ჭეშმარიტების იდეა,საკუთარი თავიდან გამომდინარეობს


ფსიქოანალიზი როგორც თავისი არსიდან ისევე თავად სიტყვის ფუძედან გამომდინარე გვეუბნება მხოლოდ იმას რომ რასაც ჩავუღრმავდებით,ჩავეძიებით,ვგულისხმობ - ფსიქოლოგიურ ანალიზს გავუკეთებთ,არანაირ შედეგს არ მოგვცემს გარდა შთაბეჭდილებისა რომელიც იქნება მინიმალურად ან მაქსიმალურად დასაბუთებული (შეგრძმებული) თავისივე თავიდან გამომდინარე. 
ახლა ვაკეთებ სიტვა-სიტყვით ციტირებას პატარა მონაკვეთებისა ფროიდის "შეცდომების ფსიქოლოგია"დან

"მოთმინება, ქალბატონებო და ბატონებო! ვფიქრობ, თქვენი კრიტიკა სწორ გზას არ მიუყვება.

ხშირად მომხდარა, რომ პოეტს მცდართქმა ან რაიმე სხვა შეცდომა პოეტური გამოხატვის საშუალებად უქცევია. თავისთავად ეს ფაქტი იმას ადასტურებს, რომ პოეტი შეცდომას, მაგალითად, მცდართქმას, არსის მქონედ მიიჩნევს, რადგან ის მას განზრახ ქმნის. 
ამ მცდართქმით მას ჩვენთვის რაღაცის ახსნა სურს, ჩვენ კი უნდა გავარკვიოთ, რა არის ეს, რა სურს მას: იმის ჩვენება, რომ განსახილველი პიროვნება გაფანტულია თუ რომ ის დაღლილია? რასაკვირველია, ჩვენ არ უნდა გადავაჭარბოთ იმ ფაქტის მნიშვნელობა, რომ პოეტმა მცდართქმა თავისი აზრის გამოსახატავად გამოიყენა.პოეტი კი კვლავაც ინარჩუნებს უფლებას, გამსჭვალოს იგი არსით თავისი მიზნებისთვის. მიუხედავად ამისა, პოეზიაში გამოყენებას რაც შეეხება, არ იქნება გასაკვირი, თუ მეტ ინფორმაციას მცდართქმის შესახებ შევკრებთ პოეტისგან და არა ფილოლოგის ან ფსიქიატრისგან."

რაზეც ფროიდი ლაპარაკობდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში,ძირითადად ეფუძვნება "მცდარი იდეების სიას" რაშიც შედის კონკრეტულად - მცდართქმა. (ერთერთი მათგანი)
ხოლო მე,აბსურდიზმში გადავარდნილი და კვლავაც ფილოსოფიით ფსიქოლოგიით და ფსიქო ანალიზით გატაცებული ახალგაზრდა,ვფიქრობ რომ ჭეშმარიტება არ არსებობს ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში და ჯერჯერობით ვერანაირ ხელმოსაჭიდს,მყარ დასაყრდნობს ვერ ვხედავ რომ მომავალში შეიძლება მოაღწიოს ჭეშმარიტებამ აქ. 
თუ კი,რომელიმეთაგანი ვინც ახლა ამას კითხულობთ რეალურად იაზრებთ იდეას ჭეშმარიტებისას (ვგულისხმობ "შეიცანი თავი შენი") 
და დაახლოებით იცით თუ როგორ უნდა ამხილოთ თქვენივე თავი თქვენივე თავთან,რათა მოახდინოთ საკუთარი ფისიქიკის სიღრმისეული,ბასრი ანალიზი და შემდგომში იყოს ეს ე,წ ჭეშმარიტება თქვენში,მაშინ მინდა გითხრათ რომ დღითიდღე ეს საქმე დღევანდელ დედამიწაზე უფრო და უფრო რთული ხდება ან ამას შეგნებულად ვიღაც/ვიღაცეები აკეთებენ.
რაც დრო გადის განვითარება,შეცნობა,გააზრება,გაანალიზება უფრო რთულად და რთულად ხდება.
არასწორი გაგების ერთერთი ნათელი მაგალითი თავად ეს ჩემი პირადი წერილია რომელსაც კითხულობთ და თუ დასაწყისს გაიხსენებთ თქვენ დასასრულსაც გაიხსენებთ (თუნდაც იმ შემთხვევაში თუ ამას პირველად კითხულობთ.) 
ვგულისხმობ,ფსიქოანალიზის საკითხს არა მაშტაბური სახით არამედ კონკრეტულად,მტკიცედ საკუთარ თავებზე რომ ავიღოთ და "გადავიტეხოთ ჯოხი".
"ჯოხის გადატეხვა",საკუთარი თავის შეცნობა,უბრალოება და ყველა ეს მრავალნაირი მცდართქმა რაც მე და თქვენ ასე ძალიან გვაკლია გაგების,გაანალიზების შემდეგ არ მოგვცემს არაფერს გარდა შთაბეჭდილებისა.მაგრამ ამასთანავე უგუნურება იქნება იმის დავიწყება რომ დამდენად ღრმადაც ჩავალთ,მით ღრმა იქნება ეს ე.წ ჭეშმარიტების შერგძნება.

დანარჩენი პირადად მკითხეთ თუ კი სურვილი გექნებათ ამის და ამასთანავე შანსიც მოგეცემათ,მე მოხარული ვიქნები ჩემი ამპარტავნებით ეს თეორიული იდეა ან იდეათა ჯაჭვი მოგაწოდოთ,თუნდაც დროებით მაინც...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი