ქვეყანაშია ფერები მუქი...


ქვეყანაშია ფერები მუქი
კიდობანიდან ჩაგვიქრეს შუქი...

Moneyტრაკიის დამდგარა ჟამი,
ქოცათმავალნო, აიღეთ ქრთამი,
გთხოვთ გაგვარკვიოთ ვისგან რა გნებავთ?
რამდენად ყიდით პატიოსნებას?
ქვეყანაშია ფერები მუქი
კიდობანიდან ჩაგვიქრეს შუქი,
Гречиха младший ტვინს გვიბურღუნებს,
ნათელ ფერებში ღებავს ქოცუნებს.
ნავთი გაძვირდა და შეშაც ფეჩის,
Гречиха младший, скажи: - რას გვერჩი?!.
Гречих, братуха, ქოცთა მძორები, 
გაუმაძღარი ბიძთახორები,
რად ყარხარხართ, როგორც ლეში ყვავისა, 
თქვით, მარჩენალმა რა არ გაღირსათ?!.
ვეფხისტყაოსნის დაეშვა ფარდა,
სტურუა ჯვარზე საცმელი გახდა,
ქვეყანა სწავლულ ვაჟთა და ქალთა
იქცა ფეკალად სლავთ უნიტაზთა
 გაივლის დრო და თქვენი შვილები,
კორუფციული ქოცის შვილები,
მავზოლეუმზე დაწერენ წლებს
და რომ ბიძინა ლენინსა სძლევს.
იკარგებიან მიწები ლაზთა,
რუსთველი თავის ბოჰემურ ქნართან,
ფეხქვეშ გათელეს რწმენა ქართული
არაბს აჩუქეს ქართლი ტანჯული.
ნაბიჭვარია ბერაც და ცოტნეც
ქართველებს სამში მოკლეც არ მოგვცეს,
არსად არა სჩანს საშველი ქართვლის, 
დიდიც, პატარაც ქვეყნიდან გარბის.
დაავადდა კარცინომით საქართველო ქოცებისგან,
ჩაიჩეხა უფსკრულში და
ამოძრომა არ ეღირსა ვახ!
თქვენ რომ ქვეყნის მომავალი სტომაქს ქვემოთ გკიდიათ,
დავიჯერო,  ეს ანდერძად დაგიბარათ ილიამ?!.
 17.05.2026.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი