For sale
Ბითუმად სულ მუქთად იყო, Საცალოც არ იყო ძვირი, გაიყიდა საქართველო Მიწა ღმრთისმშობელის წილი. ,, ნაკუწ, ნაკეწ, ნაკუწ ნაკუწ კი არა" Საქართველო ,,გასუხარდა" მთლიანად. ,,გასუხარდა" და წაიღეს ცხრა მთასა და ათ ზღვას იქით, ,,გასუხარდა" ვით მეძავი, ,,გასუხარდა" ნებით თვისით. გაყიდულო საქართველო სად მიდიხარ? უკვე არსად? უკვე აღარ მიდიხარ? უკიდურეს მარაზმში რომ ჩაიძირე, უბედურო მითხარ, - ვისი ჯიშის ხარ? გაყიდული საქართველო რახანია, ურჯულო პროვინციელებს ჩაბარდა, Საქართველოვ, ფრიად მსურს რომ გიშველო, Მაგრამ რა ვქნა, როცა არ მყავს ,,კამანდა"?!!?....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი