მე ვარ ვარსკვლავი!
ხეზე ზის სამასი წლის ყვავი, გაფრინდი, ნუ დამჩხავი ხეს წყდება ფოთოლი დამჭკნარი (არასოდესო ჩხავის.) ვერაფრით ვერ მოვხუჭე თვალი პოსტდრამატული ღამე. ვერ აგიღწერ, როგორი შავი, არ მყოფნის ზედსართავი. კლდეში ერთი ყვავილი ყვავის, მარტოა მოწყენილი. წვიმის წყლით არის მოსარწყავი, სამყაროს მოწყვეტილი. მე თუ მომიცავს სრულად დარდით მიშველის ალბათ ძილი. იქნებ სჯობს ვიყოლიო ძაღ₾ი. და დრო გამოვყო მისთვის. შევწყვიტე საჭმლის ჭამა, გავხდი. გული გამიხდა გრამი სრულიად მარტო როცა დავრჩი, მივხვდი,რომ ვარ არავინ. 2 სრულიად მარტო როცა დავრჩი, გავხსენი ინსტაგრამი. გამიჩნდა ბევრი მეგობარი, ძაღლთან ავტვირთე ფოტო. არ დაიშურეს კომენტარი, როგორც ჩანს ძლიერ მოსწონთ. სანამ გავიტანე ნაგავი, ინფლუენსერი გავხდი. იმიჯი მაქვს, ახალ-ახალი აღარ ვარ შავი ცხვარი. ჩემს ძაღლს დავარქვი ერთგულება, თავს ვირთობთ სეირნობით. არაფერი არ მენაღვლება. მე ვარ ვარსკვლავი, შორი. სირიუსი, ბნელი კოსმოსის. ჩამქრალი გულის ძგერა, წყვდიადში ფანტავს მოლოდინს, და ეს ხმა შენც გეწევა. მე კი განვიკურნე ბოლომდე. შენგანაც ჩემო კარგო. შენ მთხოვ მაპატიე ბოლოჯერ, მე ისევ მიყვარხარო. ვერ ვაზროვნებდი, ეხლა მივხვდი თურმე ვიყავი ბრიყვი. როგორც ლარნაკში კლდის ყვავილი. ისეთი მოწყვეტილი. მე კი გპასუხობ, ყოველ ჯერზე: - შენც ხარ ვარსკვლავი ჩემი, შენ ხარ ჩამქრალი გულის ფეთქვა შორიდან უფრო გეტრფი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი