მზე, მამლაყინწა და მელა
1 ტყის პირა სოფლის შერეულ ფერმას, მამლის ყივილი აღვიძებდა. მაგრამ ერთ დილით მოულოდნელად, განთიადს არავინ შეეგება. უკმაყოფილო იყო, რადგანაც თავის ანარეკლს ტბის პირას შეხვდა, ერთი ნისკარტის ჩარტყმით დამთავრდა მის ტოლთან და სწორთან შერკინება. გაფოფრებული, შარს დაეძებდა, ჩხუბისთავად, ხომ თვით ღმერთმა შექმნა. ერთხელაც ისეთ მეტოქეს ეცა უფრო დიდი, რომ არ იყო ქვეყნად. — დღეს ამოსულხარ მზეო, ადრიან. როდის გავეცი ამის ბრძანება?! რა? დაყივლება, აღარ დაგჭირდა, როდიდან გახდი ასე თავნება? მიაყურადა რა მამლაყინწას — მწვერვალებიდან, მნათობმა მზემ თქვა: — შენი ყივილი მომესმა გვიან, ვატყობ, რაღაც ცუდ ხასიათზე ხარ. - ჩემს თანხმობამდე ,როგორ გაბედე. ამოსვლა მთების იალაღებთან? - სამყაროს გულში თვითონ ავენთე. და ამის შემდეგ , ჩემს ნებაზე ვარ. — შენს ნებაზეო, რა გამოვიდა, ამბობ, რომ ტყუილში მიცხოვრია? როგორი უსარგებლო ფრთებიც მაქვს, ნუ თუ ხმაც სულ ტყუილად მქონია? თუ მართლა ასეა, მამლის ყივილს, დღეიდან ვერავინ გაიგონებს. ფეხი დაჰკრა და წავიდა იქით, საითაც ზურგის ქარები ქროდნენ. რაშია საქმე, დაფრხნენ დედლები. რად შეუპყრია მელანქოლიას. მიზეზს ვერ ჩასწვდა მათგან ვერცერთი ვისაც კი ჰკითხეს, არვის სცოდნია. ბოლოს ჭროღამ თქვა: - რაღაც ვიღონოთ, თორემ ვინ გვამცნობს კვლავ გათენებას. სანამ ჩასულა, მზეს მივაკითხოთ, საშველი მაგას ეცოდინება. მზემ უპასუხა: - თავის ბუნებას ვინც ვერ ცნობს, ვაი მისი ბრალიო, სანამდე ქარმა არ დაუბერა, მძიმე ეგონა ბუმბულს თავიო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი