"03.05.2024"


სანამდე დათვი ისწავლის თხრობას
დიდება წილად მონადირეს აქვს
ანდაც ტკივილს რომ იტყვის ის ჯვარი
იესო გაკრულს სიზმრად იჩეხავს
რვავე ბოლოს,შენ ნატრობ დიდებას
და ომს აცხადებ მშვიდობისათვის,ქარი გიბერავს
და შენც მიდიხარ,სადაც გწამლავენ
სადაც გკლავენ და სადაც იდეას
გაწვდიან მლაშედ..
კვლავაც იგემებ - ტყვიებს ან ლურსმნებს 
მშვიდობისათვის - სიკვდილს და ურვას
ნეტავ ვინ არის - ბანკი,ვინ ხურდა
და შენი ნება,განა შენ გსურდა!
გმართავს გარემო,არა პირიქით!
არის,იყო და იქნება მუდამ!
ღმერთი უშენოდ თუ შენით,ვინ იცის..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი