ფენიქსთა ვალსი
დახუჭე თვალები, ვარსკვლავებს მიენდე, სიზმარში ახდენილ, არ შემდგარ პაემანს. ოცნების ქარბუქში კოცნას სჯობს მიეცე, ნამდვილ სამყაროში მარტოსულ წამებას. გაფრინდი ისე, მეც გაფრენა მომიხდეს. ზეცაში აჭრილი ფენიქსების ვალსი, ცეცხლოვან ფანტელთა თოვლად წამოვიდეს, სითბო მოეფინოს ქალაქს ცივ ზამთარში. მიუშვი ტუჩები, მოდუნდნენ თავისთვის, და ჩემს შეხებაზე ურცხვად გაეცინოთ, იგრძენი, რაც გტკივა, თუ მართლა განიცდი, ტკივილებს ჩემს მკერდთან ნაზად ჩაეძინოთ. არ გახდე უაზრო, იფიქრე მარტივად, და ვნებებს არასდროს არ აყვე სირცხვილით. ყურში ჩამჩურჩულე, თუ ასე გაჭირდა, თუ გინდა უბრალოდ იყვირე გიჟივით. მინატრე ძლიერად შენთან, რომ აღმოვჩნდე, თავს თუ მოგაბეზრებ,მარტო არ დამტოვო. არ მინდა შენგან, რომ წარსული შემომრჩეს, მე მინდა შენს გვერდით სიცოცხლე მადროვო. ამოდი ჩემს გემზე, მე გავშლი იალქანს. ჩვენ ერთი ცხოვრება ორზე გავიყავით. მოვივლით მსოფლიოს ქვეყნების მიწა-წყალს გვიან მივხვდებით, სამყარო, ჩვენ ვიყავით. წარმომიდგინე,როგორც სხვა ან სხვაგვარი ზღვის გადოცურვით,ვინც შეცვლიდა სამყაროს და თუნდაც გავხდე მე ერთი ბრმა მხატვარი სხეულს თუ ვერ ვნახავ,სული უნდა ვხატო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი