თეთრ-შავი ლექსი
ბავშვებივით, თამაშობენ ომობანას ტირანები - აინები-მაინები, ტყვიები და ხელკეტები. გამაფრთხილებელი ხმები, შიშით სავსე ქალაქები. ცრემლსადენი აირებით, დარბეული მოედნები. წუწაობის სეზონია - გახსნილია წყლის ჭავლები, "ნეტავ ამათ, რა ჰგონიათ - შაქარივით თუ დავდნებით?!" იყიდება საქართველო: ლეგენდებით და ზღაპრებით; მთებით,ზღვებით. ყიდის ყველა : უცხოელი და ქართველი. კურთხეულია დღეს, ის რაც უკეთესად იყიდება, სავაჭრო ცენტრის დახლი დგას, ეკლესიაში კიდესთან, სულს წირავს ღარიბი,მამაო მის ხარჯზე მდიდრდება. ცეცხლი მოიკიდეს, ჯვარებზე გაკრულმა ფასის ნიშნებმა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი