უარყოფილი ყვავილები


გრძნობისს ქარბუქში, ცვივა ფოთლები
ველოსიპეტის ბორბალი ბრუნავს.
შენ ნეკერჩხლებში გეხვევა თმები.
შემოდგომაა, თვალებს რომ ხუჭავ.

ვსეირნობთ ერთად მთელი დღით მაინც
დრო გადის მაგრამ ჩვენ რას დავეძებთ.
ნიშნავს ამღვრეულ გუბეში წყალი,
ეხლაც ვერ დავაბიჯეთ მთვარეზე.

ღამდება და თავსგვატყდება თავსხმა.
ჩვენ ვათენებთ ცივ ქუჩაში ღამეს,
ვსველდებით, ვიხდით ტანსაცმელს და ვწვავთ,
რომ კოცონთან ერთმანეთით გავთბეთ.

ნაკვერჩხალში ვპოულობ წვრილ ხურდებს
გყიდულობ იაფფასიან ნაყინს.
მთავარია სხვისი არ შეგვშურდეს.
რაც გვაქვს ისიც საკმარისი არის!

სახლის სხვენზე ვიქირავობთ თბილ ბინას,
ერთხელ მაინც საწოლში რომ დავწვეთ,
შენ მიმზადებ მტვრის საუზმეს დილას,
მე გპირდები ლექსებ შენთვის დავწერ.

წყვილების თავშესაფარი - სხვენი
ორპირ ქარის ცრუ კაკუნი კარზე,
მზესუმზირას შეექცევა მტრედი.
გაკვირდები დაყრდნობილი მკლავზე.

შენი ხალი უცნაური ფორმის,
მისი ზომით ყურადღებას იქცევს.
თითქოს რაღაც კუნძულია მგონი,
მოჰგავს მარჯნის ბარიერულ რიფებს.

მაწყვეტინებ გიტარაზე დაკვრას,
მომბეზრდაო მუსიკაზე ცეკვა!
ნაწყენიხარ და აშკარად მალავ,
ალბათ იუმორი მომიძველდა.

თანდათან უხშირებ გულისრევას,
ხანდახან მთხოვ ანანასსა და მანგოს.
ძლივს ძლივობით თუ იკრავ ჩემს პერანგს
საუზმეზე ორის ულუფას მთხოვ.

დავბერდებით შეიძლება არც კი,
ვერ მოგვიღებს ბოლოს მაინც წლები
ჩვენს სიყვარულს გაუჩნდება ბავშვი
უკვდავგყოფენ თქვენ ჩემი ლექსები.

ყველაფერი შეიძლება ასე, 
მომხდარიყო ან იქნებ სხვაგვარად
იმ შემოდგომას, ფოთლებ ქვეშ გზაზე
რომ არ წასულიყავი შენ სხვაგან.

ხელში დაჭკნენ ჩემი ყვავილები,
სიცოცხლის და სილამაზის მსგავსად.
მე კი ვდგავარ ისევ გელოდები
არ წავსულვარ, რომ იცოდე არსად.


მე ისევ აქ ვარ ,მინდა იცოდე
მე ისევ აქ ვარ.მას მერე აღარც
კი გადამიდგამს ნაბიჯი არსად.
არ ვყოფილვარ მე შენს მერე სხვასთან

და აღარც სხვა გზა არ მიძებნია
მე ისევ აქ ვარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი