მედეა.მასალა (+18)
ჰაინერ მიულერის პიესის მიხედვით პოეტური ვერსიის ავტორი: ირაკლი ცხადაია ნაწყვეტი პიესიდან პირველი სცენა ________________________________________ I გაპარტახებული სანაპირო სისხლისფერი ტბა სადღაც შტრაუსბერგის მიდამოებში, გაპარტახებული სანაპირო. ირგვლივ ნაკვალევი, ბრტყელშუბლა არგონავტებისა - გარდასული ბრძოლების. უსიცოცხლო ხის ტოტები, წამომართულან წვალებით. „ - ეს ხე მე სიმაღლეში ვერ გადამასწრებს“ - ამობობს ვიღაც დახოცილი თევზები ტალახში, ტბა დამხრჩვალებისა. ნეხვის გროვა, ნახმარი პაკეტები, ცარიელი ქილა პრეზერვატივი, ნარჩენი, სისხლი... კოლხი ქალებისა. აკუწული მეძავის ლეში დევს სვავების საუზმედ: „- შე ძუკნავ, ხომ გეუბნებოდი, ეს კაცი ჩემიათქო! ნუ ღელავ ჩემო სიყვარულო, მოდი და დამეუფლე!" ჰო, სანამ თავის ქალა დაუმსხვრევია მისთვის "არგოს" უსარგებლო გემი. უკვე არაფრის მაქნისი ნეშთი. მოჰგავს საყვარელს გამოყენებულსა და მიტოვებულს. რყევა ვაგონში, სახეები გაზეთებიდან, ნერწყვი. ასო, შარვალში რომ გამაგრებია თითოეულს. უმზერენ ფერუმარილიან ხორცს, განმუხტვის ძვირ ჭურჭელს. ნატურით იხდიან მთელი კვირის შემოსავლის ნაცვლად. ქალები ქმრებს საჭმელს ცხლად უნახავენ, ნანატრ უქმეს, ფანჯრიდან ფენენ სარეცხს, გამოსასვლელ კოსტუმს, აფრას. რეცხენ ნარწყევს, უწმინდურებას. აბორტის მანქანები. გზებზე მიტოვებულ ახალშობილებს მატლები ჭამენ. ხიდების ქვეშ, ცარიელ ბოთლებში, შარდავენ ბავშვები. იაფია არაყი და კოშმარებად აქცევს ღამეს. ორგიები, აღვირახსნილი სქესობრივი აქტები. ქალწულები, სისხლით მოთხვრილ მორგებში. მიცვალებულები აღარ იყურებიან ფანჯრებში, არ უწევთ უნიტაზების ჩარეცხვა, თავის ღლა ოცნებით. წაბილწული, გაპარტახებული და ნეხვად ქცეული. ეს არის მიწა, რომელიც გადარჩენილებმა გაანადგურეს. აი როგორია. ცოცხლად დარჩენილთაგან წყეული. მისგან წამოსული ტკივილის ხმა, გონებას აყრუებს. ვიღაცა ბოძზე ჩამოკიდეს, ენა გადმოგდებული, თანაც მუცელზე დაფა ჩამოჰკიდეს „მე ლაჩარი ვარ“ სადღაც გულის სიღრმეში მკვდარი ძმა ჰყავს ჩახუტებული მედეას. გრძნეულს, სამშობლოს მოღალატეს, გავარდნილ ქალს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი