ქალაქის მეზღვაური


მოგზაური

დაპატარავდა ძველი სვიტერი,
გადავეჩვიე ლექსების წერას,
თითის გაჭრისას არ ვტირი დედი,
შენ, რომ მიქრობდი, შუქი - სულ მრჩება.

წვიმის დროს ქოლგას არავინ მატანს,
თბილად ჩაცმასაც არ მაიძულებს,
რომ დამიბარე, რძეს ვუსხამ კატას,
რაც არ უნდა დააშავოს, ვუთმენ.

მეზღვაურებმა დატოვეს ზღვები,
ნუ თუ ეს გემიც ჩაიძირება.
გაცვდნენ პერანგზე ზოლები, წლებით.
რაც უფრო მზეა, მე მცივა მეტად.

როცა დავუბრუნდებით ნაპირებს,
დაგვხვდება, ის ვინც მუდამ გვაცილებს?
ცხარე ცრემლებით ვინც ავატირეთ,
ნუ თუ შევძლებთ და კვლავ გავაღიმებთ?

უცნობი უდაბნოს მირაჟებში
დავხეტიალობ მეზღვაურივით( ბედუინივით )
თვალ წინ ქრებიან ოაზისები,
მკლავს დაუოკებელი წყურვილი.

გაუკაცრიელებულ ქალაქში,
არც სიტყვის მთქმელი, არც მეგობარი.
დე, ხშირად სიმართლეს გიმალავდი,
ძლიერ მიმძიმდა არსებობაც კი.

ხალხის ბრბოში ვგრძნობდი სიმარტოვეს,
მარტოობაში კი ვჭვრეტდი ყოველს.
როგორ შორია ეს სიახლოვე,
და როგორ ახლოა ეს სიშორე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი