შემოდგომები
რთველს აღნიშნავენ სოფლის ლოთები, ადღეგრძელებენ ღვინის დაწურვას. ცვლიან ერთმანეთს შემოდგომები. ყურძნის მარცვალი ქვევრში დაცურავს. ჩვენ ამ ვენახში ადრე არ ვჩანდით, ბავშვები, მოთხვრილი საფერავით მოსართავი იმ ხის ჩრდილში ვართ, ერთად რომ დავრგეთ. ვიფიქრე თავს მოგაწონებ მეთქი და ზედ სახელები ამოვკაწრე, შენ კი მისი ტკივილი იგრძენი და მთელი ღამე გდიოდა ცრემლი ბასრი ცელივით სერავდა სივრცეს ნიავი როგორც ფოთლების ხემი რეკვიემს წერდა დაჭრილ ტირიფზე ოქტომბრის ქარები, ამოვარდნენ, ქროდნენ უხილავი ცხენებივით. შენი სიმღერა შორს გაიტაცეს, დღემდე მოისმის ექოები იქ. ხელს მკრავ, მე კი შენს ხელს ვეჭიდები თითქოს ვეშვებით, წარსულში მთიდან. თმაში გვეხვევა, ხმელი ფოთლები. ისევე როგორც ასი წლის წინათ. სიანულს გრძნობენ ერთმანეთის წინ მოგონებებით სავსე თვალები. და ანარეკლში არეკლილ თავის ვამჩნევთ რომ არვართ უკვე ბავშვები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი