მზე და მამალი
ტყისპირა სოფლის,პატარა ფერმას სულ აღვიძებდა,მამლის ყივილი. ეს ასე იყო,სანამ ერთ დღესაც, არ გადაწყვიტა თავად დუმილი. გაფოფრებული,შარს რომ ეძებდა, რადგან ასეთი ჰქონდა ინსტინქტი. ერთხელაც ისეთ მეტოქეს შეხვდა, რომელიც იყო ყველაზე დიდი: - რას ამოსულხარ მზეო,ადრიან? არ მიყივლია მე ჯერ,ასეა?! კრუხებს ძილი სურთ,ძლიერ დაღლილან, არ გამიცია ჯერ ხომ ბრძანება?! თურმე ვინ უსმენს ამ მამლაყინწას, მწვერვალის თავზე,მნათობმა მზემ თქვა: - ამოვალ,შენ რაც არ უნდა მითხრა, დღე-ღამის ცვლა,ხომ ჩემს ნებაზეა! -შენს ნებაზეო,მაშ მე რისთვის ვარ? გამოდის ტყუილში მიცხოვრია. როგორი უსარგებლო ფრთებიც მაქვს, ხმაც სულ,ესე ტყუილად მქონია?! მზემ არაფერი არ უპასუხა, თავის ფიქრებთან მარტო დატოვა. განაგრძო მაღლა,ღრუბლებში ცურვა მას მდუმარებითაც კი აჯობა. იმ დილის შემდეგ მამლის ყივილი, სოფელში არვის გაუგონია. მიზეზს ვერ ჩაწვდნენ მისი ტკივილის, რად შეუპყრია მელანქოლიას. იფიქრეს,იჯდნენ,თავი იტეხეს, მერე შეკრიბეს ეზოში საბჭო. ბავშვობის ტრამვებშიც კი იქექნენ, ვირმა ზიგმუნდმა "სინდრომი აქვსო". - მამალს თავი ჯორი თუ ჰგონია. რაიმე ყროყინით მაინც გვამცნოს. მეთაურობდა საბჭოს მურია: - ასეთი,რამე მე ჯერ არ მახსოვს! ეს იმას ჰგავსო ინდაურებმა, ღორს,რომ დაეკარგება მადაო! ტალახში მწოლმა უსაქმურებმა: -ვცადოთ დაფსტვენას თუ აჰყვებაო. -ხომ არ უპირებს ფერმერი დაკვლას? კაკანი მორთეს,ერთხმად კრუხებმა, ჭროღამ იმარჯვა: - მიიღო დაკვრა, ასე იცის მზესთან საუბრებმა! ამდენ ლაპარაკს რაღაც ვიღონოთ, თორემ ხვალდან არ გათენდება. სანამ ჩასულა,მზეს მივაკითხოთ, მიზეზი მაგას ეცოდინება. მზემ უპასუხა ყველას გულწრფელად: - მე არ მიმიძღვის მცირე ბრალიცო. სანამდე ქარმა არ დაუბერა, მძიმე ეგონა ბუმბულს თავიცო. საგონებელში ჩავარდნილ ფერმას, რა თქმა უნდა,თავის სარგებლისთვის, საშველად ერთი მოხუცი მელა. მოადგა კარზე,კუდის ქიცინით. - რადგან არ ძალმიძს ქათმების დევნა, ნადირობაზე ავიღე ხელი. კბილებზე მეტად ჭკუა ჭრის მზესთან ამიტომ ჩემი სიბრძნით გიშველით; სამაგიეროდ სულ ცოტა ძღვენი: ჩამიჩი,ჩირი და ხორბლის ქერი. ერთი ძროხა მოიხმეთ მეწველი. მომართვით ახალი რძე და ყველი. მოითათბირეს სხვა ცხოველებმა. არას დავკარგავთ თუ ვერას შეძლებს. - ასე ნუ მაჭერ,საქმე მაქვს,შენთან. ცოტა დამინდე,მზევ ყოვლის შემძლევ! უთხრა მელიამ,მერე დაურთო: - მინდა შეკითხვა დაგისვა ერთი, თუ გამცემ პასუხს,მაშინ უდაოდ ცენტრი კი არა ყოფილხარ ღმერთი. თუ შენც არ იცი პასუხი მაშინ, მამლის ყივილამდე არ ამოხვალ. და მუდამ ასე იქნება აწი, სანამ არსებობთ ამ ქვეყნად ორთავ. მზე კი მიუხვდა ცბიერ ჩანაფიქრს, მაგრამ სძლია მასაც სიამაყემ -მე ვარ მცოდნეო ქვეყნად ყველაფრის. რა უნდა იყოს ასეთი, ბრძანე! - თუ ხარ ასეთი ძლევამოსილი, თუ მოსწრებიხარ ქვეყნის დასაწყისს, იხსენი,შენი მონა-მორჩილი, ჯერ კვერცხი გაჩნდა,თუ ჯერ ქათამი? მზე დაიბნა და ლამის სულ დადნა, ვერ მოიფიქრა,მან ვერაფერი, პასუხი კითხვას მანაც ვერ გასცა, გინდათ მოგიყვეთ სხვა დანარჩენი? მხეცი-პირუტყვი,იქ იყო იმ დღეს გორაკის მწვერვალზე შეკრებილი ყველამ იხარა ვინც იდგა მზის ქვეშ მხოლოდ ერთი იყო დარჩენილი მამალიც გაახარეს საწყალი, კვლავ დაგიბრუნეთო შენი სქმე, მელას მიართვეს თავის საგზალი, ბებერი ძვლები აუჭრიალდნენ და სანამ ტყეში დაბრუნდებოდა სავსე ხურჯინით,კარგ ხასიათზე. მზეს დაუბარა - შეეცდებოდა რომ,მოსულიყო ხვალ განთიადზე. რამაც გაამხელინა სიმართლე: -გათენებას,არ წყვეტს არც მამალი, გათენებას არ ვწყვეტ,არც თავად მე. ეს არის ჩემი გამოსავალი. რომ გიამბოთ სიმართლე და ამით ანგარიში გავასწორო თქვენთან. რა განაგებს ამ სამყაროს და ვინ. ღმერთმა უწყის,მე უბრალოდ მზე ვარა! უნდა გავსწორდეთ მამალო დროზე, მოდი,სინათლის გუშაგად გაქცევ და ყოველ დილით ყივილით სოფელს უბრალოდ ჩემი ამოსვლა ამცნე. და იმ დღეს ყველა ცხოველი მიხვდა, რომ მთელის მხოლოდ ნაწილი იყვნენ, არც ერთი იყო მთავარი იქიდან, ყველანი ერთ დიდ სამყაროს ქმნიდნენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი