სიყვარულის ბიოგრაფია


არ ჩანან გზები,ცვივა ფოთლები
ველოსიპეტის ბორბალი ბრუნავს.
შენ ნეკერჩხლებით აგევსო თმები.
შემოდგომაა,თვალებს რომ ხუჭავ.

ვსეირნობთ ერთად მთელი დღე მაინც
დრო გადის მაგრამ ჩვენ რას დავეძებთ.
გვამცნობს ამღვრეული გუბის წყალი,
ეხლაც ვერ დავაბიჯეთ მთვარეზე.

დაღამდება,მოვარდება თავსხმა.
გავათენებთ ჩვენ ქუჩაში ღამეს,
დავსველდებით და ტანსაცმელს დავწვავთ,
რომ კოცონთან ერთმანეთით გავთბეთ.

დილით ჯინსში აღმოვაჩენ ხურდას
გიყიდი იაფფასიან ნაყინს.
მთავარია სხვისი არ შეგვშურდეს.
რაც გვაქვს ისიც საკმარისი არის

             მერე სხვენით ვიქირავებთ ბინას,
ერთხელ მაინც საწოლში რომ დავწვეთ,
მომიმზადებ შენ საუზმეს დილას,
მე კი ლექსებს მხოლოდ შენთვის დავწერ

წყვილების თავშესაფარი - სხვენი
ორპირ ქარის ცრუ კაკუნი კარზე,
მზესუმზირას შეექცევა მტრედი.
გაკვირდები დაყრდნობილი მკლავზე

შენი ხალი უცნაური ფორმის,
მისი ზომით ყურადღებას იქცევს.
თითქოს რაღაც კუნძულია მგონი,
მოჰგავს მარჯნის ბარიერულ რიფებს.

მაწყვეტინებ გიტარაზე დაკვრას,
მომბეზრდაო მუსიკაზე ცეკვა!
ნაწყენიხარ და აშკარად მალავ,
ალბათ იუმორი მომიძველდა.



                      მოუხშირებ როცა გულის რევას,
           მოინდომებ ანანას და მანგოს.
                      ვერ შეიკრავ ერთხელაც ჩემს პერანგს
                      და იტყვი მგონი ორსულად ვარო

დავბერდებით შეიძლება არც კი
ვერ მოგვიღებს ბოლოს მაინც წლები
ჩვენს სიყვარულს გაუჩნდება ბავშვი
უკვდავგყოფენ შენ ჩემი ლექსები.

შემოდგომა მერამდენედ დადგა
გოგო და ბიჭი ერთმანეთს შეხვდნენ
ვხედავ და ვიფხან წვერზე ჭაღარას
რომ არ მოხვედი,იმ დღეს ვიხსენებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი