თფილისში დღეს
თფილისში დღეს არაფერი
აღარ არის ქალაქელის,
ასეთია უპირობო,
ულმობელი განაჩენი.
თფილისში დღეს ქალაქელის
სახლი, ქუჩა, უბანი,
გახდა ურჯულოების
გამდიდრების დუქანი.
თფილისში დღეს აგვიკრძალეს
ღიმილი და სიცილი,
დაგვიტოვეს უფლებები
დუმილის და სიკვდილის.
თფილისში დღეს აღარ ისმის
ქალაქური ჰანგები,
პროვინციულ მარაზმში
ვიხრჩობით და ვჟანგდებით
2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი