იმ შემოდგომებს...


ცვლიან ერთმანეთს შემოდგომები.
ყურძნის მარცვალი ქვევრში დაცურავს.
რთველს აღნიშნავენ სოფლის ლოთები,
ადღეგრძელებენ ღვინის დაწურვას.

ჩვენ ამ ვენახში ადრე არ ვჩანდით,
პატარა ბავშვები, რომ ვიყავით,
მე პირში მინდვრის ხმელი თავთავით,
შენს თმებში ბუდეს იდებდა ყვავი.

იმ ხის ჩრდილში ვართ, ერთად რომ დავრგეთ.
თავს მოგაწონებ მეთქი. არა და
ზედ სახელები რომ ამოვკაწრე
შენ ამიტირდი, ტკივაო მასაც.
(მეგონა მოიწონებდი ამას, 
ზედ სახელები, რომ ამოვკაწრე.
შენ კი ატირდი, სტკივაო მასაც.)

გახსოვს ქარები, რომ ამოვარდნენ,
ქროდნენ უხილავი ცხენებივით.
შენი სიმღერა შორს გაიტაცეს,
დღემდე მოისმის ექოები იქ.

ბავშვურად ხელს მკრავ და გეჭიდები
ერთად ვეშვებით, წარსულში მთიდან.
თმაში გვეხვევა, ხმელი ფოთლები.
მინდორში ვგორავთ, მდინარის პირას.

იქნებ როდესაც აქ ვთამაშობდით,
მეთქვა, რომ ისე ძლიერ მიყვარხარ.
თუ ერთმანეთს მაინც დავშორდით
ვერ გადავიტან მე შენს დაკარგვას.

ფერმკრთალდებიან თვალებში ჩვენი,
მოგონებების ანარეკლები.
ცრემლების დაჰკრავს წვიმას ელფერი.
და სინანულით წარსულში ვრჩებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი