ომი არ არის რაც მთავარია!
ომი არ არის რაც მთავარია! მშვიდობა თქუენდა, ქრისტეშობამდე ქრისტიანენნო და რომის პაპზე დიდო კათოლიკენო დანო და ძმანო, გეორგიანნო, გიურჯნო, გრუზინნო, გრაჟდანკებო და გრაჟდანინებო, გიჟ ვრაცუანნო, იახშ კარდაშნო, გუტენ ფრაუნო, Შერ მესსირებო, Ბუენოს ნინოსებო, Პაუპერეს სენიორიბუსებო, და იშვიათად, ზოგჯერ, ხანდახან, ეტიკეტისთვის და ზრდილობისთვის მცირედ ქართველნოც! დიდება მშვიდობასა თქუენსას ორსავ სოფელსა გარეც და შინაც, ზედაც და ქვედაც, ივერიელნო! Წარსულით თქვენით მოამაყენნო, აწმყოთი მტკბარნო და მომავალზე არა მფიქრელნო, ამპარტავანნო, ბრიყვნო და ფლიდნო, მცონარენო და უსაქმურნო, გაუტეხელნო, მოუდრეკელნო, საუკუნეთა განმავლობაში - ჯოს-ჯოს-ჯოს! - ძახილში გაბრუებულნო! მშვიდობას გაუმარჯოს თქუენსას და იმ ბრძენკაცებს ვინც ომს აგარიდათ! კაცთ, ფრიად ბრძენთა, განსწავლულთა და ყვეელგანმსვლელთა, ყველგანმავალთა, გარდამავალთა, კაცთა, რომელნიც ომს გარიდებენ მშვიდობიანად. მშვიდად გჭამენ და მშვიდად გსვამენ, მშვიდად გხრავენ და მშვიდად გღრნიან, ჯოჯოხეთურად გრყვნიან და გხრწნიან, ომი არ არის რაც მთავარია, სხვა ყველაფერი ასატანია, ჰოდა თქვენც იტანთ კარგა ხანია, ყიზილბაშსა და ფერადკანიანს, აბდულას, ჯონის, ბოგდანს, ვანიას, ომი არ არის რაც მთავარია! სტაბილურად ვართ დიდი ხანია, წინ-წინ მივიწევთ შეუდრეკელნი, კურსით პროგრესის, განვითარების, წინსვლის და უკან არ დაბრუნების. მივდივართ შორად, ცის დასავალსა, ვიტყოდი სხვასაც, ბევრსა, მრავალსა, მაგრამ ბავშვებთან ძლიერ ტეხავსა. ჩვენ ვართ მარადის მოძრაობაში და ის ხალხი ვართ, რომელიც მიდის, სად მიდის? რატომ? როგორ და რისთვის? არავინ აზრზე არ არის და არავინ იცის! Მთავარია, რომ ომი არ არის! და ხალხი მიდის, მიდის და მიდის, შეუქცევადი პროგრესით თვისით, მუდმივი წინსვლით, წარმატებებით, ვითარდება და წინ მიიწევს დატბორილ გზებით, დამეწყრილ მთებით, სისხლგამშრალ ტბებით, სინდისგაცრეცილ მდინარეებით, ვიწრო ქუჩებით, მძიმე ჰაერით, ნაგავმოყრილი, თავზე დაფსმული ორღობეებით, რჩევებით ხტომა-გამოქანების, მიჯირყვნების და ბედნიერების, მაზოხისტური დაპირებების. ყანწთა რისხვანი, რკინის მკვნეტელნი, სამარხვო სექსის მწარმოებელნი, მიდიან, წინ, წინ, უდრეკი გულით. Ჰევროგიურჯეთი ვითარდება და ბედნიერდება, ფეხზე ჰკიდია, რომ კი არ ენძრევა, უკვე ისეთი დანძრეული აქვს, ხვალ პერსპექტივაც აღარ ექნება. ოპტიმისტურად, პოზიტიურად, პატრიოტულად, ქართულად ხალხო, ფრიად ჯიგრულად, შეხედეთ საკითხს და პრობლემასაც გადაჭრაწყვეტის იმედიანად. ღვინო შეცეცხლეთ და მიაცეცხლეთ მწვადი ან ღომი, ბედნიერ იყავ ჰევროგიურჯთო, არ არის ომი! არ ცვივა ბომბი, დრონი, ჭურვი, ნაღმი. 12 პუნქტი, 13 ზალპი, ომი წასულა, სადღაც გაპარულა, აქ ვერაფერი იპოვნა ავსულმა, რას იპოვნიდა, ან რას ნახავდა, როცა ქვეყანა ჭკუიდან გადადგა?!. გაყიდა ყველაფერი, არგასაყიდველი, სინათლის, გაზის, წყალის მრიცხველი. მთები, ტყეები, მდინარეები, ზღვები და ტბები, ადამიანები. მთლად გააჩუქა და გაასხვისა მრავალტანჯული ქართული მიწა. აჭარა - ოსმალეთში, კახეთი - სპარსეთში, ხევი - ჩრდილოეთში, სამცხე - ჰაესტანში, კახი-ალიბეგლო - ჰაზერბაიჯანში, ჰურიის წყევლა იყოს თქვენს ჯანში. არაბნი, ოსმალნი, სპარსნი აფსუანნი, ხურდაში ჩინელნი, ინდუსნი,ოსები, სეპარატისტიტები და ბარბაროსები მომრავლდნენ თფილისში ვითარცა კალია, ქვეყნის მისახედად არავის სცალია. როდის დამთავრდება ეს უბედურება, ამას არავინ, არსად გვეუბნება. რას გვეტყვიან და როგორ გვეტყვიან? კატასტროფულად დაყლევდა მედია. ხალხი აიყოლა, სადღაც გაიყოლა, ყელი გამოჭრა და ჩააქვესკნელა. მთავრობის წასულის, მთავრობის მოსულის ყველას ქმედებაა ბარბაროსული. რა დაგიშავეთ თქვე ჩემისებო? ნაკელის სოუსში ამოგლესილებო. მტარვალნო, ტირანნო, უვიცნო, უგნურნო, ეშმაკის რქებზე და ფეხებზე მიბმულნო, დაუმთავრებელნო, გათახსირებულნო. გისმენთ და გიყურებთ, გლოვით და ვაი ვუით, ოკუპანტებო ,,დავაი ნა ხუი"! არ გქონდეთ ოჯახში ხვავი და ბარაქა, რა დაგიშავათ თფილის ქალაქმა? რატომ ამახინჯებთ და კლავთ წამებით? სატანის ნაშიერნო როდის დამთავრდებით? როდემდე გითმინოთ ქვეყანამ ტანჯულმა? თქვენი საზიზღრობით მიჯირყვნილ-ჯვარცმულმა. ვაგონი მიჰქრის და დრონი მიდიან, არავინ იცის ხურმა რა ხილია. თოკი წვრილია, თუ ძაფი მსხვილია? რამდენჯერ უნდა მოკლათ ილია? პირველი ძნელია და მერე ადვილია? რით ვეღარ გაძეხით ხალხიჭამიებო, ქურდებო, მკვლელებო, სატანის ნაშიერნო, ჭკუიდან გადასვლას ცოტაღა გვიკლია, წადით, აახვიიეთ თავში ქვა გიხლიათ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი