ჩემი პოლიტიკური
და ხალხის მშვიდი დინება, შავი ზღვასავით აღელდა ქვეყნის გულში მოთმინება. გადმოიღვარა ტალღებად. კვამლში გახვეული იდგა, თვალაკრული ქართლის დედა, სინანულის ცრემლებს ღვრიდა მტერს მოყვრისგან ვერ არჩევდა. ერთ დროს ქუჩა რუსთაველი, გახდა ლამის რუსთა ველი. ირგვლივ შემორტყმულ რაზმებით, ოკუპანტების ტანკებით, რკინის ჯავშანი ფოერვერკს, ირეკლავს ფერადი შუქით. წაქცეულთა თავის ქალებს, ამსხვრევს სპეცრაზმელის ქუსლი. იარები კვლავ ატყვია, სხეულს მეამბოხეების. ვერ იშუშებენ ნატყვიარს, ნახელკეტარ-ნაცემები. შავ პაიკებს ვინ გაარჩევს, ერთნაირი სახეებით. სპეცრაზმელებს ათამაშებს, ხელი მოჭადრაკეების. ვერ აღკვეთენ გისოსები თავისუფლებას სიტყვების. პოეტური სტრიქონები, დასასრულია სისტემის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი