ღამის ფარვანები


სიბნელეში სინათლე შეაღწევს,

რომ აანთებენ ქუჩებზე ფარნებს.

ჩვენ გარს შემოვეხვევით ქალაქებს 

დავემსგავსებით ღამის ფარვანებს.



როცა ხალხს სძინავს- ქალაქი ცხოვრობს. 

ვივსებთ იმას,რასაც დღე ვერ იტევს.

თუ გულით უსმენ ამ ღამის სოლოს,

მწარე სიმართლეს მაშინ გაიგებ!



 ყური უგდე მას - მიენდე მის ხმას,

 გაიგონე ქუჩის იავნანა. 

ვიღაც თავს სწირავს… სხვების მაგივრად,

ვისაც არ სძინავს,მას სინათლე წვავს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი