რამდენი უნდა იარო ადამ..


რამდენი უნდა იარო ადამ, 
რამდენი გძულდეს ადამიანი, 
სასოწარკვეთა არა ღირს ამად,
აქ შენი ღირსი არავინ არის.
კვლავ ეძებ სარკმელს, 
გაგიღოს ვინმემ, 
რადგან, სულის კარს არავინ გიღებს,
დარჩები მარტო, და ღირდეს იქნებ,
ფიქრში აკრძალულ აზრებს რომ ივლებ. 
შენ ამეთვისტო იხილე მზეში,
პირველ სამოსელს დაეძებ ისევ,
სამოთხის ვაშლი გიჭირავს ხელში
და ღმერთი სახლში არ გიშვებს შიშველს. 
იცი, არსდროს არ დაბრუნდები
უფლის წიაღში არ გელის არვინ,
ეძებ სამყაროს, უცხოს სრულებით,
უფრო უბრალოს, სულელს და ადვილს..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
დავით ანასტასიადისანასთეიშენ4 წლის წინ

გ ე ნ ი ა ლ უ რ ი ა

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი