ფილოსოფიური სონეტი
ტარიელ ჭანტურიას ხსოვნას.რადგან ვწერდი იმ დღეს,როდესაც ის გარდაიცვალა. ფილოსოფიური სონეტი ადამიანი სამუდამოდ არ არის ქვეყნად. ვარდივით ჭკნება, როცა ქრება მისი სინათლე, გადიან წლები, ჩვენგან მტვერიც კი აღარ რჩება, ერთხელ ვეშვებით ჩანჩქერიდან, როგორც მდინარე. და თუ სიკვდილის შემდეგ იქ სხვა არაფერია. არც ჯოჯოხეთი გველოდება და არც სამოთხე. გამოდის, ცისქვეშ ყველაფერი დასაშვებია. საკუთარი თავის ანაბარად რაკი დაგვტოვეს. მაგრამ სინდისი თუ კი ვინმეს შემორჩენია, მოელის განა სიკეთისთვის ქვეყნად საზღაურს? ადამიანი თავის ბედის შემოქმედია, უსიყვარულოდ გადაარჩენა მის სულს, არ ძალუძს! ამ ქვეყნიურ ცხოვრებისთვის, თუ არავინ განგვსჯის, ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს ცუდი და კარგი. დრაფტი მარადიულად არ ცხოვრობს არავინ ამ ქვეყნად, რასაც დავტოვებთ,დრო ყველაფერს გაატიალებს გაივლის წლები, ჩვენზე ხსოვნაც კი არ დარჩება, ერთხელ ვეშვებით ჩანჩქერიდან, როგორც მდინარე. და თუ სიკვდილის შემდეგ იქ არც არაფერია. არც ჯოჯოხეთი გველოდება და არც სამოთხე. ამ ცისქვეშეთში ყველაფერი დასაშვებია არც ავ განზრახვით, არც სიწრფელით არას დავტოვებთ . მაგრამ სინდისი ჩვენში კიდევ შემორჩენიათ, განა ვინ ელის სიკეთისთვის ქვეყნად საზღაურს? ერთურთის გარდა ქვეყანაზე რა დაგვრჩენია უსიყვარულოდ გადარჩენა ჩვენს სულს არ ძალუძს. ამ ქვეყნიურ ცხოვრებისთვის, თუ არავინ განგვსჯის, ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს ცუდი და კარგი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი