ფენიქსების ვალსი


სიყვარულში ისე უნდა გამოვუტყდე,
თითქოს ამის შემდეგ დავტოვებ სამყაროს.
თუმცა ერთი წუთით, გონებას მოუხმე,
იქნებ და ასეთ დროს, თქმას, არაფრის თქმა სჯობს.

დავხუჭე თვალები, ოცნებებს მივენდე,
სიზმარში ახდენილ, არ მომხდარ პაემანს.
ზმანებით ქარცეცხლში, კოცნას სჯობს მივეცე,
ნამდვილ სამყაროში მარტოსულ წამებას.

გინატრებ მინდა, რომ ჩემს გვერდით აღმოჩნდე,
ცხოვრების მორევიდან გამოგითხოვებ.
არ მინდა შენგან, რომ წარსული შემომრჩეს,
მინდა, შენან ერთად განვლო ეს სიცოცხლე.

უკან მოვიტოვოთ წარსული წყენები,
გრძნობებს თუ ავყევით არ არის სირცხვილი.
მეორედ ძვირფასო, მე ვერ შეგელევი.
იდიოტი ვარ...და ასე ნუ იცინი!

მზისფერ ფრინველების დრო, როცა მოვიდა.
ზეცაში დაფერფლილი ფენიქსთა ვალსი,
ცეცხლოვან ფანტელად ისე წამოვიდა,
შავი თოვლი მოეფინა სამსარაში.

აღზევდა სამყაროს წყვდიადის გულიდან,
ახალი სიცოცხლე, უკვდავი სულების.
ერთი ნახვით აენთნენ სიყვარულით კვლავ,
რომ გაანადგურონ( გადაარჩინონ) ისევ ერთმანეთი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი