როგორც წყვდიადი და როგორც განთიადი


ჯან-ღონ გამაცალე,სულ-გულ გამაცალე
ვარდთა ტანიანო ქალწულთ სინატიფევ,
ქარბუქ გამეცალე,ღამევ გამეცალე,
მასთან გამატარე,გრძნობის დამწვას სიცხემ.

ბაგე ამათალე,ხელთ მზე ამაცალე,
ტუჩმოკვნეტილი და მე ხელ ცარიელი.
თუ არ შემიყვარე,მაინც შეიბრალე,
ჩემი გატაცება,არა წამიერი.

ხახა ჩახლეჩილი,ყეფას წამოვიწყებ,
ქვეყანას მოვადო შენზე ბალადები,
დარაბებს დავლეწავ,მტრისკენ გამოვიწევ, 
ვერ შემაჩერებენ დროის ჯალათები.

ჩემო სიზმარო და ჩემო მოზმანებავ,
ფიქრის თანამგზავრო,გრძნობის მოზღვავებავ,
სალამ მოდრეკილი ხალხი მოგიხდება,
ოქროდ მოჭედილი კაბა მოგიხდება.

სულ ამორეკლილნო ცრემლ ავსილნო თვალნო,
სულ მთლად გარეკილა ჩემის გონებაზე,
შენი შემხედვარე,უმანკოებანო,
ჯავრო მომეხსენი,დარდო მომეხსენი.

ცანო,ვერ გიცანო გულის საფიცარნო,
მიწას დააფარეთ თეთრი გობელენი,
ღამევ გამატარე მზისფერ სინათლეში 
წვიმა არ მაკმარო ნამზე შენათქეში,

ცა ნუსხ თვალიანო,ქარის კაბიანო
ხორბალ კანიანო,ზურმუხტ ტანიანო,
ფოთოლ დაფენილო,გაზაფხულიანო,
ოღონდ არ იარო,სხვასთან არ იარო!

ზეცა ჩამოტირის,მე მის თანაზიარ
თვალთ არ გამაჩნია,ცრემლთ არ გამაჩნია.
მინდა გავათიო,ღამე გავათიო, 
შენი სულნათელი ცაზე ავათრიო.

როგორ მოიჩქარის ჩემსკენ მოღამება,
მაგრამ მე შენ გვერდით ნათელ გამომხედავს,
შენს სახეს ედება მისი მდუმარება,
ოქრომჭედელებს,რომ მზე გამოუჭედავთ.

გულ-ფილტვ არეული,გრძნობა დარეული,
ფიქრ გადარეული,გონ გადარეული,
მოთქმის მერამდენედ ღამე დალეული
ბოდვის ბილიკებზე სავსე მთვარეული,

მე კი შენ შეგნატრი ქალწულთ სინატიფევ,
ქალწულთ სინატიფევ ვიმტვერ ძვალ-რბილ-კისერ.
მთვარე გულიანად კიდევ ჩაიცინებს,
ნაპრალ-ნაპრალ შუა,კლდეში ჩაეშვება,

მე კი მოლოდინით აღარ დავიძინებ,
განთიადის ხილვა შენით დაიწყება.
ქარბუქ გრილ გრიგალსაც,აღარ გაგაკარებ,
მხოლოდ მზე მოვძებნე შენი თანასწორი,

ღალატს მე ონისეს* აღარ დავაბრალებ
თუ კი შენისთანა ჰყავდა გულის სწორი,
მარილ ჩანაპირი,დარჩა ზღვიის ნაპირი,
ტალღა გაქცევია თურმე სანაპიროს,

შენ ფეხთ დაბიჯებას მრუში ქვიშა ითხოვს
მალე გამორბის ზღვა შენ ,რომ გინაპიროს,
მიქრის ქარავანი,ძაღლის ყეფდა თითქოს
დროა წარამვალი,ჩვენ ვახსოვართ იმ დროს.

ქარის თანამგზავრო უნდა დამემგზავრო
ერთად გამოვუდგეთ ქვეყნის გაგორებას,
მკერდში,რომ ჩაგიკრა,ბნელეთს დაგიფარო,
სხივ ქვეშ გამოვფერავ ყველა მოგონებას.

ქარის კაბიანო ჩემო ზღვაურო და
აღარჩადრიანო ქვრივის სიამაყევ.
ატამთ აფეთქებას გვერდში მოვუწვები 
მათსავით,რომ დაწვას შენმა სილამაზემ.

როგორ მოიჩქარის ჩემსკენ შუაღამე?
ბურუს მეხვეოდა ტანზე გამეტებით,
როგორ მოიჩქარის ჩემსკენ შუაღამე?
მაგრამ მე გულიდან შენით ავენთები.



*ონისე - გმირი ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოებიდან "ხევის ბერი გოჩა"
 

2006წ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი