ბოჰემა


კოსმოსური მგზავრობიდან
ჩამოფრინდნენ პოეტები.
ღრუბლებში მფრინავები და
ბავშვურად მეოცნებენი.
გრავიტაციას მოედნენ,
ზეცაში ჩაცვენილები.
ფრთები-აფრები მოკეცეს,
ცაში ჩაუშვეს ღუზები.
პოეზიის საღამოდან,
წამოწყებულ პაექრობას,
დარქმევია მეგობრობა,
მოჰყოლია სმას, ღრეობა.
ამფითეატრის კიბეზე,
შუაღამემდე მზიურში.
სვამდნენ ორნი ერთი-ერთზე,
ივსებოდნენ მთვარის შუქით.
არსაიდან არსაითკენ,
ღამიდან გამომავალი.
მოსეირნე, როცა იქვე
გამოჩნდა უცნობი ქალი.
თუ როგორმა მომხიბლელმა,
მუზამ დაუმშვენათ გვერდი.
ამ სილამაზის აღწერას
არ ეყოფა ასი გვერდი.
ტანზე ოქროსფერი კაბა,
ღამე მიზეზი ცდუნების,
თვალებში იდუმალება,
სახე ფრესკაზე გულწრფელი.
გულში ჩადებული ბოღმა,
გამხელილა მაშინ, როცა
მრავალ ღამე ნათევობას,
წრფელი საუბარი მჰოყვა:
"მოგერია შენ სასმელი,
ვატყობ ხარ,ამჩატებული,
გთხოვ ცდუნებას გაუძელი,
მე მეწვია სიყვარული"
"- ვის ვინ მოერია?ხელი!
შეპყრობილი ხარ შენ შურით!
ადე გვერდზე წამომყევი!
გავარჩიოთ,საქმე ძმური!"
ერთი შარს,რომ  მოერიდა,
არ ისურვა გვერდზე გასვლა,
მეორე გადაეკიდა;
არ აცალა რამის ახსნა.
ჩასჭიდა მას ხელი ხელზე,
სურდა გაეყვანა გვერდზე.
შემთხვევით იყო თუ ძალით,
დიდ ბოძს დააჯახა თავით.
შუბლი გასკდა,სისხლი წასკდა,
გონება აემღვრა ბრაზით.
მადლობა ღმერთს,რომ გადარჩა,
უპასუხა მანაც დარტყმით.
ერჩივნათ ცარიელ სიტყვებს,
რომ გამოფხიზლებულიყვნენ.
ერთმანეთი არ დაინდეს,
ქალმა გაიხედა სხვისკენ.
მეგობრები იქიცნენ მტრებად,
ქვეყნად თურმე ასეც ხდება.
ორ კაცს შორის,როცა ჩნდება,
ერთი მუზა ,ვის დარჩება?
აშარია ოხ რა შარი.
ყველაფერში დამნაშავე.
შავი,შავი,შავი, შავი.
ყველა კონფლიქტის სათავე.
არც ერთისთვის არ არის და
ორივესთან ერთად არის.
უმიზეზოდ გადაკიდა
უცებ ორი მეგობარი.
ალკოჰოლში ჩამხრჩვალებმა
არ შეწყვიტეს პაექრობა,
უკანასკნელ სულს ღაფავდნენ
მაინც აგრძელებდნენ ბროლას.
"-ყველაფერი ამად ღირდა,
სახე,რომ გამოგეჩინა.
გვერდში ვირთხა,არ მერჩივნა,
ვინც მიჭახუნებდა ჭიქას! "
საუბარი არ აკმარეს 
და მრისხანების მტევნები,
ჭრილობებიდან აყვავდნენ
შურისძიების ფესვებით.
ძალა,რომ გამოეცალათ,
ერთმა თავი შეიკავა.
როგორღაც გამოეცალა,
გზას ხელის ცეცებით გაჰყვა.
მოედო ღამით მთელს ქალაქს,
შეშლილი მისამართებით.
გატეხილი თავის ქალა,
არტისტული ყვავილებით.
ტკივილმა,რომ გაიარა,
შუბლზე შემორჩა იარა.
რომ არ დავიწყნოდა რაც
წარსულში გამოიარა.
პატიობს და არ ივიწყებს.
არ აძინებს ყოველ ღამით,
სატანჯველი უშლის ფიქრებს,
ნუ თუ ბრალი იყო სასმლის?
ცოტა დრომ რომ ჩაიარა,
თითქოს არაფერი ისე.
ყვავილმა კვლავ გაიხარა,
დადგა გაზაფხული ისევ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი