭალის ავტოსადგურებში, მუშტაიდის, მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინის გზის ბაქანზედ და მრაუალთა სხუათა ადგილთა ზედა და შინა! ნებისმიერი ლოქეიშენიდან ანუ ადგილიდან დაწყებული და არსად დამთავრებული - დარუბანდიდან ნიკოფსიამდე ისხდნენ აბო-რიგენნი, სვამდნენ სამშობლოს სადღეგრძელოს აერწინაღებიდან, ,,შპილიკა ბასანოშკებიდან“, ლამ-ფის შუშებიდან, ,,კრაზის პაკრიშკებიდან“, ,,კასტრულებიდან, კურუშკებიდან“, კიდო რაცხეები-დან, შვილების ,,გარშოკებიდან“121 სვამდნენ კი არა შთანთქავდნენ, ღვინოს და არაყს, აყოლებდნენ მწვადს, ხინკალს, ხაშლამას და ხიზილალას, ძვალ-რბილში გამჯდარი, აუტანლობამდე გახრწნილი და დაჩირქებული ტრადიციისამებრ ღრეობდნენ და მღეროდნენ.
დათო და მინდია ერთად. რაც კარგები ვართ, ქართველები, ვართ, მთელი მსოფლიოს დამტყვნე-ლები ვართ!
დათო. მტყუანის დედა მო…მეფეროს თავზე და მტყუანის მამას შე…ვეხიდე ალკოჰოლის განად-გურებაში. დალოცვილი, ვაზი, ,,ყურძენი, ღვინო ალავერდი, თან მოგვდაგამს ოდით, მაგრამ ქარ-თველ კაცს დღემდე ვერავინ უწოდა ლოთი“.122 დღეს? ,,რა გითხრა, რით გაგახარო?“, მრავალტან-ჯულო, ცხრა საუკუნედაპყრობილო და ოკუპირებულო, სოციალურ-ფიზიკურ-მორალურ-მატერი-ალურ-მილიტარისტულ-ტვინუალურად და კიდევ მრავალნაირად დაცარიელებულ-გამოფიტუ-ლებულ-დაუცველო სამშობლოვ ჩემო? ან შენ რას მეტყვი, რით მანუგეშებ? არ მითხრათ სოციალუ-რად დაუცველი და ასე ყოველმხრივ უპატრონო, სამშობლო როგორ იქნებაო? მერწმუნეთ არის, ისე როგორც მისი მოსაყლეობის უმრავლესობა - მშიერ-მწყურვალია, შიშველ-ტიტველია, ობოლ-მიუ-საფარია, არ იცის რა გააკეთოს, მავნებელი და მახრჩობელა კრედიტები, როგორ დაფაროს? გასაყიდიც აღარაფერი აქვს, აღარც მთა და ზღვა, აღარც ტყე და ტბა, აღარც მდინარე და ხიდი, აღარც წყალი და ჰაერი. სხვა კი არაფერია სოციალურად დაუცველობა? დაუცველია და უპატრონო. 

31
ჩემსავით, თქვენსავით, იმათსავით მეტროს ვაგონებში რომ მღერიან ან დადიან საწყალობელის, სავედრებელის ხმითა და ტონითა გაჰკივიან: (სამივე მუხლზე იჩოქებს). კეთილნო ხალხნო, წუთისოფლის მგზავრნო, დეიდებო, ბიძიებო და ბევრნო სხვანო, დაგვეხმარეთ, თქვენი ყველაყისა ჭირი ჩვენ! 
მინდია. ჰოდა, ამ უპატრონოსა და  დაუცველსა, მაღალნი მთანი არა, მაღალნი ჩინიანნი, მაღალნი განა გონებრივადა, სულიერადა ან ფიზიკურადა, მაღალი თანამდებობრივადა, თანამდებობითა თვისითა  ამაღლებულნ, აღზევებულნი, აღმატებულნი, რადგან მაგათი ერთადერთი ამამაღლებელი და განმასხვავებელი ნიშანი ,,კრესლო და მაშინაა“,123 სხვა არაფერი გააჩნიათ, ჰოდა ამ გონებრივად და სულიერად უქონლებსა და უპოვრებსა, მაღალ ,,ნაჩალნიკებსა“124 ეს სოციალურად დაუცველი სახელმწიფო საიმედოდ იცავს, ბევრი ათასიანი შავი ჯავშანვუვუპიპიე-ბითა და მაღალანაზღაურებადი ,,ლიჩნიკებითა“125 ამ დაცვა-თავდასხმაში, შავი პიპიები ,,იასნია“126 რატომაც, ძალიან შავად აქვთ საქმე იქ მოკალათებულ ჯეელებსა, მაგრამ ა ემ ,,ლიჩნიკებსა“ ხელფას-ბონუსებსა თქვენა და მენა რატომ ვუხდით, ანუ ბიუჯეტიდან რათა ჰკვებამენ, ჩემთვის ისეთივე აუხსნელი ჰამბავია ჩემმა მზემა, რავარც ქმედებანი მათნი არნახულნი, არსასმენნი და ართქმულნი. ეს საიმედოდ დაცული ჯეელები, საიმედო, საოცნებო და სანეტარო საქმეებსა ჰქმნიან, არქიფო-აბელივით. მეიგონენ, მათგან დოუცველი და იზოლირებული ხალხიზა იმედი და ოცნება სახელად ჰევროკავშირი და ნატაშა, რომელთა ,,კარ-აკოშკა ოჩენ ატკრიტია“127 ჰოდა ,,ნაროდუ გავარიატ, სკორო ბუდეტ ზემნოი რაი“.128
დათო.  ,,პოსლიკ, ტოჩნად“ 29 ვიცით, რომ ჩრდილო იმპერია და ვოლდემარ მრისხანე ოკუპანტია? თუ ოკუპანტები არიან, მაშინ ,,ზაჩემ ვ მაგაზინახ ,,ჟიგულევსკოე პივო ა ვ ტელეფონახ ,,ბილა-ინ“?130 სორე ლოგიკა?131 თუ მტრის წისქვილზე წყლის დასხმა, ქართული დედ-მამა-ბებო-პაპური-ჯიგრული პონტია, ბედნიერნო და კმაყოფილნო უგონობითა, უვიცობითა, უქონლობითა, უომო-ბითა? ხომ მშვიდად ბრძანდებით? მშვიდობა თქუენდა დანო და ძმანო, გეორგიანნო, გიურჯნო, გრუზინნო და იშვიათად, ზოგჯერ, ხანდახან, ეტიკეტისთვის და ზრდილობისთვის მცირედად  ქართველნოც!  მშვიდობას გაუმარჯოს, თქუენსა ქუეყანასა ზედაც და ქუედაც, შინ და გარეთაც ქართუელნო! მშვიდობა თქუენდა ხალხნო და ჯამაათნო, ქართულოვანნო, ყუელა კონტინენტისა, ქუეყნისა, მხარისა, ოლქისა, ღუბერნიისა, მაზრისა, ოკრუგისა, ქალაქისა, სოფლისა ქართუელნო!  ამაყნო და ამპარტავანნო, ბრიყვნო და ფლიდნო, მცონარენო და უსაქმურნო, გაუტეხელნო და მო-უდრეკელნო, საუკუნეთა განმავლობაში - ჯოს-ჯოს-ჯოს! - ძახილში გაბრუებულნო, საქართველო-ში ომი არ არის, ეს არს მთავარი! არ არის ომი და მშვიდობის გეშინოდეთ! მშვიდობას გაუმარჯოს და იმ ბრძენკაცებს, ვინც ომს აგარიდათ და მშვიდობა გიქმნათ! კაცთა, ფრიად განსწავლულთა და გარდამავალთა, კაცთა, რომელნიც ომს გარიდებენ, ყველგან, ყველაფერს, სადაც უნდათ და როცა უნდათ მაშინ იღებენ, ყველაფრისაგან მუდამ გიცავენ, მშვიდობიანად და აუღელვებლად გჭამენ და გსვამენ, მშვიდობიანად გხრავენ და გღრნიან, მშვიდად გყიდიან და გიყიდიან სახლს და ქონებას, ოჯახს, გონებას, ჯოჯოხეთურად გრყვნიან და გხრწნიან, ომი არ არის რაც მთავარია, სხვა ყველაფე-რი ასატანია, ჰოდა თქვენც იტანთ კარგა ხანია, ყიზილბაშსა და ფერადკანიანს, აბდულას, ბილლის, ხორხეს, ვანიას, ომი არ არის რაც მთავარია! სტაბილურად ვართ დიდი ხანია, წინ-წინ მივდივართ შეუდრეკელნი. კურსით პროგრესის, განვითარების, წინსვლის და უკან არდაბრუნების. მივდი-ვართ ,,შორად, შორად, ცის დასავალსა“, ვიტყოდი სხვასაც, ბევრსა, მრავალსა, მაგრამ ბავშვებთან ძლიერ ტეხავსა. მივდივართ წინ-წინ, ვართ მარადის მოძრაობაში და ის ხალხი ვართ, რომელიც არასოდეს ჩერდება და მიდის, წინ-წინ მიდის, სად? რატომ? როგორ? რისთვის? აზრზე არ არის, ომი არ არის, ეს არს მთავარი! 
მინდია. და ხალხი მიდის დატბორილ გზებით, 
ნიტა. დამეწყრილ მთებით,  
დათო. სისხლგამშრალ ტბებით. 
მინდია. სინდისგაცრეცილ მდინარეებით. 
დათო. ვიწრო ქუჩებით, მძიმე ჰაერით. 
მინდია. ნაგავმოყრილი, თავზე დაფსმული ორღობეებით. 

32
ნიტა. მაზოხისტური დაპირებებით, რჩევებით - ხტომა-გამოქანების, მიჯირყვნების და ბედნიერე-
ბის.
დათო. ყანწთა რისხვანი, რკინის მკვნეტელნი, სამარხვო ჩაქაფულის მწარმოებელნი, მიდიან წინ, წინ, უდრეკი გულით, სულით, ვახშკანტორიდან ვალად აღებულ ფულით.
მინდია. ქვეყანა ვითარდება და ბედნიერდება, ფეხზე ჰკიდია, რომ კი არ ენძრევა, უკვე ისეთი დან-ძრეული აქვს, ხვალ პერსპექტივაც აღარ ექნება. 
ნიტა. პატრიოტულად, ოპტიმისტურად, ქართულად ხალხო, ფრიად ჯიგრულად, შეხედეთ სა-კითხს პოზიტიურად. საკითხთან ერთად პრობლემასაც და ადამიანსაც! 
დათო. მიირთვით ღვინო, ხაშლამა მიაყოლეთ, ბანკის კრედიტი, მეზობლის ვალი, უნიტაზს გააყო-ლეთ. ნუ ღელავთ, იბერია მალე გაბრწყინდება, ყველაფერი, ქართულ ჯიგრულ პონტში იქნება! ღვინო ჩაცეცხლეთ და ზედ მიაცეცხლეთ მწვადი ან ღომი, ბედნიერ იყავ საქართველო, არ არის ომი! არ ცვივა ბომბი…
 
მონაცვლეობით იწყებენ სიმღერას, თითო ფრაზას მღერის თითო, მერე სამივე ერთად მღერის და სიმღერის ბოლოს ცეკვავენ.

ტანკი... ჭურვი… ნაღმი, 
12 პუნქტი, 13 ზალპი, 
ომი წასულა, სადღაც გაპარულა,
აქ ვერაფერი იპოვნა ავსულმა,
რას იპოვნიდა, ან რას ნახავდა, 
როცა ქვეყანა ჭკუიდან გადადგა?!.
გაყიდა ყველაფერი, არგასაყიდველი,
სინათლის, გაზის, წყალის მრიცხველი.
მთები, ტყეები, მდინარეები,
ზღვები და ტბები, ადამიანები.
მთლად გააჩუქა და გაასხვისა
მრავალტანჯული ქართული მიწა.
აჭარა - თურქეთში, კახეთი - სპარსეთში,
ხევი - ჩრდილოეთში, სამცხე - ჰაესტანში,
ჰერეთი-საინგილო - ჰაზერბაიჯანში,
ჰურიის წყევლა იყოს თქვენს ჯანში.
ყიზილბაშ-რუსები, აფსუა-ოსები,
სეპარატისტიტები და ბარბაროსები
მომრავლდნენ თფილისში ვითარცა კალია,
ქვეყნის მისახედად არავის სცალია.
როდის დამთავრდება ეს უბედურება,
ამას არავინ, არსად გვეუბნება.
სად გვეტყვიან ან როგორ გვეტყვიან?
კატასტროფულად დაყლევდა მედია.
ხალხი აიყოლა, სადღაც გაიყოლა,
ყელი გამოჭრა და ჩააქვესკნელა.
მთავრობის წასულის, მთავრობის მოსულის
ყველას ქმედებაა ბარბაროსული.
რა დაგიშავეთ თქვე ჩემისებო?
ნაკელის სოუსში ამოგლესილებო.
მტარვალნო, ტირანნო, უვიცნო, უგნურნო,
ეშმაკის რქებზე და ფეხებზე მიბმულნო,
დაუმთავრებელნო, გათახსირებულნო.
გისმენთ და გიყურებთ, გლოვით, ვაი-ვუით,
ოკუპანტებო ,,დავაი ნა ხუი“!
არ გქონდეთ ოჯახში ხვავი და ბარაქა,
რა დაგიშავათ თფილის ქალაქმა?
რატომ ამახინჯებთ და კლავთ წამებით?
სატანის ნაშიერნო როდის დამთავრდებით?
როდემდე გითმინოთ ქვეყანამ ტანჯულმა?
თქვენი საზიზღრობით მიჯირყვნილ-ჯვარცმულმა.
,,ვაგონი მიჰქრის“ და დრონი მიდიან,
არავინ იცის ხურმა რა ხილია.
თოკი წვრილია, თუ ძაფი მსხვილია?
რამდენჯერ უნდა მოკლათ ილია?
პირველი ძნელია, მერე ადვილია?
რით ვერ გაძეხით ხალხიჭამიებო,
ქურდებო, მკვლელებო, სატანის ნაშიერნო, 
ჭკუიდან გადასვლას ცოტაღა გვიკლია,
წადით… აახვიეთ… თავში ქვა გიხლიათ!

მინდია. როგორც ცხონებული ბებიაჩემი ანიჩკა იტყოდა, თავში, ქვასთან ერთად, მუცელში სამარ-თებელიც გიხლიათ და სარიც გითხრიათ, პალოც, შუბიც, შამფურიც და ზოგადად ლეიყრილიც. აუუუუ, რას მოგიხდებოდათ ზოგიერთებს ლეიყრილი. იცით მეგობრებო რა არის ლეიყრილი? მაშინ გაგანათლებთ. ხალხური გადმოცემის თანახმად, უწინ თავისუფალ სვანეთში - იფარის და უშგულის თემებში იყო ასეთი სასჯელი - ლეიყრილი - სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის, პალოზე წამოცმა, შამფურზე ან შუბზე გაკვრა.
ხმა რეპროდუქტორიდან. რეკავს მანჩო მასწი. 

დათო დგება, მიდის ტელეფონის ჯიხურთან და ყურმილს იღებს.

დათო. გისმენთ მანჩო მასწ. კომონტ ვა ტუ მა შერ?132
ხმა რეპროდუქტორიდან. გერსამია, ვის აშაყირებ შე არასამეგრელებელო მეგრელო და სამეგრე-ლოდან არ გამოსაშვებელო და არსად არ შესაშვებელო, არ ამომიყვანო, თორემ ფრანგულს კი არა ქართულსაც დაგავიწყებ და მეგრულსაც სქანი გოლუაფირო.133 რა ამბავში ხართ მანდ, მთელი ეზო ზანზარებს.
დათო. ჩვენი ეზო კი არა, სრულიად მსოფლიო ზანზარებს მანჩო მასწ. კორუფციასთან და ტერო-რიზმთან  ბრძოლაში. 
ხმა რეპროდუქტორიდან. გერსამია, შენი საშაყიროც გავხდი? ლოთობთ დილიდან?
დათო. როგორ გეკადრებათ, მანჩო მასწ, ქართველი კაცის ლოთობა ვის სმენია, ვის უნახავს? ,,ყურძენი, ღვინო ალავერდი, თან მოგვდაგამს ოდით, მაგრამ ქართველ კაცს დღემდე ვერავინ უწოდა ლოთი“ კარგად მოგეხსენებათ, როგორც ფსიქოლოგს, ჩვენი სულისა და გულის ექიმს, რომ ჩვენი წმიდათაწმიდა, პატრიოტული მოვალეობიდან და მისიიდან გამომდინარე, სამშობლოსთვის გულანთებულნი მოხუცნი ყმაწვილნი ინტელექტუალურად ვანადგურებთ ალკოჰოლს, თანაც რა საჭიროა, ამდენი შფოთი, ხომ წმინდანია ალალი ლოთი?!
ხმა რეპროდუქტორიდან. გერსამია, არ ამომიყვანო, თორემ ისეთი აღშფოთებული შეშფოთებით მიგაშათშფოთებთ, ვერსად გამასწრებთ ცოცხლები შენ და შენი ლოთი ძმა, ვერ გიშველით ნატოს ჯარი და სამშვიდობო მისიის გვარდია, ვერავინ და ვერაფერი.
დათო. მობრძანდით მანჩო მასწ, სტუმარი ღვთისაა, თანაც ერთ სერიოზულ საქმეში გვჭირდება
თქვენი დახმარება.
ხმა რეპროდუქტორიდან. ალკოჰოლის განადგურებაში?
დათო. როგორ გეკადრებათ, ომი რა ქალის საქმეა? სამშობლობანას ვთამაშობთ და თქვენზე უკეთ ვინ გვეტყვის, ,,ს ჩეგო ნაჩინაეტსია როდინა“?134 სად ვიყავით, სად ვართ, რატომ და რისთვის? ან სად მივდივართ თუ უკვე არსად, უკვე მივედით და არ გვეუბნებიან, სიხარულისგან გული რომ არ გაგვისკდეს?

34
ხმა რეპროდუქტორიდან. რა დალიეთ ბიჭო ამისთანა, რა სამშობლობანა? 
დათო. ახალი თამაშია მანჩო მასწ, ავთენტურ-ექსკლუზიურ-ინოვაციურ-კრეატიულ-იდენტიფი-ცირებულ-გლობალური სტანდარტების შესაბამისი, ნიტას ნამოქმედარია.
ხმა რეპროდუქტორიდან. ნიტაც აიყოლიეთ?
დათო. ეჰ, მანჩო მასწ, მანჩო მასწ, ეს ის ნიტა აღარ არის. დილიდან ჭიქა ვერ გავაშვებინეთ ხელი-დან ორმა კაცმა.
ხმა რეპროდუქტორიდან. გერსამია, მართლა ამოვალ და ვაი შენ და ვუი იმის პატრონს, გვერდს რომ გიმშვენებს მანდ. 
დათო. ნიტაზე ჰუბნობთ, მანჩო მასწ?
ხმა რეპროდუქტორიდან. არ გასწორდების კუდი ძაღლისა, არ გათეთრდების ყორანი. კუზიანს სა-მარე მაინც ასწორებს და შენ და იმ ჩემს ერთადერთ საგანძურს ვერავინ და ვერაფერი. თქვენი გამ-სწორებელი და გამასწორებელი ჯერ არაფერი შეუქმნია კაცობრიობას. მოვდივარ და ვისზე ვუბ-ნობ, გაჩვენებთ. 

დათო ყურმილს კიდებს და ავანსცენაზე გამოდის.

დათო. ეჰ მანჩო მასწ, მანჩო მასწ, რატომ არიან თქვენნაირი ადამიანები ძალიან ცოტა და სხვანაირები ,,დო ზადნიცი, ი ბოლშე“?   ბალღობაში სიგარეტს გიმალავდით, ჯეელობაში ღვინის ბოთლებს, ,,ბორჯომის“ ბოთლების ჩაბარებით აღებული ფულით, რომ ვყიდულობდით ღვინოს, იმ ღვინის ბოთლებს. აღარც ბალღობა-ჯეელობაა, აღარც ბოთლების ჩაბარება, აღარც დასამალი და აღარც არაფერი დასალომბარდებელ-დასაგირავებელ-გასაყიდი. უჩვენოდ გაყიდეს ყველაფერი, ჩვენიც და სხვისიც, მაგრამ არა თავისი.
ნიტა. (ავანსცენიდან ელაპარაკება მაყურებელს). ეს უსაყვარლესი, უსათნოესი და უარისტოკრატუ-ლესი ქალბატონი, ახლა რომ დარეკა, (ხელით მინდიასკენ). ამ ვაჟბატონის დედა გახლავთ და ჩვენი მასწი ისტორიის. ისტერიკამდე რომ არ მიეყვანათ ამ ვაჟბატონებს, შატალოებზე თვითონ უშ-ვებდა, ამათაც და ბევრსა სხვასაც. გაუტკბათ ბიჭებს მანჩოს ლოიალობა და მფარველობა, მისგან უჩინრად დაიწყეს გაკვეთილიდან ათესვობანა და გაპარებობანა.
დათო. მანჩო მასწის ისტორიის გაკვეთილებიდან შატალოზე წასულები, საქართველოს ისტორიის მუზეუმში მივდიოდით გალავინსკზე. კდემით და სიამაყით ვათვალიერებდით თითოეულ ექსპო-ნატს. განსაკუთრებით, დიუსელდორფში, 1981 წლის 13 მაისს თფილისის ,,დინამოს“ მოგებულ ევ-როპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასთან ვიდექით დიდხანს, ისეთი სახეებით, თითქოს ჩვენ გაგვეტანოს იმ მატჩში ვლადიმირ გუცაევის და ვიტალი დარასელიას ნაცვლად ორი მოსაგები გოლი. მაშინ იყო უკვე საქართველო ევროპაში. მანამდეც, დიდი ხნის უწინ. არ გამოვსულვართ ბა-ტონო-ტოვარიშჩ-მის-მისტერ-ფროილაინ-ჰერ-ფრაუ-სინიორინა-სინიორ, არც მე და არც მადამ ნი-ტა, არც მისტერ მინდია და მით უმეტეს სორბონა დამთავრებული მადამ მანანა ჰევროპიდან. სხვაგან არსად შევსულვართ და მოდი კარი ღიააო, რომ მეუბნები, სად მოვიდე? მაგ ღია კარში დიდი ხანია შემოვედი, იმდენად დიდი ხანია, რომ აღარც მახსოვს, როდის მოვედი და თამადადაც გიზივარ სუფრასთან, უბრალოდ შენ არ გეუბნებიან, გული რომ არ გაგისკდეს სიხარულის და ბედ-ნიერებისგან… ჰევროპულად ითმინა მანჩო მასწმა, ზურგში ჩაცემული ლახვარი, მის დაუკით-ხავად ეს ჩვენი გასეირნებები მისი გაკვეთილებიდან და რომ გაუწყდა მოთმინების ძაფი და აევსო ფიალა, მინდიას მამა ,,შკოლაში“ დაიბარა.
მინდია. თითქოს არ იცოდა, მაგის ,,დელეცი და ცეხავიკი“135 ქმარი ,,შკოლაში“ მომსვლელი რომ არ იყო.
ნიტა. მინდიას გასამართლებისთანავე აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის უსაყვარლესი მოწაფე და უამრავი მოწაფის უსაყვარლესი მანჩო მასწი სკოლიდან გაუშვეს. ,,სასიკვდილო შენ ხარ მხო-ლოდო“... თვენახევარი იყო სასწავლო წლის დამთავრებამდე დარჩენილი და იმ თვენახევრის დას-რულება არ აცადეს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს. ოთხი კლასი, რომლებსაც მანჩო ასწავლი-და გაიფიცა. ბავშვებმა ხმამღლა და პირდაპირ უთხრეს დირექტორს, მანჩო მასწის გარდა სხვა მას-წავლებლის გაკვეთილზე არ შევალთო. ამ ოთხში ერთ-ერთი მანჩოს სადამრიგებლო, X კლასი იყო, 
რომლის მოწაფეებმა, მანჩოს მინდიასთვის ციხეში შესაგზავნი სურსათ-სანოვაგის ფული შეუგრო-

35
ვეს. მანჩომ სახლიდან იფრინა დამწყები ქველმოქმედები, მაგრამ მოუსმინეს, ან მოისვენეს? ოთხი წელი ყოველ თვე ურიცხავდნენ ბარათზე მინდიას არც თუ ისე მცირე თანხას... 
დათო. ახპერ-ჯან, რაიო, რა ჩანგლების გაყრა სვანეთშიო, რაცხა ვერ გევიგე, პატრული?

იწყება სვანური მუსიკა, რომელიც ფონად მიყვება მონოლოგს.

მინდია. რაიო და ხალხური გადმოცემის თანახმად, უწინ თავისუფალ სვანეთში - იფარის და უშგულის თემებში იყო ასეთი სასჯელი - ლეიყრილი, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის. ლეგენდების და ხალხური გადმოცემის მიხედვით იფარის თემის მცხოვრებმა გივო გულბანმა აზ-ნაური გელა დევდარიანი შეიფარა, რომელსაც იფარელთა ბატონობა და მემამულეობა სურდა. ამ-ბის შეტყობისთანავე თემმა შეიპყრო გულბანი და პალოზე წამოაცვა. ეს თქმულება მყარდება ხალ-ხური სიმღერით: ,,ფისიანი იყოს მთლიანად გივო გულბანი, გელას ბოღრეშში მოყვანისათვის“. ასეთივე გადმოცემაა, უშგულის თემშიც, ძმებ რატიანებთან დაკავშირებით, რომლებმაც ადგილობ-რივი ეკლესია გაძარცვეს. თემის განჩინებით ისინი დანაშაულის ადგილას დასაჯეს, ეკლესიიდან გამოტანილ შუბზე წამოაგეს. შორეულ წარსულში, სვანეთში ასული კაცი, გაიგებდა ხალხში ნათქვამს წესრიგის დამრღვევთა მიმართ: დამნაშავე ლე იყრილის ღირსია! ლე იყრილი პალოზე წამოცმას ნიშნავს. დამნაშავე ლე შემფურელის ღირსია! ლე შემფურელი - შამფურზე წამოგება. დამნაშავე ლე ლეშების ღირსია! ლე ლეშები - შუბზე წამოგება. რაფერ მოუხთებოდათ ზოგიერთ წამსვლელ-მომსვლელებს ლე იყრილ-შემფურელ-შუბელები ან ლე ბორკილ-ლე ჯაჭველები მა-ინც?! რას იტყვი ,,უვაჟაემი პუბლიკ“?136

მონოლოგის დროს ჭერიდან ჩამოდიან გომბეშოები, რომლებიც სცენაზე ცეკვავენ, ცეკვის დროს ნიტას, დათოს და მინდიას ხელებზე და ფეხებზე ბორკილებს ადებენ, პალოზე, შუბზე, შამფურზე აბამენ და სცენიდან გაყავთ. გასვლისას შუბზე გაკრულ დათოს მაყურებლისკენ ატრიალებენ.

დათო. თუ ბი ქონთინუდ...137

                                                                                  ფ ა რ დ ა.

                                                                   I მოქმედების დასასრული




















36
                                                                      II მ ო ქ მ ე დ ე ბ ა

                                                                             ა გ ო ნ ი

  სცენის სიღრმეში, ზეწარზე, ანტიკური თეატრის ნანგრევების ფოტოა გაკრული. კულისებიდან გა-მოდის 12+1 არტისტი - ქორო. თითოეული კითხულობს ლექსის ერთ სტრიქონს.
  
                                                                             ქ ო რ ო

გამარჯვება და მშვიდობა თქუენდა, კიდევ ერთხელ და 
მრავალგზის მშვიდობა და გამარჯვება თქუნედა! 
აქ ბრძანდებით და არ წახვედით, არსად რაკი,
ე.ი. გჯერათ, ჩვენი ნათქვამის, აქ მოსმენილი, 
მითებ-ლეგენდებ, იგავ-არაკის.
კვლავ მოგვისმენეთ, ნათქვამნი ჩუენნი
გაიაზრეთ და განიხილეთ.
,,არასდროს არ გთხოვთ ნათქუამნი ჩუენნი
გულს დაიბეჭდოთ“, ერთს გეტყვით მხოლოდ -
დრო მოვიდა, აზრზე მოხვიდეთ, 
ქუეყანა თქუენი საოცარი, ფანტასტიური, გადაარჩინოთ, 
თავრობა მისი - ავაზაკური, კაცთმოძულე და 
ხალხიჭამია გააკონტროლოთ, ორთავ ლოყაში
დაუნდობელად გაულაწუნოთ, 
ხმამაღლა უთხრათ - ,,ეი, ავსულო, კმარა! გეყოფა!
მორჩი ქმედებას, შენსა მავნებელთ,
გააგრძელებ და არ გეღირსება ჩუენგან შენდობა“!
ამისა თქმისა და ქმედებისა, შემდეგ სალოდნელია,
მოშიშეობით, რუდუნებით, შესათხოვარით,
ვქმნათ საქმე ბევრი სასიკეთო, სწორუპოვარი.
ვესტუმროთ ბევრთა და მათზე მეტთა,
შინ ვუმასპინძლოთ, ოღონდაც საზღვარს
არ გადავიდეთ კეთილზომიერს.
პირმოუბარნი ნუ დავურღვევთ 
თვალებს სიმშვიდეს, ნურცა წავიგდებთ
ენას გრძელად, ნურც წავიმჩატებთ,
ცუდმადობაა წესი ეგე - ზიზღის მომგვრელი.
ნურცა დათმობას დავივიწყებთ, თუმცა მიგვჭირდეს,
სიტყვადიდობა არა ჰფერობს ძალ-დამცრობილსა“, 
ქალს ბოზად ქცეულს, კაცს დაპყრობილსა,
ხალხს მიჯირყვნულსა, გათახსირულსა,
მომსახურების ზონიდგან გასულს,
არავინ უწყის, ვისთან სად, როგორ და რატომ წასულს?!!?...
აღარ დავბრკოლდეთ, აღარ შევყოვნდეთ,
ქმედებების და საქმის კეთების
ჟამი მოვიდა და დადგა უკვე!
ნაქართველარნო, თქვენს გვარ-ჯიშზე 
რად მესისხლეობთ? წმიდა ფრინველად
ითქმის განა ჩიტთა მძიძგნელი?
ქმედებით თვისით ამაზრზენით და საძაგელით?
რომელი ქუეყნის ელჩად მოსულებს მზაკვრულ ფიქრებით

37
რომელ ამალას ეთაყვანებით და ქედს
უხრით მდაბლად და ესალმებით? 
მდიდრულ, ბრწინვალე
ბარბაროსული სამოსით მოსილთ,
სტუმრის დახვედრა პატივითა და
პურ-ღვინითა, ოდითგან იყო,
ადათი-წესი, მენტალიტეტი
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ი!
გადამთიელნო, გაღმაწყლიელნო, 
ავაზაკური, ბოროტი ზრახვით,
ურცხვად, უტიფრად, თახსირი ფიქრით,
განადგურების ქართვლის სურვილით,
ჩუენსა ალაგსა რაკი მოდექით,
თავად გვაუწყეთ, რა გნებავთ, 
რა გსურთ? რა გშიათ, ან რა შხამი გწყურიათ?
რისთვის მოხვედით?
ნება გეძლევათ გაბედულად გაგვესაუბროთ,
რამ შეგაწუხათ, რატომ მოხვედით და 
რა გნებავთ, უნდა გვაუწყოთ,
რამეთუ ჩუენ ვართ, ამა ქყუენის
ტაძართა მცუელნი, სტიქაროსანნი და 
კუერთხოსანნი, ქუეყნისა ამის ჭირისუფალნი, 
დღისა და ღამის გამთენებელ-დამღამებელნი,
მშობელნი, შუილნი, ამა ქყუენისთვის სიკეთის მქნელნი,
ქმედებით ჩუენით დამაშვრალნი და მოამაყენი.
თქუენ სდგახართ, სდუმხართ, თქვენსა მზერაში
გეორგიანნი ვხედავთ ზრახვათ ფრიად მზაკვრულთა,
ხმა ამოიღეთ ურჯულონო და შაიტანნო, 
თქვით რას აპირებთ? წილხვედრს ღმრთისმშობლის
ჯართად აბარებთ, ნაწილებად, შლით, 
მეორადებში გაიტანთ, თუ 
ე რ თ ი ა ნ ა დ   ს ა ხ ლ შ ი   წ ა ი ღ ე ბ თ?!!?...138    

ბოლო სტროფზე იწყება სცენის დაბნელება და ქორო სცენიდან გადის. დარბაზი ნათდება და სცე-ნაზე ეშვება შავი ფარდა, განათებულ დარბაზში ისმის დილის საარი. სინათლე ძალიან ნელა ქრება და სცენაზე ფარდის წინ გამოდიან ბაია & სალამურა, რომლებსაც ეტლით მოჰყავთ ცუკერშტაინი. არტისტები თავს უკრავენ მაყურებელს და იწყებენ სიმღერას. 

                                        თფილისი ჯერ წაბილწეს
                                        და მერე დაარბიეს,
                                        ვეღარ ვხედავთ ქალაქში 
                                        თავისუფალ სარბიელს.
                                              
                                                             ვფიქრობთ და ვერ გავიგეთ,
                                                             სადაური წესია,
                                                             ვინც აქამდე კვნესოდა,
                                                             ისევ ისე კვნესიან.

                                                             ქუჩებს აფართოებენ,
                                                             ვაი ასეთ სიფართეს,

38
 იქ ქართველებს ვერ ვხედავთ,
 ვხედავთ უცხო სიფათებს.

  ქუჩებს აფართოებენ,
  ასწორებენ იწროებს,
  ქუჩებს აფართოებენ,
  სული შეავიწროეს.139

ცუკერშტაინი. ასის წლის წინათ დაწერა ეს შესანიშნავი ლექსი, თფილისის ტრუბადურმა, გენია-ლურმა იოსებ გრიშაშვილმა და მაშინდელ ოკუპანტ კოლეხტივნი ჯეელებს უთხრა - ჩემო კოლეხ-ტიურებო, სულს ნუ მივიწროებთ, სხვა ალაგი იპოვნეთო. ეჰ, პაპა სოსო, გაცხონოს ღმერთმა, მოგისმინა ვინმემ? არ დეიჯეროთ! იგივეს გამეორება რომ გვიწევს ახალი გუნდებად გადატრანს-გენდერებული კოლეხტიური ჯეელებისადმი არა უშავს? მე ბევრს ვფიქრობ და ბევრს ვეძებ კოშმარიდან გამოსავალს, ვერ ვპოულობ და არ ვიცი აქ ყოფნა სჯობს თუ (ხელით წრეს ატარებს ჰაერში) იქ წასვლა? ჰოდა დრო რომ არ დავკარგოთ, ფუჭ ფიქრში და უსარგებლო ძიებაში, თავ-სატეხის ამოხსნა-გამთელებაში, დახმარება უნდა ვთხოვთ ხალხსა. კეთილშობლთ, განათლებულ, ნიჭიერ ახალგაზრდათა, რა თქმა უნდა ვეტერანთაც. ამ საჭირო საქმისათვის გენიალურ კვარტეტს ვუხმობ, ხალხსა ფრიად განსწავლულსა - ორ კეთილშობილ ბანოვანს და რაინდებსა მათსა ზღაპ-რულსა. ერთსა აქტრისასა, ორს აქტიორსა და აღმზრდელსა მათსა, შესანიშნავსა, უსაყვარლესსა მანჩო კონსტანტინოვნა მასწსა.

ფარდა იწევა. სცენაზე მაგიდასთან სხედან ნიტა, დათო, მინდია და მანჩო მასწი.   

ხმა რეპროდუქტორიდან. ქალბატონებო და ბატონებო, ულამაზესი, უსაყვარლესი, უნიჭიერესი და
უსათნოესი ქალბატონი მანანა სურმავა.
დათო. ჩვენი ისტორიის მასწი და მინდიას დედა! არ ვიგინები მანჩო მასწ! ,,ტემ ბოლეე,140 მეჯვა-რის დედას როგორ შევაგინებ, გადამრჩენელსა ჩვენსა.  ბეწვზე და სულზე მოგვისწარით მაშველად, სასწრაფოსავით. 
მანანა. რა გჭირთ, ამისთანა უსაშველო და უშველებელი ჩემი გადასარჩენ-საპატრონებლები რომ ხართ, ბაღნობა-ბოვშობიდან?
დათო. ზუსტად მაგის გარკვევას ვცდილობთ მანჩო მასწ - რა გვჭირს? ,,გაგვიიასნეთ“141  როგორ მა-ახერხეს გიურჯებმა ესა, ასეთ შესანიშნავად ატავისტურ და პირველყოფილ მდგომარეობაში რომ არიან დღესა?
ნიტა. მანჩო მასწ, რა შავ და კუნაპეტ დღეებში, კვირეებში, თვეებში, წლებში საუკუნეებში ვიყა-ვით, ვართ და კიდევ კარგა ხანს ვიქნებით, ეგ კარგად ვიცით, მაგრამ რატომ ვართ ამ დღეში ეგ არ ვიცით და გარკვევას ვცდილობთ, გამოსავალს ვეძებთ. დაგვეხმარებით, რაფერც ბაღნობაში?
დათო. ,,ტაკიე ვოპროსი ზადაიოშ დეზდეჯან ცავატანემ, ნევოზმოჟნო, ნეუდობნო ი დაჟე ოჩენ სლოჟნო ოტვეტიტ, კლიანუს ჩესტნოე სლოვო“142
მანანა. არც ისეთი ,,ნეუდობნი და სლოჟნია“.143 მოთმინებას თუ მოიკრებთ და მომისმენთ, გეტყ-ვით, რატომ გვჭირს ის რაც გვჭირს, საუკუნეების განმავლობაში.
დათო. ისეთი გასუსული სიჩუმე იყოს, ბუზის გაფრენაც რომ არ ისმოდეს და კოღოს ბზუილიც.
მანანა. გერსამია ეგ ენა, რომ არ გქონდეს, ან ყვავი წაგიღებდა, ან ის მელია, ყვავს ყველი რომ გა-აგდებინა. კითხვა დამისვი და პასუხი თუ გაინტერესებს, მომისმინე, გეტყვი, რომ ჩაირთე ქართუ-ლი ე.წ. მედიის ,,სთარივით“.
დათო. დავსუსკაცდი მანჩო მასწ. თუ გნებავთ დამსკოჩეთ აი! (პირზე ხელს იფარებს).
მანანა. დიდხანს მომიწევს ლაპარაკი და გეყოფათ მოთმინება?
ნიტა. ბრძანეთ მანჩო მასწ. ამ ორი ალკოსოფოსის ყბედობას, თქვენი მოსმენა ასმაგად მირჩევნია. გაგვანათლეთ შვილნი თქვენი უვიცნი და უგნურნი.
მანანა. კეთილი. სრულიად ნათელი სურათის და ამომწურავი ინფორმაციისთვის ცოტა შორიდან  

39
დავიწყებ, რატომ იყო და არც იყო, როგორ იყო… უხსოვარი დროიდან, ანუ ბერძენი იასონით დაწ-
ყებული, XXI საუკუნის ოციანი წლებით ჯერ კიდევ გოუთავებელ-დოუმთავრებელი ექსპედიცია-ლაშქრობებით, წარღვნასავით მოვარდნილ, გადამთიელ, გაღმაზღვიელ, გამოღმაოკეანიელებს აღ-მო-დასავლო-ჩრდილო-სამხრო დამპყრობლებს, ოკუპანტებს, მონადირეებს, მეთევზეებს, მეზღვა-ურებს, სოვდაგრებს, მოგზაურებს, მაკედონელებს, აღებს, შაჰებს, იმპერატორებს, მათ უდიდებუ-ლესობებს, უმაღლესობებს, უბრწყინვალესობებს, როდოსელებს, სტრაბონებს, ტურნეფორებს, შარ-დენებს, პოლოებს, დიუმებს, პუშკინებს, გავრილოვ-ლავროვ-ივანოვ-პეტროვ-სიდოროვებს, ჩეკის-ტებს, კომუნისტებს, ფაშისტებს, სოციალისტებს, სხვა მრავალფეროვან ისტებს, ჰიუკალებს, აბდუ-ლებს-მუსტაფებს-ხონთქრებს-შეიჰებს ერთადერთი მიზანი ამოძრავებდათ - მეტი სარგებელი მიე-ღოთ მცონარა და ნაცარქექია ხალხის სასწაულად მდიდარი ლანდშაფტიდან და ის ლანდშაფტიც წაეღოთ ხურდაში თავიანთი გაუმაძღრობის და გიურჯთა ნაცარქექიობის გამო. იმდენი საუკუნე ძარცვეს და არც თუ იშვიათად, თავად ქართველებს, ფაქტიურად აჩუქებინეს ყველაფერი პა-პუასებივით, ბრჭყვიალა სამაკაულების, ფოჩიანი კამფეტების და იმპერიული ჩინ-ორდენ-მედ-ლების სანაცვლოდ, რომ აღარაფერი დარჩათ დღევანდელ ბარბაროსებს აქაურებისთვის წა-სართმევი და აქედან წასაღები XXI საუკუნის დასაწყისში. გიურჯი არ გაუფრთხილდა თავის მიწას, გააპარტახა, გააჩანაგა, გაასხვისა, გააჩუქა, გაყიდა, გაარაღაცა და მიწა გაექცა გიურჯს, დაწყევლა. გიურჯი რისი გიურჯია ვინმეს რამე შეარჩინოს და წყევლა-გინება შეირჩინოს. ჰოდა არ დარჩა  ვალში, ხურდა დაუბრუნა, წყევლა მიუბრუნა, ხელი შეუბრუნა, გადაბრუნდა და დაიძინა. არ მახ-სოვს რომელმა ფილოსფოსმა თქვა - ყველა ძილი პატარა სიკვდილია, სიკვდილის გენერალური რეპეტიცია, სიკვდილი კი აუცილებელი გარდაუვალი კანონზომიერება, რომელიც მოდის მაშინ, როცა სასიცოცხლო წვენები გამოიწურება და ამოიწურება. ჰოდა ამოიწურა და გათავდა გიურჯის სასიცოცხლო წვენები. უსაქმურობასა და ღრეობებში 800 წელზე მეტი გაფლანგეს ქართველებმა უსიყვარულოდ და უფრო მეტიც, საშინლად სამწუხაროდ და საუბედუროდ, სიძულვილით იც-ხოვრეს რვა საუკუნეზე მეტი. აბელ-კაენიზმით აღვსილ-გავსილ-დაპყრობილ-შეპყრობილებს სძულდათ ერთმანეთი, მათი მამოძრავებელი ძალა, მექანიზმი, კანონი, თეორია, პრაქტიკა, წყენაც და სიხარულიც, საწყისიც და სასრულიც, საერთოდ ყველაფერი იყო სიძულვილი. ,,თავს დაანგრი-ეს ბანია“ მუხრან ბატონს, მის ბანს სხვა ბატონების ბანიც, სახლიც, მამულიც, კრუხ-წიწილა-ქათა-მიც მიაყოლეს, თავად ბატონებიც გაისტუმრეს იქ, საიდანაც აღარ ბრუნდებიან, სიძულვილი გაიხა-დეს ცხოვრების მიზნად და წესად.144 აბა ყველამ ერთად, სასწრაფოდ ყველა ხმაში, პირში, ბრუნვაში შევიძულოთ ერთმანეთი. ერთი, ორი, სამი! 

ფეხზე დგებიან სამხედრო მწყობრში და ყველანი ერთად აბრუნებენ სიტყვას - სიძულვილი.

მანანა. მე მძულხარ
მინდია. შენ გძულვარ,
ნიტა. ის გვძულს,
დათო. მათ ვძულვართ, 
ყველანი ერთად მონაცვლეობით მაყურებელს. თქვენ გძულვართ, იმიტომ რომ სიმართლეს გეუბნებით. ყველას ვძულვართ, იმიტომ რომ, არასოდეს არავის არ უყვარდათ ისინი, არც მათ არ ჰყვარებიათ არავინ, რამეთუ ვერ იტანენ სიყვარულს!
ცუკერშტაინი. მარტო თქვენ არა. ყველას, ყველა სძულს. მე ვერავის ვერ გიტანთ! პირველ, მეორე, მესამე პირში, შვიდ ბრუნვაში პოლიფონიურად, კაკაფონიურად, მამაპაპურად, ტრადიციულად, პატრიოტულად, ქართულ ჯიგრულ პონტში ფრიად ეროვნულად მძულხართ. სიძულვილს გაუ-მარჯოს და ვახტანგა შალითურის ხსოვნა იყოს, ქართული სიძულვილის დამფუძნებლის, მამის და პაპის, ზოგიერთების სეხნიის!
მანანა. სიძულვილი დროთა განმავლობაში ადათ-წესებში, ხასიათში ზნეში, ჩვეულებაში გადაუვი-დათ ქართველებს. შეიძულეს ყველა და ყველაფერი. ადამიანები, ფლორა და ფაუნა, შრომა, ხვნა-თესვა, თოხი და ბარი, ვენახი და ბოსტანი, შეიყვარეს ნგრევა და ომი, ბრძოლა, მსხვრევა, მტვრევა, განადგურება, გაჩანაგება, გაპარტახება, მხარ-თეძოზე კოტრიალი, გაბრუებულებმა ბოდიალი და ამ
ორომტრიალით მოიარეს მელბურნი და მონრეალი. უსაქმურობის და მცონარობის, უგუნურების 


და უვიცობის, უსინდისობის და თავხედობის ნაზავის, ნანატრ და სანუკვარ მორევში მაზოხის-ტური სიამოვნებით ჭყუმპალაობენ და მიდიან სულ ქვევით, ქვევით, დაბლა და დაბლა. მაზოხის-ტურ სიამოვნებას ღებულობენ, დაცემისგან, ვარდნისგან, გარყვნა-გახრწნისგან. არასაჭიროები, ზედმეტები გახდნენ, იმიტომ რომ ყველა და ყველაფერი სძულთ, ყველასი და ყველაფრის ეში-ნიათ, ყველას და ყველაფერს გაურბიან და ემალებიან. სიძულვილმა და უპატივისმცემულობამ გაუცნობიერებლად, ბუნებრივად მიიყვანა სოციალურ სუიციდამდე და იატაკქვეშეთში წავიდნენ რადგან, მათ ლპობამდე დაჩირქებულ სამეფოში საუკუნეთა განმავლობაში მყრალი რევოლუციები ხდებოდა. მონარქიიდან ათეიზმში კი არ გადავიდნენ, გადაირბინეს ელვის სისწრაფით, როგორც ქუჩის ერთი ტროტუარიდან მეორეზე. ბელადიზმის განუკურნებელი ვირუსით შეპყრობილნი ისეთ მარაზმში ჩაიძირნენ, რომლიდანაც არათუ ამოსვლა, ამოყვინთვა, ამოყურყუმელავება, ამო-ტივტივებაა შეუძლებელი. საუბედურო და ველური კოშმარია, მაგრამ ამ მოცემულობაშია ყველა, ვისაც უნდა და არ უნდა.145
მინდია. ჩქიმი-დედიჩემი, ანუ ჩემი დედა, არ ვიგინები მანჩო მასწ, იმედია ნებას დამრთავს მეცა ვსთქო ჰაზრი ჩემი, სულ-გულის, ჯიგრი ყაურმის და კუჭმაჭის ტკივილი, ,,ვეკ ვოლი ნე ვიდაწ“!..  ,,ჩქიმი გლუბოკი უბიჟდენიით“ 146 ამ ყველაფრის თავიც და ტანიც, მანჩო მასწის და დეზდეს შორე-ულ წინაპარში უნდა ვეძებოთ. მედეასაგან ძღვნად მიიღეს ელადელებმა კოლხეთის მთავარი სა-განძური - ოქროს საწმისი და დაიწყო ტრადიციის გააგრძელება-გაფართოება-გაღრმავება-მოდერ-ნიზება, ჰევრო-ჰაზიო-ჰაფრო-ჰამერო და კიდევ უფალმა უწყის რაჯანდაბერო-მაფიოზერო სტან-დარტებზე მორგება. ქართველს ძალით კი არ ართმევდნენ, ნებითა თვისითა ყიდიდა ლატენტუ-რად ან აუქციონზე ყველას და ყველაფერს, ,,ჰამერის“ და აიფონ 14 საყიდლად, მეზობელ-მეგობარ-ნათესავის გულის გასახეთქად. მშვენივრად იცოდნენ აგი ამბავი დამპყრობლებმაც და კეთილმო-სურნე მეგობარ-პარტნიორ-დაქალ-ძმაკაც-ბარბაროსებმაც. იმ ბარბაროსებმა საუკუნეთა განმავლო-ბაში გაიტანეს და წაიღეს ყველა და ყველაფერი. აღარ დარჩა აღარც მიწა და ცა, აღარც მდინარე და ზღვა, აღარც ჰაერი და წყალი, აღარც ვენახი, ბოსტანი, ყანა და მდელო, ეჰ, მამულო საყვარელო, სანატრელო საწყალობელო, აღარც ჩაკრულო, აღარც ხორუმი, აღარც ბიჭვინთა, აღარც სოხუმი, აღარც არტისტი და ფეხბურთელი, აღარც პოეტი და მხატვარი, აღარც ცოლი და აღარც მეძავი, აღარც, აღარც, აღარც, არაფერი და აღარც არავინ. 
დათო. მანჩო მასწ, ამ გენიალური, ტრიუმფალური და ისტორიული ჰამბების აღსანიშნავად, კავკა-სის ძირში გავშალოთ კარავი, დავცეთ ბუკი და დავცხოთ ნაღარა, დოუაროთ განდაგანა, ვიმღეროთ ძილისპირული და იავნანა, ერო ჩემო ბედნიერო, სიბრიყვითა შენით ბრძენო, სიმახინჯემდე მშვე-ნიერო რომელ მხარეს შეგაქანა? 

მღერიან ყველანი ერთად.

ბატონების ბაღშიაო, იავნანინაო,
თეთრი თუთა ასხიაო, იავნანინაო,
ჭალას ვიყავ, ჭალა ვნახე...
ვერხვი ვერხვსა ეხვეოდა...
შავ-თეთრი ზღვიდან წამოვედით
შვიდი ძმანი, შვიდი დანი,
შვიდ სოფელს მოვეფინებით, 
შვიდ სოფელს დავცემთ კარავსა,
ვაჩუქებთ პლანეტას ჩუენსას
ქალთა და ვაჟთა მრავალსა...

სიმღერა უცბად წყდება.

მანანა. იმიტომ რომ, როგორც უშესანიშნავესმა ბატონმა ნოდარ დუმბაძემ ბრძანა: ,,უამრავი ნაკ-ლის მიუხედავად, ქართველს ისეთი თაკარა გული და უმზესი სული აქვს, მთელს მსოფლიოს 

41
გადასწვავდა კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და არ აშოშმინებდეს“.147
მინდია. ჩამაასხით ვაზის ცრემლები შევსვათ გიურჯთ ბედნიერების. თქვენს ბედნიერებას გაუმარ-ჯოს გიურჯნო, არნახულ, არსმენილ, ართქმულ, საიმედო, საოცნებო და უზღაპრულეს ბედნიერე-ბას კაცობრიობის ისტორიაში. იყავით ბედნიერნი თქვენი არარაობით, არაფრობით, სიცარიელით, უგუნურებით და უვიცობით. სიცარიელის ბედნიერებაში იყავით, უშიშნი ვითარცა უხორცონი, უსისხლონი, უძარღვონი, უძვალონი, ურბილონი, უსინათლონი, უწყლონი, უბუნებრივაირონი, უჰაერონი, უჯიგრონი, ამაყნი და თავაწეულნი, იმიტომ, რომ ყელამდე კი არა - ვაიმე შვილო, სა-დამდის? - შუბლამდე და შუბლს ზევით ბრძანდებით, გეოპოლიტიკო-ისტორიო-ფილო და ფულოსოფიურ - ნაკელში, ნეხვში, კურკლში, ცურცლში და კაცობრიობის ყველა არქეოლოგიურ და  ისტორიულ ექსკრემენტში, მაგრამ არავინ გეუბნებათ, არც გეტყვიან, გიფრთხილდებიან სტარტე-გიული პარტნიორები და გულშემატკივარი მეგობარ-მეზობელ ჰემზარ-ლომზირები. გიფრთხილ-დებიან, გული რომ არ გაგისკდეთ თქვენი აბსოლუტური ბედნიერების სიხარულისგან. გიფრთ-ხილდებიან, ჰოდა ფრთხილად იყავით! კარგად და უძრავად ბრძანდებოდეთ. სდექ! არ გაინძრე! გასანდგურებლად-გამანადგურებლად-განადგურებაზე-განადგურებამდე გესვრი! დადეეეეეეეეექ! 

მწყობრად დგებიან.

დათო. ფეხზე ადგომით, მრავალწამიანი დუმილით, თითოც დავლიოთ, პატრულის, სასწრაფოს, სამაშველოს, ჟურნალისტების, ომბუდსმენის, ბეტმენის და სუპერმენის, სტილისტ-ვიზაჟისტ გარე-გინ-ჰეიდარ პოტერ-ოღლუს, ,,კუწიურიე“ არმან გედონიანის და დიპლომატიური კორპუსის, ან თსუ ან გეპეის, ან სხვა რომელიმე უნივერის პირველ კორპუსამდე მისვლამდე ან ვინმეს ან რამის მოსვლამდე. თითოც დავლიოთ და ბაჯაღლო ბეჭედში ჩასმული ბადახშის პანაშვიდიც გადავიხა-დოთ. 
მინდია. უნიტაზად ქცეული ბადახშის, მუზის, შთაგონების, სიყვარულის და მოფერების წმიდა ალაგის, პაპა სოსოს და ძია კვაჭიჭოს თფილის-ქალაქის, ზოგ-ზოგებმა, მოსაფსმელად სხვა რომ ვერ ნახეთ ალაგი. ნახეთ, მაგრამ მაინც აქ მოფსით. აღზრდა-განათლებით ხართ უადგილო ადგილას მფსმელები და ბევრი სხვა საზიზღრობის მკეთებლები. თან ,,თფილისში ხომ ყველაფერი მოსულა?“ თანაც ისე მოსულა, რომ ვინც აქ მოვიდა, სახლის გზა დაავიწყდა! შინწაუსვლელო სადა ხარ? 
ნიტა. ჰა, თქვენ ბურთიც, მოედანიც, სამსახურიც, ბონუსიც კორპორატიული და ულიმიტო ნუმე-რიც, აიფონ 41 საჩუქრად და ,,ლაგუნა ვერეც“ ხურდაში.  ისე იგრძენით თავი თფილისში, როგორც საკუთარი ორღობის ნაკელში ივლისში, როცა განსაკუთრებით სასიამოვნო, არომატულ სურნელე-ბას აფრქვევს, აყვავებისა და გაფურჩქვნისას ნაკელი. ტოლი არ დაუდოთ ერთმანეთს, თფილისი ისე გააუპატიურეთ და გააპარტახეთ, დაანაგვიანეთ და გააჩათლახეთ არც ერთ დამპყრობელს რომ არ გაუთახსირებია, არ ჩამორჩეთ ერთმანეთს, პრემიას არიგებს მერია! 
დათო.                                                  თფილისო ჩემო, ხოხობზე ძველო,
ბევრი დარდი გაქვს, საგოდებელი,
კიდონა რამდენ ხიხოს მეიტანს, 
რიკოთს გაღმიდან მატარებელი?..
მანანა. ,,სპრინტერიც“, ავტობუსიც, ,,დისქაუნთით“ გამოძახებული ტაქსიც, მოტოციკლიც, ურე-მიც, სქროლლი ანუ ხვიაც და ველოსიპედი რაც მთავარია! 
მინდია. თქვენს მოსვლამდე, ჩვენ გადავიფეკალებთ თავზე, ბოლომდე და ჩაძირვით, პოლიქართუ-ლად, მამა-პაპურად, დედა-შვილურად, სიძე-სიდედრულად, რძალ-დედამთილურად, და-ძმუ-რად, ბიძაშვილ-მამიდაშვილურად, ყველა ჯურის და რჯულის ტესტურტისტურად, ხმამაღლა, გარკვევით, გამოთქმით, ეპისტოლარულად, გრაფიკულ-ფერწერულ-მონუმენტურად და მუსიკა-ლურად. 
დათო. თითოსაც დავლევთ ამ ლამაზ და დიდებულ, მძიმე პროვინციტით შეპყრობილ-დაპყრო-ბილ ქალაქში, აღმაშენებლად სახელცვლილი, მიხაილის ქუჩის და მოგვიანებით ვორონცოვ-პლე-ხანოვის Arabian street-ად და Turkish square-ად148 გარდაქმნა-გადაკეთების ჰევროპა-ჰაზიურ-ჰაფრო

42
ჰამერიკულ-ჰავსტრალიური რეკომენდაცია-მითითებების და მოთხოვნების შესაბამისად. ერთხელ კოკისპირულად ფხიზელი მოვდიოდი პრემიერის მერე პლეხანოვზე. არაბმა ტურისტებმა მკითხეს ვისი სახელობის ქუჩააო? ინგლისურად ვუთხარ - King David Builder - და ქართულად დავაყოლე ხმამაღლა, გამოთქმით და მაღალმხატვრულად, ბალღობაში, გენიალური გალაკტიონის ლექსებს რომ ვკითხულობდით მანჩოს მასწის გაკვეთილებზე, ზუსტად ისეთი პათოსით - თქვენს წინაპ-რებს ჯიშს და დედას რომ უხნავ-უთესავდა და ამჟამად საფლავში რომ ტრიალებს, იმის სახელო-ბის ქუჩაა. იმის სახელობის ქუჩაა, ურჯულოებისგან რომ გაანთავისუფლა საქართველო 1121 წელს, იმისთვის, რომ ცხრაასი წლის შემდეგ, მის არც თუ ისე ღირსეულ, მაყუთზე გაცოფებულ და ჯართის ანუ ქონების გროვებაზე გადარეულ შთამომავალთ, მისგან თავ-პირის მსხვრევა-მტვრე-ვით, კუდამოძუებით გაბუნძულებული თიურქების შთამომავლები და ზედ მიყოლებული ჰარაბ-სპარსების ნაშიერები ზარ-ზეიმითა, ტაშ-ფანდურითა, გიტარითა და ჩქარი ტაშითა, ბუკ-ნაღარი-თა, ტრიუმფალური მარშით, დილის საარით და დუდუკის ქნარით შემოემძღვანიებინათ სოფელ კუკიის ტყის ადგილას XVIII საუკუნეში აღმოცენებულ ულამაზეს და უსაყვარლეს ვორონცოვ-მი-ხაილ-პლეხანოვ-აღმაშენებელზე. 

ყველანი ერთად მღერიან ,,დუდუკო, ჩემო ტკბილო თილისმა“. 

დათო. ასე, დუდუკით, დოლ-გარმონით, ბუკით და ნაღარით, გიტარით და ჩქარი ტაშით გაიმარ-ჯვეს ქართველებმა ბასიანში, დიდგორში, მარაბდაში, კრწანისში, ბერლინში, ლონდონში, დიუ-სელდორფში, კანში. შალახოთი შევიდნენ ევროპაში და თავი ამოყვეს… ჩშშშ! სუუუ! ხმამღლა არ თქვათ, ბავშვები და ქალბატონები არიან დარბაზში. სუუუ! სუს-ის მოსვლამდე სუსი და კრინტი არ იყოს, კედლებს, ,,კარ-აკოშკებ-პოლებ-პადვლებ-ჩერდაკებს ი დაჟე უნიტაზებსაც“149 ყურები აქვთ.
ხმა რეპროდუქტორიდან. სახელმწიფო დაფინანსების პროგრამით, ყველა ოჯახში უფასოდ რიგ-დება Fasion year-ზე150, ნაჩვენები და წარდგენილი, პირველი ლედის შექმნილი ახალი სავალდებუ-ლო სამოსი და აქსესუარები.

ჭერიდან ხმაურით ვარდება უზარმაზარი გალია, საკვების მისაწოდებელი სარკმელით და საკონ-ცენტრაციო ბანაკის ტყვეების ზოლიანი ფორმის ოთხი კომპლექტი, რომელსაც ოთხივე სცენიდან გაუსვლელად ტანსაცმლის ზევიდან იცვამს.

მინდია. ყველგან ყველაფერში გამარჯვებულო, ველური პირველყოფილი თავისუფლების და უშეცდომო აბსტრაქციული ერექციის ეპოქაში მდებარევ, ყველგან მყოფო და არსად ნამყოფო ჩემო უმრავალტანჯულესობავ, სულ გამარჯვებულო და მუდამ წაგებულო. ,,ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა“, ან შენი გამარჯვებები? იმ შენი გამარჯვებების დროს პირველი გიორგი მეორე თამარს არ სთხოვდა, მესამე დემეტრე დილეგიდან გამოუშვი, მეოთხე ერეკლესავით, მეხუთე დავითმა არ მო-აშთოსო. როცა იმარჯვებდი არც უთავო მხედართმთავრები იყვნენ ქვეყანაში, არც უგუნური მსტოვრები, არც ერთ სულ მოსახლეზე სამი ჯაშუში და ოთხი კამერა, ვიდეოც და კედლებიან-გი-სოსებიან-,,კარმუშკიანი“,151 არც ბევრზე ბევრნი შიგნაკრავნი, გარენარტყავნი, ყველგანმრწყეველ-ნი, სისხლისმსმელნი, აბორტის მსხვერპლნი, მანგრეველნი, მთხრელნი, მღრნელნი და მანადგურე-ბელნი. არ ცხოვრობდნენ აბსოლუტურად აბსურდულ-ჩაბურდულ-აბნეულ-გაბნეულ-დაბნეულ-ჩაბნეული ჟამთამწერალ-ხრონოღრაფოსების და მედიის ზეწოლის ქვეშ. არც დანომრილები იყვნენ და არც დაჩოქილები. არც დაჩიპულ-გამოჭიპულები და არც გადასილიკონ-ჩაბოტოქსებულები. არც მანქანების ნომრებს ყიდულობდნენ და არც ტელეფონების. არც ტელეფონებს უსმენდნენ, არც კედლებს და არც ერთმანეთს. არც ფული იყო ქვაკუთხედი და გადაუხრელ-მოუხრელ-გადა-უღუნელ-გადაუმტვრეველი სახერხემლო ბოძი და არც ქონება პატივისცემის აუცილებელი და საკმარისი პირობა. 
დათო. მერე ,,უცაბედად მატლი არეულა, წისქვილი უკუღმა დატრიალებულა&ქუოტ;, ყველა დედ-მამა-და-ძმა-მეგობარ-მეზობელ-ნათესავ მოხნულ-დათესილი და ათესილი, ევქსინის პონტიდან 


43
შემოცურებულა, კავკასის მთიდან ჩამოხტომებულა, აღსავლეთიდან შემოჯლიგინებულა, კიდევ ვიღაც-რაღაცა საიდანღაც გაჩითულა და დიდი, უშეცდომო, ყოვლისშემძლე ულვაშა ბელადის წინაპართათვის უთქვამთ - შენ ყმაი ხარ ჩემი, რავარც მინდა გიხმარო და იმფრად უხმარიენ რა-ვარც ნამგალი და ურო, ხალხი უხმაურო, უსაქმურო, უყველაფრო და უზნეურო. 
მანანა. მრავალნი საუკუნენი, წელნი, თვენი, კვირანი დღენნი, საათნი წუთნი, წამნი და წამებანი მათნი და ჩუენნი გაგრძელდა, ვიდრე ერთ არც თუ ისე მშუენიერსა, დამღუპველსა, მანადგურე-ბელსა, კოშმარულსა დღესა, ხმლით შემოვარდნილმა და იმ ხმლის ქნევით დაღლილმა პატარა კახმა და დიდმა ერეკლე II თეიმურაზოვიჩმა, ,,მეფემან ქართლისა, კახეთისა, მემკვიდრე-მფლო-ბელმან სამცხე-საათაბაგოსი, მთავარმან ყაზახისა, ბორჩალოსა, შამშადილისა, კაკისა, შირვანისა, მფლობელმან და მბრძანებელმან გიანჯისა და ჰერევნისა, ამჟამად სუეტიცხოველში დაკრძალულ-მან, ყოვლად უგანათლებულეს, უთვითმპყრობელეს ,,Благополучно царствующая-სა и самоудержница Всероссиис-кая-სა, Московская-სა, Киевская-სა, Владимирская-სა, и прочее и про-чее“ იმპერატორ-ცარიცასა, Великая княгиня и государыня Смоленская, Естлядская, куда-то катинс-кая и Лифлядская, Повелительницы и Государыни земли Иверской, Карталинской и Грузинских царей и прочих и прочих“,152 დიდ ხელმწიფეს, მპყრობელსა ყოვლისა რუსეთისა, ყო-ლისა  ჩრდილოეთისა კერძო მბრძანებელსა და სხუათა მრავალთა მემკუიდრეთა ხელმწიფესა და მფლო-ბელსა, მონარქობის გარდა, ტან-სხეულისა სრულყოფილისა სილამაზითა და მრუშობითა თუისი-თა განთქმულსა, ნემენცკასა სოფია ფრედერიკა  ავგუსტა ანჰალტ ცერბსტელსა, იმპერატრიცა ეკა-ტირინა ალეკსევნად წოდებულსა, რომელიც იმ ჟამს იყო იმპერატორ-ცარიცისკაია, ამჟამად ,,ცარს-კოე სელოში“ დაკრძალულსა, მისწერა უსტარი, თანაც Кნიაზ დავიდ ორბელიანოვის და Князъ Каихосро Чолокаевъ-ის153 პირით შეუთვალა - შენ დაი ხარ ჩემი,  მფარველი და პატრონი, მპყრო-ბელი და მფლობელი, მბრძანებელი, ქალბატონი, შენ კრუხი და მე წიწილაო.  

სცენაზე გამოდის საიმპერატორო კარეტა, რომლის წინ ცეკვავენ რუსეთის იმპერიის დიდგვაროვ-ნები. მანანა ავანსცენაზე გადის. 

დათო. ფრიად ესიამა შემონათვალნი და ქაღალდზედ სწერილნი, ზეპირად ნათქვამნი, მხცოვანის მეფისა, დესპან-ელჩ-დიპლო-კურიერთ წარგზავნილ-გაგზავნილ Князъ-ების, ხელ-ფეხ-ყელ-ყურ-ცხვირ-პირით ხალიჩაზედ მოკრძალებით დამხობილის და მირთმეულის თხოვნ-ვედრებ-ხვეწნ-მუდარ-მუდრეგი, ეპისტოლარულ-ვერბალურნი ქართვლისა, კრუხობისა და მფარველობისა, ფარ-თობის  იმპერიის და თვისის მფლობელ-მპყრობელობ-მორჩილების და კიდევ ბევრისის გაფართო-ების პერსპექტივა იმპერიულად მოფიქრალ-მოაზროვნ-მოქმედ-მცხოვრებ ეკატირინა ალეკსივნასა. მაშინაც უვლიდნენ მოხუცსა სხვისასა, სურვილით თვისით და ერთადერთი მიზნით – მითვისები-სა ბინისა, მიწისა, სხვა მრავალი და ურიცხვი ქონებ-სიკეთისა. ჰოდა იფიქრა დიაცმა აშარმა  გადაფარება და დაფარება, შეფარება და შეფერება სამეფოისა სხვისისა, ქმნა სამოთხისა მიწიერისა თუისთვისა და ჯოჯოხეთისა, მფარუელობის მთხოვნელისთვისა, ჯერ გადაფარებ-გადმოფარება, მერე მოფერება და შეფერება, მერე რა იფიქრა, რა ჰქმნა და რა მოხდა, გეტყვით მოგვიანებით, ნუ ჩქარობთ. 
ნიტა. ჰქმნა ეკატირინა ალეკსევნამ საქმე ლაპარაკის ნაცვლად და ,,Во имя бога всемогущего, еди-наго, в троице святей славимого,154 სახელითა ღმრთისა, ყოვლისა შემძლებლისა, ერთისა სამწმი-დაობასა შინა დიდებულისათა“, წელსა 1783-სა, თუესსა იულისსა, დღესა 24-სა წმიდა გიორგის კრეპოსტში, აღთქმულ-დათქმულ-განმწერებულ ტრაკტატსა, ,,სახელითსა ღმრთისა ყოვლისა შემ-ძლებლისა ერისა ერთისა სამწიდაობასა შინა დიდებულისათა, სრულძალმქონებლობითა მისის იმპერატორობის  დიდებულებისა ეკატირინა ალეკსივნასი და მაღალთა მენაცულეთა მისთასა, უგანათლებულესობისა მისისა, მეფისა ქართლისა და კახეთისა, მემკვიდრეთა და მენაცულეთა თვისთა ირაკლი თეიმურაზოვიჩისა რწმუნებულებმან, საგანგებომან და სრულულძალმქონებლებ-მან, მისის იმპერატორობის დიდებულებისა არმიის ღენერალ-პორუდჩიკმან, ასტრახანის ღუბერ-ნიის მხედრობის მოკამანდრემან, მისის იმპერატორობის დიდებულებისა ეკატერინა ალეკსივნას და მენაცულეთა მისთასა, დეისტვიტელნი კამერღერმა, ორდენთა მრავალთა კავალერმა კნიაზ 

44
პაველ პოტემკინმა, მეფისა ირაკლისა თეიმურაზოვიჩისა სამხედროსა მემარცხენე სპასპეტმა კნიაზმა თავადმა იოანე კონსტანტინოვიჩ ბაგრატიონმა, ქართლ-კახეთის მეფის ეშიკაღსაბაშმა და ყაზახის მოურავმან, მისმა უგანათლებულესობამ  თავადმა გარსევან ჭავჭავაძემ, მანდატურთუხუ-ცესმა მოაწერეს ხელნი და დასხნეს ბეჭედნი თუისნი ერთგულებისა, და-ძმობისა, ამხანაგობ-მეგო-ბრობ-დაქალობ-ძმაკაცობ-სიყვარულ-მფარველობისა და ნებაყოფლობითი მონობისა! 
მინდია. ,,ტრაკტატ-დოღოვორ-კანტრახტ-პრიღოვორითა“ ამით, ,,უგანთლებულესობა მისი მეფე ქართლისა და კახეთისა ირაკლი თეიმურაზოვიჩი ჰყოფდა ფიცითასა აღთქმასა ერთგულობასა ზე-და მისისა იმპერატორობის დიდებულებისასა, თვითმპყრობლისა ყოვლისა რუსეთისასა და აღსარ-ბასა მფარუელობისა და უზენაესისა ხელმწიფებისა იმპერატორთასა მეფეთა ზედა ქართლისა და კახეთისათა“.155
დათო. მისის იმპერატორობის დიდებულებისა და მაღალთა მენაცულეთა მისთასა ყოვლისა რუსე-თის თვითმპყრობლისა აღთქმულ-დათქმულ-განწერებულ-მოწერილმა რატიფიცირებულმა ტრაკ-ტატმა, თვალ-ყელ-ყურ-ცხვირ-პირიდან ტრაქეის ჩავლით და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გავლით, 1801 წელსა შობითგან ქრისტესით, ათმეთორმეტე დღესა ენკენისთვისა, მესამესა წელსა მეფობისა ქართლ-კახეთის უკანასკნელისა მეფისა - ერეკლე თეიმურაზოვიჩის ძისა - გიორგისა, 190 წლიან 
არომატულ, კალორიულ, სურნელოვან და გემრიელ ტრაკ…ტატში ამააყოფინა თავი სრულიად გი-ურჯისთან-გრუზიის ყველა მკვიდრსა… 
მანანა. ერთმორწმუნე კრუხმა ფრიად დაიფარა პატარა და საყვარელი წიწილა, დაიცვა, ამოიცვა, გა-დაიცვა, ჩაიცვა და დაიხურა, მოეფერა სულითა და ხორცითა თუისითა, შეიფერა და უთხრა: ჩემი 
ხარ, რასაც მინდა გიზამო და… მოაშინაურა, მოათვინიერა, დაატყვევა, დაკლა, გაპუტა, შეტრუსა, გაატყავა, მოხარშა, შებოლა, შეწვა, შეკმაზა, მიაბროწეულა, ჩაანიგოზა, გადააჯიკა, მოტყემლა, მა-იონეზში შეზილა, მაყვალში ამოუსვა, მიირთვა, შეჭამა, შეახრამუნა, გადასანსლა, ჩაცეცხლა, დოლ-გარმონ-დიპლიპიტო-ზურნაზე აბუქნ-ათამაშა და ამ ბატალო-პოლიტიკო-ეკოლოგო-ეკონომიკო-ფატალო-კულინარულო, შოუ-კორდებალეტების პარალელურად, შკოლა აუშენა, ოპერა გაუხსნა, ჰევროუნივერებში სასწავლებლად გაუშვა, ომში წაიყვანა, ფრანცუცი დამპყრობელი დაამარცხე-ბინა, მისცა ჩინები და ორდენ-მედლები, მრავალზე მრავალნი ამქვეყნიური სიკეთენი. აცხოვრა ჯოჯოხეთურ სამოთხეში და მცირედად რომ ვსთქვათ - დათესა, მოხნა, წყურვილითა და შიმ-შილით მოკლა. თავისუფლების წყურვილით და შიმშილით სიყვარულის! ეკლესიები და სისხლი გაუთეთრა, შინ და გარეთ სალაპარაკოდ და სამოქმედოდ უცხო ენა და ადათები დაუწესა, დასასვე-ნებლად და განსასვენებლად ყინულეთში აგზავნა, ყველა დროში და ბრუნვაში აბრუნ-აბზრიალა, როგორც გაუსწორდა ისე ატრიალა და გაატიალა... 
ნიტა. გაოხრებულ და პატივაყრილ-ნამუსახდილ-ხარკგადაუხდელ-ღალაგადახდილ, ნამუსისა და ყოფის თვისის გასასწორებლად, ქვეყნის ტანჯულის გადასარჩენად, დასხდნენ ქართველნი სათათ-ბირებელ-განსახილველ-სამსჯელად. ბევრი იმსჯელეს, ცოტა იდავეს, დასკვნა ურყევი გამოიტანეს. 
დათო. ვიბრძოლოთ, ვიდრე ბრძოლის გვაქვს თავი და ხელი, ფეხი და თავი და გვიჭრის თვალი და ხმალი.
მინდია. ვიდრე წიწილა წაიღო ქორმა, ვიდრე შეგვსანსლა მპყრობელმა ჯორმა. 
ნიტა. ფიცი დადეს და ბრძოლა გადაწყვიტეს, ყველაფერზე ხელი და ფეხი ერთად აიღეს, ყანწები აივსეს და თავგანწირულ-თავდადებული ბრძოლა - კოკისპირული და უკიდეგანო ღრეობა დაიწ-ყეს. 

დათოს და მინდიას სასცენო პინგ-პონგი. სცენის მარცხენა მხარეს ქეიფობენ ქართველები.

დათო. ახლა ყველანი ვსვამთ ფიალას ბოლომდე, 
მინდია. ულვაში შეურცხვეს, დამმალავს, არ დამლევს, 
დათო. არა, ეს კაცი ნამდვილად გადამრევს! როგორ ბედავ და არ გინდა დალევა?! 
მინდია. გაჩუმდი ახლავე! დალიე ბოლომდე! ამას ერი და წესი ითხოვს და არა მხოლოდ მე! 
დათო. გაჩუმდი! დალიე!  გრეხვა-პრანჭვა გეყოფა!
მინდია. რას ქვია არ და ვერ დალევ, შეგირცხვეს ქართველობა!.. 
ნიტა. წარჩინებულნი ისხდნენ და იწვნენ, ტახტზე კი არა, წუმპეში, ტალახში, სულ არ ანაღვლებ-

45
დათ პროცენტი და ვახში.  ბოლომდე სვამდნენ ღვინისა და ბოღმის ფიალებს. ჭინჭილებს, ყანწებს, თასებს და ქვევრებს სტომაქში ისხამდნენ, უშვებდნენ თავგანწირულად, პროპორციულად, ფრიად ჯიგრულად, თავდადებით, დაუზოგავად და გამიზნულად. თავპირისმტვრევით, თავგამეტებით, ყველა უფლების გადამეტებით, ყიდიდდნენ, ანდა აგირავებდნენ, წინაპართ ნაშრომს, ბრძოლით და სისხლით ნაგროვებ-ნაშოვნს. ერთ ჩაფ ღვინოში, ან დუქნის ვალში, ყიდდა ქართველი უძრავს და მოძრავს, გულს და გონებას და არამარტო მამულს, ქონებას, ყიდდა ღირსებას, ოჯახს, ცხონე-ბას!.. ჰყიდდა იაფად, ჩუქნიდა მუქთად, აგირავებდა ერთ თამასუქად. აგირავებდა ულვაშით, ვახ-შით, ფეხზე ეკიდა ოჯახი, სახლი. იმ გირაოში აღებულითა, წესით ქართულით, დარდიმანდული-თა, იჯდა და ღრეობდა, ღრეობდა, ღრეობდა, ღრეობდა, გაჩუქებულ-გაყიდულ-გასხვისებულ-ემიგ-რირებულ მუხის ჩეროში, მარანში, სახლში, გაყიდულ მამულში, დუქანში, დახლში… ტალახში ეყარნენ, ბედნი-ერობდნენ, - ჯოს!-ჯოს!-ჯოს! (ყველანი ერთად ყვირიან) - ყვიროდნენ, ბღაოდნენ, ხაოდნენ, ღმუოდნენ, ყმუოდნენ, წკმუოდნენ, არ ჩერდებოდნენ, ღრეობდნენ, ღრეობდნენ, ღრეობ-დნენ, ღრეობდნენ…
მანანა. დღენი დიოდნენ, სწრაფად მიფრინავდნენ, შორს მიდიოდნენ. შორს წასულის და აღვირ-ახსნილის, ოდესღაც სწავლის ტოლფასის და იმ ჟამისთვის უღვთოდ გახრწნილის, სუფრის ქართუ-ლის გადასარჩენად, გასანათლებლად, გასანათებლად, დასალაგებლად, წინ წასასვლელად, თა-ვადმა ერთმა, კეთილშობილმა, ფრიად სწავლულმა, თავგანწირულმა, თერგდალეულმა, ჭირის-უფალმა ქართვლის გონების, წინააღმდგომმა გამათხოვრების და დამონების, გათახსირება-პატი-ვისაყრის-გადაჯიშება-გადაშენების, სხვათა მრავალთა საზიზღრობათა მოცილებისთვის, წყლულ-იარათა განკურნებისთვის, დამთავრებისთვის და ქვეყნის თვისის გადარჩენისთვის, მოიქმედა  საქ-მე მრავალი, სიკეთის გზით და მართლად მავალი. ბოროტსა სძლია ბევრი კეთილი საქმის კეთე-ბით, არც დაპირებით, არც დაკვეთებით.  ქვეყანას ეშველა, ქართველთ ქონების გადამრჩენელი ბან-კი გაიხსნა, გონისა მხსნელი, განმვითარებელი ბევრი წიგნი, გაზეთი, ჟურნალი გამოვიდა, აყვავდა მთები, აყვავდა მდელო… და მერე ფურთხის ღირსი გახდა საქართველო… წიწამურთან,  ბარაბას ნაშიერმა, სოციალურად დაცული და ყველანაირად დაზღვეული ისროლა ტყვია, დემოკრატიუ-ლად მოკლა ილია!.. თავადი ჭავჭავაძე, მოფიქრალ-მზრუნველი, ერის წარსულზე, აწმყოზე, მომა-ვალზე! ,,მაშინ ეპოქა დამთავრდა დიდი“, მიწა იძრა და ჩატყდა ხიდი. ამ შეკვეთილი მკვლელობის მქმნელი, ქვეწარმავალი და სისხლისმსმელი, აღმასრულებელ-შემსრულებელი, საქმითა თვისით ამაყობდა, ფრიად ლაღობდა და ტრაბახობდა. სოფლად, ქალაქად, დუქან-ეზოში, კაკლის ჩეროში, ხევში, რიყეში და ორღობეში, ყველგან ყვიროდა:
მინდია. იცით ვინა ვარ? იცით რა ვქენი?  მე მოვკალიო, მამაო თქვენი!.. 
მანანა. იმდენი იტრაბახა საქმით თვისით გმირულით, ვიდრე არ დაადეს ჯაჭვ-ბორკილები და არ დააძინეს საფინალო ძილისპირულით… მკვლელობის დამკვეთი იჯდა და ელოდა, დროს შესაფე-რისს, ოცნებათა და სურვილთა თვისთა ჯოჯოხეთურთა, შადიმანურთა, აღსასრულებელ-გასა-გრძელებელ-შესასრულებელ-აღმასრულებელ და ოცნებათა ამხდენსა დროსა. დრო არ იცდიდა, არ ჩერდებოდა, შორს მიდიოდა. ჰოდა გავიდა წელი ათიოდე, მსოფლიო შეირყა და შეიშალა, ჩრდი-ლოიმპერიამ მეფე მოკლა და რუკიდან წაიშალა. 42371 დღის განმავლობაში დათვის სტომაქში და სოლდაფონთა ჩექმის ქვეშ მყოფი პატარა გეორგიკა სტომაქიდან ამოძვრა, ჩექმის ქვეშიდან გა-მოძვრა, ხმა ამოიღო და საქვეყნოდ განაცხადა - ყველამ იცოდეთ, სხვებსაც უთხარით: დღეიდან მე ვარ თავისუფალი, ბედისა ჩემის, მწყვეტიც და მჭრელიც, განმგებელიც და მამა უფალიც!   
                                      
სცენა ბნელდება და კულისიდან ჯავშნიანი მატარებელი გამოდის. მატარებლის ბაქანზე და კიბე-ებზე ჯარისკაცები დგანან. ჯარისკაცები დარბაზშიც შემოდიან და რიგების გასწვრივ ჩერდებიან.  დათო და მინდია მატარებლის თავში და ბოლოში დგებიან.

დათო. I მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, ნიკოლაი II ლიბერალური მმართველობის შედე-გად გვარიანად დასუსტებულ-დაუძლურებულ-დაძაბუნებულ-დადამბლავებული, გავლენის სფე-როების და ხელისუფლებისთვის მებრძოლი, სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულ-გადატაკე-ბულ-დაპირისპირებულ-გათახსირებულ, მოძალადე ავაზაკების ტერორისტული ქმედებების შე-დეგად ლპო-ბამდე გახრწნილ-დაჩირქებულ-შერყეულ-შერღვეულმა იმპერიამ, მეფე მოკლა და გაქ-

46
რა, როგორც გეოგრაფიული რუკიდან, ისე მსოფლიოს პოლიტიკური არენიდან. მის შემადგენ-ლობაში ცელით და მახვილით, ნამგალით და უროთი, ცემით და ტყეპით, მუშტით და წიხლით (Сила есть, ума не надо), შეჯლიგინებულ-შეტენილ-შეპრესილ-შეკონსერვებული საქართველო, სურვილითა თუისითა და ნებითა ჰევროსტრატეგიულ მეგობარ-პარტნიორთა, კვლავ თიურქი-სპარსი ლეკი ოსი, სხვა მრავალი ბარბაროსი-კამოროსის საჯიჯგნ-სახრავად იქცა და ისე ჯიჯგნიდ-ნენ, როგორც მგელი სააღდგომო ბატკანს.
მინდია. ამ ჯიჯგნა-ხვრაში, დედის ტირილში, მამის შიმშილში და სხვა მრავალ უბედურებაში, მომთაბარე ავაზაკთ შთამომავალმა ოსმალებმა, ყველაზე მსუყე ლუკმა ჩაიგდეს ხელში და პირში. 1918 წლის გაზაფხულზე, მსოფლიოს წინაშე, გეორგიკის ხმამაღლა ნათქვამ-ნაწერი თავისუფლე-ბის სურვილ-წყურვილის გაცხადებამდე, ოსმალთ ნაშიერნი, ისე დაჯლიგინობდნენ აჭარაში, როგორც საკუთარი ფაზენდის ეზოში.
დათო. ამ დროს, პატარა საქართველოს დიდმა მხედართმთავარმა, გენერალმა გიორგი მაზნია-შვილმა, თავისთან იხმო ნატანებში, საქართველოს რკინის გზის კომენდანტი და ჯავშნიანი მატა-რებლების მეთაური ვლადიმირ გოგუაძე.

ავანსცენაზე გამოდიან გენერალი გიორგი მაზნიაშვილი და რკინიგზის კომენდანტი ვლადიმირ გოგუაძე.

გენერალი. ბატონო ჯავშნოსნების მეთაურო, ოსმალეთის გალიპოლის დივიზიის ერთი ბრიგადა, 7000 კაცით, მდინარე ჩოლოქის ხიდს გაღმა დაბანაკდა. მათთან ბრძოლისთვის საკმარისი ძალების არყოლის გამო, თფილისიდან მიღებული მთავრობის ბრძანების შესაბამისად ქართულმა ჯარმა უნდა დატოვოს აჭარა. მდინარე სუფსის გაღმა, უკან უნდა დავიხიოთ. გიბრძანებ: დახევის დროს ჯავშნიანით იყავი არიერგარდში, მტრის თავდასხმისგან დაიცავი მებრძოლები, მათი გამოსვლის-თანავე ააფეთქე რკინის გზის ხიდები და ჩამოდი სუფსაში. 
ვალოდია. ბატონო გენერალო, ნებას დამრთავთ ჯავშნოსანის ეკიპაჟის და პირადად ჩემი მოსაზრე-ბა მოგახსენოთ საკითხის ირგვლივ? 
გენერალი. ბრძანეთ, გისმენთ. 
ვალოდია. კარგად მოგეხსენებათ, ქართველებს უბრძოლველად არასოდეს, არავისთვის, არაფერი დაუთმიათ და გადაუციათ. სახელოვან მებრძოლს და ჩვენი ქვეყნის უდიდეს პატრიოტს, გთხოვთ, დაგვრთოთ ნება, მოგვცეთ უფლება, ხმამაღლა ვთქვათ და ყველას ვაჩვენოთ, რომ ღირსეულად ვიმსახურებთ თავისუფლებას.
გენერალი. რას მთავაზობ? 
ვალოდია. ბატონო გენერალო, ხვალ, გამთენიისას, ჯავშნოსანით მტრის პოზიციებში შევიჭრები, 
ბრძოლას გავუმართავთ, ოსმალთა ჯარს გავანადგურებთ. აჭარას ვიხსნით დამპყრობლებისგან, 
მიწა-წყალს წართმევისგან, ქვეყანას სირცხვილისგან და პირნათელნი ვიქნებით შთამომავლობის წინაშე. 
გენერალი. გადაირიე? რას მეუბნები? რას ამბობ ხვდები? ერთი ჯავშნოსნით, 90 კაცით გინდა გაწყვიტო და გააქციო ჩოლოქთან მდგარი ჯარი თურქების? სასაკლაოს მოწყობის ნებას არ მოგცემ!   ტყუილ-უბრალოდ დაიღუპებით! 
ვალოდია. ბატონო გენერალო, მე ვამბობ იმას, რის გაკეთება ძალგვიძს და გვინდა.

დიალოგს თანდათან ფარავს მუსიკა. გიორგი და ვალოდია სცენაზედ მოძრაობენ და ლაპარაკობენ.

გენერალი. კარგი! კეთილი! მამულისათვის გულანთებულო, თავდადებულო, უშიშარო და მარად მებრძოლო, თავგანწირვისთვის მადლობას გიხდი, პირადად შენ და ჯავშნოსანის მებრძოლებსაც. ბრძოლისთვის გლოცავთ! როგორც სჯობდეს და საქმე მოითხოვს, ქვეყნის და ხალხის ინტერესები ისე მოიქეცით!

გენერალი მაზნიაშვილი მიდის სამლოცველოსთან. კედლიდან ხსნის წმიდა გიორგი ხატს. 


47
გენერალი. ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნა-ლო, და მეფეთა უძლეველო, წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის, მამულისათვის სამართლიან ბრძოლაში ქართველთ გამარჯვებისათვის.

გენერალი მაზნიაშვილი და ვალოდია გოგუაძე პირჯვარს იწერენ და ხატს ემთხვევიან.

დათო. ღამის ორ საათზე, ნატანებიდან ოდნავ მოშორებით, ტყეში გაჩერებულ და დამალულ ჯავ-შნოსანთან, ვალოდია გოგუაძემ თანამებრძოლები შეკრიბა, მდგომარეობა განუმარტა და თავისი გადწყვეტილება გააცნო.

ვალოდია ჯავშნოსანთან მოწყობილ ლაშქარს მიმართავს.

ვალოდია. ჩემო მხედრებო! მე სამშობლოსთვის უეჭველ სიკვდილზე გეპატიჟებით! მტერი ჩვენზე მრავალრიცხოვანია, ერთზე ოთხმოცი იქნება და თუ ვინმეს არ შეგიძლიათ, ან არ გინდათ ბრძოლა ძირს ჩადით და სიტყვას გაძლევთ, საყვედურსაც არ გეტყვით!
მებრძოლები მწყობრიდან. სამშობლოსთვის ვიბრძვით და მისთვის დავიხოცებით! წაგვიყვანე მტერთან პირისპირ შესახვედრად! 
მინდია. (მეომრების შუაში დგას). ჯავშნოსნის მეომართა შორის, არც ერთი სუსტი და ლაჩარი არ აღმოჩნდა! ვალოდიას ამ მიმართვის შემდეგ ჯავშნოსანის კიბეზე პირველი, მისი უახლოესი მეგო-ბარი და თანამებრძოლი, შეყვარებული და ცოლი ნამეტია ბერძენიშვილი ავიდა. საბრძოლველად მიმავალი ქალის მნახველმა კაცებმა, ვალოდიას მხედრებმა და ძმაკაცებმა ერთმანეთს დაასწრეს სამშობლოსთვის თავგანწირვა და თავდადება. ჯავშნოსანის ბაქანზე ნამეტიას პირველები აჰყვნენ ვალოდიას ღვიძლი ძმები, ალფესი, მელენტი და ნოე გოგუაძეები, რომელთათვისაც ვალოდიას დავალებული ჰქონდა - შეატყობთ თუკი, რომ ნამეტია მტერს ტყვედ ჩაუვარდება, ესროლეთ, მოკალით, ნუ დაგენანებათ. 
დათო. გამთენიისას სარდალმა კიდევ ერთხელ მიმართა თანამებრძოლებს.
ვალოდია. ურჯულო ვიდრე მამულს წაგვართმევს და აგვაოხრებს, 
                                          ,,სამშობლოს დროშა ავმართოთ, საქვეყნოდ ავაფრიალოთ,
                                           გავიდეთ ბრძოლის ველზედა, ბომბები დავაგრიალოთ,
                                           სამშობლოს დროშა ავმართოთ, წინ-წინ გავსწიოთ მტრებზედა,
                                           მას უყვარს დედა-სამშობლო, ვინც მიდის ბრძოლის ველზედა“.
მინდია. გამთენიისას ტყიდან გასული ჯავშნოსანი მატარებელი დილის ხუთ საათზე მდინარე ჩო-ლოქის ხიდს მიადგა. ხიდთან დაბანაკებულმა ოსმალებმა იფიქრეს, ბრძოლებში გამობრძოლძმე-დილს, მტერთ რისხვას, მეომარს მართალს, გზა-კვალი აებნა და აერია, გახარებულ ყიზილბაშთ გონი დაებინდათ და გადაერიათ. გახარებულნი და ბედნიერნი გაჰყვიროდნენ ხმის ჩახლეჩამდე და წართმევამდე.
დათო. თაალიმ, შაიტან გოგვაძე!156
მინდია. დიდმა ვალოდიამ, ოსმალოთ ცოტა ხანს სიხარული და აღტკინება აცადა, მერე ბრძანება გასცა და ჯავშნიანის ყველა ტყვიამფრქვევი ერთდროულად აკაკანდა!
ნიტა. საბრძოლო ცეკვა მინდა!

დგება და ცეკვავს ბიჭებთან ერთად.

მინდია. გრიგოლ რობაქიძის მიერ, ქართული ეპოსიდან ამოზრდილ ლეგენდად წოდებულმა, სამ-შობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულმა, დიდმა ვალოდია გოგუაძემ, კაცმა საოცარმა და უშიშარმა, ერთი ჯავშნოსანი მატარებლის 90 კაციანი ეკიპაჟით, 7000 ოსმალო თახსირს, ქართველთ მონობის მწადელ-მდომელთა, ავაზაკთ-მპყრობელთ-სისხლისმსმელ-ოკუპანტთა, თავში ხელ-ფეხი აცემინა და ახლევინა, დედამათისა და ყველაყისა განსხვავებულით დაალევინა, ვაი დედა და ვუი მამა აძახებინა, გავიქცეთ, დროა, ვიდრე გაგვჟუჟა ამ შაიტანმა - აფიქრებინა და აჭარიდან დაახვევინა! 

48
ხმამაღლა უთხრა: ახლა თუ არ აითესებით, ხვალ არ გექნებათ ბრძოლა და ომი თქვენი წესებით, გაქრით, არ გნახოთ ჩემმა თვალმაო, ვიდრე მოგიწყვეთ აქ სასაკლაო და სასაფლაო! წინაპართ სისხლი, დაღვრილ-დალეული, ოსმალოთ  ცხვირ-პირში ძმრად და შხამად ამოადინა, თავგანწირ-ვით და თავდადებით, ენა, მამული, სარწმუნოება გადაარჩინა!
დათო. 1918 წლის 13 აპრილს, ამირეკავკასიის საოლქო დელეგატების სხდომაზე, საქართველოს მთავრობის სასახლეში, ვლადიმირ გოგუაძეს რევოლუციის პირველი გმირის წოდება მიენიჭა! ამ ცერემონიისა და პატივისცემის გამო, ცხოვრებაში უაღრესად თავმდაბალი ვალოდია, სირცხვი-ლით იწვოდა საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და შინ წავიდა. 
მინდია. საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯავშნოსნების მეთაური და რკინიგზის კომენდან-ტი, რომელსაც თურქებმა შაიტან-კაპიტანი დაარქვეს რაც თარგმანში ეშმაკს ნიშნავს, დამოუკიდებ-ლობის სამი წლის განმავლობაში ებრძოდა საქართველოს დაპყრობის და ქართველთა განადგურე-ბის მსურველებს. 1921 წლის 16 მარტს, ერთმორწმუნე დამპყრობლის მიერ ოკუპირებული საქართ-ველოდან გასაქცევად გამზადებული მენშევიკი სოციალ-დემოკრატების ლიდერებს, ბათუმში ნა-ტანებიდან დეპეშა გაუგზავნა სამშობლოსთვის სიცოცხლის შესაწირად ყოველთვის მზადმყოფმა ვალოდიამ. 
დათო. ,,ბათუმი მთავრობის თავმჯდომარეს. ჯავშნოსანი მატარებლიდან მოგესალმებით. რაზმი ფიცსა სდებს თქვენს წინაშე, რომ იბრძოლებს სამშობლოს და ხალხის დასაცავად სისხლის უკანასკ-ნელ წვეთამდე. გვიგულეთ მუდამ თქვენს გვერდით. ჯავშნოსანის მეთაური და რკინიგზის კომენდანტი ვალოდია გოგუაძე“. 
მინდია. მთავრობამ დეპეშაც, ქვეყანაც, ხალხიც, წელს ქვევით, ფეხზე და სხვაგანაც დაიკიდა, გემ-ბანზე კისრისტეხით ავარდა და ფრანცუზეთში, ჰევროპაში გავარდა. იმ დროს ვალოდიას თავისი ჯავშნოსანით, თანამებრძოლებთან ერთად, ქუთაისი უკვე გათნთავისუფლებული ჰყავდა ბარბა-რუსებისგან და მთავრობის ბრძანებას ელოდა თფილისისკენ დასაძვრელად... უპასუხოდ დატოვე-ბული დეპეშის და უპატრონოდ მიტოვებული ქვეყნის რკინიგზის კომენდანტი, სამშობლოსთვის მებრძოლი ვალოდია უეცრად გაქრა და ძალიან დიდ ხანს მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ოკუპანტებთან ბრძოლაში მძიმედ დაჭრილი, მეგობრებმა ოსმალეთის ფრანგულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 1923 წელს ვალოდია მეუღლითურთ ჩავიდა ლევილში, სა-დაც უმოკლეს ხანში აგრარული მეურნეობა გამართეს და ყველა გაჭირვებულს აპურებდნენ. ამ ორმა უდიდესმა მამულიშვილმა, რამდენჯერმე გადაარჩინა შიშილით სიკვდილს საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი, ექვთიმე ღვთისკაცი.157
დათო. ამ ნაამბობის მერე, იმ ჯეელებსა გვინდა ვჰკითხოთ, ბოლო ხმაზე რომ გაჰკივიან - რუსეთი ოკუპანტია, რასაც სცენაზე მყოფნი და არ მყოფნი სავსებით ვიზიარებთ, მაგას რომ გაჰკივით თქვე კაი დედმამის შვილებო და ოჯახდალოცვილებო, საქართველოს დედაქალაქში ბალშევიკების სიმ-ბოლოს ,,ტოვარიშჩ“158 ალეკსეი მაკსიმოვიჩ პეშკოვის ძეგლი რომ გიდგათ და სხვა უამრავი ოკუპან-ტის, გადამთიელის, გაღმაწყლიელის სახელობის ქუჩებით გატენილ თფილისში, ერთ ძეგლს თუ არა ბიუსტს მაინც არ იმსახურებენ ეს სულმნათი ადამიანები? დიდი ხნის წინ რომ უნდა იყვნენ გადმოსვენებულები ლევილიდან და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალულნი მაგაზე აღარაფერს ვამბობ.
მინდია. ამ ქვეყანაში, როდის იყო ,,ნაროდს“159 ვინმე რამეს ეკითხებოდა, მაგრამ ჩვენის გუმანითა, საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთ უდიდეს - პეკინის გამზირს ვალოდია გოგუაძის სახელი უფრო დაამშვენებდა და არ მითხრათ ეგ ამბავი თუ მოხდა ჩინელებს ტაქიკარდია შაეყრებათ და ღამე არ დეეძინებათო, დედა მოუა ოოოო!.
დათო. ვალოდია გოგუაძის დეპეშის დაკიდება ჰევროპეისკი სამოთხის კარის გაღება იყო სოციალ-დემოკრატი მენშევიკებისთვის, ვერ შეირგო პატარა გეორგიკამ 1005 დღიანი თავისუფლება და სოცდემენშევიკები, მათმა ძმებმა სოცდებალშევიკებმა ჩაანაცვლეს ხმაურითა და აურზაურით.  დაბრუნდნენ ისევ, ჯიგრულ პონტში ჩრდილო ჯიგრები, ახალი, ძველი კაი ბიჭები და ,,შემოვიდა სიკვდილი ცელით“, განადგურების სურვილით მწველით. შემოვიდა და მოვიდა ცვლილებების ზარხოშით, უამრავი დაშხოშით, ,,ოტკით, იკრით, ბალალაიკით, შტიკით და ნოჟით“. გალინებით და ტატიანებით, დაშებით, მაშებით, სვეტლანებით, გლაშებით და ნატაშებით, ვლადიმირ ილიჩე-

49
ბით, ფელიკს ედმუნდოვიჩებით, ლევ დავიდოვიჩებით, ქართული წარმოშობის რუსი იოსიფ ვისარიონოვიჩით. გრიგორი და არა სერგო კონსტანტინოვიჩ ორჯონიკიძის მეგზურ-მეთაურ-მხე-დართმთავრულ-სპასალური წინამძღოლობითა, თავკაცობითა, კომისრობითა, სპიკერობითა. შე-მოჯლიგინდა ანექსირება-ოკუპირება განადგურება-გაუბედურებისთვინა მააშ!  
მანანა. შემოჯლიგინდა და ატეხა დიდი დავიდარაბა (წაიღიღინებს), რომელ პარტიას ეკუთვნის ეძ-გვერაძე ბარნაბა? 25875 დღე გულმოდგინედ არკვევდნენ ბარნაბა ეძგვერაძის სოციალურ წარმოშო-ბას და პარტიულ კუთვნილებას, უსაყვარლესი სულიკოს საფლავის ლოკაციას, რა დაუბარა წერე-თელმა, ვაჟა ზაზაევიჩის სესხბანკიდან დაბრუნების დროს, შაბიამნის ახალი პარტიის მიღების აუ-ცილებლობას და საჭიროებას, ბზარის გაჩენის თარიღს, ქუდი ბოხოხი იყო, ფაფახი, ცილინდრი, სომბრერო, კეპი, ტიუბიტეიკა თუ ჩიჩილაკი. კომბოსტო უფრო ყვავილოვანი იყო, თუ ნესვი უფრო ტკბილი. წითელზე უნდა გასულიყვნენ თუ მწვანეზე უნდა გაჩერებულიყვნენ, ლობიო ქოთნის უფრო იყო თუ მწვადი უფრო შემწვარი? 25921 დღე არჩევნები ხშირად ტარდებოდა და როგორც წესი არ ყალბდებოდა. გაუყალბებელი სიყალბის ქვეყანაში ამაზე უკეთესი სხვა რა მოხდებოდა, ანდა სხვანაირად როგორ იქნებოდა? იმ სიყალბეში ქვეყანა ვითარდებოდა, ხუთწლიანი გეგმები წარმატებით სრულდებოდა. დრო იყო ფრიად უცნაური, გაურკვევლი. დრო ავაზაკთა და მათთა მსგავსთა. ზუსტად იმ დროში, იმ სასწაულად ჰიპერსასწაულ დროში, ამ ჩვენმა კარგმა ქვეყანამ, ბო-როტთა ,,გამპრავებელმა“,160 ავაზაკთათვის ძეგლების მდგმელმა, ილიას მკვლელმა და აუტანლად საყვარელმა, რუსთა ,,ოტკის“ ტრახტირმა, ყიზილბაშთ ჩაიხანამ, სასწაული რამე ჰქმნა და კარგზე ბევრად უფრო კაი, ძველზე უფრო უძველესი ჯეელისგან გამააცხო ჯუსტანა!.. 
მინდია. ,,ტო ესტ, რუსსკი გრუზინსკო პროისხოჟდენია  იოსიფ ვისარიონოვიჩ ჯუღაშვილი-სტა-ლინ, ,,პო კლიჩკე ი პო პოგანიალუ“ სოსელო ი კობა.161 ერთი-ორი-სამ კლას განათლება მიღებულ-მა სოსელომ ანუ ჯუსტანამ, სასულიერო სემინარიიდან გამოპანღურ-გამოყძევებულმა და ამ ქმედე-ბაზედ კანონიერსა სადამსჯელოზედ ნაწყენ-ნაბრაზმა, მოგვიანებით არამარტო სულიერად, ფიზი-კურადაც გაანადგურა ბევრი მილიონი ადამიანი, მაგრამ ადამიანების განადგურებამდე თფილის-ში, ,,ჰერევანსკი პლოშადზე“,162 მისი დირიჟორობით და მისი ,,პადდელნიკ“163 კამოს ლატროჩინარ-მაისტერობით164  ,,ბალშევიკური ნუჟდებისთვის“165 ბევრი მილიონი რუსული რუბლი ისე სასწაუ-ლად მიანადგურ-მიაექსპროპრიარირა, რომა ,,ჰევრაპეისკი კაზეტები“166 სულ მაგაზე სწერამდნენ. 
დათო. ჰუბნობდნენ, რომა დიადი და ნათელი მიზნით, ჯუსტანამ და კამომ ,,ჰიმპერსკი ბანკის კა-რეტა მიაცარცვეს და პო რაზნიმ დანნიმ 250-400 ლიმონ დოლარამდე მაყუთი წაიღეს“,167 დღე-ვანდელი ჩამოფასებულ-ჩაფსმული კურსით, პარტიული საჭიროებისთვის, ლიჩნად ,,პარტიინი ბოსთან ვლადიმირ ილიჩთან. წაიღეს, მაგრამ ,,პარტიინი“ ბოსს ცოტათი ნაკლები, წაღებული  მაყუთის მეოთხედი ჩაუტანეს ჰევროპაში, კანკრეტნად შვეიცარიაში, ქართული წარმოშობის რუსმა ჯუსტანამ და სომხური წარმოშობის სომეხმა კამომ, რომელიც გორში როცა ეყოლა არშაკას, ,,სრაზუ“168 უთხრა:  
მინდია. ,,კამოჯან, ცავატანემ ქაქი უნდა სჭამო.169 გაიზარდა კამო და უარჰყო ღმერთი, ვრაცესტა-ნი170 აღელდა მეტისმეტი. ხალხს ხოცავდა და სცარცვავდა კამო მაგრამ არ იჭერდნენ ამის გამო. მერე მოხდა, ოჩენ სტრანნი რამო, ჰერევანსკზე ემ ადინმა სავსემ კოტრაწ კამო“.171 
დათო. ,,მიკოტრაწებული“ კამოს ,,ვზამენში ვრაცესტანში ბალშევიკებმა“ ლავპავბერი ,,ტო ესტ“ ლავრენტი პავლოვიჩ ბერია, ,,ნაჩალნიკად და სმოტრიაშჩად“ მაიყვანეს და ჯუსტანასგან ,,ვოჟდი“ გამაიყვანეს,172 მოსახლეობის მარადიული აბსტრაქტულობის და აბსურდულობის სიმბოლოდ. სიმბოლოდ ჰქმნეს და იგიც იქმნა. მკვლელი და ყაჩაღი მზრუნველად გარდაიქმნა, გახდა ბელადი შეუცდომელი, ჰყავდა ,,ნაროდი“173 მასზედ მლოცველი. (წაიღიღინებს). ,,ცხენზე ამხედრებული, ფარაჯით და შაშხანით, ჩვენს დიდ სტალინს დაიცავს მშრომელ ხალხთა ლაშქარი“. ლაშქარი იყო, ყველა მცნებათა, ბიბლიურთა და ადამიანურთა უარმყოფელი, ხალხთ ტუსაღობის და ხოცვის მთხოვნელი. ჯუსტანამ ყურად იღო ,,ნაროდის“ უმრავლესის მასის ღაღადი და ჰქმნა ხალხთგვემა ფრიად ნანატრი. ისე როგორც ავად სახსენებელ და არ გასახსენებელ-უხსენებელ 1921 წლის თებერ-ვალში, 1924 წლის აგვისტოში და სექტემბერში, ,,ბალშევიკების“ გაურკვევლი ფერის სისხლი, გაწითლდა ცისფერსისხლიან, რჩეულ ქართველთა სისხლით. ილიას მკვლელობით დაწყებული 

50
დაუსრულებელსერიანი სერიალ-მრავალტომეული გაგრძელდა და სამშობლოს სიყვარულისთვის ილიას გზას მისი დისშვილი გენერალი კოტე აფხაზი გაუყენეს, რომელსაც მისი ბევრი თანამოაზ-რე, ქვეყნის ჭირ-ვარამით შეწუხებული და ქვეყანაზე მზრუნველი, სამშობლოს განვითარების და უკეთესი მომავლისთვის მებრძოლი პატრიოტები მიაყოლეს. მოკლულთა  რაოდენობის უსასრუ-ლო ზრდით, ქვეყანაში შიშის დაკანონების მიზნით. სამშობლოს სიყვარულში ეჭვმიტანილი და ბრალდებული ყველა დამნაშავე დაიჭირეს და ილიას გზით მოსიარულენი გოლგოთის გზას გაუ-ყენეს. ამ უწარმატებულესი ტერორისტული აქტისთვის ლავპავბერმა სსრკ წითელი დროშის ორ-დენი დაირტყა მკერდზე, ახალი ეპოლეტები მხრებზე, ახალი თანამდებობა, კაბინეტი, მანქანა და ბინა თფილისში, მცირედი ჟამის გასვილსი შემდეგ კარიერული თვალსაზრისითაც აფრინდა და გაფრინდა სულ ზევით, ზევით, მაღლა და მაღლა ჩრდილო იმპერიის სატახტო ქალაქში წავიდა.
ნიტა. საქართველოში ამ სასაკლაოს მოწყობამდე 1924 წლის აგვისტო-სექტემბერში ლავპავბერის მიერ, მსგავსთა მისთა ნაძირლებთან ერთად, უმნიშვნელოვანესი ამბავი მოხდა ჩვენი ცოდვით და სისხლით სავსე ჩრდილო იმპერიაში. 1924 წლის იანვარში, დიდი და უკვდავი ბელადის, ილიჩის ტვინი სამუდამოდ გაჩერდა იანვრის თვეში. ჯუსტანამ ,,იშუსტრა“174 მიდგა-მოდგა, ხალხი შეაწუხა, ზოგს კვანტი დაუდო, ზოგს პანღური ამოარტყა, ზოგს ყური აუწია და კუთხეში დააყენა, ზოგი საწამლავით გაისტუმრა ჯოჯოხეთში, ზოგი კედელთან სახით მიაყენა, კეფაში ტყვია მიაჭედა, გასწია-გამოსწია, ბელადის სავარძელი თავისკენ ჩამოსწია, ჩამოაჩოჩა, უკანალქვეშ ამოიდო და სამი სიტყვით, თავისი ,,პალაჟენია“175 დააყენა.
მანანა. ჯუსტანამ იმპერიაში სტაბილური მშვიდობის, გარე საფრთხეების თავიდან არიდება-აცი-ლების,  ყველას და ყველაფრისგან დაცილების და დაცვის მიზნით, ჰევროჰიმპერიული საფრთხე-ების დასაფრთხობად იმპერია და ,,ლაგერი“ თვისი, ტყვიაგაუმტარი და ბომბაუღებელი კედლებით შემოღობა, მეტი საიმედოობისთვის რკინის ფარდები ჩამოაფარა და ყველაფრის გამძლე კრამიტ-შიფერით ისე გადახურა, რომ ვერც ჩიტი-გვრიტი დაფრინავდა და ვერც კოღო-ბუზი ბზუოდა ჯუსტან I ,,ოგპუ“-,,ჩეკას“ ყველაფრისმსენელ და ყოვლისმნახველ აეშაგ-მსტოვარ-ჯაშუშ-,,შპიკე-ბის“ და ,,შტიკების“ კონტროლის და ნებართვის გარეშე. ყველასგან და ყველაფრისგან საიმედოდ დაცული იმპერია გონებრივადაც გვარიანად იყო იზოლირებული, შეზღუდული და შუბლამდე სავსე დამნაშავეებით. დამნაშავე იყო ყველა. დამნაშავე იყო ჩასახვამდე, დაბადებამდე, დამნაშავე იყო, იმიტომ რომ დაიბადა, გაიზარდა და ცოცხლობდა. სწორედ ამ დამნაშავეებისგან იმპერიის გა-საწმენდად და გასარეცხად 1937 წლის 31 ივლისს, ჯუსტან I მარჯვენა ხელის და მარცხენა ფეხის, თვალის და ყურის, შინსახკანტორის ნაჩალნიკის ნიკოლაი ეჟოვის ოპერატიული ბრძანება ნუმერი 00447 შესაბამისად, იმპერიაში კონტროლის გაძლიერება-გამკაცრებისათვის, იმპერიული წესრიგის დასუფთავება-დავარცხნა-გაპარსვის, ადამიანთა კისრის მოტეხვის და თავის მოჭრისთვის, პირდა-პირი და გადატანითი მნიშვნელობით, დაიწყეს და იმპერიის დაშლამდე  არ დაამთავრეს გენოფონ-დის სულიერი და ფიზიკური განადგურება. გენოციდი, დე ფაქტო არათუ დააკანონეს, ცხოვრების წესი და ნორმა გახადეს. 
მინდია. სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მკვლელ-ჯალათთუხუცესის კომისრის  ოპერატიული ბრძანების საფუძველზე 1937 წლის აგვისტოდან 1938 წლის ნოემბრამდე, ჩატარდა სსრკ-ს НКВД-ს ოპერაცია, ანტისაბჭოთა იმ ელემენტების რეპრესირებისთვის, ,,...რომლებიც აგრძე-ლებდნენ აქტიური, ანტისაბჭოთა დივერსიული მოქმედებების განხორციელებას“... ამ რეპრესიე-ბის დროს, ოფიციალური მონაცემებით, დააკავეს და დააპატიმრეს 1,7 მილიონი, დახვრიტეს 390 ათასი ადამიანი, 380 ათასი გაგზავნეს საკონცენტრაციო ბანაკებში. ამ ბრძანებით ჩატარებული ხალხთნადგურება გახდა ,,დიდი ტერორის“ ყველაზე მასობრივი და  მასშტაბური ოპერაცია. სატა-ნის მოციქულნი და ეშმაკის კერძნი НКВД-ს ტროიკები - იბიომატოვები, კლირპუციანები და ქოფოიღლოვები წყვეტდნენ ადამიანების ბედს.
ნიტა. იმ ჩვენი ცოდვით და სისხლით სავსე სსრკ-ში, ძალადობაზე დაფუძნებულ, გასამხედრო-ებულ-ტერორისტულ წარმონაქმნში, წანაზარდში, ხორცმეტსა და ბევრთავიან გველეშაპ-ურჩხულ-კარბონკულში, მსოფლიო ისტორიაში ყველაზე საშინელ იმპერიაში ,,ტოვარიშჩ“ ეჟოვის ბრძანებით ,,გრუზინსკაია სსრ“-ში 5000 ადამიანი იყო მტერი, სხვადასხვა ქვეყნის ჯაშუში და შესაბამისად გა-სანადგურებელი. ,,გრუზინმა“ ჩეკისტებმა გეგმა დიდი გადაჭარბებით შეასრულეს, რისთვისაც  

51
ლავპავბერმა სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი გაირტყა. საბჭოთა საქართველოს ჩეკას ჯა-ლათთუხუცესმა სარდიონ ნადარაიამ მისი პირადი დაცვის უფროსობას გამოკრა ხელი. არც სხვა ჯალათები დატოვეს გულდაწყვეტილები დიდი კონსტანტინ ლესელიძის თამადობით. ყველას ერ-გო ადამიანთა სიკვდილისგან დამზადებული კერძის კაი გვარიანად მსუყე ლუკმა. 1939 წლის 11 ოქტომბერს ლავპავბერმა გამოსცა სსრკ НКВД-ს ბრძანება ნუმერი 001223, რომლის მიხედვითაც, უმოკლეს დროში უნდა განხორციელებულიყო „ანტისაბჭოთა ელემენტების“ რეგისტრაცია. ანტი-საბჭოთა იყო ყველა, ვისაც ჰქონდა კონტაქტები უცხოელებთან, მათ შორის თარჯიმნები და არ-ტისტები. დაიწყო საშინელებათა სერიალის ,,დიდი ტერორი“  ახალი სერია. მილიონობით ადამიანი დახვრიტეს და უფრო მეტი გადაასახლეს, გააციმბირეს, ჯუსტან I უკვდავ-დიდის, ხუთ-ქიმიან-ვარსკვლავიან კურორტზე - არქიპელაგ ,,ГУЛАГ“-ზე გაუშვეს დასასვენებლად და  სამუდა-მოდ განსასვენებლად. ფელიკს ედმუნდოვიჩის ,,კორიშის“ ნაფტალი ფრენკელის მოფიქრებულ-ინიცირებულ-შექმნილ-ამოქმედებული ,,ГУЛАГ“-ი აივსო, გაივსო, და გადაივსო აბაშიძეებით, ავალიშვილებით, ბაგრატიონებით, ბარათაშვილებით, გურიელებით, დადიანებით, ერისთავებით, ჩოლოყაშვილებით, ჯანდიერებით, გერსამიებით, გოგუაძეებით, ფოფხაძეებით, ჩხეიძეებით, ქარ-თველთა რჩეულ ასულ-ძეებით.  ამ ბევრსა ტანჯულს, წამებულს, ჯვარცმულს, მოღალატედ და მტრად შერაცხულს არ აკარებდნენ არც ნიავს, არც ამანათს, არც წერილს, და არც ერთ ახლობელ ადამიანს. მათ ყველა ქმედებას, ცემინებას და დახველებას ჯუსტანას ,,შპიკები“ აკონტროლებდნენ. 
დათო. ადამიანებს განათლებულებს, სორბონას, ლაიფციგის, ვენის, პეტერბურგის აკადემიების, კონსერვატორიების, უნივერსიტეტების, მაგისტრებს, თფილისის უნივერსიტეტის დამაარსებლებს და პროფესორებს, პოეტებს, მწერლებს, მხატვრებს, კომპოზიტორებს, კეთილშობილებს, სიკეთის მთესველთ, კარგი საქმეების ბევრის მკეთებლთ, უწესებდნენ წესებს ცხოვრების და მოთხოვნების ჯოჯოხეთის არისტოკრატნი - ავაზაკნი, ბოროტების მრავლისა მქმნელნი, ახვარ-ჩათლახნი და მა-თი მსგავსნი არაადამიანნი, ეშმაკის მოციქულნი, სატანაზე ბევრად ადრე წარმოქმნებულნი, რაღაც-
ნაირნი, ფრიად ,,პაზორნნი“176 თვალნი და ყურნი ბადრაგ-,,ნადზორის“ 177 - ბინძურნი მკვლელნი,
ყაჩაღნი, ქურდნი, მძარცველები და კონტრაბანდისტები, სულით ნაძირლები, რწმენით ბანდიტები
და ,,რამკიანი“ ავტორიტეტები.178 საბჭოთა კრიმტელიგენციის იმ რჩეულ ნაღებს, ჯოჯოხეთისა შიგან ნაპოვნს და ნარჩევს, კრიმოკრატიულ-სოციოპათიურს, თავად ,,ნასროკალ-ნახიშტარი“ ჯუს-ტან I მართავდა და მფარველობდა, როგორც იმპერიის ძირითად საყრდენს, ქვაკუთხედს, ხერხე-მალს და მამოძრავებელ ძალას.
მინდია. მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე კრიმინალური იმპერია 29 წელი იყო უკვდავი, უცვლელი, უშეცდომო და გენიალურ-გენერალურ-გენერალისიმუსური ბელადის რკინის ხელში, მუდმივი თვალადობ-ყურადების და გაძლიერებული ყურადღებ-მზრუნველობის რეჟიმში და უკანალში. 25921 დღე-ღამის განმავლობაში, 25/8 ფორმატში, მრავალწამებიან-წამებული ერის და ეპოქის ცხოვრებაში სუფრა იშლებოდა აქაც და იქაც, იქ ,,ლუბიანკა“ და ,,ბუტირკა“ მასპინძლობდა, აქ მცხეთა, თფილისი, თელავი, დიოსკურია, პიტიუნტი, რიწა. არ აკლდა სუფრას ხვავი და ბარაქა, ხინკალი, ხაშლამა, ჩაქაფული და ტაბაკა. ალადასტურს უხდებოდა მწვადი, ხაში კარგად მიდიოდა არაყთან. სუფრაზე ბლომად იყო სულგუნი, ელარჯი, აჩმა და ღომი, Хлеб-ი და Соль-ი,179 ცხარე და მწარე, მჟავე და მლაშე, სუფრას ამშვენებდნენ ნატაშა, მაშა, ირინა, გლაშა, ალლა ბორისოვნა და პაპა საშა, ნიკიტა სერგეიჩი ლეონიდ ილიჩი, ვლადიმიროვიჩი, უსტინოვიჩი და რა თქმა უნდა სერგეე-ვიჩი. არ თავდებოდა მრავალჟამიერი და ალავერდი, ტუჩებში სამჯერ კოცნა, ურა და ვაშა! მაშა-მა-შა! აქედან იქით ,,იგზანებოდა პადარკა, გრევი“,180 ყუთით ურემით, მანქანით, ქვევრით. იქიდან აქეთ ორდენები და ჩინ-მედლები, დროშები, სიგელები, დაპირებები, მძიმე ტექნიკა და ავტომატე-ბი. 
მანანა. გენიალურმა და უშეცდომო ჯუსტანამ, თავისი უშეცდომო და წარმატებული მმართველო-ბის დროს, ერთხელ, გენიალური შეცდომა დაუშვა. 1948 წელს მისი პირადი ბრძანების საფუძველზე ორმა გენიალურმა ადამიანმა, ბატონებმა შალვა გედევანიშვილმა და ვახტანგ ტაბლიაშვილმა ავქსენტი ცაგარელის შესანიშნავი კომედიის მიხედვით, ვიქტორ დოლიძის გენიალურ მუსიკაზე, გენიალური მიუზიკლი ,,ქეთო და კოტე“ გააკეთეს. ამ ფილმით დაიწყო ქართული კულტურის ოქროს ხანა. ქალბატონმა ნინო რამიშვილმა და ბატონმა ილიკო სუხიშვილ-

52
მა, მათ მიერ შექმნილ, ქართული ცეკვის გენიალურ ანსამბლთან ერთად მსოფლიო ფეხის წვერებზე და ცერებზე მოიარეს, ხმის ჩახლეჩამდე აყვირებინეს ბრავო, ნახევარსაათიანი ოვაციები გაამართინეს, გადარიეს და ქართვლის დიდება არნახულ სიმაღლეზე აიყვანეს. იმდენი გენიალუ-რი ფილმი აჩუქა ქართულმა კინომ მსოფლიოს, რომ მათ ჩამოთვლას არც ერთი სპექტაკლი ეყოფა და არც ათი საარჩევნო კამპანია.  არ ისვენებდა, საკუთარ ტყავში და საზღვრებში ვერ ეტეოდა ქართული გენი და ნიჭი. 1981 წელს გენიალურმა რობერტ სტურუამ ხმის დაკარგვამდე აყვირა ბრა-ვო და ბისი ლონდონში ინგლისელებს, გენიალური სპექტაკლით - რიჩარდ III, გენიალური რამაზ ჩხიკვაძის და რუსთაველის თეატრის გენიალური დასის, გენიალური თამაშით. 
დათო. ამ შოკიდან არ იყვნენ გამოსული ინგლისელები, რომ გენიალური ნოდარ ახალკაცის გენია-ლურმა თფილისის ,,დინამომ“ განსვენებული დავით ყიფიანის და მასთან ერთად კიდევ ათი რაინდის გენიალური თამაშით, აყვირებინა ინგლისელებს - Very good181 დინამო! მატჩის მეორე დღეს, ,,დინამოს“ გენიალურობით დაშოკილი და აღფრთოვანებული ჰევროპრესა წერდა: ,,ცოტა ხნის წინ ქართველებმა გვაჩვენეს, როგორ უნდა დავდგათ შექსპირი,  გუშინ, როგორ უნდა ვითამა-შოთ ფეხბურთი“  შექსპირის და ფეხბურთის სამშობლოში ამას რომ შენს ჯიშზე, გენზე და ნიჭზე იტყვიან, დაფიქრდი ძვირფასო, იქნებ მეტი შეგიძლია? მეტის გასაკეთებლად კიდევ ერთ გენიოსს, მაესტრო თენგიზ აბულაძეს არ დასჭირდა ფიქრები, მსოფლიო ჭკუიდან გადაიყვანა ,,მონანიებით“. ვერ აიტანეს გადამთიელმა და გაღმაწყლიელმა მრავალმა ბუებმა და ,,მადჟლადჟუნებმა“ ,,პატარა მიწის ნაგლეჯზე“ გენიოსთმრავლობა, სიკეთის და სიბრძნის მქადაგებელნი წიგნიდან, ნახატიდან სცენიდან, ეკრანიდან, საფეხბურთო მოედნიდან და ამ სიკეთის ასალაგმავ-მოსასპობად პატარა გე-ორგიკის შთანთქმა გადაწყვიტეს. 
ნიტა. ნაფიქრს სიტყვა მოჰყვა, სიტყვას კი საქმე და ერთი ციდა საქართველო ყლაპეს და შთანთქეს. კიდევ ერთხელ და მეუთვალავედ დავუშვით ერთი და იგივე ფატალური შეცდომა. საუკუნეთა განმავლობაში ნაგემმა ურჯულოთა ტკბილად შხამიანმა და შხამით დამტკბარმა შარბათმა და Старший брат182-ის ასოთხმოცდაათწლიანი პოლარული ყინვისგან გალურჯება-გაწითელ-გაყვი-თელ-გამწვანებამდე გაყინულმა ტვინმა და კიდურებმა ნორმალურად ფუნქციონირება ვეღარ შეძ-ლეს და თურქი, სპარსი და სხვაც ბევრი მათი მსგავსი მიხვდა, დაიჯერა და ირწმუნა გიურჯ-Гру-зин-გეორგიანელთა ადვილმონობადობა და იოლმორჩილება.
მინდია. სტრატეგიულმა პარტნიორ-მეგობრებმა წელს ქვევით, ფეხზე და სხვაგანაც დაიკიდეს ორ ზღვას შუა მდებარე სანატრელოს სასახელო აბორიგენთა ნება-სურვილ-ოცნება და იმედები, ადა-თები და წესები, ღუბერნატოლ-მინისტრები, აინები, საინები, დიპლიპიტო, დაირები, ბაფთები და ბაღდადები, პაპიროზის ქაღალდები, უფლისციხე, ვარძია, ქვევრი, ღვინო, ჩაკრულო, ცანგალა და გოგონა, მთავრობა, პოლიცია, (სად გვყავს თვარა კი) აფიცერიც ექიმიც, თვით ,,უფალი სუდიაც, 
პრაკურორიც“ ვექილიც.183 ვაჟკაცობით და მამაცობით განთქმულნი, უშიშნი ვითარცა უხორცონი მამრნი დაიჩმორჩილეს, კდემით და რწმენით განთქმულნი მდედრნი ჩაიჩლოგინეს. ნებითა გიურჯთა და არა მახვილითა დამპყრობლურითა. მოვიდნენ, გვნახეს დაგვამარცხეს. სამი V-ი და ბევრი ჭყV-იიიი, მოგვიწყეს, გვაჭყავლეს და სასწაული რამ გვანახეს. ჩვენ კი რაკი ერთხელ ვნახეთ, მერეც ბევრჯერ დავინახეთ. ჰაზიატსკი კანაფ-ჰაშიშით გაბრუებულებმა Русская водка и селедка184-თი გამოპრუტუნებულებმა, ჰაესტანური ,,ახტამარით“185 ნაბახუსევზე არ და ვერ გამოსულებმა, ფრანცუცული შამპანით,186 ჩინური სულეიმათი,187 ტელევიზორით, მაცივარით, სარეცხის და ავ-ტომანქანით, მოლდოვური ღვინით, პორტუგალიური პორტვეინით, წინწყაროში  ჩაციებული გლინტვეინით, კოკაინით, მეტადონით, ამფეტამინით, მორფინით, ნოვოკაინით და ,,სტარომიცინით“ გაბრუებულ-გაბუჟებულ-გაშეშებულ-გამოყ…აყაჩოებულნი ვსხედვართ და მო-ნობის უკიდურესი ექსტაზით ბედნიერნი, გაღიმებულნი, ვღრეობთ, ვცეკვავთ შალახოს და ვმღერით - ,,რაც კარგები, ვართ, ქართველები ვართ“… დაიგინე ან დაიფიცე, რომ მართალი ხარ. 
დათო. ჩვენი უკიდეგანო, კოკისპირული და პაპანაქება ღრეობა-სიმღერის და ტაშ-ფანდურის აკომპანემენტით, კბილებამდე შეიარაღებული დაცვით, თფილისის ვიწრო ქუჩებში დადის, აბდულ-იბრაჰიმ-ლეილა-ფადი, რა მნიშვნელი აქვს ძუა თუ ხვადი? გალავინსკს, ვერას, ხარფუხს, მადათოვს, ისე ექცევიან ვით საროსკიპოს ბოზს. დაჯლიგინობენ მდედრნი და მამრნი, მამათმავალნი ფრიად მრავალნი, დედათმავალნი მცირედნი მეტად. თქვენცა და ჩვენცა, ნებითა 

53
ჩვენითა მივეჩვიეთ და მოვერგეთ ყოფასა ჩუენსა, ურიცხვ დამპყრობთა მონათმფლობელურსა და დაჩმორჩილებულსა. რუსული დათვის და ჩექმის, ხიშტის და ,,შტიკის“,188 დედის გინებისგან თა-ვის დასაღწევად და რკინის ფარდიდან გამოსახედად, შემპარავ, პირმოთნე, დათაფლულ, ჩაკაკ-ლისმურაბებულ, მიგოგლიმოგლებულ და დაგლუკოზებულ ჰევროპულ ენას და ჰაზიურ ფენას გა-ვეგეთ ფეხქვეშ და ფიანდაზად ქართველები. მრავალნაირი საბრიყველოს მოსაყლეობა, რომანტი-კულ-სანტიმენტალური, მოსულელო და ენაჭარტალა, მომხდარ ამბავთა გამმუქებელი და არ მომხ-დართა გამბუქებელი, მქმნელი უამრავ იგავ-არაკის, ბუზისგან სპილოს, კოღოსგან დინოზავრის, გაბრტყელდა, გაძველდა, მდედრიან-მამრიანად მოსვირინგდა, ჩასელფდა, გაუზრდელდა, გასასტიკდა და თვისტომის მიმართ გახდა ყველა დამპყრობზე უფრო ულმობელი და დაუნდობელი. დაუნ ვიდ დიქტეიტე! დაუნ ვიდ დიქტეიტე! დაუნ ვიდ დიქტეიტე! 189 
მინდია. გაუმარჯოს საქართველოს მთებს, ტყეებს და მდინარეებს, ერთმანეთის მოძულე და სტუ-მართმოყვარე ქართველებს! როგორ ფიქრობთ, ქართველები რაღაცისგან ან ვიღაცისგან, საკითხა-ვია ვისგან ან რისგან? განთავისუფლების მერე გახდნენ ერთმოძულენი თუ იყვნენ არსებობის დღიდან და გამორჩენის ან გამოჩენის მიზნით იყვნენ გახვეულები მგლები კურდღლის ნაბადში, ცხვრის ტყავში და სხვა მრავალ ქურქში? ამ ჩაქურქებულ-ჩატყავებულმა, უსასრულო ბედნიერე-ბისგან გაუბედურებულმა ბედნიერებმა იციან, რომ არიან ქართველები და მაშასადამე… არ იციან, რომ არ არიან არც ჰევროპელები და არც ჰაზიელები, არც პინგვინები და არც კენგურუები. ,,ჩემო ტანჯულო, ჩემო მტანჯველო“, როდის დავა შენს ჰევროალპური ყინვით გაციებულ და ჰაზიური პაპანაქებით გადადუღებულ გონებამდე, რომ არსებობის დღიდან კავკასიელი ხარ ძმაკაც! ჰისტო-რიულად, გეოგრაფიულად, გეომეტრიულად, ფიზიკო-ქიმიო-ბიოლოგიურ-ასტრონო-გასტრონო-მნათობიურ-თეორიულად და პრაქტიკულად, მენტალურად და ადმინისტრაციულად. საზღვარი ხარ, გამყოფი, გამტარი, გზაჯვარედინი, მთაგრეხილი და უღელტეხილი შენი მუდამ და მარადის, ,,მარად და ყველგან“ მკიდებელი და გადამგდები ჰევროპისა და შენი სისხლის და ხორცის, ძვალის და რბილის, მჭამელ-მსმელი, ცოდვით სავსე ჰაზიისა?!. 
ნიტა. ისე გადახურდი ყინვისგან და გაიყინე პაპანაქებისგან, რომ ვეღარ აზროვნებ და ვერ ხვდები, არ იცი რა გინდა, ვინ, სად, რა, როდის და როგორ გინდა? ვერ გაარკვიე, ვერ ჩამოაყალიბე საგარეო ვექტორი და საშინაო სექტორი. აზრზე არ ხარ საით წახვიდე და როგორ იარო, რომელი სიჩქარით და მიმართულებით? ზევით ახვალ დაგხვრეტენ, ქვევით ჩახვალ ჩამოგახრჩობენ, მარცხნივ გადა-უხვევ გადაიჩეხები, მარჯვნივ შეუხვევ ცუნამი ან ვულკანი გშთანთქამს, ერთ ადგილას გაჩერდები და დათვი შეგახრამუნებს, დათვს თუ გადაურჩი აფთარი ისიამოვნებს შენი ცოცხალი ლეშით, სას-წაული თუ მოხდა და მაინც გადარჩი, მაშინ გარდაუვალია, რომ მგელი ან მგლისფერი ტურა ჩა-იტკბარუნებს შენით პირს. 
დათო. ქართული 20 თეთრიანი მონეტა ააგდე. ირემზე თუ დაჯდა გაჩერდი და ბორჯღალზე თუ დასკუპდა, დადექი! ვიდრე გაარკვევ მოძრაობის მიმართულებას, გასვლის პუნქტ A-დან გასვლის საათსა და წუთს, გზაში მოძრაობის სიჩქარეს, შეფერხება-შეყოვნების რაოდენობას და ხანგრძლი-ვობას, პუნქტ B-ში ჩასვლის დროს, ამინდის პროგნოზს, გადამყვანმზიდი ტრანსპორტის ღირებუ-ლების ანაზღაურების ფორმას - ,,დო აპირობ თუ პოსლე“190 ნაღდი თუ უნაღდო ანგარიშსწორე-ბით, ნატურით თუ ადამიანურით, აქლემი ნემსის ყუნწში გაძვრება, ვირი ხეზე ავა, ბაღლინჯო ბეჰემოტად გარდაიქმნება, შეშა დაიჩეხება, ცეცხლი დაინთება, კვერცხი მოიხარშება, კარტოფილი შეიწვება, თევზი შეიბოლება, ბასტურმა გალღვება, სამწვადედ გამზადდება, ხინკალი ათუხთუხდება, ბატკანი ჩაქაფდება, მაჭარი დაღვინდება, არაყი გამოიხდება, წითელი კომისარი ორთოდოქსი მართლმადიდებელი გახდება, ,,ბანდები მოიხოდება, ხიმია“191 მოიხარშება, გლობა-ლურ-ლოკალური კრედიტები განულდება და დაიფარება. ყველა ნატვრა, სიზმარი და ოცნება ერთად ახდება და ასრულდება, რკინის ყულფში თავი შაიყოფება, ან გილიოტინით წაგძვრება და სულიც გაგძვრება! 
მინდია. იდექი და იფიქრე, იფიქრე და იდექი უძრავი მოძრაობის და მოძრავი უაზრობის მდგო-მარეობაში, იაქის კარზე ოთხ დარჩენილ ქვაზე დუ შაში რომ მოგივა, იფიქრე გამოხვიდე თუ სახლ-ში წახვიდე, დავზე გაყვე თუ დაუბასეზე გამოყვე, რეფორმის ფარგლებში სექსშოპს გაჩუქებენ თუ ,,ჰამერს“ ხურდაში, ან ოქროს მედალს ლა მანშის გადაცურვაში დინების საწინააღმდეგოდ! ჰოი, 

54
,,გენიავ ქართულო, როკვით განფენილო“ გზააბნეულო, საპოვნელაში დაკარგულო ყოვლისმცოდ-ნეობის-გამძლეშემძლეობის-უმოქმედო მოქმედების და მოქმედი უმოქმედობის. ამოტივტივდნენ ჩაუძირავ წინაპართა შთამომავალნი, ბუნებით მაწანწალანი, უგნურ-უვიცნი, ბრიყვნი და ფლიდნი, უვაზელინოდ ქებათა მვლენნი მათზე სულ მცირედ აღმატებულთა, ,,არც გვარით, არც ვაჟკა-ცობით, არც ჭკუით და არც გონებით“, არც ვინმესთვის სამსახურით, არც სხვა რამე დამსახურით, მხოლოდ სიმდიდრით, ქონებით. სულ ზევით ზევით, მაღლა და მაღლა ავიდნენ, აფრინდნენ, ,,დამკაში“ გავიდნენ, ხალხში გამოვიდნენ, აღზევდნენ აბრწყინდნენ, აყეფდნენ აყმუვლდნენ, აღ-მუვლდნენ, არაფრის მცოდნენი, გონის არ მქონენი, ყველაფრის მცოდნენი, მფლობელნი, ყოვლის-შემძლენი შაიქმნენ. ბუნების და ლოგიკის ყველა კანონზომიერების მიუხედავად და საწინააღმდე-გოდ, მრავალმხრივ განსწავლულთა, მრავლისმცოდნეთა, ნიჭიერთა და პროგრესის მქმნელთა მენ-ტორნი, მოძღვარნი, ზედამხედველნი და უფროსნი გახდნენ. ავაზაკი გაპოლიციელდა და პოლი-ციელი გაავაზაკდა. თქვენის გუმანითა, რომელი უფრო დიდი ავაზაკია, თუ ერთი ხახვია, ყურებზე რომ ვერავინ დააჭრით და ერთი ნიორია ვერავინ რომ ვერსად დაანაყავთ? ამ უპასუხო კითხვამ მო-საყლეობის უმრავლესობას, მასავით გაურკვევლი ვირუსის უმძიმესი და უკიდურესი ფორმა შეჰყარა. ვირუსი იგი არს ფრიად სახიფათო რამეთუ ვრცელდების აკებაკილათაიითა, ანუ უთავბო-ლო, ფუჭი ლაპარიკითა (ასო არ შემშლია). სწორედ ამიტომაა საბრიყველო კომპარტდემიური ქო-ცომტრალის ნაციანტელში, რაც ყოველგვარი არაადამიანურის ფიქრს, თქმას, ჩადენას, ატანას, მოთმენას და უკადრებელის კადრებას გულისხმობს. ეგი ყოლიფერი უმძიმესი ტვირთი და პასუ-ხისმგებლობაა, მარა ქე რომე წამუა ყოვლისმფლობელი ყოვლისშემძლესგან ჩინ-მენდლები და ჯინჯილები ვერვისგან ანაწონები, მერე უკვე ერთი რეჰანია, როგორ და სად  ხარ, სახლში, ქუჩაში, ზღვაში თუ ვინმეს… სტუმარი შვეულმფრენში ან თვითმფრინავში. 
მანანა. თავცარიელი და თავს ლაფდასხმული, ფულიანი ტომრების ფულიან ბაწრებზე მიბმულ-მი-ჯაჭვულ-გამობმულ, ფარად აფარებულ, ბიზნესმენებად ნაკურთხ-შერაცხული ფულოსოფოსების, ჩარჩ-ვაჭარ-მევახშე-კრედიტორთა კანტორების მტაცებლურმა ბოროტმოქმედებებმა, მძარცველურ, წამღლეტვურ-წამრთმევლურ-წამგლეჯვურმა სტრატეგიამ და ტაქტიკამ, XXI საუკუნის დასაწყისში გონითა და ინტელექტით არც თუ ისე მბრწყინავი საბრიყველოს საზოგადოება საბოლოოდ და სამუდამოდ აქცია და ჩამოაყალიბა ბრბოდ. 
დათო. ყოფიერება-ცნობიერება-გონიერების შერყევ-შენძრევ-დანგრევ-გადანგრევამ შედეგად არ-ნახული წარმატება მოუტანა საბრიყველოს და ,,ნაკუწ, ნაკუწ, ნაკუწ, ნაკუწ კი არა“ საქართველო გა-იყიდა მთლიანად, სარფიანად, სულიერ-უსულოიანად, ჯიგრიანად და ხოშიანად. გაყიდულ საქო-ნელს უკან არ იბრუნებენ და არც ცვლიან არც უკეთესში, არც მეორადში, მით უმეტეს კრიმინო-კო-რუფცულაპტაციის ეპოქასა და მოცემულობაში. ჰოდა ამ ქოყანაში, კაი ხანია, რომე ფულს თუ გე-დიხთი ყოლიფერი შეგიძლია მეითხუო - ნაღდად, უნაღდოდ, ბარათით, ქეშით, ოხვრით და ხვნე-შით, ცრემლით, ღიმილით, სიცილ-ხარხარით, დღისით და ღამით, კურიერით და ბევრი სხვა რა-მით.  კრედიტით, განვადებით, ძველის ჩაბარებით. საყიდლად, საქირავებლად, საგირავებლად, საჭმელად, სასმელად, საყურებლად, სასმენად, გასართობად, დასახრჩობად, დასალპობად, გადა-საგდებად, ლილოს ნაგავსაყრელზე წასაღებად, ქართული წარმოშობის რუსი ჯუსტან I ბიუსტ-პორტრეტით დაწყებული, ქალთან ორალური და მამაკაცთან ანალური სექსით დამთავრებული. 
მინდია. ამ პირველ, აბსოლუტური და უმაღლესი სიამოვნების მომტან ქმედებას და მეორე ადამია-ნურ-სულიერ-ფიზიოლოგიურად ამაზრზენ უკუქმედებას, ნამეტნავად უხთება, კოკაინი, ჰეროინი, 
ამფეტამინი, მეტადონი და კონსტატინ ლესელიძის სახელობის ქოცლანდ იარდის, სხვათა შორის შეგახსენებთ, ეს, ის ლესელიძეა, XX საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში НКВД-ს ციხეში ჯალათო-ბისთვის ღენერლის ეპოლეტებს და საბჭოთა კავშირის გმირობას რომ გამოჰკრა მხრებიდა მის ბიუსტი შუაგულ გარეთუბანს რომ ამახინჯებს კოტე აფხაზის ქუჩაზე. ჰოდა აი იმ ლესელიძის სა-ხელობის ქოცლანდ იარდის  პატრონაჟით წარმოებული სხვა ტკივილგამაყუჩებელი, გონგამბუ-ჟებელი, სხეულმშეშებელი და ორი სიტყვით  - გამომაყლევებელ-დამაყლევებელი სანცხრომნი მრაუალნი და სხუადასხუანნი, რომელთა რეალიზაცია-მოხმარება ყველაზე უკანონო ქვეყანაშიც კი ადამიანური ან იურიდიული კანონით ისჯება, დაუსჯელობა კი აბევრმაგებს არა სახელმწიფო, არამედ ძლიერთა ამა ქვეყნისა ბიუჯეტს. 
ნიტა. საბრიყველოს ბორბალი ბედისაც და წისქვილისაც არც წაღმა ტრიალებს და არც უკუღმა, არ 

55
აქვს ტრიალის მიმართულება და ამ არატრიალში პატიოსანი ადამიანის ადგილი, ან ფსიქიატრი-ულ კლინიკაშია, ან საპყრობილეში, ან საგოდებელში. ჰიპერსასწაულად არაჩვეულებრივი ქვეყნის ისეთ მოცემულობაში გვაიძულებენ ცხოვრებას, რომ ჭკუადმყოფელებს ჭკუიდან გადაგვდგამენ და ნებითა ჩვენითა თუ არ მოვკვდით უსაქმურობით გაგვაფშეკინებენ ფეხებს, ჩაილურის წყალს და-გვალევინებენ, გაღმა გაგვიყვანენ ერთ ფუთ მარილს გვაჭმევენ და პატრონს ჩაგვაბარებენ. ეს ჰი-პერკეთილშობილური და სუპერსახელმწიფოებრივი ქმედებები უდიდესი სიყვარულიდან და მზრუნველობიდან გამომდინარე ხორციელდება უფასო სახელმწიფო სკრინინგის, მფარველობის, პატრონაჟის და სიყვარულის ფარგლებში. ისე ძალიან ვუყვარვართ, სუიციდალური მიდრეკილე-ბების გამოვლინებისას თავის მოსაკლავ ადგილსაც არ გვიტოვებენ. 
დათო. ვუყვარვართ ,,ძლიერ, ძლიერ, რაც გადის დრო და ხანი“, ვუყვარვართ მხურვალედ და მამა-პაპურად, ფრიად ქართულად, ტრადიციულად, ევიდენტურად და ლატენტურად, ძალიან არა, ძაან ჯიგრულად! ვუყვარვართ, როგორც ჟურნალისტებს მსხვერპლი სტიქიური უბედურებების დროს. რაც უფრო მეტი გვამი და მკვდარია, ჟურნალისტიკა უფრო მყარია, უფრო მდგრადია, ექსკლუზიუ-
რად, შეუდარებლად საოცარია, როგორც თავად ამბობს - ყველაზე მაგარია და ყველაფერი ტატუ-
ზე ახატია! მანჩო მასწ, რატომ ვუყვარვართ ასე ძალიან, როგორც ფსიქოლოგმა გვითხარით. პლიიზ!
მანანა. მოიკრებთ კიდევ ერთხელ მოთმინებას, თქუენსა?
მინდია. რაზეა ,,ბაზარი სესტრიჩკა“?191
მანანა. მოსაკლავი, მე ვარ მხოლოდ… დღეს რა წისქვილის ქვა და დოლაბი ბრუნავს ჩვენს თავზე, ისტორიულად ყოველთვის მახასიათებელი იყო გარდამავალ ეპოქებში, მავნებლების მიერ მოფიქ-რებული ე.წ. საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი წესრიგის გადასახედ-შესაცვლელად. ამ პროცესების ძირითადი წარმმართველი ქმედება ყმაწვილებო, მუდამ იყო ადამიანებზე ექსპერიმენ-ტების ჩატარება და უდანაშაულო ადამიანების ხოცვა-ჟლეტვა, განადგურება, რომელიც ემსახუ-რებოდა ერთადერთ ძირითად ზეამოცანას და მიზანს  - ადამიანთა აღშფოთებისთვის ისეთი შესა-ბამისი გარემოს შექმნას, რომ უამრავი, ამაზრზენი ბოროტმოქმედებებით გულმოყირჭებულ, და-ტანჯულ, შეწუხებულ ადამიანებს, თავად მოეთხოვათ სახელმწიფოს ჩარევა კონფლიქტების მოგ-ვარებაში და დარეგულირებაში. ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ელექტორატის ნება უზენაესია, წმიდათაწმიდაა, ისეთ ცეროდენაში და სახელმწიფოსთან არაფერ საერთოს მქონეშიც, როგორიც საბრიყველოა და სახელმწიფო იწყებს ინციდენტების აღმოფხვრას, კონფლიქტების რეგულირებას, მოგვარებას, მის ხელთ არსებული ყველა რეპრესიული მექანიზმით. პროცედურა პირველ რიგში იწყება მედიაში, მრავალსერიანი დაუსრულებელი სერიალით - ,,ყველა დამნაშავეა“! პირველ სერი-აში, ყველა არასასურველ და არასაიმედო, ხელისშემშლელ პერსონებზე კომპრომატების გამო-ქვეყნების და გამოაშკარავების შემდეგ, მეორე სერიაში ვუყურებთ  საჯარო, ხმაურიანი დაპატიმ-რებების და სასამართლო პროცესების უსასრულობას. ნიანგის და ვეშაპის ცრემლებს ღვრის მმართ-ველი კლანი გაუბედურებული ქვეყნის გამო, რაშიც რასაკვირველია, მათგან განსხვავებულად მო-ფიქრალ-მთქმელ-მკეთებელნი არიან დამნაშავენი. მესამე სერიაში განსხვავებულად მოფიქრალ-მეტყველთა კანონგარეშედ ან შეურაცხადად გამოცხადება ხდება ან გამოცხადების მცდელობა ჟღერდება. მეოთხე სერიაში იწყება ღია მუქარა და შეურაცხყოფა ყველა განსხვავებულად მოაზ-როვნის მიმართ, გამოქანების რჩევები, მიტინგების რბევები, რომელთა შედეგი პოლიციის დაბალ-ზე უფრო დაბლა მოაზროვნე ამაღლებულჩინოსანთათვის, სახელმწიფო სიგელებთან და მადლო-ბებთან ერთად, მსუყე ბონუსებია გონივრულ ვადაში, პროპორციული ძალით წარმატებულად ჩა-ტარებული სპეც.ოპერაციისთვის და როგორი არაპროპორციულიც არ უნდა იყოს ქმედება და ძალა, ნებისმიერი ექსპერტი, დამოუკიდებელიც და დამოკიდებულიც, ნებისმიერი კომისია, მას პროპორ-ციულ-სიმეტრიულად აღიარებს, როდის დაუხევია ძაღლს ძაღლის ტყავი? მომდევნო სერიაში მო-ქალაქეებს ტვინში უპრესავენ, რომ ცხოვრობენ მსოფლიოში საუკეთესო სახელმწიფოში, სადაც ყველაზე სამართლიანი სამართალდამცავები, მათი ყველაზე ახლო, საუკეთესო და საიმედო მეგობ-რები არიან. შემდეგ სერიაში იწყება ჩახრჩობა დაპირებების ზღვაში, რომლებიც არასოდეს შეს-რულდება, არსებული და არარსებული ბოროტმოქმედებების მხილება და აფიშირება, ტირაჟირება, რომელთა აღკვეთა არ არის მოსახლეობის ინტერესებში, მისთვის მთავარი, აუცილებელი და საკ-მარისია სიბინძურის და სიბილწის ყურება, სკანდალის აგორება და ჭორაობა, განსახილველ სა-


56
კითხზე დაუსრულებელი, კომპეტენტური მსჯელობა და როგორც წესი, ყველაზე კომპტენტურია 
ის, ვინც განსახილველ საკითხში ისე ერკვევა, როგორც კოლუმბი ფეხბურთში. არარსებული, არ-მომხდარი, არჩადენილი, არმოსალოდნელი დანაშაულის ან სტიქიური უბედურების შემთხვევაში დანაშაული იქმნება და სტიქიის პროვოცირება ხდება თავად ხელისუფლების მიერ, ბანკის გაძარც-ვის, მძევლების აყვანის, თვითმფრინავის გატაცების, მაღალჩინოსანთა ბიზნეს-ინტერესებისთვის ხელის შემშლელი ინფრასტრუქტურული ობიექტის დაწვის, მიწისძვრის, მეწყერის, ზვავის, წყალ-დიდობის, ეფემერული ვირუსების, ინფექციების შექმნა-გამოწვევა-პროვოცირებით და სხვა უამრა-ვი მავნეზმატიკული ქმედებით. სახელმწიფო ასე ამკვიდრებს შიშს და ძალადობის მოთხოვნას, ბრმა და ყრუ-მუნჯ მორჩილებას, მონობის მოთხოვნადობას. თავისი სიბრძნის, ეფექტურობის, შე-უდარებლობის და შეუცვლელობის იმიჯს, სამართალს და ჭეშმარიტებას. სკანდალებს თვალსაჩი-ნოდ ახმაურებს, რაც მისი კათარზისი, პანაცეა, იმუნიტეტი და ვაქცინაა, ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეთ, როცა ხედავთ ჩირქსა და ბიწიერებაში ჩაძირულ, დასახრჩობად განწირულ ხელის-უფლებას.192
ნიტა. დღესავით ნათელი გახდა მანჩო მასწ, ყველაფერი, თუ ამ ქვეყანაში დღე უფრო ბნელია და 
ღამე უფრო ნათელია? საუკუნეთა განმავლობაში, სხვადასხვა დამპყრობლის მონობის უღელის, 
მათრახის და ჩექმის ქვეშ მყოფნი, დაჩირქებული და ჩირქისგან გამომპალი იმპერიების კეთილდ-ღეობებით გახრწნილნი, მეოცნებენი და გაცოფებულნი, მხსნელნი, მაშველნი, მზურნველნი ეფემე-რული განვითარებით და პროგრესით მოფანფარონენი, ვერსად ისე ვერ ვიცოცხლებთ, არსად ისე არ მოვკვდებით, როგორც აქ, ამ ქვეყანაში, აქ სჯობს სიკვდილი სახელოვანი, რადგან აქ მკვდრებს უფრო მეტ პატივს სცემენ, ვიდრე ცოცხლებს. ნეკროფილიით ხართ შეპყრობილნი გიურჯ-გრუ-ზინნო?  არ არსებობს მსოფლიო ისტორიაში საბრიყველოს პრეცედენტი. სივრცის მარად ქრონიკუ-ლი უქონლობის გამო აქ მუდამ ერთ სიბრტყეში ლოკალიზდებოდნენ, მდებარეობდნენ, წინ წასვლის ნაცვლად უკუსვლით უკან მიდიოდნენ ან უფრო ერთ ადგილას იდგნენ გაუნძრევლად, ან ისხდნენ ასევე გაუნძრევლად, ანიავებდნენ და ფანტავდნენ ყველაფერს თათქარიძეები და ფანტია-შვილები. ერთად სამ და ხშირად, ბევრად უფრო მეტ ხმაში ღრეობდნენ და მღეროდნენ - მტერი და მოყვარე, მთვრალი და ფხიზელი, ქალი და კაცი, მოხუცი და ბავშვი, თაგვი და კატა, კატა და ძაღ-ლი, ლესბოსელი და პედერასტი, კრიმინალი და პოლიციელი. უკუნითი უკუნისამდე ბნელსა და უკუნეთში მოსიარულეებს დაუცდათ ფეხი და აღმოჩნდნენ ჭაობში, რომელშიც არ ჩაიძირნენ. ტივტივებენ საუკუნენნი უკვე მრავალნი. დაისვარნენ, ამოიგანგლნენ, დასველდნენ, გაწუმპიანდ-ნენ. საზიზღრად, ბრიყვულად, გეოპოლიტო-ეკონომიკო-კულტურო-სპორტო-ალოგიკო-სულიერ-ფიზიკურად. დადგა ჟამი უკუნისა და არ ანათებენ მთვარე და ვარსკვლავნი, რამეთუ ენგურჰესზე მომხდარი ავარიის და ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერების გამო ,,აღარ არის არსად მთვარე წყნარი, არც მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი“ და არც კარი, ჰევრო-ნატო-კვატოს არც ღია, არც დახურული, არც ფანჯარა, რომელსაც მზემ სხივი სტყროცნა და ჩაამსხვრია, არც მეჩეთი, არც სინაგოგა, არც პაგოდა არც საყდარი არ არის და კომპენსაციისთვის მზრუნველი მთავრობისგან  ,,დო ფალოსა ი ბოლშე“193 არის იზმი, ურიცხვიზმი - სტალინიზმი,  სხვაბევრიზმი, აღარ არიან სუბორდინატორები და ინტერნები, ასპირანტები და დოქტორები, აღარავინ წერს ლექსს და მუსიკას, აღარ ხატავენ, არ თამაშობენ სპექტაკლებს და არ აკეთებენ ფილმებს. აღარც ბოზობენ, ტვინსაც აღარ ხნავენ და ნერვებზეც აღარ უკრავენ. უზომოდ ბედნიერნი რსებობენ (ასო არ გამომრჩენია) და არიან იქ, სადაც არ არის საჭირო წიგნი და ამ არასაჭიროების გამო ბიბლიოთეკები და წიგნის მაღაზიები თანამედროვე მოთხოვნებისამებრ, სტრატეგიული პარტნიორების რეკო-მენდაცია-მითითებების, კატეგორიულ-კოკისპირული გათვალისწინებით და შესაბამისად, დუქ-ნებად, ბანკებად, კაზინოებად, ბორდელებად გადაკეთდა. წავიდა დრო ქვების და ცოდნის გროვებისა და დადგა ჟამი მდაბიოთ აღზევებისა, უმეცართ, უგუნურთ მმართველთა, სწავლულთ მანადგურებელთა, კეთილშობილთა მდევნელთა, და მტყვევებელთა, განმდევნელთა და ჩამ-ქოლებელთა!.. აღარ დაწერო, აღარ დახატო, აღარ იცეკვო, აღარ იმღერო. იყავი იქ, სადაც აღარასოდეს იქნება წიგნი მუსიკა, თეატრი კინო, მუზეუმი და გალერეა, სადაც გექნება გალერია ამ ყველაფრის ნაცვლად და იმ გალერიის მფლობელ-პატრონთა, ყველასა და ყველაფრის ბატონთა - ჯოჯოხეთის არისტოკრატია გშთანთქამს და/ან მის მორჩილ პითეკანთროპად გარდაგქმნის, ჩამო-

57
გაყალიბებს,ან Dinosauromorph194-ასავით გადაგაშენებს, მიგაფიტულებს და ჩონჩხსა შენსა ძვირად ღირებულსა, ტურიზმის განვითარებისთვის ახალი ათონის გამოქვაბულის ყველაზე თვალსაჩინო და საპატიო ადგილას გამოფენს. ფრთხილად! უფრთხილესად მეგობარო! გსურს გადარჩე გაადამიანყოფილების, გაპირველყოფილების გარდაუვალ პროცესს, უსასრულო უკუნეთში იძუ-ლებით ემიგრაციას და დარჩე ცივილიზაციაში? აღარ იკითხო წიგნი, აღარ დაწერო, აღარ დახატო, აღარ იცეკვო, აღარ იმღერო, არაფერი აღარ აკეთო, აღარ იცოცხლო! კმარა! გეყოფა რაც უშალე ხელ-ფეხ-ნერვი ძლიერთა ამა პლანეტისა და გალახტიკისა! სასწარფოდ გაიარე  საჯდომის ლოკვის სავალდებულო და უფასო ტრენინგი. სერთიფიცირებულმა ინოვაციურ-კრეატიულად ლოკე საჯ-დომი, ნორჩო, ბედნიერო, უძვირფასესო და უსაყვარლესო, გემრიელო და კეთილშობილო სულზე უტკბესო შტერო! არის შენში რაღაც აპოკალიფსისურად იდუმალი და სანუკვარი, სანატრელი, დაფარული, მიუწვდომელი, შეუცნობელი, შეუცდომელი, ვერსადმყოფელი, ყველაფრისმნგრევე-ლი, აუტანლად საყვარელი და ამაფორიაქებლად დამამშვიდებელი მრავალტანჯულო სამშობლოვ ჩვენო! მრავალსაუკუნოვანო, ჭაღარავ, გამზრდელი ბებიასავით უსაყვარლესო, ასეთ შავზე უშავეს, სამგლოვიარო დღეში რატომ ხარ ნეტავ? რა დააშავე, ვინ გაგიმეტა? რატომ ხარ სავსე კაპიტალუ-რად უგნურ-უვიცი, ბაჯაღლო, პიტალო, არა და სამთავრობო კერძო და საერთო სექტორებით, არაფრისმცოდნე მაგისტრ-მენტორებით, ყველაფრისმცოდნეობის დოხტურ-ყლექსპერტებით, უამ-რავი დეფექტებით, გაურკვეველი, მშიერ-მწყურვალი, მიუსაფარი, ობოლი კეთილშობილებით ჰოი, გენიავ და პარადოქსო, უნივერსალურობის და გულისხმიერების! ნარევ-ნაზავო ავაზაკობის და კეთილშობილების, კაი, ძველი ბიჭი სამართალდამცავების და ადამიანთმოძულე ექიმების საბუდარო, უსულგულო უჯიგრობის და უსაზღვრო კეთილშობილების მექავ დიდება შენდა!  დადეექ!  სწორდი! სმენა! სწორება აღმო-დასავლო-სამხრო-ჩრდილოეთისკენ, მასაი-მურსი-ხამარ-ბუშმენ-სამბურუ-ზულუსი-ბანტუ-ნუბას-ჯარავას-ტაგაერის-კავა-ხივა-პირახანის ტომებისკენ ვე-ლურებისკენ, პაპუასებისკენ, ქვესკნელისკენ, ჯოჯოხეთისკენ! ასკინკილა-ბრუნვა-ბუქნვა-გადა-ღუნვა-მალაყი, სალტო-მორტალე გონების დაკარგვამდე 360O დაიწყეთ! 

ოთხივენი დგებიან და იწყებენ ცეკვას. ბახვას სცენაზე გამოჰყავს თოჯინები, რომლებიც არტის-ტებთან ერთად ცეკვავენ.

ნიტა. ერთი, ორი, სამი, ოთხი, 21 მანდ ვსხედვართ და რად ვერ ვხვდებით? 
დათო. 5, 6, 7, 8 ქვეყანა თავზე ჩამოგვერღვა და ჩამოგვენგრა! 
მანანა. გაყიდულ მიწებს არ გვიბრუნებენ და აღარც ხურდას, ამიტომ წევიდა უვადო ბრუნვა! მინდია. საქონელბრუნვა, ტვირთბრუნვა, ფულბრუნვა, რაც ყველაზე მთავარია საჯდომბრუნვა და უკანალის თამაში, თავბრუნვა, ტვინბურღვა, სიტყვბრუნვა. ბახ-ბუხ-ჭახ-ჭუხ-ჯახ-ჯუხ-ნაფ-ნეფ-ნიფ-ნოფ-ნუფ.
ნიტა. ლული, ლული, ბაც. И... роза, береза, мак, дурак, простите если что-то не так, скажите как вам нравится, и мы сделаем точь в точь так,195 ქუსლი, წვერი, ბაკ-ბაკ-ბაკ, კრექს-ფექს-პექს-ქუხს-ჭექს. აუ, რითმაში რა საკაიფოდ ჟღერს, სამშობლო ჯერ წაგვართვეს, მერე გაგვიყიდეს, ჰოდა ამ ქმედება-თა ჩამდენ პერსონებს, ყველას უკლებლივ - ბრავო და ბისი, ოვაციები, ჩვენიც და თქვენიც, კარგის, კეთილის, უცნობ-ნაცნობის და მრავალთ სხვისიც.
დათო. Любит не любит? მაპი თუ Батя? ლობი თუ Крыша? That is the question,196 ვერ გავარკვიეთ. სხვაფრივ რა გვიშავს. 
მანანა. ყველა პირში და ბრუნვაში კიდევ ერთხელ მუდამ და მარადჟამს ვაბრუნოთ გიურჯთ უმთავრესი გრძნობა და მარადიული მამოძრავებელი - სიძულვილი. გამეორება ცოდნის არამარტო დედაა, მამაც გახლავთ. 
მინდია. მე მძულხარ. 
ნიტა. შენ გეზიზღები, 
დათო. ის ვერ გვიტანს და გუნდურად მოვკეტოთ დროზე, იმიტომ რომ სხვა ყველა დანარჩენს, ანუ მსოფლიოს ვკიდივართ, როგორც სარეცხი თოკზე! 
მანანა. რაშია ჩვენი ბედნიერება და საიდუმლო, ან იდუმალი უბედურება? მონობით თავისუფლე-

58
ბაში, თუ თავისუფალ მონობაში? ეგ არავინ იცის მრავალტანჯულო სამშობლოვ ჩვენო? ჩალომ-ბარდებულო, გაქირავებულო, დაგირავებულო, იპოთეკით დატვირთულო და დამძიმებულო, ავა-ზაკთათვის ძეგლების მდგმელო, კეთილშობილთა მნადგურებელო, ილიას მკვლელო, ქრისტეს დაბადებამდე გაქრისტიანებულო, რომის პაპზე დიდო კათოლიკეო, აუტანელო და საყვარელო!
მინდია. ამდენი გარე-შინა სიძულვილისგან დამძიმებული და მისგან თავის დახსნის სურვილით აღპყრობილ-შეპყრობილი სიამოვნებით დავიდგამდი ევას ნებისმიერი შთამომავლისგან მოწოდებულ უნაგირს და ლაგამს, დავიდებდი არტახებს, ხუნდებს, ჯაჭვებს, მარწუხებს, ბორკი-ლებს. (ენის მოჩლექვით). ჩიკვარული ხომ სასჯელის ელთადელთი, ურიკანული კატეგოლია და  ბოლკილია, ლომელსაც ნებისმიერი, მოლნალული და არც მთლად დალაგებული ადამიანი, აბსო-ლუტური სადო-მაზოხისტური თვითნებადი სიამოვნებით ხვდება და არასოდეს აქვს მისი არტა-ხების და მარწუხების მოშორების სურვილი. ნებადურ-სურვილადი სადო-მაზოხიზმი ლტოლვა-ვნებიანობის პანდემიას იწვევს, რასაც შინააშლილობა და საოჯახო ჯანყი მოსდევს, რომელიც თა-ვის მხრივ უნოყიერეს ნიადაგს ქმნის, პარაზიტული სახელმწიფო მღელვარება-შფოთიანობისთვის. გლობალურად გაუჩერებლად ტრიალებს ბედის და წისქვილის ბორბალი, ძაფის გორგალი და კვირისტავი,  სცენაზე ნაძალადევად, იარაღის მუქარით, უკანალში პანღურით გაგდებული ხელის და ფეხის უფლებების მიერ, სახელმწიფო წესრიგის გადასახედად, გადმოსახედად, წასაკითხად და გადასაკითხად, მოსაკითხად და ,,გრევის შესაგზანად“,197 ,,მაყუთის ასახევად“198 და გასამრავლებ-ლად, გავლენის სფეროების და ,,მაყუთის საჭრელი სტანოკების“199 ლოკაციების გადასანაწილებ-ლად. ამ ორომტრიალში და კოტრიალში, მონად ყოფნის ჟინით და სურვილით აღძრულ-აღვსილი მაზოხისტურად ბედნიერი მონანი სტომაქისანი კოპწიაობენ ყოფითა თუისითა, მფლობელნი მათნი კი ბედნიერად და წარმატებულად ქმნიან, აყალიბებენ, ანვითარებენ, აბსოლუტურ მორ-ჩილებამდე სრულყოფენ ადამიანადყოფილებს, ნაადამიანარებს, უადამიანო და არაადმიანურ პი-თეკანთროპულ ჩმორჩილენსებს, რომლებიც მონობის ჭაობში კოტრიალობენ და რომლებსაც ერთმანეთიც და ჩვენც ისე ძალიან ვუყვარვართ, რომ რაც უფრო შორს ვართ და მეტად იზოლი-რებული, მით უფრო ტკბებიან! 200     
ხმა რეპროდუქტორიდან. (პროვინციული კილოთი). იყიდება ახალი გარემონტებული ბინა. ,,ქუხნა-ვანა-ტვალეტი ქაფელ-მეტლახში.  პოლი და კარ-აკოშკა დუბოვი ხეში. პატალოკი და კედელები გიფსო-კარდონში“. შესაძლებელია გეიყიდოს მებელითაც.201                                               
დათო. ვიდრე ის ,,კვარტირა მებელით ან უმებელოდ, კასტრულებით, სტიოლЪსაფრებით, ფრას-ტინებით, ვარატით, პლოშადით და პლოცკოთი“ 202 პატრონით ან უპატრონოდ, მისი დედიმისით ან უემისოდ გეიყიდება, წასვლამდე და წასვლის წინ ერთი სატალახოცა ვსთქოთ, ალაჰვერდი თქვენთან, ჯერჯერობით ადამიანებად დარჩენილნო და არ გადაჯიშებულნო: ჯერ იმ კაცს გაუ-მარჯოს, რომელმაც ვენახში გაიარა, წაქცეული ვაზი ნახა, წამოაყენა, მოეფერა, მოუარა, მოსავალი მოიყვანა, ღვინო დაწურა, თვითონაც ისიამოვნა და ჩვენც არ დავავიწყდით.203 

დარბაზში სინათლე ინთება და შემოდიან კომედია დელ არტეს პერსონაჟები, რომლებიც მაყურე-ბელს ღვინით სავსე ფიალებს და პურს ურიგებენ.  სცენაზე გამოდის სპექტაკლის ყველა მონაწილე, რომლებიც მაყურებელს სადღეგრძელოებით მიმართავენ.

მინდია.  იმ კაცს გაუმარჯოს თქვენი ცუდის დანახვაზე, სხვაგან რომ მაინც კარგს იტყვის თქვენზე.
ცუკერშტაინი. იმ მთვარეს, გაუმარჯოს, ვინც თქვენ სახლისაკენ მიმავალ გზას გაგინათებთ და გე- 
ტყვით, აქეთ მობრძანდი, მანდ ხრამია და არ ჩავარდეო.
ბახვა.  იმ კაცს გაუმარჯოს, თქვენს დანახვაზედ ქუდს რომ მოიხდის და გეტყვით - მშვიდობით გევლოს, შინ მშვიდობით მისულიყავი.
სალამურა. იმ ნიავს გაუმარჯოს პაპანაქებაში რომ გაგაგრილებთ და იმ კაცს, თავსხმა წვიმაში სახლში რომ შეგაპატიჟებთ და გეტყვით - მობრძანდი სტუმარი ღვთისაა. 
ბახვას თოჯინა. იმ ადამიანებს გაუმარჯოთ, ვინც თქვენ სახლში სანთელანთებულნი გელოდე-ბიან...

59
დათო. ჩვენ? ჩვენ მაინც უნდა გავექცეთ აქაურობასაც და იქაურობასაც სხვანაურობასაც და უც-ნაურობასაც ყველას და ყველაფერს, იმიტომ რომ აღარ არის ეს ყველა და ყველაფერი ჩვენი. დრომ ჯერ თფილისის სავიზიტო ბარათი, უმთავრესი კოლორიტი და სიმბოლო - ყარაჩოხელი გაანად-გურა და გადააშენა, მერე ფენიქსივით უამრავჯერ აღმდგარი ქალაქიც არ დაინდო და გააქრო, სუ-ლის რუკიდან და ადამიანობის რადარიდან. მივდივართ პროვინციულ-გლობალურ-მეგობრულ-პატრიოტულ-სტრატეგიული ლაბირინთიდან გასასვლელად. გავურბით და ვემალებით ყველას და ყველაფერს - დიდს, პატარას, ქალს, კაცს, ცხოველს ფრინველს, მწერს, მღრღნელს, ქვეწარმავალს, ზეცადმავალს, საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო, ჰიბრიდულ და ელექტრონულ ტრანსპორტს, ე.წ. ადამიანებს და დახვეწილ ავაზაკებს, კრიმინალების მფარველ პოლიციელებს და პოლიციელების მთავარ საყრდენს - კრიმინალებს. ბოზებს, ნარკომანებს, ბევრდიპლომიან ტაქსისტებს და მათზე უფრო მეტ სერთიფიკატიან მოლარე-კონსულტანტებს, ლოთებს, მათხოვრებს, უტრაკო მეტრაკეებ-საც და ტრაკიან გამტრაკებლებსაც, ქალაქელ ყარჩოხელს და გაუთლელ პროვინციელს. ქვეყანა გაგვიუცხოვდა და ჩვენც გავაუცხოელეთ ის. დაგვეკარგა და დაგვკარგა, წავალთ იქნებ ვიპოვნოთ სადმე. ჩვენი წასვლის მერე აქაურობა ალბათ დალაგდება, უფრო მეტი სიმშვიდე, უფრო სუფთა ჰაერი, უფრო სუფთა ქუჩები იქნება და ბოროტი ადამიანები გაკეთილშობილდებიან.  
მინდია. რომელი შუა საუკუნეების რაინდები ჩვენ ვართ, გადარეულმა შვიდეულმა რამდენიმე ათას ავაზაკს და ურჩხულს წავაჭრათ ბევრთავიან-კუდიანი თავები და კუდები. გაქცევის, გაქრო-ბის, დაკარგვის, დეზერტირობის გარდა არაფერი დარჩა მოსამოქმედებელ-გასაკეთებელ-მოსაფიქ-რებელი და რაკი ვერაფერი მოვიფიქრეთ, გავაკეთეთ და მოვიმოქმედეთ ამ ავგიას თავლის დასალაგებლად, ამ გარყვნა-გახრწნა-წარყვნა-წარღვნის შესაჩერებლად წავალთ, ამ უცხოეთიდან სხვაცხოეთში, ფრონტის წინა ხაზზე, ბერმუდის კუნძულებზე, დასაკარგავში და დაუბრუნებელში, სადაც კარგი არაფერია და ცუდი იმდენი, სჯობს არ იფიქროს კაცმა. ჩვენს წინ სიმარტოვის და სიცარიელის ოკეანეში ნახევრად ჩაძირული ყინულოვანი და უკაცრიელი კუნძულია, სადაც ცხოვ-რება აქაურობაზე ცოტა უფრო იოლია და იქიდან სადმე წასვლა თითქმის შეუძლებელი. 
ბახვა. ვიდრე ყულფებიდან გამოვყოფთ თავებს და გილიოტინებზე გადავდებთ, წასვლამდე, ფი-ნალში გასვლამდე, ფინიშთან მისვლამდე და კისრის მოტეხვამდე, თავის დახრით და წელში მოხ-რით, გრან მერსი შენდა უდიდებულესო და ულამაზესო, არნახულო და ბევრის მნახავო მზეთუნა-ხავო, დაუნახავო, ფასდაუდებელო, ჩიმ-ჩაირას აკომპანემენტით სამ გროშად გაყიდულო, კოშმარ-დაუმთავრებელო და ჩაჯოჯოხეთებულო სამშობლოვ და ქვეყანავ ჩვენო! მადლობა რომ დაგვღალე ბედნიერებით! მადლობა, რომ შენს დანომრილ, ყველა ხეზე და ბუჩქზე ჩავიდეოკამერებულ მოსაყ-ლეობას და დაჩიპულ ცხოველებს  სჯერათ, რომ ცხოვრობენ ბრძენ, დიდებულ, სამართლიან, სწორ, ღვთიურ, წარმატებულ, ყველათი და ყველაფრით მსოფლიოს გამაოცებელ და ყველას მჯობნ ქვეყა-ნაში, აბსოლუტური ესთეტიკური ჩმორჩილების, იდეალური, ნებაყოფილობით მოთხოვნადი სას-ჯელის ეპოქაში, კოკისპირულ-თავსხმული ჟინით და სურვილით აღძრულ-აღვსილნი, მაზოხის-ტურად ბედნიერნი, მონანი კოპწიაობენ ყოფითა თუისითა, მფლობელნი მათნი კი ბედნიერად და წარმატებულად ქმნიან, აყალიბებენ, ანვითარებენ, სრულყოფენ ადამიანადყოფილებს, ნაადამიანა-რებს, უადამიანო და არაადამიანურ პითეკანთროპულ ჩმორჩილენსებს, რომლებიც მონობის ჭაობ-ში კოტრიალობენ,  ერთმანეთიც და ჩვენც ისე ძალიან ვუყვარვართ, რომ რაც უფრო შორს ვართ და მეტად იზოლირებულნი, მით უფრო ტკბებიან!     
ნიტა. გონების დაკარგვამდე მადლობა იმისთვის, რომ ვცხოვრობთ (თუ ამას ცხოვრება ჰქვია) SELF გარემოსა და ეპოქაში, სადაც ცეცხლმოკიდებულებიც ვართ და მეხანძრეებიც, დასახრჩობად განწი-რულებიც და მაშველებიც, წესრიგის დამრღვევებიც და სამართალდამცავებიც. 
ცუკერეშტაინი. ნეტაი გამაგებინა ვინ ადგენს როგორი არის ან უნდა იყოს წესრიგი ან ის ვიღამ შაადგინა როგორია სამართალი? იჭმევა თუ ისმევა? სამართალმა პური ჭამაო და ღვინოსაც დააყო-ლებდა ვიცი ეს მე! თავბრუდამხვევი მადლობა იმისთვის, რომ ამ ყველაფრის მქონე და აბსო-ლუტურად უქონელ, ჰიპერპარადოქსულ და მსოფლიოს მერვე საოცრება ქვეყანაში ჩვენი თავების, ტანების, სხეულების ეჭვმიტანილებიც ვართ და გამომძიებლებიც, ბრალდებულებიც, განსასჯელებიც, ოპერებიც, ,,სტუკაჩებიც, სლედაკებიც“204 პილატეებიც, ვექილებიც, ექიმებიც და პაციენტებიც, ჰიპოკრატეებიც, თემიდებიც, ერიც, ბერიც, მოყვარეც, მტერიც, ეტალონიც და მეტრიც, სულიც, ხორციც, ძვალიც, რბილიც, სისხლიც, ძარღვიც, დემოკრატიც, დესპოტიც, მღვდე-

60
ლიც და მრევლიც, არაკაციც და კეთილშობილიც, ფეხბურთელიც და გულშემატკივარიც, არტის-ტიც და მაყურებელიც, კომპოზიტორიც და მსმენელიც, მწერალიც და მკითხველიც, მასწებიც და მოსწებიც, გამომცდელებიც და აბითურიენტებიც, აკადემიკოსებიც და სტუდენტებიც, პატივ-ცემულებიც და პატივსაცემებიც, ორსულებიც და მეანებიც, მძღოლებიც და მგზავრებიც, მეტროს ვაგონებიც და ავტობუსებიც, მეძავებიც და მეძავთუხუცესებიც, ნარკომანებიც და ,,ბარიგებიც“ ,,დასაკრიშებიც და დამკრიშველნიც“ 205 სინათლის, გაზის, წყალის მრიცხველიც, მშენებლებიც და დამანგრევლებიც, გამნათებლებიც, ჩამბნელებლებიც, დრამატურგებიც და დამკაბადონებლებიც, მხატვრებიც და ნატურებიც,  სცენის მუშებიც და რეჟისორებიც, მერაღნეებიც და პოეტებიც.
გიორგი მაზნიაშვილი. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც გვაიძულებს ვიცხოვროთ (თუ ამას ცხოვ-რება ჰქვია), უბინძურეს ატმოსფეროში, რომელიც ისეა გაჟღენთილი სისხლით, ჭუჭყით, ჩირქით, სიძულვილით, აგრესიით, ტყუილით, როგორც ჰაერი წვიმის წვეთებით და თოვლის ფიფქებითაა გაჯერებული. მადლობა თქვენდა ადამიანებო, რომ თქვენში უხვადააა სისასტიკის, სადიზმის, ძა-ლადობის, უვიცობის და სიბნელის გაუნადგურებელი და მყარი ნარჩენები. მიწამდე თავის დახრით მადლობა ყველას, ვისთვისაც განსხვავებული აზრის გამოთქმა გათანაბრებულია ეროვნულ (სადღა გვაქვს რამე, ან გვყავს ვინმე ეროვნული) ღალატთან, სახელმწიფოს (სად გვაქვს სახელმწიფო?) ვინმეს თუ სახელმწიფო გერბი, დროშა, ჰიმნი, ფულის ერთეული და ქოცლანდ იარ-დის მახინჯი ცერბერები ჰგონია, მე ის ვინმე ნამდვილად არ ვარ, ჰოდა ამ არარსებული სა-ხელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად არის შერაცხული დიფერენცირებული აზრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით ჯაშუშობა და 315-ე მუხლით შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლე-ლად და 317-ე მუხლით მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, ისჯება სამიდან ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ერთგული და თავდადებული მოსამართლის ჰუმანური გადაწყვეტი-ლებით, სასჯელთა შეკრებადობის ერთობლიობის და გაერთიანების პრინციპით, - რა ენაზე ლაპარაკობენ ეს იურისტებად წოდებული მავნებელი იდოტები გამაგებინა ნეტავ, ვინც კარგად მო-იქცევა სამუდამო პატიმრობასაც გამოკრავს ხელ-ფეხს და უზარმაზარი მადლობა ამ გრანდიოზუ-ლი ბედნიერებისთვის.
ვალოდია გოგუაძე. არნახული და გრანდიოზულად განსაკუთრებული, მრავალფეროვან-რიც-ხოვანი, უმრავლესი და  მარტივ მამრავლებად დაშლილ-დამსხვრეული მადლობა, რომ მრავალფე-როვნულ და ჰიპერყვეროვნულ, ჯარიმებით მისანქცირებულ და მიაბსცესებულ  მოსაყლეობას თმენის ვალდებულება აქვს ჩართული და გონივრულ ვადაში, უგონოდ ითმენს, ისმენს იტანს, მა-ზოხისტურად სიამოვნებს ლეგიტიმური ეჭვიანების დელეგიტიმური ეჭვიანობა, უგუნურება, უვი-ცობა, თავხედობა, თავნებობა, აგრესია, უზრდელობა, მავნებლობა და კიდევ ურიცხვნი და ურცხვნი  ქმედებანი მრავალთა მტარვალთა სხუათა. აფერუმ გამძლეობას ნერვთა, რესურსთა და მასალათა თქვენთა მრავალტანჯული საბრიყველოს მუდამ წამებულო მრავალფეროვნულო, ფე-რადთავიანო, ბოტოქსიან-სილიკონიანო, ლეღვის ნახარშით გარუჯულო, გონ-უნარ-ჩვევებ-უფლე-ბა-ჰაერშეზღუდულო მოსაყლეობავ! ვიდრე მოთმინებითა თქვენითა გაგძვრებათ და გაგიწყდებათ ქანცი და ჯანი, ამოგხდებათ და ამოგძვრებათ სულნი თქუენნი, პატრონებს ჩაბარდებით, გაღმა გახ-ვალთ, გამოღმა შეედავებით და გაარკვევთ შარის წამოსვლის ლოკაციას, ერთ ფუთ მარილს შე-ჭამთ, ჩაილურის მინერალურ წყალს დალევთ და თქვენი სტრატეგიული პარტნიორები, კეთილის-მყოფელი, ყოვლისშემძლე მეგობრები, დეიდები, ბიძიები, კეთილები და კარგები დაგაჯილდოებენ ჯორჯ ყოვლისმფლობელის ორდენით, ბილლ ვირტუალურის მედლით, ნობელის პრემიით და ლუმუმბას სტეპენდიით, მრავალსაუკუნოვანი და მრავალფეროვნული ტანჯვა-წამება-ოხვრა-ხვნე-შა-კრუსუნ-კრუტუნ-კვნესა-ვაი-ვიში-ფეტიშის ბევრგაზმისთვის, ვიდრე გაერო, ნატო, ეუთო, ევ-როკავშირი, ჯანმო, დიდი რვიანი, პატარა ცხრიანი და სხუანი ურიცხვნი  და ურცხვნი, მავნებელ-უსაქმურნი ოფის-კანტორანი, მოწყალების სახით ჩაგიჩხრიალებენ ყუთში ან ქუდში მაპს, კანდი-დატის სტატუსს, ქაქცინებს, ჰუმანიტარულ დახმარებებს, ტრანშებს, გრანტებს და სხვა მრავალ, ურიცხვსა და უსარგებლო განატრაკებს, მოსაყლეობის უმრავლესობისგან იზოლირებული, დასან-ქცირებული, მიტერორებული, უფლებაშეზუდული, გონებაგაბურღული, ჩაბორკილებული, შუბზე წამოცმული, კლდეზე და გადასახად-ჯარიმებზე მიჯაჭვული, ნამუსახდილი და გაბახებული, ადა-

61
მიანად დარჩენილი უმცირესობისგან მადლობის ნიშნად მიიღე - კეთილშობილება, კულტურა, მწიგნობრობა, უანგარო სიყვარული და პატიოსანი, თავდადებული, აუნაზღაურებელი, დაუფინან-სებელი, პროფესიონალური შრომა. ლექს-მოთხრობ-რომანების ჯღაბნა, გრაფიკულ-ფერწერული თხაპნა, კულისებიდან სცენაზე თავგანწირვით გამოვარდნა, კლავიშებზე, სიმებზე, ნერვებზე და-კვრა-ჟღარუნი-ჩხარუნი-წკარუნი-დელიავ-რანუნი. 
მანანა. მადლობა შენდა, ყველაფრისათვის გზას აცდენილო და გამოყაყაჩოებულო, ჩანაცრებულო 
და გაქოცტრებულო, სამშობლოვ ჩუენო. თავმდაბლად გთხოვთ ჩადენილის მიღებას და მოკრძა-ლებით გევედრებით ჩაუდენელის მიტევებას. მოგვიტევე შვილებსა შენსა უძლურთა და უძღებთა, ჯერ კიდევ ცოცხლებსა, შეუსვენებლებსა, დაუშრეტელებსა, დაულეველებსა, უბადრუკებსა, საწყა-ლობლებსა, გლახაკებსა, მიუსაფრებსა, ობლებსა, დავრდომილებსა, მცირედ განსწავლულებსა და კოკისპირულად შეზარხოშებულებსა ფიქრნი, ზრახუანნი, თქმანი და ქმედებანნი ჩუენნი, რამეთუ, შენ ყველგან და ყოველთვის, აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე იყავი, ხარ და იქნები უფალი ღმერთი ჩუენი, და არა იქნებიენ ჩუენდა ღმერთნი უცხონი, შენსა გარეშე.
დათო. მოგვიტევე წასვლა, არ გვინდა, მაგრამ გვაიძულებენ წავიდეთ, რამთუ არასოდეს არა ვქმე-ნით თავისა ჩუენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-ვეცით მათ, არცა ვმსახურებდით მათ.
ნიტა. არა მოვიღეთ სახელი უფლისა ღვთისა ჩუენისა ამაოსა ზედა.
მინდია. ვიხსენიებდით დღეს მასსა შაბათს და წმიდა-ვჰყაით იგი: ექვს დღე ვიქმოდით, და ვქმნი-დით მათ შინა ყოველივე საქმესა ჩუენსა, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი იყო უფლისა ღვთისა ჩუენისა.
ცუკერშტაინი. პატივს ვცემდით მამასა ჩუენსა და დედასა ჩუენსა, რათა კეთილი გვქონოდა ჩუენ და დღეგრძელ ვყოფილიყავით ქუეყანასა ზედა.
ბახვა. არ ვკლავდით.
ბახვას თოჯინა. არ ვმრუშობდით.
ბაია. არ ვიპარავდით.
სალამურა. ცილს არ ვწამებდით.
გოგუაძე და მაზნიაშვილი მონაცვლეობით. არა გული გვითქმოდა ცოლისათვის მოყვასისა, არა გული გვითქმოდა სახლისათვის მოყვასისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყო მოყვასისა ჩუენისა.
მანანა. სწორედ ამიტომ გვაიძულებენ წავიდეთ, რადგან...
დათო. დღეს ყოფა ჩვენი გაურკვეველია,
ნიტა. კარგად ბრძანდებოდეთ, ვერ მივალთ ხვალამდე,
მინდია. ჰაერს ნუ კეტავთ, თქვე ავაზაკებო,
ყველანი ერთად: სხვას ხომ არა გთხოვთ არაფერს?!. 206  

ეშვება ფარდა, რომელიც დაშვებისთანავე ისევ იწევა და ყველა არტისტი ავანსცენაზე გამოდის. 

მანანა. (ხელით აჩერებს ტაშს დარბაზში). Pოსტ Sპექტაკლუმ! აქ მოსმენილი, ნანახ-განცდილი, ცუკერშტაინი. ამბავნი ფრიად უჯერებელნი, 
დათო. იყო მართალი, 
მინდია. მაგრამ ნათქვამი მცირედ სიცრუით და შთაგონებით, 
ნიტა. რადგან, როგორც გენიალურმა მიხაილ თუმანიშვილმა ბრძანა: ,,თეატრი (ყველა ერთად). ერთი დიდი, ლამაზი, ჯადოსნური სიცრუე და სასწაულია!     

დათო.                                                  მადლობა რომ მოთმინებით
გვიყურეთ და გვისმინეთ,
თვალზე ცრემლი მოგადგათ, 
საცინელზეც იცინეთ.


62
ნიტა.                                                   ვერარა თუ ვერ გაუგეთ
                                                             დრამატურგის აბდა-უბდას,
                                                             არ იდარდოთ, ჩვენც ვერ ვხვდებით 
                                                             იმ აბდალას რაი უნდა?!.

მინდია.                                               სცენიდან დღეს რაც გითხარით
იყო ჩვენი ვალია, 
და რაც ხდება ჩვენი არა, 
ბოროტების ბრალია.

ბაია.                                                     ბედმა მუდამ სიკეთის გზით,
                                                              სიყვარულით გატაროთ,
                                                              ხანდახან ჩვენც გვინახულეთ,
                                                              თავი არ მოგვანატროთ.  

სალამურა.                                          ვგრძნობთ, არ გინდათ ჩვენგან წასვლა,
აშილილი გაქვთ ფიქრები,
გაიღიმეთ, ერთ კვირაში
კვლავ სცენაზე ვიქნებით.
                                       
 მანანა.                                                  მადლობა რომ ჩვენთან ერთად
 იყავით დღეს ამ დარბაზში,
 ნანახი თუ მეგეწონათ
 დოუკარით ახა ტაში!

                                            
                                                                          ფ ა რ დ ა.
























63

                                                                      შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი

1. სამართლიანი, კეთილშობილი (კრიმინალური ჟარგონი).
2. მანქანები (რუსულად).
3. შავი ზღვის ძველი სახელწოდება ბერძნულად.
4. ქალაქის თავი, უფროსი (რუსულად 
5. გამოყენებულია ფრაგმენტები ესქილეს ტრაგედიიდან ,,მავედრებელნი“ გურამ დოჩანაშვილის რომანიდან ,,სამოსელი პირველი“.
6. ფრაგმენტი მიხაილ თუმანიშვილის წიგნიდან ,,სანამ რეპეტიცია დაიწყება“.
7. მოგესალმები ძვირფასო მეგობარო (ინგლისურად).
8. საღამო მშვიდობის (ინგლისურად).
9. როგორ ხარ? (ინგლისურად).
10. ახლა მე (ინგლისურად).
11. რა ნახე, შემოგევლე? (ინგლისურ-მეგრულად). 
12. შეიძლება (ინგლისურად).
13. გაყიდე (კრიმინალური ჟარგონი).
14. სამუდამოდ დაიმახსოვრე ძვირფასო (ინგლისურად).
15. ქალაქურს და პროვინციულს (თფილისური ჟარგონი).
16. ძალიან (რუსულად).
17. რუსულ-ლათინურ-გერმანულ-ფრანგულ-ინგლისურ-იაპონურს.
18. ზოგჯერ, ხანდახან (რუსულად).
19. რა თქმა უნდა შემოგევლურსა (რუსულ-მეგრულად).
20. დააყენეს ბანდებმა თავისი წესები (კრიმინალური ჟარგონი).
21. სხვაგან - ბავშვების ენაზე.
22. ხალხო (ინგლისურად).
23. დამატების აღმნიშველი ბოლოსართი ც-ანი.
24. ერთი მაიმუნობაა (რუსულად). 
25. ვინ ვარ მე (ინგლისურად და რუსულად).
26. ზოგერ ბოლავენ, ანუ… (რუსულად).
27. გასაგებია? (სომხურად).
28. დაგამტვრიეს? (სომხურად)
29. ოცდამეერთე საუკუნეში დაგამთავრებთ, შეგამცირებთ (რუსულად).
30. საერთოში მილიონის (კრიმინალური ჟარგონი).
31. უკეთესად (რუსულად). 
32. ნივთები (რუსულად).
33. საქართველოს ახალი სახელწოდება (ინგლისურად).
34. შევსვათ სამმა (რუსულად).
35. შუშის მრვალკუთხედი ჭიქის ზომა (250 გრ.) რომელსაც სახელი ეწოდა, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ლი-დერის გიორგი მალენკოვის ბრძანების გამო, რომლის მიხედვითაც, რუს სამხედრო მოსამსახურე-ებს უფლება ჰქონდათ, სადილზე დაელიათ 200 გრ. არაყი.
36. მიზეზებიც გარკვეული (რუსულად).
37. როგორც ყოველთვის (რუსულად).
38. ავსული, ზნედაცემული (იოსებ გრიშაშვილის ქალაქური ლექსიკონი).
39. უფრო ზუსტად (რუსულად).
40. იმ ამბების შემდეგ (რუსულად).
41. უსამართლოდ მსჯავრდებულო (რუსულად).  
42. განთავისუფლებულო (რუსულად). 
43. განვაჭრება - XXI საუკუნის ახ.ქართული და შესაბამისად გაურკვეველ-იდიოტური ტერმინი
44. თურქული ხილ-ბოსტნეულით (ინგლისურად).    

64
45. რუსული არყით და ღვინით (რუსულად). 
46. სომხური კონიაკით ნაბახუსევზე (სომხურ-რუსულად). 
47. აზიური ფალსიფიცირებული კანაფით გაბრუებულო… ანუ ჯაჰრუ-ჯანაბა, ჯოჯოხეთი უფსკრულთ უფსკრული - ღვთის რისხვა - ვაი, შენ - სუტინიორი (იოსებ გრიშაშვილის ქალაქური ლექსიკონი). 
48. უქმად ლაპარაკი ნაბახუსევზე (რუსულად).
49. ყოველთვის (ინგლისურად).    
50. ცხადია (რუსულად).   
51. დამატების აღმნიშველი ბოლოსართი ც-ანი. (რუსულად).   
52. მაშინვე (რუსულად). 
53. გაბრუებული და მთვრალი ბოდიალი (კრიმინალური ჟარგონი).   
54. იქნება სამართლიანი მოძრაობა და მდგომარეობა, ამოძრავდებიან ისევ ბანდები (კრიმინალური ჟარგონი).  
55. ხავერდოვანი მოძრაობა (კრიმინალური ჟარგონი).  
56. ესე იგი (რუსულად).   
57. იქნება მდგომარეობა (კრიმინალური ჟარგონი). 
58. სხვა მოძრაობა (კრიმინალური ჟარგონი).
59. უსაქმურობისგან (რუსულად).
60. სრულიად საქართველო (რუსულად).
61. ჩვენთვის ეს მავნებელია, ანუ (რუსულად).
62. გახვრეტა, ბურღვა ( სამედიცინო ტერმინი).    
63. გენაცვალე (სომხურად).
64. იეთიმ-გურჯი. ,,ნეტავ ვიქცე კრიალოსნად“.
65. იოსებ გრიშაშვილი. ,,ნატა ვაჩნაძეს პარტერიდან“,  ,,რა კარგი ხარ, რა კარგი“.
66.კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში (ინგლისურად).
67. აკეთეთ რაც გენებოთ ჩვენო პარტნიორებო, დედებო, მამებო, დებო და ძმებო (ინგლისურად).
68. ოთარ ჭილაძე.  ,,გოდორი“.
69. გამამართლებელო (რუსულად).
70. პირობით ვადამდელი განთავისუფლება სასჯელისგან
71. გვარი არ გეგონოთ სპარსულიდან თარგმანში მაყურებელს, მბრძანებელს ნიშნავს.
72. მფარველ პოლიციელებს (კრიმინალური ჟარგონი). 
73. რუსული სამხედრო ტექნიკა
74. საბჭოთა მილიციის  მანქანები (კრიმინალური ჟარგონი).
75. განათლებული (რუსულად).
76. ზოგჯერ საკუთარი თავის მშურს (რუსულად).
77. ჩვენში დარჩეს, საიდუმლოდ გეტყვით, წასვლის მიზეზი (რუსულად).
78. მაინც დამაჯერებელია (რუსულად).
79. ზურაბ ანტონოვი. ,,მზის დაბნელება საქართველოში“. 
80. ღვთის რისხვა (სომხურად).
81. არ მჯერა (რუსულად).
82. უცნაური (რუსულად).
83. თუ არ გჯერა, რატომ მიდიხარ და თუ მიდიხარ ესე იგი გჯერა (რუსულად).
84. მიზეზი (რუსულად).
85. გადამყიდველი (კრიმინალური ჟარგონი).
86. ყოფნა, არ ყოფნა? არ ვიცი (ინგლისურად).
87. გამომძიეებელ-პროკურორ-მოსამართლე-ადვოკატმა (კრიმინალური ჟარგონი).
88. სახალხო (რუსულად).
89. გამასამართლეს ძმაო (კრიმინალური ჟარგონი).
90. სერიოზული ძია (რუსულად).
91. სკოლის მოსწავლე (რუსულად).

65

92. მწველავი (რუსულად).
93. სხვადასხვა პროფილის ხელოსნები (ქუჩური ჟარგონი).
94. ყველაფრისმცოდნეები (ქუჩური ჟარგონი).
95. გაიგე? (სომხურად).
96. რა თქმა უნდა, გავიგე  ძვირფასო, საყვარელო (სომხურად).
97. ხის საკვეთელ-საქანდაკო იარაღი. (იოსებ გრიშაშვილი. Qალაქური ლექსიკონი).
98. ზურაბ ანტონოვი. მზის დაბნელება საქართველოში. 
99. მსხვერპლი (რუსულად).
100. დავიღალე, გეფიცებით (რუსულად).
101. დაბდაბუდა - ტუტრუცანა, წარამარა მოლაპარაკე, 
        დანდალა-მეტი სახელი იყო ერთი უშნო კინტოსი
        დარდაკი - გამოჩერჩეტებული, სულელი, შეუსტვინე.
        დარდუყზნა - ვაი შენ და დარდუზნა. ჯანაბა და დარდუზნე. (იოსებ გრიშაშვილი. ქალაქური ლექსიკონი).
102. ქალბატონები და ბატონები (რუსულად).
103. ქალაქიდან (რუსულად).
104. კოსმოსური ხომალდებივით, კოსმოსური სიჩქარით (რუსულად).
105. ზაჰრი სპარსულად შხამს ნიშნავს, მარ გველს (იოსებ გრიშაშვილი. ქალაქური ლექსიკონი).
106. კვინტი - ძველად ამ სახელწოდებით ნათლავდნენ ეშმაკებს, კუდიანებს. ოღრაში - სუტი-ნიორი.
(იოსებ გრიშაშვილი. ქალაქური ლექსიკონი).
107. შვებულებაში (რუსულად).
108. მივლინებაში, დასასვენებლად, არდადეგებზე (რუსულ-ინგლისურად).
109. თანამონაწილე (კრიმინალური ჟარგონი, რუსულად).
110. ვინ არის შემდეგი? (რუსულად).
111. იოსებ გრისაშვილი. ,,ტფილისის ყალბ პოეტებს“.
112. უფრო ზუსტად და კონკრეტულად, 1997 წელს (რუსულად).
113. ბოდვა და სიბრიყვე (რუსულად).
114. ფულის საჭრელი მანქანა (კრიმინალური ჟარგონი, რუსულად).
115. უკან სვლით (რუსულად).
116. კარგად მოთელილები შემოგიერთდებით დაო (რუსულად).
117. ელვა დეპეშას გავაგზავნი ევროკავშირში (რუსულად).
118. უფროსი ძმა (რუსულად).
119. სახლში გამოხდილი არაყი (რუსულად).
120 საფრენი (რუსულად).
121. ქალის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, სატვირთო მაქანის საბურავი, ქვაბი, რკინის ფინჯანი, ღამის ქოთანი (რუსულად).
122. ფრაგმენტი ნანაი ჯაშის უსათაურო ლექსიდან.
123. სავარძელი და მანქანა (რუსულად).
124. უფროსებს (რუსულად).
125. პირადი მცველი (რუსულად).
126. ცხადია (რუსულად).
127. კარ-ფანჯარა ძალიან ღიაა (რუსულად).
128. ხალხს ეუბნებიან, რომ მალე იქნება მიწიერი სამოთხე (რუსულად).
129. მელოტო, ზუსტად ვიცით? (რუსულად). 
130. რატომ არის მარაზიებში რუსული პროდუქტი? (რუსულად).
131. სად არის ლოგიკა? (მეგრულად).
132. როგორ ბრძანდებით ძვირფასო? (ფარნგულად).
133. შენ შემოგევლე (მეგრულად).

66
134. საიდან იწყება სამშობლო? (რუსულად).
135. საქმოსანი (სსრკ-ს დროინდელი ჟარგონი). 
136. პატივცემულო მაყურებელო (რუსულად).
137. გაგრძელება იქნება (ინგლისურად).
138. გამოყენებულია ფრაგმენტები ესქილეს ტრაგედიიდან ,,მავედრებელნი“.
139. იოსებ გრიშაშვილი. ,,ჩანგი და შაშხანა“
140. მით უმეტეს (რუსულად).
141. გაგვარკვიეთ (რუსულად).
142.ისეთ კითხვებს სვამ პასუხის გაცემა რთული და უხერხულია (რუსულად).
143. არც ისეთი უხერხული და რთულია (რუსულად).
144-145. გამოყენებულია ფრაგმენტები ოთარ ჭილაძის რომანიდან ,,გოდორი“ და ვასილი როზანოვის ფილოსოფიური ტრაქტატიდან ,,Апокалипсис нашнго времени“.
146. საუკუნოდ არ მენახოს თავისუფლება (კრიმინალური ჟარგონი), ჩემი ღრმა რწმენით (მეგრუ-ლად).
147. ნოდარ დუმბაძე. ,,თეთრი ბაირაღები“.
148. არაბეთის ქუჩა, თურქეთის მოედანი (ინგლისურად).
149. კარ-ფანჯრებ-იატაკ-სარდაფ-სხვენებ და უნიტაზებსაც
150. მოდის წელიწადზე (ინგლისურად).
151. პატიმრებისთვის საკვების მისაწოდებელი სარკმელი საკნის კარზე.
152. კეთილდღეობით თვითმმართველი სრულიად რუსეთისა, მოსკოვისა, კიევისა, ვლადიმირისა და სხვათა და სხვათა, იმპერატორი, დიდი ჰერცოგინია და სმოლენსკის იმპერატრიცა, ესტლიასკაია, და ლივლადსკაია, ივერიის მიწის ხელმწიფე და ხელმწიფე ქართლისა და ქართველი მეფეებისა და სხვათა და სხვათა
153. თავადი ქაიხოსრო ჩოლოყაევი
154. ყოვლისშემძლე ღმერთის სახელით მარტო წმინდანთა სამებაში განდიდებული.
155. ეპიზოდში გამოყენებულია ფრაგმენტები,,რუსეთის იმპერიის მიერ, ქართლ-კახე-თის სამეფოს მფარველობის აყვანის ქვეშ და რუსეთის უმაღლესი ძალაუფლების გავრცელების შესახებ გაერთი-ანებულ აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოში@, 1783 წელს, გეორგიევსკში ხელმოწერილი ტრაკტა-ტიდან.
156. დაგვნებდი ეშმაკისეულო გოგვაძე (თურქულად).
157. ეპიზოდში გამოყენებულია ფრაგმენტები ვალოდია გოგუაძის მემუარებიდან და ბადრი გოგუაძის წიგნიდან ,,ჯავშანი პირველი რესპუბლიკისა@.
158. ამხანაგი (რუსულად).
159. ხალხი (რუსულად).
160. ბოროტთა გამამართლებელმა (კრიმინალური ჟარგონი რუსულად).
161. მეტსახელად სოსელო და კობა (რუსულად).
162. დაარსების დღიდან დღევანდელ თავისუფლების მოედანს თფილისში გრაფ ივან პასკევიჩ-ერევანსკის სახელი ერქვა.
163. თანამზრახველი (კრიმინალური ჟარგონი რუსულად).
164. მძარცველობით (ლათინურად).
165. ბოლშევიკური საჭიროებისთვის (რუსულად).
166. ევროპული გაზეთები (რუსულად).
167. იმპერიული ბანკის კარეტა გაძარცვეს და სხვადასხვა მონაცემებით 250-400 მილიონ დოლარამდე თანხა გაიატცეს.
168. მაშინვე (რუსულად).
169. ექსკრემენტები უნად მიირთვა
170. საქართველო (სომხურად).
171. მთლიანად დალეწა.
172. კამოს ნაცვლად უფროსად და მაყურებლად ლავრენტი ბერია მოიყვანეს და ჯუსტანასგან ბე-ლადი გამოიყვანეს.

67
173. ხალხი (რუსულად).
174. ყველას დაასწრო (რუსულად).
175. სრული კონტროლის ქვეშ მოაქცია ქვეყანა.
176. სამარცხვინონნი (რუსულად).
177. ზედამხედველი (რუსულად).
178. კრიმინალური ავტორიტეტები (რუსულად).
179. პური და მარილი (რუსულად).
180. საჩუქრები და ამანათები (რუსულად).
181. ძალიან კარგი (ინგლისურად).
182. უფროსი ძმა (რუსულად).
183. მოსამართლეც პროკურორიც ვექილიც (კრიმინალური ჟარგონი).
184. რუსული არყით და ქაშაყით(რუსულად).
185. სომხური კონიაკით (სომხურად).
186. ფრანგული შამპანურით (ქალაქური ჟარგონი).
187. სულეიმა ჩინური არაყია.
188. რუსის ჯარის შეიარაღების აქსესუარი (რუსულად).
189. ძირს დიქატატურა (ინგლისურად).
190 წასვლამდე აპირებ თუ მისვლის შემდეგ? (რუსულად).
191. ბანდები ამოქმედდება, სინთეტიკური ნარკოტიკი მოიხარშება. (კრიმინალური ჟარგონი).
192. გამოყენებულია ფრაგმენტები დარიო ფოს პიესიდან ,,ერთი ანარქისტის შემთხვევითი სი-კვდილი“.
193. ფალოსამდე და უფრო მეტადაც (კრიმინალური ჟარგონი რუსულად).
194. დინოზავრის ერთ-ერთი სახეობა (ლათინურად).
195. და… ვარდი, არყი, ყაყაჩო, ბრიყვი, გვაპატიეთ, თუ რამე არ არის, როგორც გინდათ, გვითხარით რგორ გსურთ და ზუსტად ისე გავაკეთებთ (რუსულად).
196. მაპი თუ მამა, ლობი თუ მფარველი, ეს არის კითხვა (რუსულ-ინგლისურად).
197. ამანათის შესაგზავნად (კრიმინალური ჟარგონი რუსულად).
198. ფულის გამოძალვა (კრიმინალური ჟარგონი).
199. ფულის მწარმოებელი დაზგა (კრიმინალური ჟარგონი).
200. გამოყენებულია ფრაგმენტები ოთარ ჭილაძის რომანიდან ,,გოდორი@
201. სამზარეულო-აბაზანა-ტუალეტი კაფელით და მეტლახით მოპირკეთებული. მუხის იატაკი და კარ-ფანჯარა. ჭერი და კედლები მოპირკეთებული თაბაშირ-მუყაოთი. შესაძლებელია გაიყიდოს ავეჯითაც. (პროვინციული ბარბარიზმი).
202. ავეჯით ან უავეჯოდ, ქვაბებით, მაგიდის გადასაფარებლებით, ზეწრებით, ჭიშკარით, ბაქანით და ბრტყელტუჩით გაიყიდება (პროვინციული ბარბარიზმი). 
203. სადღეგრძელოებში გამოყენებულა ფრაგმენტები იოსებ გრიშაშვილის წიგნიდან, ,,ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა@.
204. ოპერრწმუნებულებიც, ჩამშვებებიც, გამომძიებლებიც (კრიმინალური ჟარგონი რუსულად).
205. დასაფარავებიც და მფარველებიც (კრიმინალური ჟარგონი რუსულად).
206. ფინალში გამოყენებულია ფრაგმენტები ოთარ ჭილაძის და დარიო ფოს შემოქმედებიდან.











6

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი