Followers of Flowers


გვითრევს ობობას მახე - სოციალური ქსელი,
აბლაბუდაში გვახვევს ლურჯი სიახლის ველი.
აქ იცვლი ათას სახელს, ანონიმური ხდები,
კარგავ საკუთარ სახეს და ავატარად რჩები.
ჩვენ სხვანაირებს გვაჩენს, ეს მრუდე ანარეკლი,
მეტ სითამამეს გვაძლევს არმია მეგობრების.
სინამდვილეში არცერთს არ გვყავს არავინ გვერდით,
თანამგზავრებით სავსე ცაში არ არის ღმერთი.
ყვავილებივით დაჭკნნენ, ის ღირებულებები,
რითაც ყვაოდნენ ადრე, ჩვენი სული ბაღები.
ეკრანის შავი სარკე.  უხილველი თვალები.
ის კავშირები გაწყდნენ - პროგრამული ხარვეზი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი